სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11124

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ვიქტორ ნინიძე (1888-1975) მსახიობი,რეჟისორი წარმ. ოზურგეთი

1888-1975 წწ. გარდ. 87 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ნინიძე სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

311       ბეჭდვა

ვიქტორ ნინიძე (1888-1975) მსახიობი,რეჟისორი წარმ. ოზურგეთი

ვიქტორ ნინიძე (1888-1975) მსახიობი,რეჟისორი.


1904 წლიდან მონაწილეობდა სოფლის სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში. 1905 წლის რევოლუციის პერიოდში მოღვაწეობდა ჭიათურის თეატრში; 1909-1921წწ. და 1922-1924წწ. მუშაობდა თბილისის სახალხო სახლში მსახიობად; 1921 წელს სამაზრო ხელისუფლების დავალებით ოზურგეთში ჩამოაყალიბა პროფესიული თეატრი; 1924-1928წწ. რეჟისორ-მსახიობად მოღვაწეობდა სხვადასხვა კლუბთან არსებულ დრამწრეებში;


იყო თბილისის სანკულტურის თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი; 1928-1962წწ. - მისი სამხატვრო ხელმძღვანელი; დიდი დამაჯერებლობით ასახიერებდა სახასიათო და კომედიურ როლებს: დათია ("ქრისტინე", ე. ნინოშვილის მიხედვით), გიორგი (ნ. ნაკაშიძის "კაცის სამართალი"), ბოქაული (ი. გედევანიშვილის "მსხვერპლი"), სტეფანე (ს. ბელოის "უმუშევარნი") და სხვა. საუკეთესო დადგმებს შორისაა ი. ეკალაძის "ნომერი 21 ჯვრით", ი. გედევანიშვილის "მსხვერპლი", ტ. რამიშვილის "სტუმარ-მასპინძლობა", გ. ბერძენიშვილის "ოქროს ვერძი", შ. დადიანის "გუშინდელნი", ჰ. იბსენის "მოჩვენებანი" და სხვა. იგი ავტორია პიესებისა: "სამწუხარო შედეგი", "თითო ჭიქა", თბილისში არის ვიქტორ ნინიძის სახელობის ქუჩა.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 13.03.2020
ბოლო რედაქტირება 19.12.2022
სულ რედაქტირებულია 1





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0