სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
გიორგი თედოს ძე ფეიქრიშვილი 1898-1980წწ გარდ. 82 წლის ლოტბარი დაბ. სოფ. კონდოლი, თელავი კახეთი

1898-1980 წწ. გარდ. 82 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ფეიქრიშვილი სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

498       ბეჭდვა

გიორგი თედოს ძე ფეიქრიშვილი 1898-1980წწ გარდ. 82 წლის ლოტბარი დაბ. სოფ. კონდოლი, თელავი კახეთი

გიორგი თედოს ძე ფეიქრიშვილი დაიბადა 1898 წელს  თელავის რაიონი სოფელ კონდოლში გლეხის ოჯახში,  სწავლა განათლ;ება არ ჰქონია მიღებული, ბავშვობიდან ეწეოდა სოფლის მეურნებას.



მე, გიორგი თედოს ძე ფეიქრიშვილი, დავიბადე 1898 წელს, თელავის რაიონში, სოფელ კონდოლში, გლეხის ოჯახში. სწავლა-განათლება არ მიმიღია. ბავშვობიდან დღემდე ვეწევი სოფლის მეურნეობას. ჩემი აღზრდის პერიოდი გავატარე გლეხობასთან შრომაში და ლხინში. პატარაობიდანვე კარგი ხმა მქონდა, მიყვარდა სიმღერები. ამ პერიოდში ხალხური სიმღერების მეტს არაფერს ვისმენდი რის გამოც დიდი ინტერესითა და სიყვარულით ვსწავლობდი ძველი ცნობილი მომღერლებისაგან. ვფიქრობ, რომ კახეთში არ უნდა იყოს დარჩენილი სიმღერები, რომ მე არ ვიცოდე არ ვმღეროდე. მაქვს პირველი ხმა და ჩემს დროის მანძილზე ჩემთან შეჩვეული საუკეთესო მომღერალი გიორგი ამუზაშვილი მღეროდა მისი გარდაცვალების დღემდე.


1927 წელს გაგვიწვიეს თელავის ეთნოგრაფიულ გუნდში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ტ ი ტ ო მ გ ა ლ ო ბ ლ ი შ ვ ი ლ ი. 1936 წელს გაგვიწვიეს თბილისში სახელმწიფო ანსამბლში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ს ა ნ დ რ ო კ ა ვ ს ა ძ ე. 1940 წლიდან თელავის ეთნოგრაფიული გუნდი აღადგინა ფ ი რ უ ზ მ ა ხ ა თ ე ლ ა შ ვ ი ლ მ ა და თელავის რაიონის საუკეთესო მომღერლები შეაგროვა. 1944 წლიდან ანსამბლმა მიიღო სახელმწიფო წოდება და ყოველწლიურად ვემსახურებით მთელ საქართველოს. არ ჩატარებულა არც ერთი რესპუბლიკური ოლიმპიადა, რომ მონაწილეობა არ მიგვეღო. 1952 წელს სახელმწიფო ანსამბლი გაუქმდა რაიონებში, მაგრამ დღემდე მაინც ვმუშაობ თელავის რაიონულ კულტურის სახლთან არსებულ მხატვრულ თვითმოქმედ კოლექტივში. კოლექტივის დაარსების დღიდან ვარ კოლმეურნე და ვემსახურები როგორც საკოლმეურნეო შრომას, ასევე საზოგადოებრივ საქმიანობას.


გ. ფეიქრიშვილი 1960.10.07.

https://www.facebook.com/MtkmeliBlog/photos/200644481978024



http://folk.gov.ge/wp-content/uploads/2014/09/41.pdf თელავის გუნდი წიგნი სრულად

ტექსტის ავტორი და რედაქტორი ბაია ასიეშვილი

გამოცემაზე მუშაობდნენ: ნანა ვალიშვილი

ნუნუკა შველიძე

თეა კასაბური

ნანა კალანდაძე


თარგმანი მიხეილ გელაშვილისა

დამკაბადონებელი კახაბერ წურწუმია

დაიბეჭდა შპს `ფავორიტში~

Aუტჰორ ანდ ედიტორ ოფ ტჰე ტეხტ: Bაია Aსეისჰვილი

ჭორკს ფორ ტჰის პუბლიცატიონ წერე პერფორმედ ბყ:

Nანა Kალანდადზე

Nანა Vალისჰვილი

Nუნუკა შჰველიდზე

თეა Kასაბური

Aრცჰილ Bურცჰულადზე

თრანსლატედ ბყ Mიცჰაელ Gელასჰვილი

თყპოგრაპჰიც Dეზიგნ ბყ Kაკჰა თსურტსუმია

თჰე ბოოკ წას პრინტედ ინ ”Fავორიტი”, Lტდ.

5

თითქოს ზურმუხტში

ლალი ცვიოდა,

თითქოს ფანტავდნენ

მარჯანს პეშვითა

და ხმა ყელიდან

კი არ დიოდა

 არა! _

ვარსკვლავთა აზარფეშიდან

გიორგი ლეონიძე

ხალხის მეხსიერება გამძლეა, მაგრამ ახსოვს მხოლოდ ის, ვინც რაღაცით გამოირჩევა.

ულმობელი დრო დავიწყების ფერფლს აყრის ყველასა და ყველაფერს, ზოგჯერ კარგსა

და გამორჩეულსაც კი. დრო-ჟამის მრისხანე

ბრუნვას გადაურჩა თელავის გუნდი, რომლის

ისტორიის ერთ-ერთი ბრწყინვალე ფურცელი

ფირუზ მახათელაშვილის სახელთანაა დაკავშირებული. საქართველოში დღესაც ახსოვთ ის,

ნებისმიერ თელაველს დღესაც ეამაყება მისი

სახელი. რით მოიპოვა თელავის გუნდმა, მისმა

ხელმძღვანელმა, გუნდის წევრებმა ესოდენ

პოპულარობა და ავტორიტეტი, ხალხის სიყვარული და პატივისცემა _ მაღალი პროფესიონალიზმით, მომღერალთა განუმეორებელი

ხმებითა და ორიგინალური ხელწერით, ნამდვილ ღირებულებათა და ტრადიციათაA ერთგულებით. აქ ჩვენ იმ შემთხვევასთან გვაქვს

საქმე, როცა ლოტბარი და გუნდის წევრები

მართლაც ერთი გუნდია, როცა ხელმძღვანელს

თელავის გუნდი

(1939_1970)

6

გულის გულში აქვს გატარებული ქართული ჰანგი და ჩამწვდარია ქართული ხალხური სიმღერის უძირო სიღრმესა და უნიკალურობას.

თელავის გუნდი ცარიელ ნიადაგზე არ აღმოცენებულა. ამ

მადლიან მიწას მრავალი გამორჩეული მომღერალი ახსოვს,

სახელიანად თუ უსახელოდ გადაგებული, ზოგიც უსინათლო ყაზიასა თუ ღამის მეხრე მახარესავით ლეგენდად შემორჩენილი,

ზოგიც რჩეულთა შორის ჩინებულად დაბადებული. თავად თელავი უძველესი მუსიკალური ტრადიციების ქალაქია: `თელავში

მუდამ იყო მომღერალთაA გუნდი~ (გიორგი ნადირაძე) _ ეს `მუდამ~ XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან, განსაკუთრებით, 80-იანი

წლებიდან იღებს სათავეს. 1885 წელს თბილისში ლადო აღნიაშვილი ქმნის `ქართულ ხოროს~, იმავდროულად თელავში იქმნება

და მოქმედებს ზაქარია ჩხიკვაძის, იოსებ მონადირიშვილისა და

ნიკო სულხანიშვილის გუნდები. გასული საუკუნის 20-იან წლებში ნიკო სულხანიშვილის დაშლილი გუნდი ახალი მომღერლებით

შეავსო და სათავეში ჩაუდგა გრიგოლ კოლელიშვილი (მაწანწკრელი). ამ გუნდის მაშინდელ შემადგენლობას ამშვენებდნენ:

შაქრო ჭელიძე, გიორგი ყავალაშვილი, გიორგი ბერიაშვილი

(ჭიმია), შაქრო ლომიძე, ნიკო როსტომაშვილი, ვასო მამუკელაშვილი, დიმიტრი ბოჭორიშვილი, ბაბო სულხანიშვილი-ტყავაძე,

ვანო ზურაბიშვილი, ელიზბარ ჯანდიერი, ანა ჯაჯანიძე-ზურაბიშვილი, რაფო ნანუკაშვილი, იოსებ გიგაური, პეტრე რცხილაძე, თამარ და ეკატერინე შიუკაშვილები. 1926 წელს გრიგოლ

კოლელიშვილის გუნდი დიმიტრი (ტიტო) მგალობლიშვილის

გუნდს შეუერთდა. დიმიტრი მგალობლიშვილი თელავის გუნდს

1937 წლამდე ხელმძღვანელობდა. ამ დროისათვის უკვე თელავის ეთნოგრაფიულ გუნდში მღეროდნენ: გიორგი ამუზაშვილი,

გიორგი ფეიქრიშვილი, გიგლა პაპალაშვილი და თავად ფირუზ

მახათელაშვილი. სწორედ დიმიტრი მგალობლიშვილის რეკომენდაციით მიიღო თბილისის კონსერვატორიაში განათლება

გუნდის მომავალმა ლოტბარმა ფირუზ მახათელაშვილმა. 1937

წელს გუნდს ცოტა ხნით რეზო ქარუხნიშვილი ლოტბარობდა,

შემდეგ _ შიო ბაბალაშვილი. 1939 წელს დაშლილი ეთნოგრაფიული გუნდის განსაახლებლად თელავში იწვევენ ფირუზ მახათელაშვილს, რომელიც გარდაცვალებამდე თელავის გუნდის

უცვლელი ლოტბარი იყო.

7

ფირუზ დავითის ძე მახათელაშვილი დაიბადა 1914 წლის 10 ნოემბერს თელავის მაზრის

სოფელ კურდღელაურში _ გლეხის ოჯახში

(ვსარგებლობთ ფოლკლორის სახელმწიფო

ცენტრისა და პირად არქივში დაცული ავტობიოგრაფიებით). 1936 წელს თბილისში დაამთავრა

საშუალო სამუსიკო სასწავლებელი და ამავე

წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საკომპოზიციო ფაკულტეტზე

_ გუნდის დირიჟორის სპეციალობით. სასწავლებელშივე ხელმძღვანელობდა თვითმოქმედ

წრეებს. 1936 წელს, როგორც ლოტბარი, ხალხური შემოქმედების სახლმა (დღევანდელმა

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა) აიყვანა

აღრიცხვაზე და ამ წლიდან ოფიციალურად ხელმძღვანელობდა ნავთლუღის რკინიგზელთა

კლუბის ანსამბლს. 1938 წელს _ სასოფლოსამეურნეო ინსტიტუტის გუნდს, 1939 წელს კი

თელავში გაიწვიეს ეთნოგრაფიული გუნდის

აღსადგენად. ახალგაზრდა ლოტბარი იძულებული გახდა, კონსერვატორიაში ერთი წლით

აკადემიური შვებულება აეღო. შემდეგ, ომის

დაწყების გამო, მან ვერ შეძლო კონსერვატორიის დამთავრება _ მხოლოდ ოთხი კურსი

მოისმინა. ასე აღმოჩნდა 25 წლის ნიჭიერი ახალგაზრდა საკმაოდ საპატიო და სასიამოვნო,

მაგრამ უმძიმესი საქმისა და პასუხისმგებლობის წინაშე. მართალია, თელავის გუნდს ნახევარსაუკუნოვანი ისტორია ჰქონდა, მაგრამ

იოლი არ იყო დაშლილი ეთნოგრაფიული გუნფირუზ მახათელაშვილი

(1914-1970)

8

დის აღდგენა, რეპერტუარის გამდიდრება, თანაც ეპოქისათვის

_ სისტემისათვის _ უმძიმესი ხარკის გადახდა.

ფირუზ მახათელაშვილმა, უპირველესად, ჩაიწერა ლევან

ასაბაშვილის (დედას ლევანას), ილიკო სინჯიკაშვილის, მიხა

ავგაროზიშვილის, ვანო მჭედლიშვილის, მიხა ჯიღაურის, ნინია

ელოშვილის ნამღერი ვარიანტები. თავდაპირველი ელფერისა და

ხასიათის შეუცვლელად აღადგინა დროთაA განმავლობაში შელახული სიმღერები და შექმნა საუკეთესო მწყობრი ანსამბლი სინკრეტიზმის პრინციპით _ სიმღერის, ცეკვის, საკრავების (ჩანგის, ფანდურის) და ლექსის ერთობლიობით. ძირძველ, ძარღვიან,

ვაჟკაცურ სიმღერა-ცეკვებთან ერთად სცენაზე ცოცხლდებოდა

ნამდვილი ბუკოლიკურ-პასტორალური ყოფა. ფირუზ მახათელაშვილს, როგორც დიდ ხელოვანსა და შემოქმედს, მაშინ მოუხდა

მოღვაწეობა, როცა უსასტიკეს ცენზურას განიცდიდა და უმძიმესი წნეხის ქვეშ იყო მოქცეული საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო, ხელოვნებისა და კულტურის ყველა დარგი.

`ფორმით ეროვნული და შინაარსით ინტერნაციონალური~ ხელოვნების მსახურებაში `ამაოდ დაშვრა~ მრავალი შემოქმედის

მუზა. ფირუზ მახათელაშვილის ხალასი ნიჭი შემოქმედებით

უკუსვლას და დაშრეტას გადაურჩა. რეჟიმი ითხოვდა სცენაზე

სოციალზმ-კომუნიზმის მშენებელი კოლმეურნეების იდეალური

ყოფის წარმოჩენას. ლოტბარმა კი გააცოცხლა, ცოცხალ სურათებად წარმოადგინა ქართველი კაცის ოდინდელი ცხოვრება

_ ლაღი ქართველებით, მამაცი მწყემსებით, სიყვარულის მარადიული მოხმობითა და წყურვილით, იმის შეგნებით, `უბაროდ

მთანიც რომ ვერა გვარობენ~. ასე დამკვიდრდა ქართულ ფოლკლორში და ქართველთა მეხსიერებაში ფირუზ მახათელაშვილის

`ნუ გიყორს, ქალავ~, `სიმღერა კახეთზე~, `სიმღერა თელავზე~,

მუსიკალურ-ქორეოგრაფიული სუიტა `მთისა და ბარის მეგობრობა~. მიუხედავად თავისი სიმღერების დიდი პოპულარობისა,

თავად ყოველთვის `დიდ მზღვარს ავლებდა~ მათსა და ხალხურ

შედევრებს შორის. გუნდის რეპერტუარის შედგენისას პირველად ხალხურ სიმღერებს ჩამოწერდა, ბოლოში მოკრძალებულად

თანამედროვეთ _ `ეპოქის მოთხოვნის მიხედვით დაწერილს~ და

ყოველთვის მოაყოლებდა აღსადგენი სიმღერებისა და გუნდის

წევრთა სიასაც _ ჯერ მანდილოსნების, შემდეგ _ მამაკაცების.

მოგვყავს ერთ-ერთი ჩანაწერი მისი პირადი არქივიდან.

9

ჩვენს რეპერტუარშია:

ჩაკრულო

მრავალჟამიერი

შემოძახილი

მაყრული

ყანის მკური

ზამთარი

წაიყვანეს თამარ ქალი

გაფრინდი, შავო მერცხალო

შვიდნი გურჯანელნი

შაშვი კაკაბი

საჩონგურო:

ჩემი ლამაზი ქვეყანა (მ. ჩირინაშვილის)

ნუ გიყორს, ქალავ! (ფ. მახათელაშვილი)

ხალხნო, შეხედეთ

სიმღერა თბილისზე

სიმღერა კახეთზე

სიმღერა ალაზნის ველზე

სიმღერა მეგობრობაზე

საკოლმეურნეო (ქ. ღოღობერიძის)

აღსადგენი და შესასწავლი სიმღერები:

კახური სათამაშო სიმღერა

შავლეგო

მუმლი მუხასა

ალილო

შრომის სიმღერა (კონური)

მოდისო მტერი, კახელნო

შენ, შერმაზანო

მოლხინო

ხეურო

სოფელო

მოგვყავსო ქალი ეთერი

ჩსნდესა ჩსნდე უნდა ქვიოდეს

ჭარელო

10

გუნდში დადის ოცდაათი კაცი:

1. ბაიაშვილი ესმა

2. მესტვირიშვილი თინა

3. დევიძე ბაბულია

4. დევიძე მზია

5. ლუარსაბიშვილი თამარი

6. მდივნიშვილი იზო

7. ბერძენიშვილი მარგო

8. მამუკელაშვილი ელიკო

9. კაჭკაჭიშვილი ზოია

10. ვაშაძე მარიკა

11. დავიდოვი ვანო

12. გაგნიძე ირაკლი

13. შაშურაშვილი ავთო

14. ფირუმოვი არტო

15. ბიძინაშვილი შალიკო

თელავის გუნდი, 1959

თელავი გროუპ, 1959

11

16. მარკოზაშვილი შალიკო

17. თამარაშვილი კარლო

18. რაზმაძე შაქრო

19. მახათელაშვილი ნუგზარი

20. ფეიქრიშვილი თედო

21. დარჩიაშვილი მიტო

22. რაზმაძე ანგი

23. ბახსოლიანი ვალიკო

24. თვალიაშვილი გიგლა

25. თვალიაშვილი ჯიმშერ

26. ლუხუტაშვილი ლადო

27. დევიძე დათა

28. მარკოზაშვილი დათა

29. კევლიშვილი ოთარ

30. კასრელიძე გოგი

დიდი ლოტბარი შესანიშნავად უკრავდა სიმებიან საკრავებზე,

იქნებ ამიტომაც საკრავთოსტატობაშიც მოსინჯა ძალა: მახათელაშვილების ოჯახში დღესაც ინახება მისი ხელით გამოთლილი კომბინირებული საკრავი `ჩანგური~ _ ჩანგი, ფანდური,

ჩონგური ერთად. ფირუზ მახათელაშვილი არ ყოფილა მხოლოდ

პრაქტიკოსი ლოტბარი. ამაში მისი არქივისათვის ერთი თვალის

გადავლებითაც დავრწმუნდებით. ინტერესის სფერო ფართოა:

`მუსიკის მდგომარეობა საქართველოში~; `ქართული ოპერა~;

`მუსიკაზე ფილოსოფოსთა აზრის შემოჭრა ლიტერატურაში~...

სამწუხაროდ, სტატიები თუ ნარკვევები დაუმთავრებელია. აქვეა

სასიმღერო ჰანგისათვის გამზადებული უამრავი ლექსი. ოსტატი ყოველთვის შეუმცდარად გრძნობდა თავის საკეთებელს,

სათქმელსა და სასიმღეროს. სულიერად და მატერიალურად გაწონასწორებული პიროვნება, მოხდენილი ვაჟკაცი, ნიავის დარი

სიარულით, საოცრად გამომსახველი ელასტიკური მოძრაობით,

ლამაზი და დამაჯერებელი მოქმედებით _ ასე ახასიათებენ მას

თანამედროვენი. ასეთად დარჩა ის თითქმის ნახევარი საუკუნის

შემდეგ ხალხის მეხსიერებაში.

სამი ათეული წლის მანძილზე დრო და დრო იყო დიდი აღიარება და სახელი _ ლაურეატობა, სიგელები, დიპლომები,

ჯილდოები: 1944-52 წლებში თელავის გუნდი სახელმწიფო

12

ანსამბლის სტატუსს ატარებდა; 1951 წელს თავად გუნდის ხელმძღვანელს საქართველოს სსრ კულტურის დამსახურებული

მუშაკის წოდება მიენიჭა; 1967 წელს `თელაველები~ მოსკოვში

საკავშირო ფესტივალის ლაურეატები გახდნენ.

ფირუზ მახათელაშვილი ოცდაათი წელი ფეხჩაუხრელად ემსახურა ქართულ ფოლკლორს, ზიდა ლოტბარობის უმძიმესი

ტვირთი: იმუშავა გორში (1953), რუსთავში (1956-57), ახმეტაში

(1947), ყვარელში, კურდღელაურში, მუკუზანში, წინანდალში,

შილდაში, ნაფარეულში, თელავის სხვადასხვა სკოლასა და მასწავლებელთა სახლში, გურჯაანისა და ველისციხის ანსამბლებსა და საგუნდო კოლექტივებში, მაგრამ მისი `საჯილდაო ქვა~

მაინც თელავის გუნდი იყო. ლოტბარმა მაქსიმალურად გამოიყენა იშვითი ნიჭითა და ხმით დაჯილდოებულ მომღერალთა

შესაძლებლობანი. ამიტომაც იარსება ამ გუნდმა ამდენი წელი

და შედარებით იოლად გადაიტანა თაობათა ცვლის რთული და

მტკივნეული პროცესი.

თაობათა ცვლა, განსაკუთრებით წამყვანი ხმებისა, მრავალი

გუნდისა და ანსამბლისათვის გამხდარა პრობლემა. ამ მხრივაც

ნამდვილად გაუმართლა თელავის გუნდს _ ავთანდილ შაშურაშვილის, არტემ ფირუმოვის, შალვა ბიძინაშვილის, შალვა და

დავით მარკოზაშვილების, ზაქრო რაზმაძის, კოტე თამარაშვილის, ჯიმშერ თვალიაშვილის, უშანგ ყორანიშვილის, ვლადიმერ გულოვანოვის, ჯემალ ჩოთალიშვილის სახით. ჩვენ ქედს

ვიხრით ამ ადამიანების ღვაწლის წინაშე. მაგრამ ლომიძე-ამუზაშვილ-ფეიქრიშვილის დუეტები ხომ ლეგენდად შემორჩა თელავის გუნდსა და კახურ სიმღერას. შემთხვევითი არ არის, რომ

სწორედ შაქრო ლომიძის, გიორგი ფეიქრიშვილისა და გიორგი

ამუზაშვილის ფოტო ამშვენებს ოთარ ჩიჯავაძის `ქართული

ხალხური სიმღერების~ კრებულს (ნაწ. I, 1961 წ). ამ სამეულმა

არნახული გაქანება, სივრცე და სისავსე მისცა კახურ სიმღერას. სპეციალისტები ერთსულოვნად აღიარებენ მათს უზადო

ნიჭს, შესაძლებლობებსა და განუმეორებელ ხელწერას. `მე ამ

სამეულს ეროვნული საუნჯის მშვენებას, მიწის ზედა ოქროს

ზოდებს ვუწოდებდი, სამივეს რაღაც განსაკუთრებული, განუმეორებელი ხმა ჰქონდათ. კახურ `მრავალჟამიერში~, რომელსაც

შაქრო და წულა (გიორგი ამუზაშვილი) ასრულებენ, არის ერთი

პატარა მონაკვეთი _ `ჰარულალი და თარულალი~... როდესაც

13

ერთი მუხლიდან მეორეზე გადასვლა ხდება, მას შაქრო მღერის,

მღერის კი არა ქარგავს, მას მოქანდაკის საჭრეთელი უჭირავს,

დაასრულებს ხმის ჩამოქნევას და ქვაზე ულამაზესი ჩუქურთმა

რჩება~ (გურამ ურჩუხიშვილი, `ერთი ქართული მითხარო~, თელავი, 2004).

ამ განუმეორებელი მომღერლების შესახებ აი, რა უამბნია

გურამ ურჩუხიშვილისათვის ბიძას _ გიორგი დათუკიშვილს:

`მე, შაქრო ლომიძესთან შეგირდად ვიყავი, მაშინ ჯერ კიდევ

გადმოყოლილი იყო ძველი ცხოვრებიდან ოსტატ-შეგირდობის

წესი. დილა-უთენია უნდა მივსულიყავი სადალაქოში, დამეგავა,

დამესუფთავებინა, ყველაფერი წესრიგში მომეყვანა, `პეწინიკი~

კაცი იყო შაქრო და უწესრიგობას და უსუფთობას არ მაპატიებდა.

შაქროსთან ხშირად მოდიოდა ორივე გიორგი. სამივენი ლამაზი შესახედაობის ვაჟკაცები იყვნენ, განსაკუთრებით წულა

გამოირჩეოდა მწითური სახის კოხტა აპრეხილი ულვაშებით.

ძალიან უხდებოდა შავი ახალუხი და გალიფე შარვალი, წელზე

ტყავის ქამარი და `აზიატსკები~. შაქრო და გიორგი ფეიქრიშვილი

პირველ ხმას მღეროდნენ, წულა მეორეს ამბობდა, იმათი სიმღერის მოსმენა ერთ რამედა ღირდა. მაშინ წესი იყო, შეგირდი რომ

ხელობას კარგად შეისწავლიდა, ოსტატად უნდა ეკურთხებინათ,

და ამ დროს, წესისამებრ, პატარა სუფრა იშლებოდა ხოლმე. მამაჩემი, ზაქარია დათუკიშვილი, ღარიბი კაცი იყო, ერთი პატარა

ფიცრული სახლი გვედგა წინანდლის თავში, მაგრამ რას იზამდა, პატარა სუფრა მაინც უნდა გაეშალა, რადგან, ჯერ ერთი,

შვილი ხელოსნად იკურთხებოდა, მეორეც _ თვითონაც მომღერალი კაცი იყო. წინანდალში `მაყრულს~ მაგისთანად ძნელად

თუ ვინმე იტყოდა. ისე, რომ, უხაროდა კიდეც ცნობილი მომღერლების სტუმრად მობრძანება.

დაითქვა დღე და გაშალა მამაჩემმა სუფრა, საწყალი თავს არა

ზოგავდა, ოღონდ კი გამოჩენილიყო იმ ბიჭებთან. სამნი ისინი

იყვნენ, მეოთხე მამაჩემი და ერთი ბანი კიდევ დაიმატეს სოფლიდან. ღვინო ჰქონდა მამაჩემს ისეთი, რომ მზესავით ლაპლაპებდა

და ცეცხლს და ნაპერწკალს ჰყრიდა. წესისამებრ `მაკურთხეს~

ოსტატად და მოჰყვა სადღეგრძელოს სადღეგრძელო. მერე სიმღერა წამოიწყეს, ამ ხნის კაცი ვარ და იმისთანა ბედნიერი დღე

აღარა მგონია გამითენდეს. როგორც გითხარით, პატარა ხის

14

სახლი გვედგა და მე ჯერ კიდევ ბალღი, კუთხეში მივჯექი და

გაოცებისაგან პირდაფჩენილი შევყურებდი ამ სანახაობას. კარგად მახსოვს გიორგი ფეიქრიშვილმა `შემოძახილი~ წამოიწყო

და დაგუგუნდა სიმღერა. ახლა წულა წამოეშველა, `ჭირს მოგჭამ ნუ შემძულდები, ერთი ქართული მითხარო, ან მომე ბარინიჩაბი, სამარე ამოვითხარო~... გინდა დაიჯერეთ, გინდა არა, ან

მოსატყუარი რა მაქვს, იმათ ხმაზე ეს პატარა ხის სახლი აქეთიქით აკვანივით ირწეოდა. სუფრა გასრულდა და გარეთ რომ

გამოვედით, თვალებს არ ვუჯერებდი, მთელი ზემო უბანი ჩვენი

სახლის გარშემო იდგა. თურმე მთელი ამ ხნის განმავლობაში

ეგრე შემოჯარულები იდგნენ და სულგანაბული უსმენდნენ სიმღერებს~ (გურამ ურჩუხიშვილი, `ერთი ქართული მითხარო~,

თელავი, 2004).

თელავის გუნდი, 1950

თელავი გროუპ, 1950

15

შაქრო ლომიძე პირველად მომღერალ ვასო

მამუკელაშვილს `აღმოუჩენია~: `თექვსმეტი წლისა იყო შაქრო, როდესაც ზუზუმბოზე

თამბაქოს თოხნაში ვნახე, მისმა სიმღერის

ხმამ ისე მომხიბლა, რომ მაშინვე წავიყვანე

ტიტო მგალობლიშვილსა და შაქრო ჭელიძესთან. მათ მოუსმინეს შაქროს და გაოცდნენ~

(გიორგი ჯავახიშვილი, `ლექსისა და სიმღერის

კვალდაკვალ~, თბილისი, 2004).

თელავში ყოფნისას, `თელაველებზე~ _

ფირუზ მახათელაშვილსა და მისი გუნდის

წევრებზე _ მასალების შეგროვებისას, შაქრო

ლომიძის ქალიშვილმა _ ლია ლომიძემ _

საკმაოდ საინტერესო საარქივო მასალები

გადმოგვცა: ფოტოები, აფიშები, მოსაწვევები, სიგელები, გაზეთები, მათ შორის, თავისი

დაწერილი მოგონება _ სახელოვანი მამის ბიოგრაფია და შემოქმედებითი გზა, რომელსაც

თითქმის უცვლელად ვთავაზობთ მკითხველს:

მამაჩემი _ შაქრო ლომიძე

მამაჩემი ბუნებით მეტად კეთილშობილი კაცი

იყო, არავითარი ბოროტება მასში არ არსებობდა. უყვარდა ყველა: ნათესავი, მეგობარი,

თანამშრომელი, გუნდის წევრი, ყველაზე მეტად

კი მაინც სიმღერის ტრფიალი იყო. გუნდის მეცადინეობაზე მოვალეობა კი არა, სიმღერის სიყვარული ეწეოდა. ყველა საქმეს თავს დაანებებდა

შაქრო (ზაქარია) ლომიძე

(1910-1960)

16

და რეპეტიციას მაინც არ გააცდენდა. მღეროდა ნამდვილი ხელოვანის ძალით და ნამღერში მთელ თავის სულს და გულს აქსოვდა.

სიმღერის სიყვარული შვილებსაც გადმოგვედო. ჩვენ მუსიკალური

ოჯახი გვქონდა: მღეროდა დედაჩემი _ მარიამ ბოჭორიძე, ჩემი

ძმები _ ანზორი და რობერტი. მამა შემოგვისხამდა შვილებს

და ხალხურ სიმღერებს გვასწავლიდა. რობერტი მამაჩემის კვალს

გაჰყვა _ დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტი მუსიკალური კომედიის განხრით. მღეროდა საქართველოს სახელმწიფო ანსამბლში,

ფილარმონიასა და კაპელაში. მამამ ბევრი ახალგაზრდა აზიარა

ქართული ხალხური სიმღერის მადლს და კიდევ ბევრ კარგ

საქმეს გააკეთებდა, უდროოდ რომ არ გარდაცვლილიყო.

შაქრო ლომიძე დაიბადა 1910 წლის 10 მაისს თელავში. პაპაჩემი _ იაგორა ლომიძე მჭედელი იყო და პატიოსანი შრომით არჩენდა ცოლსა და სამ შვილს. დიდედაჩემი, მალუცა, კონდოლელი

ქალი, მარჯვედ უძღვებოდა ოჯახს, თან შესანიშნავად ქსოვდა

ქართული ლეჩაქების არშიებს. სუფთა, წკრიალა, სასიამოვნო ხმა

ჰქონდა და შვილებსაც ასწავლიდა სიმღერებს. შეიძლება, დედამ

და მისმა ხმამ შეაყვარა მამაჩემს ხალხური სიმღერა და ამიტომაც მის მსახურად დარჩა სიცოცხლის ბოლომდე.

ხელმოკლეობის გამო საშუალო განათლებაც ვერ მიიღო.

ოთხი კლასი დაამთავრა და შეგირდად დაუდგა პარიკმახერ

ვანო გოცაძეს. სიმღერასავით შეიყვარა მამამ თავისი ხელობა

და კარგი ხელოსნის სახელიც მოიპოვა. თექვსმეტი წლისა

უკვე მღეროდა სამოქალაქო ეთნოგრაფიულ გუნდში და იქიდანვე მიიპყრო ლოტბართა ყურადღება. მისი ზარივით წკრიალა

ხმა წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებდა მსმენელზე. გუნდში

ყოველთვის წამყვანი სოლისტი იყო და პირველობას არავის

უთმობდა _ არც ჰყავდა მეტოქე. მის მიერ გიორგი ამუზაშვილთან ერთად შესრულებული ქართლ-კახური სიმღერები,

განსაკუთრებით `მრავალჟამიერი~ ქართული ხალხური სიმღერების ოქროს ფონდშია შეტანილი.

საინტერესო შემადგენლობით გამოირჩეოდა სამოქალაქო

გუნდი გასული საუკუნის 30-იან წლებში. მასში მამაჩემთან

ერთად მღეროდნენ: შაქრო ჭელიძე, ვასო მამუკელაშვილი,

გიორგი ამუზაშვილი, გიორგი ფეიქრიშვილი, ალექსი გულიაშვილი, გიორგი ჩიკვაიძე, ფირუზ მახათელაშვილი, გაიოზ

ბაქრაძე, ვახტანგ ზაალიშვილი და ჩემი ბიძები _ მათე, ლუკა

17

და მიტო ბოჭორიძეები....

თელავის ეთნოგრაფიულმა გუნდმა დიდ წარმატებას მიაღწია 1936 წელს, საქართველოს საბინაო მეურნეობის მუშაკთა

პროფკავშირების მხატვრული თვითმოქმედების პირველ ოლიმპიადაზე, პირველი ადგილი დაიკავა. `კახური სიმღერის საუკეთესო შესრულებისათვის~ მამა სიგელით დააჯილდოვეს. სიგელს

ხელს აწერს ჟიურის თავმჯდომარე, რესპუბლიკის სახალხო

არტისტი ალექსანდრე წუწუნავა.

თელავის გუნდი, სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი ექნებოდა თუ რომელიმე დაწესებულებასთან იარსებებდა, ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა. მამაჩემს `შემოქმედებითი

წარმატებისა და თვითმოქმედი ხელოვნების განვითარებაში აქტიური მონაწილეობისათვის~ სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით აჯილდოებდნენ. მამა არაჩვეულებრივი შემსრულებელი და

კარგი ლოტბარი იყო. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა სკოლების, სასოფლო კულტურის სახლებისა და დაწესებულებების ანსამბლებსა და გუნდებს (კურდღელაურის, აკურის,

კისისხევის, თელავის სამედიცინო სასწავლებლის). ბავშვივით

ახარებდა წარმატება, სახე გაუცისკროვნდებოდა, როცა შრომას დაუფასებდნენ. განსაკუთრებული წარმატება ხვდა 1960

წელს გულგულის საკოლმეურნეო გუნდს. გულგულა პირველად

მონაწილეობდა რაიონულ დათვალიერებაში და ეს ნამდვილად

მამაჩემის დამსახურება იყო. სოფელმა დიდი ზეიმით აღნიშნა

გუნდის წარმატება და მამა საჩუქრით დააჯილდოვა.

1959 წელს ოჯახში ხალხური სიმღერების ცნობილი შემკრები

და ჩამწერი ოთარ ჩიჯავაძე გვესტუმრა. მან ჩვენი საოჯახო

ანსამბლისაგან რამდენიმე სიმღერა ჩაიწერა. ალბათ, ბატონი

ოთარი ამ სიმღერებს თავის ნაშრომში შეიტანდა.

ცალკე საუბრის თემაა მამაჩემისა და გიორგი ამუზაშვილის

სიმღერა და მეგობრობა. ეს დუეტი წლების განმავლობაში ატკბობდა მსმენელს და, მადლობა ღმერთს, მათი ნამღერი ჩაწერილია. თელაველი მომღერლებისაგან (ლომიძე-ამუზაშვილიფეიქრიშვილი) ოთარ ჩიჯავაძემ მრავალი სიმღერა ჩაიწერა და

1961 წელს კრებულადაც გამოსცა.

 მამაჩემმა და გიორგი ამუზაშვილმა ნახევარ საუკუნეს ვერ

გადააბიჯეს. ორივე მოულოდნელად გარდაიცვალა: გიორგი ამუზაშვილი 48 წლისა, მამა _ 50-ისა (დაკრძალულია თელავში).

18

თელავის გუნდი, 1950

თელავი გროუპ, 1950

19

20

ეს უდიდესი დარტყმა იყო თელავის გუნდისათვის. საბედნიეროდ,

გუნდში დარჩა მისი დამამშვენებელი ხმა _ გიორგი ფეიქრიშვილი. ამ განმუმეორებელი მომღერლების ტრადიციები გააგრძელეს შალვა და დავით მარკოზაშვილებმა, შალვა ბიძინაშვილმა,

ავთანდილ შაშურაშვილმა, ჯემალ ჩოთალიშვილმა...

ლია ლომიძე, 2004 წელი

Ë Ë Ë

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივში შემონახულია გასული საუკუნის სამოციან წლებში შაქრო ლომიძისა და

გიორგი ფეიქრიშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიები,

რომელთაც თან ახლავს თელავის კულტურის სახლისა და თელავის კულტურის განყოფილების გამგის დახასიათებები. ავტობიოგრაფიები პირველად, უცვლელად ქვეყნდება.

კურდღელაურის რვაწლიანი სკოლის გუნდი, 1948 წელი.

ხელმძღვანელი შაქრო ლომიძე

Kურდგელაური ცჰოირ, 1948, ლეადერ შჰაკრო Lომიდზე

21

შაქრო ლომიძე

/ავტობიოგრაფია/

მე, ზაქარია იაგორის ძე ლომიძე, დავიბადე

1910 წელს ქალაქ თელავში. მამა, იაგორ მიხას

ძე, ოქტომბრის რევოლუციამდე იყო მუშა, რევოლუციის შემდეგ იგივე მუშა. გარდაიცვალა 1942

წელს. დედა, მალუცა ივანეს ასული, ოქტომბრის

რევოლუციამდე და შემდეგაც იყო დიასახლისი.

გარდაიცვალა 1946 წელს.

პირველდაწყებითი სწავლა მივიღე ქალაქ თელავში 1917-21 წლებში. ოთხი კლასის დამთავრების შემდეგ აღარ მისწავლია. 1926 წლიდან დავიწყე მუშაობა ქალაქ

თელავში პარიკმახერად არტელ `წითელ ჯვარში~, სადაც ვმუშაობდი

1928 წლამდე. 1928 წლიდან 1932 წლამდე ვმუშაობდი კომუნალური

განყოფილების არტელში პარიკმახერად.

1928 წელს შევედი თელავის მუშათა კლუბთან არსებულ მომღერალთა გუნდში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ლოტბარი ტიტო

მგალობლიშვილი. აღნიშნულ გუნდში თავს იყრიდნენ მომღერლები: გ. ყავალაშვილი, გ. ამუზაშვილი, გ. ფეიქრიშვილი, შ. ჭელიძე

და სხვა. 1935-37 წლამდე მომღერალთა გუნდს ხელმძღვანელობდა

შიო ბაბალაშვილი. აღნიშნულმა გუნდმა, რომელშიც მეც ვიღებდი

მონაწილეობას, მოახდინა გამოსვლა ოლიმპიადაზე თბილისში. ხოლო

კარგი წარმატების შედეგად ორჯერ გაგვიწვიეს მოსკოვში 1936 და

1937 წლებში. 1940 წლიდან სიმღერის გუნდს ხელმძღვანელობს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ფირუზ დავითის ძე მახათელაშვილი, რომელთანაც მე მივეჩვიე გუნდის ხელმძღვანელობას და

1946 წლიდან ვმუშაობ როგორც სასკოლო გუნდების, ისე წარმოებადაწესებულებებისა და საკოლმეურნეო გუნდების ხელმძღვანელად.

გუნდში დამსახურებისათვის მიღებული მაქვს სიგელები, მოსკოვში და თბილისში ოლიმპიადებზე მონაწილეობის დროს. ყველა ოლიმპიადაზე 1936 წლიდან დაწყებული მაქვს მონაწილეობა მიღებული

დღემდე. ვარ უპარტიო, მყავს ცოლ-შვილი. 1932 წლიდან დღემდე

ვმუშაობ ქალაქ თელავის სასტუმროსთან არსებულ საპარიკმახეროში პარიკმახერად, ხოლო პარალელურად მონაწილეობას ვიღებ

დღემდე თელავის სარაიონო ანსამბლში მომღერლად, რომელსაც

ხელმძღვანელობს ფირუზ დავითის ძე მახათელაშვილი.

ზაქარია იაგორის ძე ლომიძე.

1960. 05. 07

შაქრო ლომიძე

შჰაკრო Lომიდზე

22

გრიგოლ კოკელაძე კონდოლელი მომღერლების ჩაწერისას

Gრიგოლ Kოკელადზე ის რეცორდინგ სონგს პერფორმინგ ბყ Gიორგი Aმუზასჰვილი

ანდ Gიორგი Pეიკრისჰვილი, Kონდოლა

23

/ავტობიოგრაფია/

მე, გიორგი თედოს ძე ფეიქრიშვილი, დავიბადე 1898 წელს, თელავის რაიონში, სოფელ კონდოლში, გლეხის ოჯახში. სწავლაგანათლება არ მიმიღია. ბავშვობიდან დღემდე ვეწევი სოფლის

მეურნეობას. ჩემი აღზრდის პერიოდი გავატარე გლეხობასთან

შრომაში და ლხინში. პატარაობიდანვე კარგი ხმა მქონდა, მიყვარდა სიმღერები. ამ პერიოდში

ხალხური სიმღერების მეტს

არაფერს ვისმენდი, რის გამოც დიდი ინტერესითა და

სიყვარულით ვსწავლობდი ძველი ცნობილი მომღერლებისაგან. ვფიქრობ, რომ კახეთში არ უნდა იყოს

დარჩენილი სიმღერები, რომ მე არ ვიცოდე და არ ვმღეროდე. მაქვს პირველი ხმა და ჩემს დროის მანძილზე

ჩემთან შეჩვეული საუკეთესო მომღერალი გიორგი

ამუზაშვილი მღეროდა მისი გარდაცვალების დღემდე.

1927 წელს გაგვიწვიეს თელავის ეთნოგრაფიულ

გუნდში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ტიტო მგალობლიშვილი. 1936 წელს გაგვიწვიეს თბილისში

სახელმწიფო ანსამბლში, რომელსაც ხელმძღვანელობდა სანდრო კავსაძე. 1940 წლიდან თელავის

ეთნოგრაფიული გუნდი აღადგინა ფირუზ მახათელაშვილმა და თელავის რაიონის საუკეთესო მომღერლები შეაგროვა. 1944 წლიდან ანსამბლმა მიიღო

სახელმწიფო წოდება და ყოველწლიურად ვემსახურებოდით მთელ საქართველოს. არ ჩატარებულა არც

ერთი რესპუბლიკური ოლიმპიადა, რომ მონაწილეობა არ მიგვეღო. 1952 წელს სახელმწიფო ანსამბლი

გიორგი ფეიქრიშვილი

(1898-1980)

გიორგი ფეიქრიშვილი

Gიორგი Pეიკრისჰვილი

24

გაუქმდა რაიონებში, მაგრამ დღემდე მაინც ვმუშაობ თელავის რაიონულ

კულტურის სახლთან არსებულ მხატვრულ თვითმოქმედ კოლექტივში. კოლექტივის დაარსების დღიდან ვარ კოლმეურნე და ვემსახურები

როგორც საკოლმეურნეო შრომას, ასევე საზოგადოებრივ საქმიანობას.

გ. ფეიქრიშვილი

1960. 10. 07.

გიორგი ფეიქრიშვილი თელავის გუნდში 1976 წლამდე მღეროდა. 82 წლისა გარდაიცვალა და სოფელმა მშობლიურ კონდოლში

დიდი პატივით დაკრძალა (გიორგი ფეიქრიშვილს ცოლ-შვილი

არ ჰყოლია, მემკვიდრე არ დარჩენია და, ამდენად, მისი საოჯახო

არქივიც არ შემონახულა).

გიორგი ამუზაშვილი (მარცხნივ) და გიორგი ფეიქრიშვილი (მარჯვნივ)

Gიორგი Aმუზასჰვილი (ლეფტ) ანდ Gიორგი Pეიკრისჰვილი (რიგჰტ)

25

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივში

გიორგი ამუზაშვილის ბიოგრაფია და დახასიათება არ აღმოჩნდა. საბედნიეროდ, თელავში,

ამუზაშვილების ოჯახში ყოფნისას, გიორგი

ამუზაშვილის რძალმა _ ქალბატონმა მერი

კირვალიძემ _ გადმოგვცა თავისი სახელოვანი

მამამთილის ბიოგრაფია, რომელიც მისთვის

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, დედამთილს _ ნინა ბედმანიკაშვილს _ უკარნახია:

`გიორგი ამუზაშვილი დაიბადა 1906 წელს

კონდოლში. რვა თვისას დედა დაღუპვია და მეზობელ მოხუც ქალს გაუზრდია. ლამაზი, ცოცხალი ბავშვი ყოფილა და მეზობლებს ძალიან ჰყვარებიათ. ჯერ კიდევ ბავშვობისას, მოხუც მეზობელს სტუმრები რომ მოუვიდოდნენ, მათთან

პატარა ობოლი მიჰყავდათ და ამღერებდნენ. უყვარდა მოხუცებულები, მათგან ისწავლა პატარა

გიორგიმ სიმღერები. მეუღლის გარდაცვალების

შემდეგ გიორგის მამა კვლავ დაოჯახებულა.

ბავშვი ძალიან იტანჯებოდა დედინაცვლის ხელში. თოთხმეტი წლისას მამა გარდაეცვალა და

დარჩა ბავშვი დედინაცვლის ამარა. მალე დედინაცვალიც გათხოვდა... თექვსმეტი წლისას მეზობლის გოგო შეუყვარებია და დაქორწინებულან. რვა თვის შემდეგ მეუღლე გარდაცვლილა.

თვრამეტი წლისა მეორედ დაქორწინდა, მაგრამ

ბედმა არც ახლა გაახარა _ ცოლი მშობიარობას

გადაჰყვა და ბავშვის გაზრდა თვითონ მოუხდა.

ნიჭმა თავისი გაიტანა და გიორგი თელავის

სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში მღეროდა,

გიორგი ამუზაშვილი

(1906-1954)

26

ჯერ ბაბალაშვილთან, შემდეგ _ ფირუზ მახათელაშვილთან.

თბილისიდან ჩამოსულმა გრიგოლ კოკელაძემ ამუზაშვილფეიქრიშვილისაგან ჩაიწერა სიმღერები: `ჩაკრულო,~ `სუფრული~ და `შაშვი კაკაბი~. კოკელაძე იმდენად აღაფრთოვანა გიორგის ხავერდოვანმა ხმამ, რომ თბილისში წაიყვანა და სანდრო

კავსაძის გუნდში ჩარიცხა, სადაც მან ორი-სამი წელი დაჰყო.

ვენახისა და მამულის მოყვარულმა კაცმა ვერ გაძლო თბილისში, მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა და ისევ თელავის გუნდში

გააგრძელა სიმღერა. გიორგი ფეიქრიშვილთან ერთად კონდოლელი მომღერლებისაგან ნასწავლი სიმღერებით გაამდიდრა

რეპერტუარი, განსაკუთრებით საყურადღებოა `შემოძახილის~

კონდოლური ვარიანტი და `შაშვი-კაკაბი~.

სამშობლოს გასაჭირის ჟამს, 1941 წლიდანვე, მის დამცველთა

რიგებში დადგა, იქიდან დაჭრილი ჩამოვიდა და ისევ განაგრძო

შემოქმედებითი საქმიანობა. უდროოდ გარდაცვლილი 21 წლის

შვილის სიკვდილმაც ვერ აიძულა მიეტოვებინა საყვარელი საქმე.

მღეროდა და თან ტიროდა ცხოვრებისგან დაჩაგრული კაცი. ყველა

გიორგი ამუზაშვილის მეუღლე ნინა და ვაჟები _ ალექსანდრე და გურამი, 1941

Gიორგი Aმუზასჰვილი’ს ფამილყ, 1941

27

დათვალიერება-ოლიმპიადიდან სიგელებით,

დიპლომებითა და

მედლებით დაჯილდოებული ბრუნდებოდა.

სიკვდილამდე მღეროდა

ფირუზ მახათელაშვილის გუნდში. ყოველთვის მეორე ხმას ამბობდა, გარდა `ზამთრისა~

(გიორგის ვაჟის _ გურამ ამუზაშვილის _

ცნობა). გიორგი მოულოდნელად გარდაიცვალა 1954 წლის 9 მაისს,

48 წლისა.

თბილისიდან დაკრძალვაზე ჩამოიტანეს

გვირგვინი, რომელშიც

ჩაწნული იყო სიმებდაწყვეტილი ფანდური

წარწერით: `ვაგლახ,

რომ ჯერ ადრე იყო,

ძალიან ადრე, ასეთი ბულბულის დაკარგვა~.

გიორგი ამუზაშვილი დასაფლავებულია თელავში.~

 ნინა ბედმანიკაშვილი, 1987 წელი

Ë Ë Ë

შაქრო ლომიძის საოჯახო არქივში აღმოჩნდა 1951-54 წლების საქართველოს რესპუბლიკური ოლიმპიადების დასკვნითი

ტურის პროგრამები. ვფიქრობთ, მკითხველისათვის საინტერესო იქნება თელავის გუნდის მაშინდელი რეპერტუარი და

შემსრულებლები.

გიორგი ამუზაშვილი

Gიორგი Aმუზასჰვილი

28

მუშა-მოსამსახურეთა მხატვრული თვითმოქმედების

საქართველოს რესპუბლიკური ოლიმპიადა

მეორე დღე _ 1951 წლის 27 მარტი

პ რ ო გ რ ა მ ა

მესამე განყოფილება

თელავის მასწავლებლის სახლის სიმღერისა და ცეკვის

ანსამბლი

მხატვრული ხელმძღვანელი ფ. მახათელაშვილი

მოცეკვავეთა ჯგუფის ხელმძღვანელი ო. სლონაშვილი

1. სიმღერა სტალინზე _ დამუშავებული ფ. მახათელაშვილის მიერ.

2. კახური მრავალჟამიერი, დამწყებნი: შ. ლომიძე და გ.

ამუზაშვილი

3. ცეკვა `ქართული~, ასრულებენ: ნ. მოდებაძე და ნ.

ოქრუაშვილი

4. ხალხნო შეხედეთ _ დამუშავებული ფ. მახათელაშვილის მიერ

5. მთიელთა ცეკვა _ ასრულებენ მ. ევანქიშვილი და ო.

მუნჯიშვილი

6. ჩაკრულო _ ხალხური, დამწყებნი: გ. ამუზაშვილი და შ.

ლომიძე

7. ნუ გიყვარს ქალაუ _ დამუშავებული ფ. მახათელაშვილის მიერ, სოლისტები: თ. მაისურაძე, შ. ლომიძე და ა.

შაშურაშვილი

ცეკვას ასრულებენ ნ. ოქრუაშვილი და გველესიანი

პროგრამის წამყვანი რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი თ. ბაქრაძე

29

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა

და ბალეტის ლენინის ორდენოსანი სახელმწიფო თეატრი

საქართველოს მხატვრული თვითმოქმედების

მერვე ოლიმპიადა

1954 წლის 28 ნოემბერი

ოლიმპიადის მეექვსე დღე

მეორე განყოფილება

თელავი

სარაიონო კულტურის სახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი. ხელმძღვანელი ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ფ.

მახათელაშვილი

მოცეკვავეთა წრის ხელმძღვანელი ნ. ოქრუაშვილი.

სიმღერა თელავზე _ მუს. ბ. კიკვიძის, სიტყ. ვ. გოგოლაშვილის. სოლოს შეასრულებს ც. ლეკიშვილი, დირიჟორობს შ.

კიკვიძე.

მრავალჟამიერ _ ხალხური, სოლისტები: შ. ლომიძე და შ.

მარკოზაშვილი.

ცეკვა ქართული _ შეასრულებენ: ბ. ზეინაბიშვილი და რ. კუპატაძე.

შემოძახილი _ ხალხური, დამწყებნი: გ. ფეიქრიშვილი და შ.

მარკოზაშვილი

სიმღერა მთისა და ბარის მეგობრობაზე _ ცეკვით, მუსიკა

და სიტყვები ფ. მახათელაშვილის. დამწყებნი: ა. შაშურაშვილი,

ც. უთალიშვილი, ე. მესტვირიშვილი და ც. ლეკიშვილი.

პროგრამა მიჰყავთ რესპუბლიკის სახალხო არტისტს, სტალინური პრემიის ლაურეატს პ. კობახიძეს, ლ. გრიგოლიას, ც.

მგალობლიშვილს და ა. ჩაფიძეს.

30

31


დღეისათვის ძნელია ზუსტად მოიძიო და დაადგინო ოცდაათი

წლის მანძილზე თელავის გუნდის წევრთა რაოდენობა და ვინაობა. ჩვენ შევეცადეთ, პირადი არქივების, აფიშების, პროგრამების, სხვადასხვა კერძო წყაროს მიხედვით მოგვეძიებინა და დაგვეზუსტებინა `თელაველების~ ოცდაათწლიანი შემადგენლობა.

შთამომავლობამ უნდა იცოდეს და იამაყოს მათი სახელებით.

ჩვენი დიდი მცდელობისა და მონდომების მიუხედავად, თუ

ვინმეს სახელი ვერ ვიპოვეთ ან უნებლიეთ გამოგვრჩა, გამოგვეხმაუროს, ინფორმაცია მოგვაწოდოს და სამომავლოდ ჩვენ სიამოვნებით ჩავრიცხავთ `თელაველებში~, ისე, როგორც თავის

დროზე ამშვენებდნენ ამ ლეგენდარულ ანსამბლს.

თელავის გუნდი, 1947

თელავი გროუპ, 1947

32

მკითხველს ქრონოლოგიის დაუცველად ვთავაზობთ თელავის გუნდის მომღერალთა, მოცეკვავეთა და მესაკრავეთა გვარსახელებს:

ალხანაშვილი მათე (ნაქო)

ამუზაშვილი გიორგი

ანდრონიკაშვილი ქეთევან

ანტონოვა დარიკო

არსენაშვილი ლ.

ახმეტელი კ.

ბაკურაძე ო.

ბაქრაძე გაიოზ

ბაჩიაშვილი თამაზ

ბაჩიაშვილი კ.

ბაჩიაშვილი სერგი

ბახსოლიანი ვ.

ბერიაშვილი გ.

ბერძენიშვილი მარგო

ბერძენიშვილი მარიამ

ბიძინაშვილი შალვა

ბოჭორიძე ლუკა

ბოჭორიძე მათე

ბოჭორიძე მიტო

გაბუნია ნ.

გელოვანი ალბერტ

გოლოვანოვი ალბერტ

გოცირიძე დოდო

გულოვანოვი ვლადიმერ

დალაქიშვილი იზო

დალაქიშვილი თინა

დავითაშვილი ი.

დემუროვი პავლე

ელიზბარაშვილი არჩილ

ელიზბარაშვილი ნინა

ერისთავი ნინო

ზაალიშვილი ვახტანგ

ზაალიშვილი ელიკო

თამარაშვილი კოტე

თარხანოვი

თარხნიშვილი ფლორა

თვალიაშვილი ჯიმშერ

თვალიაშვილი მირიან

თვალიაშვილი ლია

თხლაშაძე ა.

იმერლიშვილი ვარდო

კალმახელიძე იზო

კევლიშვილი ირა

კირვალიძე გ.

ლაზარიაშვილი ი.

ლამაზოშვილი ბადრი

ლეკიშვილი ლამარა

ლომიძე შაქრო

ლუარსაბიშვილი თამარ

ლუხუტაშვილი ლ.

მამუკელაშვილი გ.

მამუკელაშვილი ელენე

მამუკელაშვილი ვასო

მამუკელაშვილი ოთარ

მარკოზაშვილი დავით

მარკოზაშვილი ე.

მარკოზაშვილი შალვა

მარტირუზოვი გ.

მაყაშვილი ეკატერინე

მაყაშვილი თამარ

მაყაშვილი შ.

მახათელაშვილი ცაცა

მესტვირიშვილი ელენე

მეტრეველი თინა

მიქელაძე თამარ

მოდებაძე ვახტანგ

მოდებაძე ფ.

მურველაშვილი შ.

ნინიაშვილი დ.

ნინიკელაშვილი ნ.

ნინოშვილი დ.

ოქრუაშვილი გიორგი

33

ოქრუაშვილი ნასყიდა

პაპალაშვილი გიგლა

რაზმაძე ზაქრო

რაზმაძე ფირუზ

რუსიშვილი-ტოგონიძე ნინო

სამხარაძე ჯ.

სარალიძე ელიზბარ

სარგისაშვილი ვ.

სახიევი სარქისა

სიმაშვილი მიხეილ

ტოგონიძე შ.

ტურაშვილი მარიამ

ფარცხალაძე ნინო

ფეიქრიშვილი გიორგი

ფეიქრიშვილი ომარ

ფირანიშვილი ა.

ფირუმოვი არტემ

ქადაგიშვილი თამარ

ქარუხნიშვილი საშა

ქორიძე ჯ.

ქორგოგინოვი ჯ.

ქურციკაშვილი ლაურა

ღარიბაშვილი მ.

ყარალაშვილი ელენე

ყორანაშვილი უშანგ

შაშურაშვილი ავთანდილ

შიუკაშვილი გ.

ჩიკვაიძე გიორგი

ჩოთალიშვილი ჯემალ

ძულიაშვილი ალექსი

ჭელიძე შაქრო

ჭიკაძე შოთა

ჯაშიაშვილი ქეთევან

ჯაშიაშვილი ქსენია

Ë Ë Ë

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი დახმარებისათვის უდიდეს

მადლობას უხდის:

ფირუზ მახათელაშვილის ოჯახს, რძალს _ მედეა უთმელიძეს

და ქალიშვილს _ ნინო მახათელაშვილს.

შაქრო ლომიძის ქალიშვილს ლია ლომიძეს და მის მეუღლეს _

დავით შიუკაშვილს.

გიორგი ამუზაშვილის ოჯახს, რძალს _ მერი კირვალიძეს და ვაჟიშვილს _ გურამ ამუზაშვილს.

თელავის გუნდის წევრებს _ ოთარ მამუკელაშვილსა და არტემ

(არტო) ფირუმოვს (ფირუმაშვილს).

ანსამბლ `წინანდალს~ _ ლევან აბაშიძეს, გურამ ურჩუხიშვილსა

და დავით გაგანაშვილს.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს გიორგი

ჯავახიშვილს.

თელავის ფოლკლორის ცენტრის სპეციალისტს ოლია ჯაჯანაშვილს.

მომღერალსა და ლოტბარს ანდრო სიმაშვილს.

ეროვნული არქივის დირექტორს თეონა იაშვილს და კინო-ფოტო-ფონო განყოფილების თანამშრომლებს _ მზია ქუცნაშვილს,

ნაზი გორგიაშვილსა და ეკა სანიკიძეს.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელს

_ ლევან ყუბანეიშვილს.

ბაია ასიეშვილი



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 27.06.2020
ბოლო რედაქტირება 12.02.2022
სულ რედაქტირებულია 5

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 01.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0