დაბადებული 1965 წლის 20 აგვისტოს სოფ. ბუძუგურში აჟარის სოფსაბჭო, გულრიფშის რაიონი.
განათლება-უმაღლესი, ყოფილი სარაკეტო - სატანკო პოლკის სერჟანტმა ავთანდილმა მეგობრებთან ერთად ფიცი დადო სამშობლოს ერთგულებაზე და ჩაირიცხა სასაზღვრო რაზმი ,,სოხუმი“-ს კომენდატურა ,,აჟარა“-ს საგუშაგო ,,აძგარა“-ს ასეულის მეთაურად. ავთO თავისი ჯგუფით მედგრად იცავდა ჩრდილო კავკასიიდან გადმოსასვლელ უღელტეხილებს, ,,მარუხი“-ს ,,აგესი“-ს და ,,ნაური“-ს.
1992 წლის 23 დეკემბერს ავთანდილი ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის მეორე ბატალიონის მეორე ასეულში, თავზე ხელაღებული ,,სნაიპერი“ სეპარატისტთა ,,ბოევიკებს“ რისხვად ევლინებოდა იქ სადაც არ ელოდნენ.
სოხუმის დაცემის შემდეგ ისევ ჩადგა, დალის ხეობის დამცველთა რიგებში. ბატალიონ ,,მონადირი“-ს მეთაურმა ემზარ კვიციანმა, ავთოს ჩააბარა ბაგადის გვირაბების დაცვა. მან პირნათლად შეასრულა დავალება 3 დღე-ღამე უმკლავდებოდა შვიდი მებრძოლით 2000 მომხდურს მტრის ტანკით, რომელიც ჩაიგდო ხელში.
მაშველი ძალის მოსვლის შემდეგ უკუ-აგდეს მტერი 19 ნოემბერს, ტანკი რემონტზე წაიყვანეს ჩხალთაში, 24 ნოემბერს მტერმა გვირაბები ხელში ჩაიგდო. ისევ გაჩაღდა სისხლის მღვრელი ბრძოლა. მტერი ბაგადის მისადგომებთან შეჩერებული იქნა 27 ნოემბერს. ამ ბრძოლაში გმირის სიკვდილით დაეცა ავთანდილ სტეფლიანი სხვა მებრძოლებთან ერთად. თავდადებულმა თანამებრძოლებმა მტრის მასიური ცეცხლის ქვეშ მოახერხეს დაღუპულ მებრძოლთა გადმოსვენება.
ვთანდილ მაქსიმეს -ძე სტეფლიანი დაჯილდოვებულია სიკვდილის შემდეგ გორგასლის 1 ხარისხის ორდენით. დაასაფლავეს სოფ. ბუძუგურში. წყარო საქართველოს გმირები
ავთანდილ მაქსიმეს ძე სტეფლიანი დაბადებული 1965 წლის 20 აგვისტოს სოფ. ბუძუგურშ
აჟარის სოფსაბჭო, გულრიფშის რაიონი. განათლება-უმაღლესი, ყოფილი სარაკეტო – სატანკო
პოლკის სერჟანტმა ავთანდილმა მეგობრებთან ერთად ფიცი დადო სამშობლოს ერთგულებაზე და
ჩაირიცხა სასაზღვრო რაზმი ,,სოხუმი“-ს კომენდატურა ,,აჟარა“-ს საგუშაგო ,,აძგარა“-ს ასეულის
მეთაურად. ავთო თავისი ჯგუფით მედგრად იცავდა ჩრდილო კავკასიიდან გადმოსასვლელ
უღელტეხილებს, ,,მარუხი“-ს ,,აგესი“-ს და ,,ნაური“-ს. 1992 წლის 23 დეკემბერს ავთანდილი
ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის მეორე
ბატალიონის მეორე ასეულში, თავზე ხელაღებული ,,სნაიპერი“ სეპარატისტთა ,,ბოევიკებს“
რისხვად ევლინებოდა იქ სადაც არ ელოდნენ. სოხუმის დაცემის შემდეგ ისევ ჩადგა, დალის
ხეობის დამცველთა რიგებში. ბატალიონ ,,მონადირი“-ს მეთაურმა ემზარ კვიციანმა, ავთოს
ჩააბარა ბაგადის გვირაბების დაცვა. მან პირნათლად შეასრულა დავალება 3 დღე-ღამე
უმკლავდებოდა შვიდი მებრძოლით 2000 მომხდურს მტრის ტანკით, რომელიც ჩაიგდო ხელში.
მაშველი ძალის მოსვლის შემდეგ უკუ-აგდეს მტერი 19 ნოემბერს, ტანკი რემონტზე წაიყვანეს
ჩხალთაში, 24 ნოემბერს მტერმა გვირაბები ხელში ჩაიგდო. ისევ გაჩაღდა სისხლის მღვრელი
ბრძოლა. მტერი ბაგადის მისადგომებთან შეჩერებული იქნა 27 ნოემბერს. ამ ბრძოლაში გმირის
სიკვდილით დაეცა ავთანდილ სტეფლიანი სხვა მებრძოლებთან ერთად. თავდადებულმა
თანამებრძოლებმა მტრის მასიური ცეცხლის ქვეშ მოახერხეს დაღუპულ მებრძოლთა
გადმოსვენება. ვთანდილ მაქსიმეს -ძე სტეფლიანი დაჯილდოვებულია სიკვდილის შემდეგ
გორგასლის 1 ხარისხის ორდენით. დაასაფლავეს სოფ. ბუძუგურში.