გუგული ილიას ძე გოდერძიშვილი პირველი აკადემიკოსი ვეტერინაშიაში დაიბადა 1917 წლის 17 ოქტომბერს საგარეჯოში.
აქვე 1942 წ.წარჩინებით დაამთავრა საშუალო სკოლა. 1950 წ.საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის სავეტერინარო ფაკულოტეტი წარჩინებით. 1952 წ.ლენინგრადის სავეტერინარო ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო,ხოლო 1967 წ. მოსკოვის კ.ს.სკრიაბინის სახელობის ჰელმინთოლოგიის ინსტიტუტში სადოქტორო დისერტაციები. 1970 წლიდან აირჩიეს პროფესორად. 1968წლიდან გარდაცვალებამდე(2009წ ) საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტის( ინსტიტუტი,აკადემია) პარაზიტოლოგიის და ვეტერინარიულ-სანიტარიული ექსპერტიზის კათედრის გამგეა,რომელ კათედრასაც 2002 წლიდან აკადემიკოს გუგული გოდერძიშვილის სახელი მიენიჭა. 1972-1992 წ.წ. ხელმძღვანელობდა. სავეტერინთრო მედიცინის ფაკულტეტს. 1992-1997 წ.წ. იყო პრორექტორი სასწავლო მუშაობის დარგში. 1997-1998 წ.წ ასრულებდა რექტორის მოვალეობას. 1981 წ. საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწეა. 1984წ.საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსია. 1985 წ. პროფილაქტიკური მედიცინისა და ადამიანის ეკოლოგიური მეცნიერებათა აკადემიების აკადემიკოსი. 1976-2008 წ.წ. ვეტერინარიის სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი სადისერტაციო სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. იყო აზერბაიჯანის საპატიო ინტელიგენტი. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 50-ზე მეტი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. მის კალამს ეკუთვნის 200 სამეცნიერო შრომა და სტატია,მ.შ 20-მდე სახელმძღვანელო. მიღებული აქვს 5 საავტორო მოწმობა გამოგონებაზე და 1 რაციონალიზაციის მოწმობა. იყო 100-ზე მეტი სადიპლომო შრომის ხელმძღვანელი. დაჯილდოებულ იყო მრავალი სიგელით,მედლებით და "ღირსების ორდენით".
ინფორმაცია მოგვაწოდა გოჩა ჯანიაშვილი ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი,სავეტერინარო დარგის ისტორიკოსი.