სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
გიორგი პაპაშვილი (1898-1978) მოქანდაკე მწერალი კობიაანთკარი, დუშეთი, მცხეთამთიანეთი გიორგი პაპაშვილი (1898-1978) მოქანდაკე მწერალი კობიაანთკარი, დუშეთი, მცხეთამთიანეთი გიორგი პაპაშვილი (1898-1978) მოქანდაკე მწერალი კობიაანთკარი, დუშეთი, მცხეთამთიანეთი გიორგი პაპაშვილი (1898-1978) მოქანდაკე მწერალი კობიაანთკარი, დუშეთი, მცხეთამთიანეთი გიორგი პაპაშვილი (1898-1978) მოქანდაკე მწერალი კობიაანთკარი, დუშეთი, მცხეთამთიანეთი გიორგი პაპაშვილი (1898-1978) მოქანდაკე მწერალი კობიაანთკარი, დუშეთი, მცხეთამთიანეთი

1898-1978 წწ. გარდ. 80 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი პაპაშვილი სია

დუშეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

479       ბეჭდვა

გიორგი პაპაშვილი (1898-1978) მოქანდაკე მწერალი კობიაანთკარი, დუშეთი, მცხეთამთიანეთი

გიორგი პაპაშვილი (დ. 23 აგვისტო1898კობიაანთკარი — გ. 29 მარტი1978კემბრიაკალიფორნია


წყარო ამბები.გე  

ცნო­ბილ­მა ქარ­თველ­მა მწე­რალ­მა და მო­ქან­და­კემ გი­ორ­გი (ჯორჯ) პა­პაშ­ვილ­მა, რომ­ლის წიგ­ნე­ბიც ნიუ-იორ­კის რჩე­ულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში მარკ ტვე­ნის, იუ­ლი­ამ ფოლკ­ნე­რის, ერ­ნესტ ჰე­მინ­გუ­ე­ი­სა და სხვა გა­მო­ჩე­ნი­ლი ავ­ტო­რე­ბის ნა­მუ­შე­ვარ­თა გვერ­დით, ღირ­სე­ულ ად­გილს იკა­ვებ­და, თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­ა­ტა­რა. გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც "გა­ა­მე­რი­კე­ლე­ბულ ფი­როს­მან­საც" უწო­დებ­დნენ, აშშ-ში 1920-იანი წლებ­ში ჩა­ვი­და. ემიგ­რანტს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა მე­უღ­ლეს­თან თა­ნა­ავ­ტო­რო­ბით და­წე­რილ­მა წიგნ­მა Anything Can Happen ("ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს"; აშშ-ში 1945 წელს გა­მო­ი­ცა, თბი­ლის­ში კი - 1966 წელს), რო­მე­ლიც ბესთსე­ლე­რად იქცა და მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით მისი 1,5 მლნ ეგ­ზემპლა­რი გა­ი­ყი­და. 1952 წელს, წიგ­ნის მი­ხედ­ვით, ჰო­ლი­ვუდ­ში ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის ფილ­მი გა­და­ი­ღეს.


გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლი 1898 წლის 23 აგ­ვის­ტოს სო­ფელ კო­ბი­ა­ანთკარ­ში, ვანო და ია­მზე პა­პაშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. მისი მო­ნა­თხრო­ბის მი­ხედ­ვით, დედა ტრა­გი­კუ­ლად გარ­და­ეც­ვა­ლა. უსახ­სრო­ბის გამო, მა­მამ სკო­ლა­ში ვერ შე­იყ­ვა­ნა, ამი­ტომ ტყავ­ზე მუ­შა­ო­ბა და ხან­ჯლე­ბის კე­თე­ბა შე­ას­წავ­ლა. სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდას I მსოფ­ლიო ომში სნა­ი­პე­რად ყოფ­ნა მო­უხ­და.


1921 წელს, რო­დე­საც წი­თე­ლი არ­მია სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­იჭ­რა, გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლი ჯარ­ში მსა­ხუ­რობ­და და მენ­შე­ვი­კებ­თან ერ­თად კონ­სტან­ტი­ნო­პოლ­ში აღ­მოჩ­ნდა. ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კონ­სტან­ტი­ნო­პოლ­ში ცხოვ­რობ­და - თხრი­და ჭებს, მუ­შა­ობ­და ტაქ­სის მძღო­ლად და ანა­ტო­ლი­ის ვე­ლებ­ზე ტა­ხებ­ზე ნა­დი­რობ­და. ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ამე­რი­კის ვი­ზის შოვ­ნა მო­ა­ხერ­ხა და ბე­დის სა­ძებ­ნე­ლად, უცხო ქვე­ყა­ნა­ში გა­ემ­გზავ­რა. რამ­დე­ნი­მე ღამე სი­მონ სი­და­მონ-ერის­თა­ვის ოჯახ­თან ერ­თად, ნიუ-იორკში, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში გა­ა­თე­ნა, შემ­დეგ კი გეზი კა­ლი­ფორ­ნი­ი­სა­კენ აიღო. მუ­შა­ობ­და ჭურ­ჭლის მრე­ცხა­ვად, მზა­რე­უ­ლად, ლი­თონ­ჩა­მომ­სხმელ სა­ამ­ქრო­ში... ერთხანს ჰო­ლი­ვუდ­შიც მოღ­ვა­წე­ობ­და.


თხუთ­მეტ­წ­ლი­ა­ნი ხე­ტი­ა­ლის შემ­დეგ, გი­ორ­გი პა­პაშ­ვილ­მა ცო­ლად ამე­რი­კე­ლი მწე­რა­ლი და მო­მა­ვა­ლი თა­ნა­ავ­ტო­რი, ჰე­ლენ უა­ი­ტი შე­ირ­თო. წყვილ­მა ჰე­ლე­ნის მზი­თე­ვით პენ­სილ­ვა­ნი­ის შტატ­ში პა­ტა­რა ფერ­მა იყი­და და გი­ორ­გიმ მამა-პა­პის ხე­ლო­ბას - ხვნა-თეს­ვას მიჰ­ყო ხელი. ტან­დე­მი შედ­გა და მალე მთე­ლი ამე­რი­კა მათ­ზე ალა­პა­რაკ­და.


გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლი ცნო­ბი­ლი იყო არა მხო­ლოდ მწერ­ლო­ბით, არა­მედ სკულპ­ტუ­რუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი­თაც. ძი­რი­თა­დად, ცხო­ველ­თა სკულპ­ტუ­რებს ქმნი­და. 1979 წელს პენ­სილ­ვა­ნი­ა­ში მისი ქან­და­კე­ბე­ბის ფოტო-ალ­ბო­მე­ბი გა­მო­ი­ცა. პა­პაშ­ვი­ლი მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია მე-20 სა­უ­კუ­ნის ამე­რი­კუ­ლი მწერ­ლო­ბი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის ან­თო­ლო­გი­ა­ში.

მე­უღ­ლე­თა კა­ლამს ეკუთ­ვნის სხვა ნა­წარ­მო­ე­ბე­ბიც: Dogs and People (1954), Home and Home Again (1973) და მრა­ვა­ლი სხვა. მათ­ვე 1946 წელს გა­მოს­ცეს ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი ზღაპ­რე­ბის კრე­ბუ­ლი Yes and No Stories.


1960-იან წლებ­ში, უცხო­ეთ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი 40 წლის შემ­დეგ, გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, მშობ­ლი­ურ კო­ბი­ა­ანთკარ­ში დაბ­რუნ­და. მწე­რალს თან ახ­ლდა მე­უღ­ლე. თბი­ლის­ში ყოფ­ნი­სას პა­პაშ­ვი­ლე­ბი მწე­რალ­თა კავ­შირს ეს­ტუმრნენ და ქარ­თველ მწერ­ლებს შეხ­ვდნენ. ჰე­ლენ და გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებ­დნენ, რათა ამე­რი­კელ ხალ­ხს უკეთ გა­ეც­ნო ქარ­თვე­ლი ერის მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი კულ­ტუ­რა.


ერთ წე­ლი­წად­ში ათგზის გა­მო­ცე­მუ­ლი Anything Can Happen, რო­გორც უკვე ვთქვით, ბესთსე­ლე­რად იქცა. ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­ლო­გი­ურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი რუ­სუ­დან ნიშ­ნი­ა­ნი­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ ამ წიგნს იო­სებ სტა­ლი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი - სვეტ­ლა­ნა ალი­ლუ­ე­ვაც გა­მორ­ჩე­უ­ლად მი­იჩ­ნევ­და. პრო­ფე­სორ­მა პენ­სილ­ვა­ნი­ის შტა­ტის ლი­ჰა­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში და­ცულ ჯორჯ (გი­ორ­გი) პა­პაშ­ვი­ლის არ­ქივ­ზე იმუ­შა­ვა. მან უზარ­მა­ზა­რი სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლის შეს­წავ­ლის დროს, ბევ­რი უც­ნო­ბი დე­ტა­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნა.


ცნო­ბი­ლი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე და ჟურ­ნა­ლის­ტი ჟუ­ჟუ­ნა ნი­ჟა­რა­ძე-მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი ის იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სია, რო­მე­ლიც სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ მწე­რალს პი­რა­დად შეხ­ვდა და სახ­ლშიც უმას­პინ­ძლა. AMBEBI.GE ჟუ­ჟუ­ნა ნი­ჟა­რა­ძე-მა­ჭა­ვა­რი­ანს ესა­უბ­რა.

ჟუ­ჟუ­ნა ნი­ჟა­რა­ძე-მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი:

- 1960 წელს და­სას­ვე­ნებ­ლად სო­ხუმ­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დი დე­ი­და ვე­ნე­რა ბა­რა­მი­ძე-ურუ­შა­ძეს­თან (ცნო­ბი­ლია რო­გორც "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" მთარ­გმნე­ლი) ერ­თად და იქე­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლებს თბი­ლის­ში დაგ­ვხვდა ამე­რი­კი­დან ჩა­მო­სუ­ლი სტუმ­რე­ბი - გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლი და მისი უმ­შვე­ნი­ე­რე­სი მე­უღ­ლე. გაც­ნო­ბის­თა­ნა­ვე მათ თა­ვი­ან­თი წიგ­ნი "ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს" მა­ჩუ­ქეს, რო­მე­ლიც უკვე მთელ მსოფ­ლი­ო­ში იყო აღი­ა­რე­ბუ­ლი. ჩემ­მა მშობ­ლებ­მა ჩვე­ნი სტუმ­რე­ბის შე­სა­ხებ შე­ი­ტყვეს და მთხო­ვეს სა­პა­ტიო სტუმ­რე­ბი მათ­თან მცხე­თა­ში ჩა­მეყ­ვა­ნა, რა­ზეც გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლი და მისი მე­უღ­ლე სი­ა­მოვ­ნე­ბით დამ­თან­ხმდნენ. სა­ნამ მცხე­თა­ში ჩვენს სახ­ლში მი­ვი­დო­დით, მა­მუ­ლაშ­ვი­ლის ცნო­ბილ ბაღს ვეს­ტუმ­რეთ. ბუ­ნებ­რი­ვია, ბა­ღის ნახ­ვამ ორი­ვე ცოლ-ქმა­რი ძა­ლი­ან მო­ხიბ­ლა, ამ ბაღ­ზე ხომ ძა­ლი­ან ბევ­რი თქმუ­ლა და მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ იცის, რა სა­ოც­რე­ბაც იყო! ბა­ტონ­მა გი­ორ­გიმ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის წიგ­ნი მო­ი­თხო­ვა, რად­გან სურ­და მა­საც ჩა­ე­წე­რა, თუ რამ­დე­ნად აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი იყო ნა­ნა­ხით. მახ­სოვს მისი სი­ტყვე­ბი: "მე დღეს უბედ­ნი­ე­რე­სი კაცი ვარ, რომ ვეს­ტუმ­რე ამ ულა­მა­ზეს ბაღს და დავ­ტკბი ამ სა­ოც­რე­ბის ნახ­ვით".


ჩემს მშობ­ლებ­თან რო­დე­საც მი­ვე­დით, იქ უკვე პა­ტივ­სა­ცემ სტუმ­რებს მო­ე­ყა­რათ თავი - ირაკ­ლი აბა­ში­ძე, სტე­ფა­ნე ჯა­ფა­რი­ძე, ოთარ ღუ­დუ­შა­უ­რი, თა­ვის მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, ასე­ვე ბი­ძა­ჩე­მი, კომ­პო­ზი­ტო­რი ლე­ვან ყა­რან­გო­ზიშ­ვლი. ჩვენს ეზო­ში მა­შინ 30-მდე ჯი­შის ვარ­დი ჰყვა­ო­და და ირ­გვლივ სა­ო­ცა­რი სურ­ნე­ლი იდგა. იქვე აგიზ­გი­ზე­ბულ თო­ნე­ში პუ­რე­ბი ცხვე­ბო­და, დიდ აი­ვან­ზე სუფ­რა იყო გაშ­ლი­ლი, რო­გორც ქარ­თვე­ლებს გვაქვს ცნო­ბი­ლი გა­მოთ­ქმა - სუფ­რას ჩი­ტის რძეც არ აკ­ლდა... მა­მამ თა­მა­დად ირაკ­ლი აბა­ში­ძე აირ­ჩია. ირაკ­ლი ბი­ძი­ამ ოჯა­ხის სა­დღეგ­რძე­ლოს შემ­დეგ ჩვე­ნი სტუმ­რე­ბი - გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლი და მისი მე­უღ­ლე ადღეგ­რძე­ლა და დას­ძი­ნა, დღეს ბედ­ნი­ე­რი დღეა ამე­რი­კა­ში სა­ხელ­გან­თქმულ მწე­რალს და მის მე­უღ­ლეს ვმას­პინ­ძლობთ, ბევ­რმა შე­იძ­ლე­ბა არც კი იცის, იგი რომ მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის ცნო­ბი­ლი მწე­რა­ლი და თა­ნაც მო­ქან­და­კე გახ­ლავ­თო. რო­გორც ირაკ­ლი აბა­ში­ძე ამ­ბობ­და, მა­შინ უკვე პენ­სილ­ვა­ნი­ის ცნო­ბილ მუ­ზე­უ­მებ­ში გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლის 600-მდე ნა­მუ­შე­ვა­რი იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი და პენ­სილ­ვა­ნი­ა­ში­ვე, სკულპ­ტო­რის უზარ­მა­ზა­რი ეზო მისი ნა­მუშ­ვრე­ბით იყო მო­ფე­ნი­ლი.

ყვე­ლამ გუ­ლი­თა­დად შეს­ვა გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლის სა­დღეგ­რძე­ლო.

სკულპ­ტორს სთხო­ვეს სა­ქარ­თვე­ლო­შიც ყო­ფი­ლი­ყო მუ­ზე­უ­მი მის მიერ შექ­მნი­ლი ქან­და­კე­ბე­ბით.

გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლის მე­უღ­ლემ ძა­ლი­ან მომ­ხიბ­ლა და გიშ­რის მძი­ვი ვა­ჩუ­ქე, რო­მე­ლიც ტყი­ბუ­ლის სა­ბა­დო­დან იყო ჩა­მო­ტა­ნი­ლი. ბა­ტონ გი­ორ­გის კი მა­მამ მო­ვერ­ცხლი­ლი ყან­წი უსახ­სოვ­რა. დე­ი­და ვე­ნე­რამ მწე­რალს "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი" და ინ­გლი­სურ ენა­ზე გა­მო­ცე­მუ­ლი ქარ­თუ­ლი ან­თო­ლო­გია გა­დას­ცა სა­ჩუქ­რად. გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლის მე­უღ­ლემ მთხო­ვა, შე­მეგ­რო­ვე­ბი­ნა ყვა­ვი­ლებ­ზე შექ­მნი­ლი ლექ­სე­ბი, ზღაპ­რე­ბი, ლე­გენ­დე­ბი და მის­თვის გა­მეგ­ზავ­ნა. მისი თხოვ­ნა შე­ვას­რუ­ლე, დავ­წე­რე წიგ­ნი "ყვა­ვი­ლით შთა­გო­ნე­ბუ­ლი" და ამ წიგ­ნის ნათ­ლი­ად ქალ­ბა­ტო­ნი ელე­ნე ავირ­ჩიე. გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ ამე­რი­კა­ში მო­მიხ­და ჩას­ვლა და სურ­ვი­ლი მქონ­და პა­პაშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის მო­ნა­ხუ­ლე­ბის. ჩა­ვე­დი პენ­სილ­ვა­ნი­ა­ში, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ბა­ტო­ნი გი­ორ­გი ცო­ცხა­ლი აღარ იყო...

კა­ნა­და­ში გა­ვი­ცა­ნი გი­ორ­გი ლო­ლუა, რო­მელ­მაც სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბი მი­ამ­ბო გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ და მი­თხრა, რომ მას იც­ნო­ბენ, რო­გორც ემიგ­რანტს საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან, მსოფ­ლი­ო­ში გა­მო­ჩე­ნილ მწე­რალ­სა და სკულპ­ტორს. მის შე­სა­ხებ დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მიც გა­და­ი­ღეს, იქ ჩანს - რო­გორ მუ­შა­ობს გრა­ნიტ­ზე და მისი სიმ­ღე­რა ის­მი­სო. გი­ორ­გი ლო­ლუ­ამ შე­სა­ნიშ­ნა­ვი ლექ­სი წა­მი­კი­თხა და მი­სახ­სოვ­რა, რო­მე­ლიც გი­ორ­გი პა­პაშ­ვილს ეძღვნე­ბო­და.

გი­ორ­გი პა­პაშ­ვილს ამე­რი­კა­ში "გა­ა­მე­რი­კე­ლე­ბულ ფი­როს­მა­ნად" მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ. ცნო­ბი­ლი ფა­ლა­ვა­ნი კოლა ქვა­რი­ა­ნი რომ გა­ვი­ცა­ნი, მან მი­თხრა, გი­ორ­გი პა­პაშ­ვილ­მა ამე­რი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, სამი ნა­მუ­შე­ვა­რი გა­დას­ცა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­სო.

დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, სა­ქარ­თვე­ლო­ში მეტი იცოდ­ნენ გორ­გი პა­პაშ­ვილ­ზე, რო­გორც სკულპ­ტორ­ზე. გული მწყდე­ბა, გი­ორ­გის და მისი მე­უღ­ლის სტუმ­რო­ბის არ­ცერ­თი ფოტო რომ არ გვაქვს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მა­შინ КГБ რო­გორ სდევ­ნი­და ემიგ­რან­ტებს და ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა ვერც გავ­ბე­დეთ.

მიგ­რა­ცი­ის მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი, რუ­სუ­დან კო­ბა­ხი­ძე:

- და­ახ­ლო­ე­ბით ხუთი წლის წინ ცნო­ბილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა, რუ­სუ­დან წე­რე­თელ­მა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ჩუ­ქა­რი გა­მო­მიგ­ზავ­ნა. გზავ­ნილ­ში იყო გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლის წიგ­ნე­ბი, ძვე­ლი გა­მო­ცე­მე­ბი, ინ­გლი­სურ ენა­ზე - "ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს" და "კვლავ შინ". ასე­ვე გა­მო­მიგ­ზავ­ნა ის ქვა, რომ­ლის­გა­ნაც პა­პაშ­ვი­ლი თა­ვის მი­ნი­ა­ტუ­რულ ნა­მუ­შევ­რებს ქმნი­და. ორი­ო­დე წლის წინ რუ­სუ­დან წე­რე­თელ­მა მომ­წე­რა, რომ გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლის მე­ზობ­ლებ­მა სკულპ­ტო­რის პორ­ტრე­ტი გა­დას­ცეს. ცნო­ბი­ლია, რომ გი­ორ­გი პა­პაშ­ვილს ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და სა­მე­ზობ­ლოს­თან და დღემ­დე ძა­ლი­ან სა­თუ­თად იხ­სე­ნე­ბენ მას და მის მე­უღ­ლეს. ფერ­წე­რუ­ლი ტილო არის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო. თავ­და­პირ­ვე­ლად ამე­რი­კე­ლი მე­ზო­ბე­ლი ფიქ­რობ­და, რომ ეს გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლის ავ­ტო­პორ­ტრე­ტი იყო.

რუ­სუ­დან წე­რე­თელ­მა ასე­ვე გად­მომ­ცა გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლის დო­კუ­მენ­ტე­ბი, ნა­წე­რე­ბი და რუკა... ახლა ვიცი, რომ კი­დევ შე­ი­ძი­ნა რამ­დე­ნი­მე ექ­სპო­ნან­ტი და რო­დე­საც თა­ვად გვეწ­ვეა, მუ­ზე­უმს პი­რა­დად გად­მოს­ცემს.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 03.01.2023
სულ რედაქტირებულია 2





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0