სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გელა კაკიაშვილი 1965-93წწ გარდ. ტამიში აფხაზეთი დაბ. ხაშური გელა კაკიაშვილი 1965-93წწ გარდ. ტამიში აფხაზეთი დაბ. ხაშური გელა კაკიაშვილი 1965-93წწ გარდ. ტამიში აფხაზეთი დაბ. ხაშური გელა კაკიაშვილი 1965-93წწ გარდ. ტამიში აფხაზეთი დაბ. ხაშური

1965-1993 წწ. გარდ. 28 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი კაკიაშვილი სია

ხაშური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

280       ბეჭდვა

გელა კაკიაშვილი 1965-93წწ გარდ. ტამიში აფხაზეთი დაბ. ხაშური

გელა კაკიაშვილი დაიბადა 1965 წლის 23 ნოემბერს დაამათავრა ხაშურის I საშ სკოლა


,,კაცურ სიტყვას გაძლევ და დედის სულს გეფიცები, მამა! 30 ივლისს, დილის 8 საათზე, შენ გვერდით ვიქნები, ამას წყალი არ გაუვა. მეტი რაღა მოგწერო. იყავით კარგად. ნაწერზე ბოდიში ლამფის შუქზე ვწერ. შენი გელა. ღმერთი იყოს ჩვენი დ ჩვენი ქვეყნის მფარველი 1993 წელი, 18 ივლისი“ ამონაწერი გელა კაკიაშვილის უკანასკნელი ბარათიდან. მართლაც შეასწრულა პირობა გელამ და მამას, სწორედ იმ დღეს, 30 ივლისს, დაუბრუნდა. მხოლოდ... გარდაცვლილი...
. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში გააგრძელა. სამხედრო- სვალდებულო სამსახური ქ. ორნებურგში მოიხადა. ხაშურში დაბრუნებული, ჯერ მემანქანის თანაშემწედ მუშაობს , შემდეგ კი მემანქანედ. როგორც რეზერვისტი, 1992 წლის 1 დეკემბრიდან, გაიწვიეს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში. დაინიშნა ოცეულის მეთაურად თავდაცვის სამინისტროს ცალკეული, სადესანტო მოიერიშე N 115-ე სპეც. დანიშნულების ბატალიონში. აღნიშნული ბატალიონი აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში. ბატალიონმა 1993 წლის 2 ივლისს,ტამიშის რეგიონში გადმოსული დესანტის განადგურებაში მიიღო მონაწილეობა. ამ ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის გელას გამოეცხადა მადლობა და მიენიჭა ლეიტენანტის წოდება.
,, მამი, ჯერ-ჯერობით ვერ ჩამოვალ. ხომ იცი, დესანტების განადგურებაზე რა უბედურება დაგვატყდა თავსბევრი კარგი ბიჭი დავკარგეთ“ უდიდესი გულისტკივილით წერს გელა თავის უკანასკნელ ბარათში და ვერც კი ხვდება, რომ თვითონაც ,, კარგი ბიჭი“, ძალიან მალე უნდა დაეკარგოს სამშობლოს და მოლოდინით გატეხილ მამას; თუმცა, შეიძლება კიდევაც ხვდებოდა, შეიძლება აწუხებს კიდეც სასტიკი წინათგრძნობა, მაგრამ მაინც, მედგრად მიიწევს წინ და საყვარელ სამშობლოს მტერს გმირულად შემართებით ანადგურებს.
1993 წლის 29 ივლისს,საბრძოლო ამოცანის შესრულების დროს ნაღმზე აფეთქდა საბრძოლო მანქანა, ყველა დაიღუპა მათ შორის გელაც...
საქართველოს პრეზიდენტის N 751 ბრძანებულებით 1996 წლის 17 ნოემბერს გელა კაკიაშვილი დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
პირნათლად მოიხადა გელამ მხედრული ვალი თავისი სამშობლოსა და ოჯახის წინაშე.
შვილის გულის ჯიბეში მამამ სისხლიანი ქაღალდის ნაგლეჯი ნახა. ეს იყო გაზეთ ,,საქართველოს რესპიბლიკიდან“ ამოჭრილი შემდეგი მოწოდება: ,, დღეს ყველამ იარაღი უნდა ავიღოთ ხელში და დავიცვათ აფხაზეთში საქართველო!!!“ ქაღალდის ეს ნაჭერი ( გელასსისხლით დანამული) შვილის ორ წერილთან ერთად, ოჯახში ინახება, მამის სანუგეშოდ


წერილი ფრონტიდან
სალამი მშობლებს გელასაგან
გიკითხავთ, პირველ რიგში, როგორა ხართ. ვიცი, ცემზე განაწყენებულები იქნებით, მაგრამ უნდა მაპატიოთ. დღეს ასე სჭირდება ჩვენ ქვეყანას და თავრობას. მამა, დაკვირებული კაცი ხარ და კაცურად გამიგე. რა ფასი ჰქონდა ჩემს ყოფნას, როცა სახლში ვიყავი და უყურებდი მოვლენებს, თუ როგორ იხოცებოდნენ ჩვენი ბიჭები. დღეს თავრობის მეთაურიც ჩვენ გვერდითაა. მარტო ხომ არ აღუდგება ამდენ მოზავებულ მტერს. მაგასაც ხომ უნდა მხარში დგომა. მამა, __ ვიცი შენი გულისტკივილი, ჩემს მეტი არავინ გაგაჩნია ამ ქვეყანაზე. ყველაფერი მომიყვა იური ტუსიაშვილი, რაც დააბარე და როგორ ყრიდი ცრემლებს. რომ ჩამოვალ, ბედნიერი ვიქნებით, ალბათ იმით, რომ თავისუფლად ვიტყვი ჩემ მეგობრებში,რომ მეც მოვიხადე ჩემი ერისა და ჩემი ქვეყნისწინაშე ვალი დათუ ღმერთი გაგვიწყრა და ვერ დავბრუნდი, შენ მამა, მარტო არ დარჩები ხალხი, რომელიც გვერდში ამოგიდგებიან და ყველა შენი შვილები იქნებიან. მე მგონი გაგიგებენ და მხარში ამოგიდგებიან. მაინც შენი სათქმელი გექნება ვეფხვის და მოყმის დედისათვის. ეხლა, მამი, ჯერ-ჯერობით ვერ ჩამოვალ. ხომ იცი დესანტების განადგურებაზე რა უბედურება დაგვადგა თავს. ბევრი კარგი ბიჭები დავკარგეთ. საშა იოსელიანს აქვს ყველაფერი გადაღებული და ალბათ ნახავთ ტელევიზიით. კაცურ სიტყვას გაძლევ და დედის სულს გეფიცები, მამ, 30 ივლისს, დიდლის 8 საათზე შენს გვერდით ვიქნები. ამას წყალი არ გაუვა. მეტი რაღა მოგწერო, შენი გელა. ღმერთი იყოს ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მფარველი.


1993 წელი, 18 ივლისი


https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=2706629489619734&id=100008181279095




ითანამშრომლა და ინფორმაცია მოგვაწოდა მიხეილ ნუგზაქრის ძე ბარბაქაძე დაბ. 1967წ. ვეტერანი წარმ. ხაშური


სრული 60 მებრძოლის სია მასალა აღებულია წიგნიდან ისინი იბრძოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის  გამოცემა 2003 წელი წიგნზე იმუშავეს გოგა ხაჩიძე, შერაზადიშვილი  გადადი ლინკზე



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 24.07.2020
ბოლო რედაქტირება 30.06.2022
სულ რედაქტირებულია 3





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0