სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
რაფიელ აგლაძე 1911-1989წწ  აკადემიკოსი ელექტროქიმია წარმ. სოფ. ბარი, ონი, რაჭა.

1911-1989 წწ. გარდ. 78 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი აგლაძე სია

ონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

10       ბეჭდვა

რაფიელ აგლაძე 1911-1989წწ აკადემიკოსი ელექტროქიმია წარმ. სოფ. ბარი, ონი, რაჭა.

რაფიელ ილიას ძე აგლაძე (დ. 29 დეკემბერი, 1911, თბილისი — გ. 17 აპრილი, 1989, იქვე)— ქართველი ელექტროქიმიკოსი.


საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946), ტექნიკური მეცნიერებათა დოქტორი (1944), პროფესორი (1944), საქართველოს დამსახურებული გამომგონებელი. დაიბადა ცნობილი ქართველი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ილია აგლაძის ოჯახში. სკოლა დაამთავრა თბილისში ხოლო 1935 წელს კი საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი, 1938 წელს მოსკოვის დ. მენდელეევის სახელობის ქიმიურ-ტექნოლოგიის ინსტიტუტის ასპიტანტურა. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროქიმიის წარმოებათა ტექნოლოგიის კათედრის გამგე (1944-1985).


სხვადასხვა დროს იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1947-1951), საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ლითონისა და სამთო საქმის ინსტიტუტის დაარსების ინიციატორი და მისი პირველი დირექტორი (1945-1951), გამოყენებითი ქიმიის და ელექტროქიმიის (ამჟამად რ. აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიის და ელექტროქიმიის) ინსტიტუტის დამაარსებელი და დირექტორი (1956-1960). საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ჟურნალის "მეცნიერება და ტექნიკის" გამოცემის ინიციატორი და პირველი რედაქტორი (1949-1951).აქვს შრომები ელექტროქიმიისა და ელექტრომეტალურგიის დარგში. მისი ხელმძღვანელობით დაინერგა წარმოებაში ლითონური მანგანუმის მიღების ელექტროლიზური მეთოდი (სსრკ სახელმწიფო პრემია, 1943). რუსთავის ქიმიურ ქარხანაში მან დანერგა კალიუმპერმანგანატის მიღების ორიგინალური მეთოდი (სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე დაჯილდოვდა ოქროს მედლით, 1962). პ. მელიქიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1977). სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს II და III მოწვევების დეპუტატი. დაჯილდოებულის ლენინის ორდენითა და მედლებით.


წყარო-ვიკიპედია

აგლაძე გვარი წარმომავლობა

სოფლები: ზემო ბარი, ქვემო ბარი, სამთისი.  ონის მუნიციპალიტეტი  

მოსახლეობა: 94კაცი 40 (კომლი)

მოსახლეობა სოფლებბის რაოდენობით: ზემო ბარი 32 კაცი, ქვემო ბარი 58კაცი, სამთისი 8კაცი.

ეროვნული შემადგენლობა: ქართველი

კოორდინატები:  42°31′24″ ჩ. გ. 43°18′11″ ა. გ. ცენტრის სიმაღლე: ზღვის დონიდან 1200 მ ქ. ონიდან დაშორებულია 25 კილომეტრით. მდებარეობა: სოფ.ბარი მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მდ.ბარულას ნაპირზე, ფართობი: 3006,5 ჰ.

საზღვრები:  დასავლეთით : დასავლეთიდან სოფ.სამთისი, სამხრეთით : სამხრეთიდან სოფ.ფუტიეთი. აღმოსავლეთით : აღმოსავლეთიდან ესაზღვრება სოფ. ჭიბრევი

ისტორია:  ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია XVI საუკუნიდან. ბარი რაჭის ერთ-ერთი დიდი სოფელია და მეტად მდიდარია თავისი ხანგრძლივი კულტურული წარსულით. ბარში იყო  6 ეკლესია, რომელთაგანაც ორი  შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. სოფელი ორი უბნისგან შედგება  ზედა და ქვედა  ბარი. XVII საუკუნემდე  შედგენილ ისტორიულ დოკუმენტებში ბარი ერთ სოფლად იხსენება შემდგომ ხანებში მოხდა სოფლის დაყოფა, რომელიც სავარაუდოდ  გამოიწვია სოფლის  დიდ სიგრძეზე განფენამ და მოსახლეობის სიჭარბემ ამას ადასტურებს  XIX საუკუნის საეკლესიო ჩანაწერების გადახედვა, სადაც კარგად ჩანს, შობადობის მეტად მაღალი მაჩვენებელი, იყო წლები, როცა წელიწადში 70-ზე მეტი ბავშვია დაბადებული სოფელში. ამ მხრივ ბარი ერთგვარ მეტოქეობას უწევდა ღებს, სხვავასა და ნიკორწმინდას.

XVI  საუკუნიდან ბარი საკათალიკოსო სოფელია.1525-1550 წლებს შედგენილი ბიჭვინთის იადგარში ვკითხულობთ: „ მეფემან დიდმან ბაგრატ თქუენ,… საყდარსა ბიჭვინთისასა ღმრთისმშობლისასა, გკადრეთ და შემოგწირეთმცირე ესე კნინი შესაწირავი… რაჭას სოფელი ბარი, სასახლე და მონასტერი, ერთის აზნაურიშვილითა ჩიკუტიძითა და  ოცდაათი კუამლით კაცითა, ტყითა, ველითა, მთითა, წყლითა, საძებრითა და უძებრითა“,თითქმის ასეთივე შინაარსისაა  1732 წელს შედგენილი საბუთი- „ შეწირულობის  წიგნი კათალიკოს  გრიგოლ ლორთქიფანიძისა ბიჭვინთისადმი“.

ა. გიულდენშტედტი , რომელმაც 1771 წელს  იმოგზაურა რაჭაში  წერს , რომ ზემო ბარი და ქვემო ბარი ეკუთვნის პატრიარქს,მეფის ძმას.1776 წლის საბუთითაც იგივე მდგომარეობაა „ ბიჭვინთის  საკათალიკოსო ტახტის საკუთრებაა რაჭის სოფელი ბარი და სასახლე“.

ტაძრები:

ბარში რამდენიმე ეკლესიაა იდგა. მისი აღწერილობა 1920-იანი წლების მდგომარეობით, დაგვიტოვა გ.ბოჭორიძემ, მას შემდეგ თითქმის საუკუნე გავიდა და ბევრი რამ შეიცვალა ამ მხრივ. აღარ დგას საბუკის მაღალ გორაზე  გვიანი ფეოდალური ხანის მაცხოვრის დარბაზული  ეკლესია. ტაძარი 1991 წლის მიწისძვრამ მიწასთან გაასწორა.ეკლესია სავარაუდოდ ჯაფარიძეთა საგვარეულოს მიერ იყო აშენებული.მანამდე აქ  უფრო ძველი დროის საყდარი უნდა მდგარიყო. საბუკეს გორაზე იდგა ასევე მაცხოვრის სახელობის ეკლესია. შესაძლოა ამ ეკლესიიდან უნდა იყოს ონის მუზემში დაცული რამოდენიმე რელიეფი.(ანუ მუზეუმში დაცულია ბარის სხვადასხვა ეკლესიებიდან რამოდენიმე რელიეფი).გიორგი ბოჭორიძე მიიჩნევდა, რომ ბარი უნდა ყოფილიყო იმერეთის მოლარეთუხუცესისა ლომკაც ჯაფარიძისა და მისი ძმის ეპისკოპოს სვიმონის სოფელი. სწორედ ბარში ეწვივნენ მათ 1650 წელს რუსი ელჩები ტოლოჩანოვი და იევლიევი. ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია დაცული ამ ეკლესიიდან ჩამოტანილი 10-11 საუკუნეების კრამიტის ნიმუშები. ძეგლიც ამავე პერიოდში უნდა ყოფილიყოს აგებული.

ქვემო ბარში იდგა 1876 წელს აგებული საკმაოდ დიდი ზომების მაცხოვრის აღდგომის დარბაზული ეკლესია.დღეს მისგან დარჩენილია კედლების ნაწილი.უწინ აქ ძველი დროის  ტაძარი უნდა მდგარიყო.მაცხოვრის აღდგომის ეკლესიაში მუდმივად აღესრულებოდა მღვდელმსახურება.

აქ მოღვაწეობდნენ მღვდლები : გაბრიელ ჭიჭინაძე ( 1810 – 1830 წწ), თადეოზ ლანდია ( 1806 – 1844წწ) , იოვანე პეტრიაშვილი ( 1813 – 1866 წწ) , იაკობ ჭიჭინაძე ( 1819 – 1866 წწ) , სოფრომ ჭიჭინაძე ( 1834 – 1835წწ ),  ალექსი  ჭიჭინაძე – ( 1853 – 1895წწ ), ნიკოლოზ ჭელიძე – ( 1866- 1869 წწ), სამსონ ლანდია ( 1895 – 1915 წწ) ნესტორ გიორგობიანი ( 1915 – 1917წწ),

ქვემო ბარის ციხისლიანთ უბანში იდგა პატარა მოცულობის (3 x 2,3 მ) ღვთისმშობლის ეკლესია. გ. ბოჭორიძის აღწერით „ შიგნით კედლები მოხატულია.საეკლესიო შინაარსის მხატვრობის გარდა , დახატული არიან სწხვადასხვა პირნიც.წარწერები და მხატვრობა ეკუთვნის XVIII საუკუნეს და ეკლესიაც იმავე ხნის აშენებული  უნდა იყოს“.გ ბოჭორიძის მიერ წაკითხული  წარწერებიდან ყურადღბას იპყრობს  ერთი ცნობა: შინდაგურიძე – მოძღვარი ციხისისა, დეკანოზი, ციხისლობა  ციხისისა  შენებისათვის გამომყოლია.ციხისლების უბანში ორიოედე წელი იქნება რაც ეკლესია აღდგა.

ზემო ბარში იდგა 1881 წელს აგებული გაბრიელ მთავარანგელოზის დარბაზული ეკლესია.დიდი მოცულობის ტაძრიდან დღეს მხოლოდ კედლების ნაწილია დარჩენილი. ახალი ეკლესია ძველი  დროის ტაძრის ადგილას უნდა ყოფილიყო აშენებული. მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდლები  იყვნენ: თადეოზ ლანდია ( 1806- 1844წწ) , იოანე პეტრიაშვილი (1813 – 1866წწ) , იაკობ ჭიჭინაძე ( 1819 – 1866 წწ) , ნიკოლოზ ჭელიძე (1866 – 1869წწ) , დავით სულაძე ( 1869- 1899 წწ0, ეგნატე მეტრეველი ( 1899წ) ,მელიტონ ლანდია (1899 -1917წწ).

ზემო  ბარის თავს მრავალძლისკენ მიმავალი გზის პირას, მთავარანგელოზის ეკლესიის ნანგრევებია. ტაძარი ნაგები ყოფილა თეთრი და ნაწილობრივ შირიმის ქვით.უფრო ზევით მთაში ძველი სასაფლაოა.ამ ადგილას „ ნაეკლესიევს“ უწოდებენ.ძველად აქ ტაძარი მდგარა

ზემო ბარში არჩვაძეების უბანში დღესაც დგას X-XI საუკუნეების „ ჭბოს“ მთავარანგელოზის მშვენიერი დარბაზული ეკლესია.1991 წლის მიწისძვრამ ტაძარი ნაწილობრივ დააზიანა. ბოლო წლებში ნიკო ბეკოშვილმა საკუთარი სახსრებით ჩაუტარა რესტავრაცია ტაძარს, დაიხურა თუნუქით ,ზევიდან ნაწილობრივ ყავრით. ეკლესიის ირგვლის დიდი და ძველი  ხეებია.

თამაზ ბერაძე  აღნიშნავს: „ ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება ორი ქვის ფილა ნუსხახუცური წარწერით დაფიქსირებული,საფიქრებელია,რომ ისინი ზემო ბარიდან ჭბოს ეკლესიიდან იყოს წამოღებული“.

გვარები: სოფელი შედგება გვაროვნული ნიშნით დაყოფილი უბნებისაგან ასეთებია, ქვემო ბარში: ბუხრაშვილების, გიორგობიანების, გრძელიძეების, ციხისელების, ღოთვაძეების, კახეთელიძეების, ფოჩხიძეების, ჩლაიძეების, ჭიჭინძეების ,ხოლო ზემო ბარში: არჩვაძეების,კერვალიშვილების, მაგრაქველიძეების, მესხიშვილების,პეტრიაშვილების, სულაძეების, ციხისლების და  და ჯაფარიძეების უბნები.

მანძილზე ბარში  ბევრი გვარის ხალხს უცხოვრია.სხვადასხვა წყაროს მიხედვით  აქ სახლობდნენ და სახლობენ  შემდეგი გვარები: აგლაძე, ანდრიაშვილი, არსანიძე, არჩვაძე,  ბაროშვილი, გამრეკელაშვილი, გელბახიანი, გველებიანი( გველესიანი) , გიორგობიანი,   გრძელიძე(გძელიძე), დიასამიძე, თავშავაძე, თოთიძე, იობაშვილი, კახეთელიძე, კერესელიძე, კერვალიშვილი, კვერეხაძე, კვინიხაძე, ლანდია, ლებანიძე,ლოლაძე, მაგრაქველიძე, მეგრელი, მეგრელიშვილი,მესხი, მესხიშვილი, პეტრიაშვილი, პოპოვი, საგიტიშვილი, სულაძე, სხირტლაძე, ტაბლაძ, ტარიკაძე, ფერისაძე, ფეტვაძე, ფოფორაძე, ფოჩხიძე, ქველიძე, ქულაშვილი, ღოთვაძე, შინდაგურიძე, ჩარკვიანი, ჩიკუტიძე, ჩიღვინაძე, ჩლაიძე, ციხისელი, ჭიჭინაძე, ხარატი,ჯაფარიძე.

გამოჩენილი ადამიანები:

ბარიდან არიან გამოსული შემდეგი ცნობილი ადამიანები: არჩვაძე თენგიზი – საქართველოს სახალხო არტისტი, კინოსა და თეატრის გამორჩეული მსახიობი , აგლაძე ლავრენტი – მოქანდაკე-დეკორატორი,  ლავრენტის ძმა პართენ აგლაძე – მოქანდაკე ( ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება მისი  შეასანიშნავი ნამუშევარი სახელწოდებით „მტირალი ანგელოზი“),  ჯაფარიძე თენგიზი – ცნობილი ქართველი მხატვარი,გობელენისტი, ფოფორაძე ნოდარი – გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი, ტექნიკური უნივერსიტეტის კათედრის გამგე საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, გრძელიძე დავითი –  არქიტექტორი, გრძელიძე რევაზი –  ისტორიის დოქტორი,პროფესორი, ლანდია ქეთევანი- საქართველოს რადიოს ყოფილი დიქტორი, საქართველოს სახალხო არტისტი,ლანდია პეტრე – ეკონიმიურ მეცნიერებათა კანდიდატი, და სხვა



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 27.11.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 15.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0