სულ ნახვა : 8 384 577
სტატია : 54 608
ფოტო: 78 455

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელნი IV საუკუნიდან
5.8 ევდემონ I (ჩხეტიძე) 1557-1578 აფხაზეთის ( დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოსი
ბმულის კოპირება

საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელნი IV საუკუნიდან

გვარი ჩხეტიძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

202       ბეჭდვა

5.8 ევდემონ I (ჩხეტიძე) 1557-1578 აფხაზეთის ( დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოსი

ევდემონ I (ჩხეტიძე) (გ. 1578), დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1557-1578 წლებში. იმერეთის მეფეების ბაგრატ III-ისა (1510-1565) და გიორგი II-ის (1565-1583) აქტიური თანამოაზრე დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ გაერთიანებისა და კულტურულ-ეკონომიკური აღმშენებლობის საქმეში. ევდემონ I-ის სახელს უკავშირდება ბიჭვინთიდან საკათოლიკოსო რეზიდენციის გელათში გადატანა. აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ მალაქიასთან ერთად ხელმძღვანელობდა საეკლესიო კრებას, რომელმაც სიკვდილით დასჯა დაუწესა ტყვეთა გამყიდველებს და მოაწესრიგა საეკლესიო მმართველობის დარღვეული წესები. ევდემონ I-მა მოახატვინა გელათის წმინდა გიორგის ტაძრის ნაწილი; შეაკეთა და მოახატვინა მოქვისა და ბიჭვინთის მონასტრების ნაწილი, რომელთა წარწერებში მოხსენებულია თვით ევდემონ I; 1568 წელს მოაჭედვინა ბიჭვინთის ღვთისმშობლის ოქროს ხატი. ცნობილია ევდემონ I-ის დაკვეთით გადაწერილი გელათის ხელნაწერები. ბიჭვინთის საკათოლიკოსო მამულს საკუთარი ხარჯით შეუძინა ახალი მამულები და ძვირფასი ინვენტარი. დასაფლავებულია გელათის წმინდა გიორგის ეკლესიაში.




5.13 სვიმონი (ჩხეტისძე, ჩხეტიძე)- 1660-1666 აფხაზეთის ( დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოსი

1 0


ჩხეტიძე - გვარის 12 ღვთისმსახური

1 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 22.10.2023
სულ რედაქტირებულია 1