სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ფოთის ღვთისმშობლის შობის  საკათედრო ტაძარი 1907 წელი tspress.ge სგან ფოთის ღვთისმშობლის შობის  საკათედრო ტაძარი 1907 წელი tspress.ge სგან ფოთის ღვთისმშობლის შობის  საკათედრო ტაძარი 1907 წელი tspress.ge სგან ფოთის ღვთისმშობლის შობის  საკათედრო ტაძარი 1907 წელი tspress.ge სგან ფოთის ღვთისმშობლის შობის  საკათედრო ტაძარი 1907 წელი tspress.ge სგან ფოთის ღვთისმშობლის შობის  საკათედრო ტაძარი 1907 წელი tspress.ge სგან ფოთის ღვთისმშობლის შობის  საკათედრო ტაძარი 1907 წელი tspress.ge სგან ფოთის ღვთისმშობლის შობის  საკათედრო ტაძარი 1907 წელი tspress.ge სგან ფოთის ღვთისმშობლის შობის  საკათედრო ტაძარი 1907 წელი tspress.ge სგან ფოთის ღვთისმშობლის შობის  საკათედრო ტაძარი 1907 წელი tspress.ge სგან ფოთის ღვთისმშობლის შობის  საკათედრო ტაძარი 1907 წელი tspress.ge სგან ფოთის ღვთისმშობლის შობის  საკათედრო ტაძარი 1907 წელი tspress.ge სგან ფოთის ღვთისმშობლის შობის  საკათედრო ტაძარი 1907 წელი tspress.ge სგან ფოთის ღვთისმშობლის შობის  საკათედრო ტაძარი 1907 წელი tspress.ge სგან ფოთის ღვთისმშობლის შობის  საკათედრო ტაძარი 1907 წელი tspress.ge სგან
ბმულის კოპირება



ფოთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

9       ბეჭდვა

ფოთის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი 1907 წელი tspress.ge სგან

ისტორიის მიხედვით, 1895 წელს, რუსეთის იმპერატორის ნებართვით, ფოთის საკათედრო ტაძრის მშენებლობის კომიტეტი შეიქმნა, რომელსაც ქალაქის თავი, ნიკო ნიკოლძე ხელმძღვანელობდა. ნიკოლაძის გადაწყვეტილებით, დაგეგმილი იყო ქართული არქიტექტურული სტილის ტაძრის მშენებლობა, თუმცა პროექტი რუსულმა მხარემ დაიწუნა. მოგვიანებით, პროექტი მომზადდა კონსტანტინეპოლში არსებული წმ. სოფიას ტაძრის მიხედვით და იგი ტაძრის ანალოგი იყო, შემცირებული მასშტაბით.

 

ისტორიული ფაქტებით, მშენებლობა 1906 წელს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე დაწყებულა, რა დროსაც ტაძრის საძირკველი საზეიმო ვითარებაში გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) აკურთხა. ისტორიის მიხედვით, მშენებლობა დაახლოებით 1 წელში დასრულდა და 1907 წელს ტაძრის გუმბათზე ჯვარი აღუმართავთ.

 

საკათედრო ტაძარის კანკელის ხატები რუსეთის საიმპერატორო აკადემიის მხატვარი დუმიტრაშკოს შეუსრულებია. ხატები ბერძნულ-ბიზანტიურ, ქართულ-ბიზანტიურ და რუსულ-ბიზანტიურ სტილში ყოფილა შესრულებული.

 

1932 წელს ქალაქ ფოთის კომუნისტურმა ხელისუფლებამ საკათედრო ტაძრის თეატრად გადაკეთების გადაწყვეტილება მიიღო. შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და ტაძარში თეატრი განთავსდა. ათეული წლების იქ  ფოთის თეატრის დასი მოღვაწეობდა.

 

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 90-იან წლებიდან საქართველოს ეკლესიამ ტაძრის დაბრუნების სურვილი გამოთქვა, თეატრმა შენობის დათმობაზე უარი განაცხადა. ეკლესიასა და თეატრს შორის დავა დიდ ხანს გრძელდებოდა. წლების განმავლობაში, დასი მრევლის წინააღმდეგ და მრევლი დასის წინააღმდეგ იყო.

 

საბოლოო გადაწყვეტილება ე.წ. "ვარდების რევოლუციის" შემდგომ მოსული ხელისუფლების დროს იქნა მიღებული. 2005 წლის ნომებერში საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შენობა საპატრიაქროს გადასცა. ფოთში ვიზიტისას, სააკაშვილმა სიმბოლურად, ტაძრის გასაღები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს ჯერ კიდევ თეატრის შენობაში გადასცა.

 

ტაძრის აღდგენითი სამუშაოები, ძირითადად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან და შემოწირულობებით მიღებული თანხებით მიმდინარეობდა. სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ჯამში, 8 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა. ტაძრის გუმბათის მოსაოქროვებლად, პრეზიდენტმა, სააკაშვილმა თანხა საკუთარი ფონდიდან გამოყო. წყარო  http://www.tspress.ge/ka/site/articles/15600/


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0