სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
ალექსანდრე გიორგის ძე ბარამიძე 1902-1994წწ. ლიტერატურათმცოდნე, აკადემიკოსი. დაბ. ლანჩხუთი, გურია. ალექსანდრე გიორგის ძე ბარამიძე 1902-1994წწ. ლიტერატურათმცოდნე, აკადემიკოსი. დაბ. ლანჩხუთი, გურია. ალექსანდრე გიორგის ძე ბარამიძე 1902-1994წწ. ლიტერატურათმცოდნე, აკადემიკოსი. დაბ. ლანჩხუთი, გურია. ალექსანდრე გიორგის ძე ბარამიძე 1902-1994წწ. ლიტერატურათმცოდნე, აკადემიკოსი. დაბ. ლანჩხუთი, გურია. ალექსანდრე გიორგის ძე ბარამიძე 1902-1994წწ. ლიტერატურათმცოდნე, აკადემიკოსი. დაბ. ლანჩხუთი, გურია. ალექსანდრე გიორგის ძე ბარამიძე 1902-1994წწ. ლიტერატურათმცოდნე, აკადემიკოსი. დაბ. ლანჩხუთი, გურია.

1902-1994 წწ. გარდ. 92 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი ბარამიძე სია

ლანჩხუთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

54       ბეჭდვა

ალექსანდრე გიორგის ძე ბარამიძე 1902-1994წწ. ლიტერატურათმცოდნე, აკადემიკოსი. დაბ. ლანჩხუთი, გურია.

ალექსანდრე გიორგის ძე ბარამიძე დაიბადა 1902 წლის 27 მარტს, დ.ლანჩხუთში.


თავდაპირველად ფოთის გიმნაზიაში სწავლობდა, ხოლო 1918წლიდან ხაშურის გიმნაზიაში. 1920 წელს  შევიდათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტზე, რომელიც 1925 წელს დაამთავრა. 1962-1970 წლებში იყო თსუ-ის ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე,1966 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი. მეცნიერული მოღვაწეობა დაიწყო1925 წლიდან. მისი კვლევის ობიექტი იყო უპირატესა XI-XVIII ქართული საერო მწერლობა. მნიშვნელოვანი გამოკვლევები მიუძღვნა შოთა რუსთაველის,ჩახრუხაძეს,შავთელის, თეიმურაზ I-ს,სულხან-საბა ორბელიანს,დავით გურამიშვილს,ბესიკსა და სხვებს. ერთ-ერთმა პირველმა გაარკვია "ამირანდარეჯანიანის" ორიგინალურობის საკითხი, "რუსუდანიანის" ლიტერატურული წყაროები.


იკვლევდა ქართულ-სპარსულ ლიტერატურულ ურთიერთობებს. წვლილი მიუძღვის "ვირსამიანის" ქართული თარგმანისა და "შაჰ-ნამეს" ქართული ვერსიების თავისებურებათა გარკვევაში. დაწერილი აქვს ფუნდამენტური ნაშრომი "ქილილა და დამამანა" ქართული ვერსიების შესახებ. მონოგრაფიული სისრულით გამოირჩევა მისი ნაშრომი "შოთა რუსთაველი და მისი პოემა" (1966). აკადემიკოს კ.კეკელიძესთან ერთად ავტორია ძველი ქართული მწერლობის ისტორიის სრული კურსისა. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, "საპატიო ნიშნის" ორდენით და მედლებით. მიღებული აქვს ი. ჯავახიშვილის, კ. კეკელიძისა და ი. ჭავჭავაძის სახელობის პრემიები. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

წყარო - wikipedia.ge


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 15.05.2023
სულ რედაქტირებულია 1


ბარამიძე - გვარის 24 ღვთისმსახური

1 0

აბესალომ ბარამიძე 1926წ. მხატვარი. დაბ. ქ. თბილისი.

1 0


დავით ბარამიძე დ.1997წ. ევროპის ჩემპიონი კონტაქტური კარატე წარმ. სოფ. ამაღლება ჩოხატაური

1 0

2 1 2


ბარამიძე გია 1968წ თავდაცვის მინისტრი. დაბ. თბილისი.

1 0


გიორგი ბარამიძე 1968წ. შსს მინისტრი. დაბ. თბილისი.

1 0