ბაბკენ ნერსესიანი ( 5 ივლისი 1917-1986) არტისტი,მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1933 წლიდან თბილისში. 1944-1955წწ. იყო თბილისის სომხური დრამატული თეატრის მსახიობი, 1956 წლიდან ერევნის გ. სუნდუკიანის სახელობის სომხური დრამის თეატრშია. წარმატებით ასრულებს სახასიათო, კომიკურ და ტრაგიკულ როლებს: პეპო (სუნდუკიანის "პეპო"), გევორქი (ბორიანის "ერთ ჭერქვეშ") და სხვა. შექმნა ლენინის სცენური სახე (დარიანის "რესპუბლიკის თავჯდომარე"), შ. რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლში "პეპო" ქართულ ენაზე შეასრულა პეპოს როლი. 1957 წლიდან მოღვაწეობს კინოში. მხატვრული კითხვის ოსტატი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.