სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
მერაბ ახობაძე ტარიელის ძე 1979-2008წწ გარდ. 29 წლის, სამაჩბლო დაბ. ჩოხატაური გურია მერაბ ახობაძე ტარიელის ძე 1979-2008წწ გარდ. 29 წლის, სამაჩბლო დაბ. ჩოხატაური გურია მერაბ ახობაძე ტარიელის ძე 1979-2008წწ გარდ. 29 წლის, სამაჩბლო დაბ. ჩოხატაური გურია

1979-2008 წწ. გარდ. 29 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი ახობაძე სია

ჩოხატაური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

479       ბეჭდვა

მერაბ ახობაძე ტარიელის ძე 1979-2008წწ გარდ. 29 წლის, სამაჩბლო დაბ. ჩოხატაური გურია

მერაბ ახობაძე ტარიელის ძე  კაპიტანიმერაბ ტარიელის ძე ახობაძე ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ. 1979 – 2008






 

მერაბ ახობაძე 1979 წელს, ჩოხატაურში დაიბადა.

4 წლის იყო მომავალი მეუღლე რომ გაიცნო – კარის მეზობლებს გოგონა შეეძინათ. მთელი ბავშვობა ერთად გამოიარეს. 17 წლის იყო სიყვარულში რომ გამოუტყდა თამარ რამიშვილს. 7 წელი უყვარდათ ერთმანეთი, თან ისე ჩუმად, რომ მშობლებმა ბოლო წუთს გაიგეს, როცა 2004 წელს დაქორწინდნენ.


მაშინ მერაბი 24 წლის იყო და, უკვე მეშვიდე წელი, ჯარში მსახურობდა.

სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა სამხედრო აკადემიაში განაგრძო.

აკადემიის დამთავრების შემდეგ, კრწანისში იყო განაწილებული, შტაბის უფროსად მუშაობდა, შემდეგ მეოთხე ბრიგადაში გადავიდა და სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.


თამარ რამიშვილი, მეუღლე: „4 წელი ვიცხოვრეთ ერთად, ძალიან უნდოდა რომ გოგო გვყოლოდა და ნატვრა აგვიხდა. ლიკა 3 წლის იყო მერაბი რომ დაიღუპა. ძალიან ჰგავს მამას. კარგად ახსოვს მამა, ყველაფერი იცის, არაფერი დაგვიმალავს...

2004 წელს რომ შეტაკება იყო ცხინვალში, მაშინაც იქ იყო. 2008 წელსაც მისი დისლოკაციის ადგილი ზუსტად იმ ადგილას იყო, სადაც 2004 წელს...

მერაბის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო, სწავლებების დროსაც ვაკითხავდი ბავშვთან ერთად პოლიგონზე, ახლა ნამდვილად მიკვირს, როგორ ვარ მის გარეშე, თურმე შემძლებია...

ჩვენი გამომშვიდობების სცენა მუდამ ერთნაირი იყო – ტირილი ლიფტთან.

კითხვა ყოველთვის ერთი და იგივე – „ამ საღამოს ხომ მოხვალ?“


პასუხიც ერთი და იგივე – „არ ვიცი“... ასე იყო 6 აგვისტოსაც. ტირილით გამოვემშვიდობე... იმ საღამოს აღარ მოსულა. 7 აგვისტოს სამ საათზე თვითონ დამირეკა, ცხინვალში მივდივარო. ავტეხე ტირილი... მითხრა, ტელეფონი მიჯდება, ხშირად არ დამირეკო, უნდა გავთიშო და როდესაც ჩავრთავ მე თვითონ დაგირეკავო, სხვასაც ჰყავს ცოლი, შენსავით ისტერიკაში არ ვარდებიან. ხომ იცი რა მაგარი ქმარი გყავს, არაფერი არ მომივაო...

8 აგვისტოსაც ველაპარაკე, 9 აგვისტოს დილით მითხრა, ისეთი რამ, რაც არასოდეს უთქვამს – ლიკას მიხედე, მე არაფერი მიჭირს და არაფერი არ მომივა და არასოდეს არ დაგავიწყდეთ, რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხართო. ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი...

9 აგვისტოს საღამოს უკვე ვეღარ ვუკავშირდებოდი. ვლოცულონდი, რომ ცოცხალი მენახა, თუნდაც დაჭრილი, თუნდაც უფეხოდ, უხელოდ, ოღონდ ცოცხალი ყოფილიყო... ყველა საავადმყოფო შემოვიარე თბილისში. ვერაფერი გავიგე, ვერსად მივაგენი. 10 აგვისტოს ჩოხატაურში წავედი, ბავშვი მყავდა იქ დატოვებული. გორი მაშინ გავიარე, როცა იბომბებოდა. ჩოხატაურში ჩავედი და გავიგე, რომ შტაბის უფროსი დაიღუპა. მივხვდი, რომ საქმე კარგად არ იყო... ვრეკავდი მერაბთან, არ მპასუხობდა. არც მისი ორი ძმაკაცი პასუხობდა, ვისთან ერთადაც იყო... თან მქონდა მერაბის თანამშრომლების სია, ვურეკავდი ყველას, ვერაფერს ვიგებდი... 11 აგვისტო თენდებოდა, მერაბის ერთ-ერთ თანამშრომელთან რომ დავრეკე, მითხრა დაჭრილი ყოფილაო. როდის დაიჭრა-მეთქი, ვკითხე. სამი დღის წინო. ანუ მკვდარია-მეთქი? – ჩავეძიე. კიო და გამითიშა ტელეფონი... ვერ ვიჯერებდი, იმიტომ, რომ მიცვალებული არ მინახავს.

საბოლოოდ დეენემით გაირკვა, რომ დაღუპული იყო...

დაგეგმარების უფროსი იყო და წესით არ უნდა ებრძოლა, ბრძოლა უნდა ემართა, მაგრამ იბრძოდა. სამი ძმაკაცი, რომლებიც კურსელები იყვნენ, სიკვდილის ბოლო წუთებამდე ერთად იყვნენ. სამივე შტაბის თანამშრომელი იყო, არც ერთს არ ეკუთვნოდათ ბრძოლა, მაგრამ წინ წავიდნენ, რომ ჯარისთვის მაგალითი მიეცათ და სამივე ბრძოლის ველზე დაიღუპნენ.

ვისაც არ გამოუცდია, ვერავინ მიხვდება ეს რა ტკივილია. რამდენიმე დღის წინ, ლიკა მიმყავდა დაბადების დღეზე და ძალიან განიცდიდა, რომ იქ ყველა ბავშვს მამა მოიყვანსო და ყოველთვის აქვს განცდა, რომ სხვა ბავშვს უფრო მეტი აქვს, რადგან მას მამა ჰყავს. სანამ ახალ სახლში გადავიდოდით, ყოველთვის ამბობდა, მამა მკვდარი არ იქნება, ახალ სახლში მარტო არ გაგვიშვებსო. აუცილებლად მოვაო... მერე თქვა, ეტყობა მართლა მკვდარია, თორემ აქამდე მოვიდოდაო. მამამისის ფოტოებს ყოველთვის უყვება მთელი დღის განმავლობაში რა გააკეთა, თუ ვტუქსავ, მიდის და მამის სურათს ეუბნება... ყველას უყვება, რომ მამამისი გმირია. სტუმრად ვიყავით და ბავშვებისთვის უთქვამს, რომ თქვენ კი გყავთ მამები, მაგრამ მამაჩემი უფრო მაგარია – გმირიაო.“


მადლობა, ლუკა შალვას ძე დოლიძე


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.08.2020
ბოლო რედაქტირება 14.07.2023
სულ რედაქტირებულია 8





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0