სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
ნოდარ დევნოზაშვილი ეფრემის ძე 1967-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ.რატევანი ბოლნისი ნოდარ დევნოზაშვილი ეფრემის ძე 1967-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ.რატევანი ბოლნისი

1967-2008 წწ. გარდ. 41 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი დევნოზაშვილი სია

ბოლნისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

9       ბეჭდვა

ნოდარ დევნოზაშვილი ეფრემის ძე 1967-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ.რატევანი ბოლნისი

ნოდარ დევნოზაშვილი – სერჟანტი, მხედრული მამაცობის მედლის მფლობელი. დაიბადა 26 დეკემბერი 1967 წელს. დაიღუპა 08 აგვისტო 2008 წელს.

წუთი-წუთზე ბრძანებას ელოდა, კოპიტნარში რომ წასულიყო დაჭრილების წამოსაყვანად, როცა მტერმა მარნეულის დაბომბვა დაიწყო და… თავად გახდა საავადმყოფოში გადასაყვანი… ნოდარ დევნოზაშვილი 1967 წელს მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა, ბოლნისის რაიონში, სოფელ რატევანში. ოჯახში 4 შვილი იზრდებოდა. რვა კლასი რატევანის სკოლაში დაამთავრა, სწავლის გაგრძელება აღარ უფიქრია, მართვის მოწმობა აიღო. მალე ჯარშიც გაიწვიეს და 2 წელი მონღოლეთში მსახურობდა.

 25 წლის იყო თავის მომავალი მეუღლე რომ გაიცნო. ლალი ღარიბაშვილი, მეუღლე: `ნოდარი ჩემი მამიდაშვილის ოჯახში გავიცანი, მისი ძმაკაცი იყო. ჩემზე ხუთი წლით უფროსი იყო, პირველი დანახვისთანავე მოვწონებივარ… მერე ყოველდღე მაკითხავდა დმანისში, `06~ მარკის ჟიგული ჰყავდა, თავისი შრომით შეძენილი… გაცნობიდან 6 თვის შემდეგ დავქორწინდით…~ პირველად გოგონა შეეძინათ, შემდეგ ორი ვაჟი. `მნიშვნელობას არ ანიჭებდა პირველი ბიჭი შეგვეძინებოდა თუ გოგო… გოგოზე ამბობდა, აქვე, ჩვენ სოფელში უნდა გავათხოვოო, ბიჭებიც გვერდში უნდა ვიყოლიოო… ძალიან თბილი და კარგი ურთიერთობა ჰქონდა ბავშვებთან, არ მახსოვს მათთვის დაეყვიროს. ძალიან უნდოდა მესამე შვილის ყოლა. ძალიან გაიხარა, რომ შეგვეძინა, ამბობდა ჭიდაობაზე უნდა შევიყვანოო, მოჭიდავე უნდა გავხადოო… მამამისი გაიღვიძებდა თუ არა, პატარა ბიჭიც წამოხტებოდა, რომ მანქანაში ჩახტომოდა… ბავშვობიდან უნდოდა ჯარში მუშაობა. ოცნება ჰქონდა, ჯარის ფორმით ევლო, მაგრამ მე ძალიან ვუშლიდი ჯარში შესვლას. 3 შვილი მყავდა და არ მინდოდა ჯარში ყოფილიყო… ახლობელს სთხოვა დახმარება, შემოვალ ჯარში, რაღაც დაძაბულობაა და რა იცი, რაში გამოვადგე ქვეყანასო…



 2007 წლის დეკემბრიდან წავიდა ჯარში სამუშაოდ… ბოლნისის სამხედრო ნაწილის მძღოლი იყო. ბოლოს, სიტუაცია რომ დაიძაბა, სახლში თითქმის ვეღარ მოდიოდა, სულ ბაზაზე იყო… 6 აგვისტოს ჩემი დაბადების დღეა. დედაჩემმა დაგვპატიჟა, ჩემთან მოდით, მე გადაგიხდიო… ნოდარი სამსახურიდან მოვიდა, მომილოცა, მერე დედაჩემთან წავედით… ღამის 3 საათზე გამოიძახეს. რომ გადიოდა თქვა, ვიცოდი, რომ ეს მოხდებოდაო. ჩავეკითხე, რა-მეთქი, არაფერიო, მითხრა და გავიდა… 7 აგვისტოს ვურეკავდი, გამორთული ჰქონდა, თანამშრომლებთან დავიწყე რეკვა, ყველას გამორთული ჰქონდათ… მერე ჩვენს მეზობელთან, თავის თანამშრომლის შვილთან დარეკა, გადადი ჩემს ცოლს უთხარი, საჭმელი მომიმზადოს, ჩამოვალ და წავიღებო…


მოვუმზადე, მართლაც ერთ საათში მოვიდა, საღამოს 5-6 საათი იქნებოდა, რომ ვკითხე, ხომ მშვიდობაა- მეთქი, არაფერი მიპასუხა, ფული დამიტოვა და წავიდა… 8 აგვისტოს დილით დავურეკე, მარნეულში ვარ, კოპიტნარში უნდა წავიდე და არ დამირეკო, თვითონ დაგირეკავო. მას მერე ვეღარ დავუკავშირდი… ~ ლალიმ მერე ტელევიზიიდან გაიგო, რომ მარნეულის ბაზა დაიბომბა, მაგრამ გულს არ გაიკარა, იმედს ჩაებღაუჭა, რომ ამ დროს მისი მეუღლე კოპიტნარში იქნებოდა წასული უკვე… არადა ჯერაც მარნეულში იყო, მისი მანქანა თვითმფრინავებთან მდგარა. ბრძანებას ელოდა, რომ კოპიტნარში წასულიყო. მანქანაში იჯდა. ერთ- ერთ ჯარისკაცს უთქვამს, გადმოდი, ვაზიანი დაუბომბავთ, ჩვენც არ დაგვბომბონო. არ გადმოსულა… ლალი: `ბომბი იყო მანქანაზე დაცემული… ეტყობა კარი ჰქონდა ღია, აფეთქებას გარეთ გადმოუგდია, მანქანა მთლიანად დაიწვა… საღამოს შვიდი საათი იქნებოდა ეს რომ გავიგე… მთელმა სოფელმა იცოდა ეს ამბავი, მაგრამ მიმალავდნენ, არაფერს მეუბნებოდნენ, თვითონ მივხვდი… 9 აგვისტოს დილას გადმოვასვენეთ… 40 წლის იყო რომ გარდაიცვალა, ძალიან გვიჭირს უმისოდ ყოფნა…

დაკრძალულია სოფელ რატევანის სასაფლაოზე

ითამაშრომლა ლალი ღარიბაშვილი მეუღლე


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 08.08.2020
ბოლო რედაქტირება 11.08.2022
სულ რედაქტირებულია 7





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0