სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
ზვიად ბარბაქაძე ზურაბის ძე 1986-08წწ. გარდ. სამაშაბლოში დაბ. ფოთი ზვიად ბარბაქაძე ზურაბის ძე 1986-08წწ. გარდ. სამაშაბლოში დაბ. ფოთი

1986-2008 წწ. გარდ. 22 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი ბარბაქაძე სია

ფოთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

38       ბეჭდვა

ზვიად ბარბაქაძე ზურაბის ძე 1986-08წწ. გარდ. სამაშაბლოში დაბ. ფოთი

ზვიად ბარბაქაძე კაპრალი, მხედრული მამაცობის მედლის მფლობელი. დაიბადა 1986 წელს 24 თებერვალს ფოთში. დაიღუპა 2008 წელს.


ექიმებს ევედრებოდა, გადამარჩინეთ, შვილი უნდა შემეძინოსო… მტერი რომ ფოთს ბომბავდა, ის სხვა ჯარისკაცებთან ერთად კატარღაზე იდგა. დაბომბვისას დაიჭრა. საავადმყოფოში მისული ევედრებოდა კიდეც ექიმებს, გადამარჩინეთ, მამა უნდა გავხდეო… ექიმებამდე კი მძღოლს ეხვეწებოდა ხმა მიეწვდინა მისი მშობლებისთვის… ზვიად ბარბაქაძემ 14 აგვისტოს დალია სული… დაიბადა 1986 წლის 24 თებერვალს.


მშობლებისთვის პირველი შვილი იყო. შემდეგ და-ძმაც შეეძინა. დედა გაიხსენებს, რომ ზვიადი ცელქი ბავშვი იყო, რომ ფრიადოსანი არ ყოფილა, მაგრამ კარგად სწავლობდა… „12 წლის იყო კინგბოქსინგზე რომ შევიყვანე… ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ, ფოთის საზღვაო ტექნიკუმში გააგრძელა სწავლა, ტექნიკუმი რომ დაამთავრა, სავალდებულო ჯარში გაიწვიეს, წელიწადნახევარი იმსახურა…“


შემდეგ კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტა, დედა წინააღმდეგი არ წასულა, პირიქით, თავად ამოსდგომია გვერდში საბუთების შეგროვებისას. კონტრაქტი გააფორმა, საზღვაო ფლოტში მსახურობდა. „პირველი ხელფასი რომ აიღო, ძალიან ბედნიერი იყო. დიდი ბაბუიდან დაწყებული, ყველას საჩუქრები მოუტანა…“ მერე იყო ომი… ომამდე კი სიყვარული ეწვია. მარიკა გვასალია და ზვიად ბარბაქაძე ერთმანეთს ადრეც იცნობდნენ, მაგრამ მოგვიანებით შეუყვარდათ ერთმანეთი. შეყვარებიდან ერთი თვის თავზე, მაისის თვეში იქორწინეს კიდეც. ერთად სულ სამი თვე იცხოვრეს… მარიკა გვასალია: „ძალიან თბილი და მოსიყვარულე ადამიანი იყო, ერთი სული ჰქონდა შვილი როდის შეგვეძინებოდა… კრწანისში იყო წვრთნებზე, როცა გაიგო, რომ ფეხმძიმედ ვიყავი და ძალიან უხაროდა… 2 თვის ორსული ვიყავი, რომ გარდაიცვალა…


მეგობარი ჰყავდა გარდაცვლილი, როდესაც ნასვამი იყო, ამბობდა- ხოლმე მასთან უნდა წავიდეო… მაშინ ამ ნათქვამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, სერიოზულად არ აღმიქვამს… როგორც ჩანს, წინათგრძნობა ჰქონდა…“ ზვიად ბარბაქაძე ბოლოს შინ სწორედ იმ საბედისწერო დღეს იყო, როდესაც ფოთი დაიბომბა… შინ სულ ნახევარი საათით მიირბინა, სამხედრო ნაწილში ტაქსით წავიდა, რომ არ დაგვიანებოდა და… წასვლიდან ნახევარ საათში კი… დაიბომბა კატარღა… დედა: „თქვა ნახევარი საათით გამომიშვესო, ჭამა და უკან გაბრუნდა. შინიდან რომ გადიოდა განსაკუთრებული დამშვიდობება არ გვქონია, არც მე მქონია რაიმე წინათგრძნობა, გათიშული ვიყავი… ძმაზე ნერვიულობდა, ზაური ომის დროს რეზერვში იყო გაწვეული, სენაკის ბაზაზე იყო. დაურეკია კიდეც, დაურიგებია, ჭკვიანად იყავიო… გასვლის წინ მითხრა, ხვალ მოვალ დედა, რაღაცების წაღება მინდა, შეიძლება დიდხანს მოგვიწიოს გაჩერებაო. ყველაფერს მოგიმზადებ-მეთქი, ვუთხარი. ეს იყო ჩვენი ბოლო სიტყვები…“ მეუღლე: „რომ მიდიოდა, სამჯერ დამიძახა კარგად იყავიო. ტაქსიდან კიდევ ერთხელ გადმომხედა და მანქანიდანაც დამემშვიდობა. ძალიან ჩქარობდა…“ დედა: „ფოთი რომ დაიბომბა კატარღაზე იყვნენ ბიჭები, მათ შორის ზვიადი… ის კატარღა დაბომბვაში მოყვა… მუცელში დაიჭრა. თვითონ გაუჩერებია ტაქსი, დახმარება უთხოვია, დედაჩემს და მამაჩემს გააგებინეთო. იმ ტაქსის მძღოლმა გაგვაგებინა ზვიადის ამბავი… ჩვენ რომ საავადმყოფოში მივედით, უკვე ოპერაციას უკეთებდნენ, ეხვეწებოდა ექიმებს, გადამარჩინეთ, შვილს ველოდებიო… მეორე დღეს რეანომობილით ბათუმში გადავიყვანეთ. ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო.


ყველა ორგანო დაზიანებული ჰქონდა. ერთი კვირა წვალობდა ჩემი შვილი, სამი ოპერაცია გავუკეთეთ. ერთი კვირა იწვა რეანიმაციაში უგონოდ. 14 აგვისტოს გარდაიცვალა… შიშით დავასაფლავეთ… უმძიმესი მდგომარეობა იყო. ქალაქის დაბომბვას არავინ მოელოდა. მე, წარმოშობით ოსი ვარ, ჩემი ნათესავები ყველანი იქ იყვნენ, მათ ამბავს ხშირად ვკითხულობდი, მათი დარდი მქონდა და რას ვიფიქრებდი, რომ აქ დაგვატყდებოდა უბედურება… ძალიან მიმძიმს ცხოვრება… ჩემი პირველი შვილი იყო… კეთილი და ალალი ადამიანი, გულს ამოიღებდა და მისცემდა სხვას… სამხედრო განხრით უნდოდა სწავლის გაგრძელება…“ მეუღლე: „ძალიან ძნელია მის გარეშე ცხოვრება. თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ შვილი უნდა მყოლოდა, მთელი ყურადღება იმაზე მქონდა გადატანილი, რომ ბავშვი უნდა დაბადებულიყო და უნდა გამეზარდა.ზვიადს სურდა, რომ თუ ქალიშვილი გვეყოლებოდა ლიზი დაგვერქმია… გოგონა შემეძინა, ლიზი დავარქვი… ჯერ ძალიან პატარაა, მაგრამ ვცდილობ, რომ მისი სახელი და სიტყვა „მამა“ ვასწავლო…“


ითანამშრომლა მარიკა გვასალია მეუღლე


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 08.08.2020
ბოლო რედაქტირება 10.08.2022
სულ რედაქტირებულია 5





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0