სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
ირაკლი ბაზაძე ომარის ძე 1986-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. საჩხერე იმერეთი ირაკლი ბაზაძე ომარის ძე 1986-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. საჩხერე იმერეთი ირაკლი ბაზაძე ომარის ძე 1986-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. საჩხერე იმერეთი

1986-2008 წწ. გარდ. 22 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი ბაზაძე სია

საჩხერე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

14       ბეჭდვა

ირაკლი ბაზაძე ომარის ძე 1986-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. საჩხერე იმერეთი

ირაკლი ბაზაძე ომარის ძე  კაპრალი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ. 1986 – 2008

 

8 აგვისტოს ცხინვალის მისადგომებთან დაეცა კაპრალი - ირაკლი ბაზაძე. ჭურვის ანასხლეტი ჰქონდა მოხვედრილი, სხვა მის შესახებ ოჯახმა არაფერი იცის, თვითმხილველები არ არსებობენ.

ომარი ბაზაძე, მამა: „ბოლოს 5 აგვისტოს იყო ჩამოსული ჩვენთან. ომის დაწყების შესახებ, 7 აგვისტოს, თბილისში გავიგე. მაშინვე დავურეკე, მაგრამ არაფერი უთქვამს, კარგად ვარო მიპასუხა. გორი დაბომბვის პერიოდში გამოვიარე და არ ვიცოდი იქ თუ იყო... სულ გვატყუებდა. ბოლოს ძმისთვის უთქვამს, ომში ვარო, ნათესავებსაც ურეკავდა ხოლმე ამა და ამ სოფელში შევედითო. ერთი დღე კონტაქტზე ვერ გავდიოდით. ჩვენ გვეგონა დაჭრილი თუ იყო. ვეძებდით, მაგრამ ამაოდ... მერე თბილისიდან დაგვირეკეს... დნმ-ის ანალიზის შედაგად ერთი თვის მერე გაირკვა, რომ ირაკლი მუხათგვერდში იყო დაკრძალული... ჩვენ ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს იმის შესახებ, თუ რა მოხდა. როგორც ამბობენ, ირაკლი 8 აგვისტოს ცხინვალის მისადგომებთან დაღუპულა. ჭურვის ანასხლეტი ჰქონდა მოხვედრილი.


ირაკლი 1986 წელის 7 ოქტომბერს დაიბადა საჩხერეში. საშუალო სკოლა სოფელ მახათურში დაამთავრა. ზრდილი და ჭკვიანი ახალგაზდრა იყო. სამეგობროში ყველას უყვარდა. მხიარული, ხალისიანი იყო ჩემი შვილი. ძმისგან გამორჩეული იყო ყოველნაირად. კარგი ძმობა ჰქონდათ. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა არ გაუგრძელებია, სამხედრო სავალდებულო სამსახურში წავიდა. მიჭირს მის ბავშვობაზე საუბარი. ირაკლი ძალიან საყვარელი შვილი იყო. სავალდებულოში ერთი წელი იმსახურა, თბილისში. 2007 წელს მერე იქიდან გადავიდა. გადაწყვეტილება თავისი ნებით მიიღო. ვაზიანის სამხედრო ბაზაში მსახურობდა, მეოთხე ბრიგადის სადაზვერვო ასეულში, რიგით კაპრალად. ჩვენ მაინცდამაინც არ გვინდოდა, მაგრამ თავისი გადაწყვეტელება იყო და... ასე გვითხრა, სადაც ბიჭები არიან, მეც იქ უნდა ვიყოო. ჰოდა, წავიდა კიდევაც. პატრიოტი შვილი მყავდა, ვაჟკაცი. დაღუპვის მერე ჯილდო გადაეცა. ჩვენთვის ძალიან რთული გადასატანია ეს ყველაფერი...“

მამას უჭირს შვილზე საუბარი, თვალები ცრემლით ევსება და ყელში ებჯინება სიტყვა. ძნელია შვილზე წარსულ დროში ილაპარაკო, მიუხედავად იმისა, რომ გმირი გაზარდა, უკვდავყოფილი სახელით.

სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური

დაიბადა 1986 წლის 7 ოქტომბერს, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურში. სკოლის დამთავრების შემდეგ, გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური. 2006 წელს კი შევიდა სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში; მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების, გაერთიანებული შტაბის, სახმელეთო ჯარების მე-4 ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ასეულში. 2008 წლის 7 აგვისტოს, ირაკლი ბაზაძე, მიავლინეს ცხინვალში, საბრძოლო მოქმედებების ზონაში. დაიღუპა 8 აგვისტოს, დაახლოებით 14:00 საათზე, ცხინვალის მისადგომებთან, პოზიციური ბრძოლებისას,  მოწინააღმდეგის მხრიდან განხორციელებული საჰაერო დაბომბვის დროს. 

ზაზა მსხალაძე, თანამებრძოლი: „ 2008 წლის 8 აგვისტოს, დილიდან, კაპრალი ირაკლი ბაზაძე, სადაზვერვო ასეულის სხვა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, მეწინავე მზირში იმყოფებოდა, სადაც წარმატებით ახორციელებდა დაკისრებულ მოვალეობას, უზრუნველყოფდა ქვედანაყოფის გადაადგილებას და საჭიროებისამებრ, ცეცხლით უზრუნველყოფას, იგი იბრძოდა თავდაუზოგავად და სამაგალითოდ.“ 

ვეფხვია ჩუბინიძე _თანამებრძოლი: " ერთმანეთი ჯარში გავიცანით, მე-4 ბრიგადაში. ძალიან კარგი პიროვნება იყო, მხიარული, ხალისიანი. მასზე ცუდი არასდროს გამიგია. ყველას უყვარდა, ძალიან კარგი სამეგობრო ბიჭი იყო. კარგი მებრძოლი, უკანდახევა მისთვის უცხო იყო... შემართებით იბრძოდა... 8 აგვისტოს, ცხინვალის მისადგომებთან ვიყავით, საჰაერო დაბომბვის დროს დაიჭრა ირაკლი; შემდეგ, საბრძოლო მოქმედებების ზონაში, ისეთი სიტუაცია იყო, რომ ვეღარ ვნახე. როგორც შემდგომ გავიგეთ, ამ დაბომბვის დროს დაიღუპა ირაკლი. გამორჩეული ვაჟკაცი იყო, თუ რამე იყო გასაკეთებელი, ყველგან პირველი მიდიოდა, სულ ცდილობდა, პირველს გაეკთებინა საქმე იყო თუ დავალება. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული და ყველა იმ ჯარისკაცის, ვინც ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლას შეეწირა. " 

ძმა, გიორგი ბაზაძე: „ირაკლი საჩხერის რაიონის სოფელ მახათაურის სკოლაში სწავლობდა. ამ სკოლას, ირაკლის დაღუპვის შემდეგ, მისი სახელი მიენიჭა. სკოლის წინ, ასევე, არის მისი სახელობის პატარა სკვერი. სკოლის დამთავრების შემდეგ, ჯარში წავიდა. როდესაც 2006 წელს, სამხედრო სავალდებულო სამსახური დაასრულა, დაახლოებით სამ თვეში, საბუთები შეაგროვა და სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში შევიდა. საბრძოლო მოქმედებები რომ დაიწყო, ერთხელ დამირეკა, მითხრა, მე ომში არ წამიყვანეს, არ ინერვიულოთ, ნაწილში ვარ, ვაზიანში. მამას დაურეკე და უთხარი, დაამშვიდეო. დედა ადრე დაგვეღუპა, ვუთხარი, მე ვერ მომატყუებ, ვიცი, რაც ხდება და სადაც ხარ; თვითონ დაურეკე მამას და უთხარი, რომ მშვიდად იყოს, რომ კარგად ხარ და არ წაგიყვანეს ომში-მეთქი. სადღაც 2 დღის მერე, თბილისიდან, ბიძაშვილებმა დამირეკეს_ ირაკლის ვერ ვუკავშირდებითო. დავიწყეთ ძებნა. მე თვითონ წავედი თბილისში. ვეძებდით ყველგან. ორ კვირაში გავიგეთ, რომ ირაკლი დაღუპული იყო. როგორც გადმოცემით ვიცი, ცხინვალის მისადგომებთან დაიღუპა დაბომბვის დროს, თავიდან ფეხში დაჭრილა და ფეხს უმუშავებდა, თურმე, ორი მედდა; როცა კიდევ განახლდა დაბომბვა, სახის არეში მოხვედრია ჭურვის ანასხლეტები და ადგილზევე დაღუპულა, მედდებიც მძიმედ დაჭრილან, მაგრამ ისინი გადარჩნენ. ირაკლი პატრიარქის შუამდგომლობით გადმოასვენეს. გადმოსვენების დროს, იქ იყო ჩემი ძმის მეგობარი (დღეს, იგი, საქართველოში არ იმყოფება), მან მითხრა, რომ როდესაც ეს საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული ბიჭები ამოასვენეს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაასაფლავეს, მე ვიცანი ირაკლის ცხედარი და ვიცი, რომელ საფლავშიცაა დაკრძალულიო. მან აგვიყვანა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე და გვაჩვენა, შემდეგ დნმ -ის ანალიზითაც დადასტურდა, რომ იქ იყო ირაკლი დაკრძალული. მოგვიანებით, ირაკლის ნეშტი, მშობლიურ სოფელში გადმოვასვენეთ. ძალიან ხალისიანი, მეგობრული, ერთგული ბიჭი იყო. ნებისმიერი პრობლემიდან იპოვიდა გამოსავალს სულ სიცილსა და ხუმრობაში. მისი ერთ-ერთი გამორჩეული თვისება იყო ვაჟკაცობა, შეუპოვარი იყო, ჟინიანი. სანამ თავის ჩანაფიქრს ბოლომდე არ მიიყვანდა , არ ჩერდებოდა. სხვათა შორის, 2007 წელს, მეც მინდოდა საკონტრაქტოზე შესვლა, მაგრამ მახსოვს, ირაკლიმ მაშინ ასე მითხრა: " შენ თუ გინდა ჯარში, მე ვეტყვი ჩემს სამეგობროს და დაგეხმარები, მაგრამ თუ გინდა, რომ ჩემთან იყო, მე თვითონ ვიზრუნებ იმაზე, რომ ჩემთან ერთად არ მოხვდე სამხედრო სამსახურშიო." ფიქრობდა, ალბათ, რამე რომ მომხდარიყო, ორივე ერთად არ ვყოფილიყავით... ძალიან უყვარდა თავისი ქვეყანა, სულ აინტერესებდა იმ ადამიანების ისტორიები, ვინც საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებს შეეწირნენ; მასში განსაკუთრებულ პატივისცემასა და ემოციებს იწვევდა ყველა ის პატრიოტი, ვინც სიცოცხლე სამშობლოს შესწირა. 

მამა, ომარ ბაზაძე: „ბოლოს, 5 აგვისტოს იყო ჩამოსული ჩვენთან. ომის დაწყების შესახებ, 7 აგვისტოს, თბილისში გავიგე. მაშინვე დავურეკე, მაგრამ არაფერი უთქვამს, კარგად ვარო- მიპასუხა. გორი დაბომბვის პერიოდში გამოვიარე და არ ვიცოდი, ჩემი შვილი იქ თუ იყო... სულ გვატყუებდა, არ ვარ ომშიო. ბოლოს, ძმისთვის უთქვამს, ომში ვარო, ნათესავებსაც ურეკავდა- ხოლმე ამა და ამ სოფელში შევედითო. შემდეგ კონტაქტზე ვეღარ გავედით.  ჩვენ გვეგონა, დაჭრილი იყო. ვეძებდით, მაგრამ ამაოდ. მერე დნმ-ის ანალიზის შედეგად, ერთი თვის შემდეგ გაირკვა, რომ ირაკლი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იყო დაკრძალული. ზრდილი და ჭკვიანი ახალგაზრდა იყო. სამეგობროში ყველას უყვარდა. მხიარული, ხალისიანი იყო ჩემი შვილი. მიჭირს მის ბავშვობაზე საუბარი. ირაკლი ძალიან საყვარელი შვილი იყო. სამხედრო -სავალდებულო სამსახურში ერთი წელი იმსახურა, თბილისში. იქიდან გადავიდა საკონტრაქტოზე. გადაწყვეტილება თავისი ნებით მიიღო. ვაზიანის სამხედრო ბაზაში მსახურობდა, მეოთხე ბრიგადის სადაზვერვო ასეულში, რიგით კაპრალად. ჩვენ მაინცდამაინც არ გვინდოდა, მაგრამ თავისი გადაწყვეტილება იყო...ასე გვითხრა, სადაც ბიჭები არიან, მეც იქ უნდა ვიყოო. ჰოდა, წავიდა კიდეც. პატრიოტი შვილი მყავდა, ვაჟკაცი და ვაჟკაცურადაც დაიღუპა!..“

ირაკლი ბაზაძე (სიკვდილის შემდეგ) დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და მედლით - „სამშობლოსათვის თავდადებული“. 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.08.2020
ბოლო რედაქტირება 14.07.2023
სულ რედაქტირებულია 3





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0