სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მეცნიერება
ზაირა ზაალის ასული ქაფიაშვილი დ. 1944წ.  ვეტერინარიის პროფესორი დაბ. დუშეთი
ბმულის კოპირება

მეცნიერება

გვარი ქაფიაშვილი სია

დუშეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

332       ბეჭდვა

ზაირა ზაალის ასული ქაფიაშვილი დ. 1944წ. ვეტერინარიის პროფესორი დაბ. დუშეთი

ზაირა ზაალის ასული ქაფიაშვილი დაიბადა 1944 წლის 3 მარტს ქ.დუშეთში. დაამთავრა ქ.დუშეთის ვაჟა-ფშაველას სახელობის #1 საშუალო სკოლა(1951-1958) ფრიადებზე.


1962 წ. წარჩინებით დაამთავრა დუშეთის ზოოტექნიკურ-სავეტერინარო. ტექნიკუმის სავეტერინარო განყოფილება. 1963 წელს ჩაირიცხა და 1968წ. დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის სავეტერინარო ფაკულტეტი წარჩინებით(წითელ დიპლომზე). 1968 წ.დაინიშნა ამავე ინსტიტუტის ფარმაკოლოგია და პათფიზიოლოგიის კათედრაზე,ერთი თვის შემდეგ კი მიკრობიოლოგია-ვირუსოლოგიის კათედრაზე გადაიყვანეს უფროს ლაბორანტად.


1979წ. ასისტენტია,1981 წ.დოცენტი,2002წ. პროფესორი. 1973წ.ჩაირიცხა და 1977 წ. დაამთავრა ლენინგრადის ფრინველთა საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა. 1978 წ.დაიცვა საკანდიდატო,ხოლო 2002წ. სადოქტორო დისერტაციები. არჩეულია ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტის წევრად 2005წ. შეტანილია წიგნში "21 საუკუნის უდიდესი ქალბატონები". ავტორია 5 ზე მეტი სახებმძღვანელოსი,ათზე მეტი სასწავლო პროგრამების,მეთოდური მითითებების და სამუშაო რვეულების.100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის.მიღებული აქვს რამოდენიმე საავტორო მოწმობა(პატენტი). სხვა მრავალ ჯილდოსთან ერთად არის "ღირსების ორდენის" კავალერი ინფორმაცია მოგვაწოდა გოჩა ჯანიაშვილი, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი,სავეტერინარო დარგის ის ორიკოსი..


მეუღლე ფოტოზე მარცხნივ, ნოდარ ბერიანიძე (იგივე კაპლოვიჩი), (დაბ.23/06/1942 - გარდ.12/05/1999 წ.წ.) დაიბადა და გაიზარდა სტახანოვის ქ. №8-ში (ახლ. ს. ქსოვრელის ქ., კიკვიძის პარკის წინ). ნახალოვკის კოლორიტი, მთელ თბილისში მისი სამართლიანობის და კაცობის სახელი ყველას პირზე ეკერა. ყველა იცნობდა მისი სიძლიერის გამო. ძველ ხუთკაპიკიანს (შაურიანს, როგორც მაშინ ეძახდნენ) თითებში ღუნავდა და მისი გაღუნული შაურიანები საძმაკაცოს გახვრეტილი გულზე ეკიდა. იყო სამართლიანი, დიდთან დიდი და პატარასთან პატარა, ყველაზე მეტად უყვარდა საძმაკაცო და მთელი ცხოვრება მათ მიუძღვნა. დიდი ფიზიკური შესაძლებლობების მიუხედავად იყო ბავშვივით ალალი, კეთილშობილი და პატიოსანი კაცი.  ამის გამო ყველას უყვარდა. პროფესიით იყო ვეტერინარი, ლენინგრადში დამთავრებული ჰქონდა ასპირანტურა და მრავალი შრომის ავტორი გახლდათ. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა მეფრინველეობის მიმართულებას რესპუბლიკაში. დღეს მას 80 წელი შეუსრულდებოდა, 23 წელია, რაც წავიდა ამ ქვეყნიდან, მაგრამ ბევრი ნახალოვკელი იხსენებს სიყვარულით და ყვება საინტერესო ისტორიებს მის ვაჟკაცობაზე. უამრავი ისტორიებია ამ ადამიანზე, ყოჩი იყო წაუგებელი, და უაღრესად სამართლიანი.  კრიმინალური ავტორიტეტებიდან დაწყებული,  პატარა ბავშვებიც ყველა დიდ პატივს სცემდა. ვფიქრობ ბევრს ემახსოვრება ეს დიდებული კაცი, მისი კაცობა და ნახალოვკელობა.

ინფორმაცია მოგვაწოდა არმენ პეტროსიანი, "ჩვენი უბანი ნახალოვკა" ფბ პლატფორმის ადამინისტრაცია



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.07.2020
ბოლო რედაქტირება 17.04.2023
სულ რედაქტირებულია 1





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0