ივანე თარბა (1921-1994) დაიბადა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ბელსაბუხაში.
დაამთავრა სოხუმის მაქსიმ გორკის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი 1948 წელს.
1953–1954 წლებში იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრი, 1954–1958 წლებში პარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მდივანი. პირველი ლექსი 1937 წელს გამოაქვეყნა, ლექსების პირველი კრებული–1949 წელს. ლექსებისა და პოემების სხვა კრებულებია: "ორი ზღვა" (1954), "ლექსები და პოემები" (1960), "აფხაზეთო ჩემო" (1963),"მთიდან მთამდე" (1965), "ლექსები" (1971), "შუადღის გზებზე"(1972), "სიმღერიდან სიმღერამდე" (1975). ივანე თარბას ეკუთვნის აგრეთვე რომანები: "ცნობილი კაცი" (1967) და "მზე ჩვენთან იღვიძებს" (1971). აფხაზი მწერალი.
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.470
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- აფხაზეთის მწერალთა კავშირი , თავმჯდომარე (1958-1979)
ბიბლიოგრაფია
- მზე ჩვენთან იღვიძებს : მოთხრობა (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1971. - 169გვ.
- ცნობილი კაცი (ავტორი). - თბილისი, საბჭ.საქართველო, 1967. - 271გვ.
- მთიდან მთაზე : ლექსები (ავტორი). - თბილისი, ლიტერატურა და ხელოვნება, 1965. - 97გვ.
- აფხაზეთო ჩემო : ლექსები და პოემები (ავტორი). - თბილისი, საბჭ.საქართველო, 1963. - 105გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00009595/