სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
სერგო მილდიანი 1972-1993წწ. გარდ.  აფხაზეთი დაბ. აჟარა (კოდორის ხეობა) აფხაზეთი სერგო მილდიანი 1972-1993წწ. გარდ.  აფხაზეთი დაბ. აჟარა (კოდორის ხეობა) აფხაზეთი

1972-1993 წწ. გარდ. 21 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი მილდიანი სია

გულრიფში გამოჩენილი ადამიანები სრული სია

11       ბეჭდვა

სერგო მილდიანი 1972-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. აჟარა (კოდორის ხეობა) აფხაზეთი

სერგო ვახტანგის ძე მილდიანი

დაიბადა 1972 წლის 23 ივლისს გულრიფშის რაიონის სოფელ აჟარაში.
1989 წელს დაამთავრა სოფელ აჟარის საშუალო სკოლა წარჩინებით და იმავე წელს ჩაირიცხა სოხუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში. სწავლასთან ერთად ეწეოდა აქტიურ სპორტულ ცხოვრებას, გატაცებული იყო თავისუფალი ჭიდაობით და ჰქონდა წარმატებები სპორტულ შეჯიბრებებში.
1992 წელს, როდესაც დაიწყო აფხაზეთში ომი მას ჰქონდა დიდი სურვილი მიეღო მონაწილეობა საქართველოს მთლიანობისათვის ბრძოლაში და 1992 წლის 01 ნოემბერს ჩაირიცხა 23-ე მექანიზებული ბრიგადის მე-2 ბატალიონის მეორე ასეულში, მესამე ოცეულის სნაიპერად.
მას მიღებული აქვს მონაწილეობა ყველა საბრძოლო ოპერაციებში მდინარე გუმისთის მისადგომებთან. იყო აქტიური მებრძოლი, პირნათლად ასრულებდა ხელმძღვანელობის ყველა დავალებას.

1993 წლის 30 იანვარს მტრის მცირე ჯგუფმა შემოუტია 23-ე  მექანიზებული ბრიგადის მე-2 ბატალიონის მეორე ასეულს, პარალელურად მტერმა განახორციელა არტილერიული დაბომბვები. ერთ-ერთი დაბომბვის დროს სერგო მილდიანი მძიმედ დაიჭრა თავის არეში, მისმა თანამებრძოლებმა საბრძოლო პოზიციებიდან გადაიყვანეს სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც იმავე დღეს  გარდაიცვალა.
დასაფლავებულია გულრიფშის რ/ნ სოფელ აჟარაში.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 21.10.2021
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 08.06.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0