სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
შალვა ტრაპაიძე გურამის ძე 1978-2008წწ გარდ. სამაჩაბლო კაპრალი დაბ. სოფ.სალხინო ვანი შალვა ტრაპაიძე გურამის ძე 1978-2008წწ გარდ. სამაჩაბლო კაპრალი დაბ. სოფ.სალხინო ვანი შალვა ტრაპაიძე გურამის ძე 1978-2008წწ გარდ. სამაჩაბლო კაპრალი დაბ. სოფ.სალხინო ვანი

1978-2008 წწ. გარდ. 30 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი ტრაპაიძე სია

ვანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

10       ბეჭდვა

შალვა ტრაპაიძე გურამის ძე 1978-2008წწ გარდ. სამაჩაბლო კაპრალი დაბ. სოფ.სალხინო ვანი

კაპრალი ტრაპაიძე შალვა გურამის ძე - I ქვეითი ბრიგადა


8 აგვისტოს ცხინვალში მტრის ალყაში მოექცა შალვა ტრაპაიძე. ქართველი მეომრები სისხლის ბოლო წვეთამდე ეწინააღმდეგებოდნენ მტრის შემოტევას. შალვა ჯერ ფეხში დაჭრილა, შემდეგ კი… დღეს ის გმირია, საყვარელ მეუღლეს საპატიო წოდება დაუტოვა სახსოვრად. სულ რაღაც თვენახევრის დაქორწინებული იყო…


შვილზე ოცნება იმქვეყნად წაიღო. მაია ტრაპაიძე, და: `მისი სურვილი იყო ღირსეული ჯარისკაცი ყოფილიყო. ახლადდაოჯახებულს სურდა დიდი ოჯახი ჰყოლოდა. ბევრ შვილზე ოცნებობდა. ყველა ძალიან უყვარდა. მეგობრული და სანდო ადამიანი იყო. მისი დაღუპვა, საშინელება იყო ყველასთვის, მშობლები ძალიან უყვარდა, მაგრამ განსაკუთრებული მისთვის მეუღლე იყო. მაია იხსენებს ხოლმე `ჩემო სიხარულოს მეძახდაო~. უამრავი გეგმები ჰქონდათ, როგორც გავიგეთ, სიცოცხლის ბოლო წუთებში საყვარელ მეუღლეზე ფიქრობდა და ასე უთქვამს: `სიკვდილის არ მეშინია, მაგრამ თვენახევრის მოყვანილი ცოლის გამწარება არ მინდაო~. ვერ წარმოიდგენთ ისე უყვარდათ ამ ორ ადამიანს ერთმანეთი. შაკო ისეთი მეუღლე იყო მაიკოსთვის. ჩემი რძალი ამბობს: `მადლობა ღმერთს, შაკოს რომ შემახვედრა და სიყვარული მასწავლაო~. ძალიან რთული გადასატანი იყო ეს ყველაფერი, ერთი თვის დაოჯახებული მაიასთვის…


შალვა ტრაპაიძე 1978 წლის 31 აგვისტოს დაიბადა. ვანის რაიონის სოფელ სალხინოში დაამთავრა სოფლის საშუალო სკოლა. შემდეგ ქუთაისში სტომატოლოგიურ ტექნიკუმში ჩაირიცხა. `კარგი ძმა და შვილი იყო მშობლებისთვის. კეთილი, ხალისიანი და იუმორით სავსე“ – იხსენებს შალვას და. მაია ტრაპაიძე, და: `ჩემი ძმა ნამდვილი პატრიოტი იყო. ბოლოს, 7 აგვისტოს, თავის მეუღლეს ესაუბრა, მოიკითხა და დაგვამშვიდა. სხვისი ტელეფონით დაგვიკავშირდა. ჩემი ტელეფონი დამჯდარი მაქვსო. თავიდანვე ცხინვალში იყვნენ. ჩემი ძმა ალყაში ყოფნის დროს დაჭრილა – ფეხში. ჩემს მეუღლეს შეატყობინეს 8 აგვისტოს შაკოს დაღუპვის შესახებ. 9 აგვისტოს ჩამოვასვენეთ… გარდაცვალების შემდეგ მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენი. მისი დაღუპვა ჩვენთვის საშინელი გადასატანია, მას ხომ ძალიან, ძალიან უნდოდა სიცოცხლე… ბევრი გეგმები ჰქონდა, მაგრამ არ დასცალდა.~


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 08.08.2020
ბოლო რედაქტირება 11.08.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნინო ხმელიძე
ნინო ხმელიძე ბოლო რედაქტირება 20.12.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0