სულ ვიზიტორი : 52186515
განთავსებული სტატია : 7001

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები
სამაჩაბლო
ბასილაძე ბადრი გიორგის ძე 1985-2008 23 წლის სამაჩბლო სოფ. ჭოგნარი თერჯოლა

548       ბეჭდვა

ბასილაძე ბადრი გიორგის ძე 1985-2008 23 წლის სამაჩბლო სოფ. ჭოგნარი თერჯოლა

ბადრი ბასილაძე კაპრალი, მხედრული მამაცობის მედლის მფლობელი. დაიბადა 1985 წელს. დაიღუპა 2008 წელს.

9 აგვისტოს რუსულმა ჭურვმა იმსხვერპლა მისი სიცოცხლე. კაპრალი ბასილაძე ამ დროს თანამებრძოლებთან ერთად სანგარში იყო. ჭურვიც სწორედ იმ ადგილს მოხვდა. 5 წუთით ადრე, მამას ესაუბრა ტელეფონით, დაამშვიდა, არ ინერვიულო ჩემზეო, მართლაც ოჯახი მასზე აღარ ნერვიულობს, მაშინდელისგან განსხვავებით, დღეს ზუსტად იციან სადაც არის მათი შვილი, იციან, რომ იმ გმირთა შორისაა, ყველგან და ყოველთვის რომ დაფასდება მათი ამაგი სამშობლოს წინაშე. დარეჯან აბულაძე, დედა: `მაშინ, როცა ბოლოს მამამისს ტელეფონზე ესაუბრა, სანგარში ყოფილა რამდენიმე ჯარისკაცთან ერთად. ბოლო წუთებში სხვას აფრთხილებდა – ნუ გამოხვალთ, საშიშიაო. ამ დროს თვითონ დაეცა ბომბი… დღესაც მიმძიმს ამ ყველაფრის გახსენება. ეჰ, რამდენი გადავიტანეთ… თვითონ გვირეკავდა, გვაიმედებდა. მე კარგად ვარ, არ ინერვიულოთო. მეგობრები იხსენებენ, ჩვენ წინა საღამოს ცოტა თვალი მოვხუჭეთ. ბადრის კი თითქმის არ უძინიაო. დილას ადრე ყველა გაგვაღვიძაო. 9 აგვისტოს დილას მამამისს დაურეკა, კარგად ვარო. თურმე, ტელეფონზე საუბრიდან 5 წუთში დაღუპულა. 14 აგვისტოს, წესის აგებით, სოფლის სასაფლაოზე დავასაფლავეთ~. დედას უმძიმს შვილზე საუბარი, იმ დღეების გახსენება მას ტკივილს გვრის, მაგრამ უნდა, რომ გმირი შვილის სახელი უკვდავყოს, ყველას უთხრას, როგორი ვაჟკაცი გაზარდა: – ბადრი 1985 წლის 5 მარტს, თერჯოლის რაიონ სოფელ ჭოგნარში დაიბადა. ძალიან კონტაქტური და მეგობრის მოყვარე ადამიანი იყო. ჭოგნარის საშუალო სკოლა დაამთავრა. ძალიან მიჭირს მისი ბავშვობის გახსენება. ეს ჩემთვის დიდი გულისტკივილია. კარგი შვილი იყო. ზედმეტს არაფერს გააკეთებდა. ორი შვილი მყავდა. მეორეც ბიჭი. კარგი ძმობა ჰქონდათ. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. დიდი სამეგობრო ჰყავდა. ისინი დიდი სიყვარულით იხსენებენ. ამქვეყნად არავინ დაუტოვებია ნაწყენი. 2006 წელს სიყვარულით შექმნა ოჯახი. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. მოსიყვარულე მეუღლე იყო. კარგი გოგონა მოიყვანა, ნათია ვაშაკიძე. ჩემთვის საშინელება იყო, რაც მოხდა, მაგრამ ნათიასთვისაც უმძიმესი იყო ეს, მან ხომ საყვარელი მეუღლე დაკარგა. ჯერ ხომ შვილიც არ ჰყავდათ. ძალიან უნოდა შვილები ჰყოლოდა, მაგრამ ვერ მოესწრო ამ ბედნიერებას. ბადრიმ დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე გაიგო, მისი ძმის ცოლის ორსულობა. ძალიან გახარებული იყო. საკუთარი შვილის დაბადებასავით ელოდა, მაგრამ ვერც ამას მოესწრო. მისი ძმისშვილი ბადრის სახელს ატარებს. ერთადერთი პატარა ბადრი გვახარებს~.

http://cyc.ge/%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%98/



ატვირთვა დავით ფეიქრიშვილი 08.08.2020





სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

1 0


შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

1 0


II საარმიო კორპუსი ირმა ირემაძე

1 0


მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა პირველი ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე

1 1


მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-2 ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე

2 0


მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-3 ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე

1 0


მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-5 ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე

1 0


მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-6 ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე

1 0


მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-7 ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე

1 0


მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-8 ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე

1 0


მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა `ცხუმი რედ. ირმა ირემაძე

1 0


მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მოტომსროლელი ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე

1 0


ბატალიონი "მონადირე" 20 მებრძოლის სია რედ. ირმა ირემაძე *

1 0


სოხუმის მოტომსროლელი ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე *

1 0


გაგრის ბატალიონი აფხ.1992-93წწ რედ. ირმა ირემაძე *

1 0


ლესელიძის ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე

1 0


აფხაზეთის სამხედრო პოლიცია 81 მებრძოლი რედ. ირმა ირემაძე *

1 0


აფხაზეთის ა/რ საინფ.-სადაზვერვო სამსახური რედ. ირმა ირემაძე

1 0


მე-2 საარმიო კორპუსი 24-ე ბრიგადა 250-ე ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე

1 0


მე-2 საარმიო კორპუსი 24-ე ბრიგადა 247-ე ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე

1 0


მე-2 საარმიო კორპუსი 24-ე ბრიგადა 246-ე ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე

1 0


სამაჩაბლო


გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


საოჯახო წიგნის შექმნის რეკომენდაცია, ელექტრონული ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) 300 წელი დაბადებიდან ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


აფხაზეთის ომის ზუსტი ქრონიკა 14 აგვისტო 1992 30 სექტემბერი 1993 წელი

1 0


საეკლესიო ახალი წელი 14(ძვ.სტ 1) სექტემბერია

1 0


დანელიების საგვარეულო ტექნოლოგია - ღვინის თაფლით დამუშავება მარტვილი

1 0


ირაკლი ოთარის ძე გოგოთიძე თუში მხედარი ალვანი მეფე ერეკლეს სიმბ. მხედარი

2 0


1759წელი მონებით ვაჭრობის აკრძალვა სოლომონ I (1735-1784) -ის მიერ

1 0


სიბრძნე გამონათქვამები

1 0


ანეგდოტი 7

1 0

 

საპატრიარქოს 25 მილიონის განკარგვის სია

1 0


რუის-ურბნისის კრების ძეგლწერა(დადგენილებები)

1 0


როლანდ აბულაძე 18 წლის მოიძია 31 მოგვარე სამხედრო პირი 1800-1920-იანი წლებში ცხინვალი სამაჩაბლო

2 0


კინდღის ბრძოლა ზურაბ მახარაძე – 01/06/1993 გადარჩენილი არტილერისტი ლალი ცერაძე სგან

1 0