დათო პაპუაშვილი ( 15 სექტემბერი 1942) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
1963 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: კოტე (რ. სტურუას, გ. ქავთარაძის "ბრალდება"), გურამ შელია (კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია"), ჯამბაზი ალე ჰოპი (ა. სულაკაურის "სალამურა"), სამსონი (გ. სუნდუკიანის "პეპო"), მთქმელი (თ. ჭილაძის "როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის"), ფაინშტეინი (ა. ჩხაიძის "სამიდან ექვსამდე"), კეიტსბი, ოსვალდი (შექსპირის "რიჩარდ III ", "მეფე ლირი") სილიბისტრო (მ. ჯავახიშვილის "კვაჭი კვაჭანტირაძე") და სხვა. გადაღებულია ფილმებში: "გია მიდის ყამირზე" (1963), "საერთო კედელი" (1972), "წკიპურტები"(თანამშრომელი, ქურდი, 1973), "თვალი პატიოსანი" (1976), "მონანიება" (1984) და სხვ. თეატრისა და კინოს მსახიობი.