სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11124

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
 ვიქტორ მჭედლიძე 1908-1967წწ დრამატურგი, მსახიობი, რეჟისორი დაბ. ქუთაისი,იმერეთი.

1908-1967 წწ. გარდ. 59 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი მჭედლიძე სია

ქუთაისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

305       ბეჭდვა

ვიქტორ მჭედლიძე 1908-1967წწ დრამატურგი, მსახიობი, რეჟისორი დაბ. ქუთაისი,იმერეთი.

 ვიქტორ მჭედლიძე ( 25 დეკემბერი 1908-1967) დრამატურგი, მსახიობი, რეჟისორი.


დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა მოსკოვის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1935 წელს.

მონაწილეობდა სასკოლო წარმოდგენებში. 1924 წლიდან მუშაობდა ქუთაისის თეატრში თანამშრომლად; 1925-1926წწ. - მსახიობად; 1926-1927წწ. სტალინირის (ამჟამად ცხინვალი) დრამატულ წრეს ხელმძღვანელობდა; 1928 წლიდან მუშაობდა "სახკინმრეწვში" რეჟისორის თანაშემწედ;


იმავე წელს გაგზავნილ იქნა მოსკოვში სპეციალური განათლების მისაღებად; 1930 წელს შევიდა მოსკოვის კინემოტაგრაფიის ინსტიტუტში, ხოლო 1933 წელს გადავიდა მოსკოვის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე; 1935 წელს დაინიშნა კოსტრომის მუშა-ახალგაზრდობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად, სადაც 1937 წლამდე იმუშავა; 1937-1938წწ. სეზონში რეჟისორის ასისტენტად მუშაობდა ვლ. ნემიროვიჩ-დანჩენკოს მოსკოვის მუსიკალური კომედიის თეატრში; 1937 წელს დაბრუნდა სამშობლოში და სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა ზუგდიდის თეატრში; 1938-1946წწ. იყო ტყიბლის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 1946-1949წწ. ზუგდიდის სახელმწიფო თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 1949-1950წწ. მუშაობდა ოდესის ფილარმონიაში რეჟისორ-კონსულტანტად; 1950 წლიდან, შვიდი წლის მანძილზე იყო ფოთის თეატრის დამდგმელი რეჟისორი; 1957 წლიდან კვლავ ზუგდიდის თეატრშია რეჟისორად; შემდეგ ისევ ფოთის თეატრში დაბრუნდა, სადაც გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა. მრავალფეროვანია მისი მოღვაწეობა თეატრში: ის იყო რეჟისორი, მსახიობი, წერდა პიესებს "ლუხუტელის" ფესვდონიმით, თარგმნიდა პიესებს და მუსიკალურად აფორმებდა სპექტაკლებს. 130-ზე მეტი სპექტაკლი აქვს დადგმული ქართულ სცენაზე: დ. ერისთავის "სამშობლო", ვ. გუნიას "და-ძმა", დ. კლდიაშვილის "ირინეს მედნიერება" და "დარისპანის გასაჭირი", ნ. შიუკაშვილის "სულელი და "მზე შინა და მზე გარეთა", ალ. ყაზბეგის "არსენა", ა. გაბესკირიას "მათი ამბავი", ი. მოსაშვილის "სადგურის უფროსი", გ. შატბერაშვილის "ფიქრის გორა", გ. ქელბაქიანის "ტირიფის ქვეშ", გ. ერისთავის "ყვარყვარე ათაბაგი", ა. ოსტროვსკის "უმზითვო" და "უდანაშაულო დამნაშავენი", ნ. გოგოლის "ბანქოს მოთამაშენი", კ. სიმონოვის "რუსეთის საკითხი" და "მელოდე", ჟ. მოლიერის "ძალად ექიმი", დ. გოლდონის "სასტუმროს დიასახლისი" და სხვა.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 13.03.2020
ბოლო რედაქტირება 20.11.2022
სულ რედაქტირებულია 1





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0