სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
ვალერი გოგნაძე სულიკოს ძე 1978 -2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ღვანკითი თერჯოლა ვალერი გოგნაძე სულიკოს ძე 1978 -2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ღვანკითი თერჯოლა

1978-2008 წწ. გარდ. 30 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი გოგნაძე სია

თერჯოლა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

389       ბეჭდვა

ვალერი გოგნაძე სულიკოს ძე 1978 -2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ღვანკითი თერჯოლა

ვალერი გოგნაძე სულიკოს ძე უმცროსი სერჟანტი ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანი, 11 აგვისტო 2008 წ.


 

სამშობლოსთვის იბრძოდა და მისთვის სიცოცხლე დათმო, ისევე, როგორც აგვისტოს ომში დაღუპულმა უკვდავყოფილმა გმირებმა. დღეს ვალერი გოგნაძე მათ რიგებშია. „იქ ვარ, სადაც საჭიროაო“ – ეს იყო პასუხი კითხვაზე „სად ხარ“? – ოჯახი დარდობდა, დედა შვილისთვის ლოცულობდა, მაშინ ვერ გაიგო სად იყო, ახლა კი იცის. ვალერი ძმათა სასაფლაოზე, მუხათგვერდში განისვენებს.


ლიანა პერანიძე, დედა: „სამი კვირის უნახავი მყავდა. რომ გავიგეთ ომი დაიწყო, თვითონ დაგვირეკა. ჩვენ ვერ ვახერხებდით დაკავშირებას. გვამშვიდებდა ნუ ნერვიულობთ, კარგად ვარო. ეს იყო 9, 10, 11 აგვისტო, ამ ხნის განმავლობაში სულ გვამშვიდებდა. ამ დროს ისინი ვარიანში იდგნენ. ბოლოს 11 აგვისტოს დაგვირეკა, ვკითხე სად ხარ-მეთქი, აი ასე მიპასუხა: ,,სადაც საჭიროა იქ“. იმის მერე მისი ხმა არ გამიგონია. მერე კონტაქტზე გავდიოდით. 14 აგვისტოს დნმ-ით გაირკვა ყვლაფერი. ვალერი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იყო დაკრძალული. მისი გადმოსვენება გვინდოდა, მაგრამ ასე გვითხრეს, სანამ ერთი წელი არ გავა არ შეიძლებაო. ერთი წლის მერე ჩვენ აღარ გვინდოდა, რადგან მან ასე გვითხრა: ,,იქ ვარ, სადაც საჭირო არისო“... ალბათ, ღვთის ნება იყო.“


დედას უჭირს შვილზე საუბარი, ძალას იკრებს და ყველაფერს იხსენებს, მის ბავშვობას, ოცნებებს და მიზნებს.

ლიანა პერანიძე, დედა:

„სავალდებულო ჯარში თბილისში იმსახურა. მერე გაიხსნა საკონტრაქტო ჯარი და სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. საჩხერის მე-16-ე სამთო ბატალიონში კაპრალად მსახურობდა. ორი წლის შემდეგ ერაყში წავიდა სამშვიდობო მისიით, 8 თვე იმსახურა. იქიდან დაბრუნების შემდეგ კი ისევ ხელი მოაწერა ოთხწლიან კონტრაქტს. სენაკის სამხედრო ბაზის 21-ე ბატალიონის მეორე ბრიგადაში შეიარაღების უფროსი სერჟანტი იყო. მისი სურვილი იყო სამხედრო სამსახური და შეეწირა კიდევაც. საქართველოზე უზომოდ იყო შეყვარებული.


ორი შვილი მყავდა, გოგო და ბიჭი. ვალერი უმცროსი იყო. საყვარელი ბავშვი იყო, ცოცხალი, ცელქი, ჭკვიანი. ყველას მოსიყვარულე. ყველას დაბადების დღე ზეპირად იცოდა ყველას პირველი ულოცავდა. ღვანკითის საშუალო სკოლის 9 კლასი დაამთავრა, მერე თერჯოლის პროფესიული ტექნიკუმი ბუღალტრული განხრით. შემდეგ თბილისში ჩააბარა ისტორიულ ფაკულტეტზე. ძალიან უყვარდა საქართველოს ისტორია. ყველაფერი ზეპირად იცოდა, სამშობლოს მომავალი ყოველთვის ნათელი წარმოედგინა. ჩემი შვილი ნამდვილი პატრიოტი იყო. მიკვირს მის გარეშე როგორ ვარ ცოცხალი. მიჭირს ამ ყველაფრის გახსენება...

მისი გარდაცვალების შემდეგ გავიგე, რომ შეყვარებული ჰყოლია და დაოჯახებასაც აპირებდა, მაგრამ არ დასცალდა...“

ვალერი გოგნაძე 1978 წლის 6 მარტს დაიბადა, თერჯოლის რაიონ სოფელ ღვანკითში. გმირის სახელის უკვდავსაყოფად დღეს სოფელში მისი სახელობის სკვერია, სადაც ოჯახის წევრები და მეგობრები ხშირად დადიან.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.08.2020
ბოლო რედაქტირება 11.08.2022
სულ რედაქტირებულია 4





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0