სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
დევი ჩადუნელი ჯონდოს ძე 1981-2008წწ გარდ. სამაჩბლო სოფ. ახალდაბა ბორჯომი ქართლი დევი ჩადუნელი ჯონდოს ძე 1981-2008წწ გარდ. სამაჩბლო სოფ. ახალდაბა ბორჯომი ქართლი დევი ჩადუნელი ჯონდოს ძე 1981-2008წწ გარდ. სამაჩბლო სოფ. ახალდაბა ბორჯომი ქართლი

1981-2008 წწ. გარდ. 27 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი ჩადუნელი სია

ბორჯომი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

360       ბეჭდვა

დევი ჩადუნელი ჯონდოს ძე 1981-2008წწ გარდ. სამაჩბლო სოფ. ახალდაბა ბორჯომი ქართლი

დევი ჩადუნელი ჯონდოს ძე  კაპრალი მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.

 

ასე ადვილად არ მოვკვდები, ხომ იცით, დევი ვარო, უთქვამს ბიჭებისთვის და მათ ხელში დაულევია სული. 9 აგვისტოს დაეცა დევი ცხინვალში, ტაძრის კედელთან... მძიმედ დაჭრილი მეომრებს სთხოვდა, დამტოვეთ და წადითო... არ დატოვეს მტრის ხელში.

ჩადუნელი დალი, და: ბოლო დროს დევი უცნაურად იქცეოდა, აიკვიატა, სულ ამას ამბობდა : „აქ კი ცხოვრობს ადამიანი, მაგრამ მთავარია, იქ როგორ იცხოვრებსო და იქ რას მივიტანთო. ამბობდა, მე თუ რამე მომივიდა ჯერ ახალდაბაში გამომატარეთ და მერე აქ მომიყვანეთო. არ ვიცი, შეიძლება გული უგრძნობდა. ბოლო დროს იმასაც ამბობდა ხოლმე, რომ საქართველოს საზღვრებს გარეთ რომ ვიყო და იქ ვიმსახურო არაფერი არ მომივა, მთავარია საქართველოში არ დაიწყოს რამე, აქ ვეღარ გადავრჩებიო“. ალბათ, მართლა წინათგრძნობა იყო.

სახლიდან ბოლოს 5 ივლისს წავიდა ვაზიანში. ეზოს კარს რომ მოსცილდა, უკან სამჯერ მოიხედა. 5 აგვისტოს ველაპარაკე ჯერ ომი არ იყო დაწყებული და მითხრა: ვაზიანში ვარო. ამერიკელები არიან და წვრთნებს გავდივართო, ერაყში მიდიოდა. მოიკითხა ყველა. დედასაც დაურეკა, მაგრამ უფრო ხშირი ურთიერთობა ჩემთან ჰქონდა.


ერაყში გამგზავრების წინ გორის ჰოსპიტალში შემოწმებაზე წაიყვანეს, მაგრამ რუსები შემოიჭრნენ და ეს ბიჭები პირველ ხაზზე გაუშვეს ცხინვალში.

ტელევიზორს ვიყავით მიჯაჭvულები და ისე ვიგებდით ამბავს, სხვანაირად ვერ ვუკავშირდებოდით. ჩვენი სოფლიდან 12 ბიჭი იყო წასული ომში. მთელი სოფელი გარეთ იყო და ყველა ნერვიულობდა. 8 აგვისტოს, როდესაც ცხინვალში იყო ჩემი ძმის ბატალიონი, დამიკავშირდა, გამეხარდა და ვკითხე რა ხდებოდა, ღიმილით მითხრა, რომ „არაფერია ნუ გეშინია, ჩვენი ჯარი იცი რა მაგრად მოიქცა? რუსები გავაქციეთო.“ ჩვენ რომ არ გვენერვიულა გვითხრა, რომ ახლა გორში ვართ ცხინვალიდან გამოგვიყვანესო. ტელეფონში მესმოდა სროლის ხმა. მატყუებდა, რომ ეს ხმები ცხინვალიდან მოდისო. 9 აგვისტოს არ მახსოვს ზუსტად ადგილი, რომელ ტერიტორიაზე შევიდნენ, ჩემი ძმის დაქვემდებარებაში აღმოჩნდა ერთ-ერთი ბატალიონი, რადგან გამოცდილი იყო და ერაყში ნამყოფი, მას ჩააბარეს. ერთი მხარიდან მეორე მხარეს უნდა გადასულიყო, მასთან ერთად სვანი ბიჭი ყოფილა, ჩემს ძმას უთქვამს, რომ შენ გადადი და მე დაგიცავო, ეს ბიჭი გადასულა, ამ დროს რუსებმა ჩამოაგდეს ჭურვი. მთელი მარჯვენა მხარე აღარ ჰქონდა ჩემს ძმას. იქვე დაეცა ტაძრის კედლის გვერდით. ის ბიჭი ეძახდა თურმე - დევი, დევი სად ხარ, წამოდიო და ჩემს ძმას ხელი აუწევია, უთქვამს, რომ წადით ბიჭებო, დამტოვეთო, ამ ბიჭებს არ მიუტოვებიათ.

შემდეგ ყვებოდნენ ჩემი ძმის მეგობრები, რომ დევი ყოველთვის გვამხნევებდა და ამბობდა, რომ ჩვენ მაგრები ვართ, ქართველები ვართ, ჩვენს უკან ჩვენი ოჯახები დგანან, ბიჭებს ამხნევებდა, თურმე. გზადაგზა თუ დაჭრილი ან მიცვალებული ხვდებოდა სამშვიდობოს გამოჰყავდაო და უკან ბრუნდებოდა სხვების დასახმარებლადო.

როდესაც დაიჭრა მასთან ერთად სვანი ბიჭი იყო, რომელმაც არ მიატოვა, წამოიყვანა. ისეთ ადგილას იყვნენ სადაც სასწრაფო დახმარება ვერ მივიდა. პიკაპის სამხედრო მანქანით შევიდა ჩემი ძმის მეგობარი და გამოიყვანეს.სისხლისგან იცლებოდა და მანქანით რომ მოჰყავდათ, თურმე ამბობდა, ჰაერი აღარ არის, რა ხდებაო? ხედავდა რომ ჩვენ ასე განვიცდიდით, გვეუბნებოდა, ნუ ნერვიულობთ, მე ასე ადვილად არ მოვკვდები, დევი ვარო. ბოლოს უთქვამს:

„უფალი, ალბათ, იმასაც შემინდობს, რომ ომში ადამიანები მოვკალიო“. ინანიებდა ღვთის წინაშეო. 9 აგვისტოს დაიჭრა და იმავე საღამოს გარდაიცვალა... 10 აგვისტოს მოვასვენეთ.

ერთი კვირის შემდეგ დავკრძალეთ, სოფელში. ვერ შევუსრულეთ ბოლო თხოვნა, რომ ახალდაბაში მიგვესვენებინა ჯერ და მერე თავის სახლში. ჩვენი სახლიდან ჩანს ჯვარი, მისი ოცნება იყო და ყოველთვის ამბობდა, რომ ჯვარის გვერდით უნდა დავდგა ტაძარიო. ვფიქრობ, რომ ჩემი ძმის ეს სურვილი სისრულეში მოვიყვანო და ჩემი ძმის და იმ დაღუპული ბიჭების სახელზე ჯვრის გვერდით აშენდეს ტაძარი.

1981 წლის 3 ივლისს დაიბადა ახალდაბაში. იქ სწავლობდა მეხუთე კლასამდე. შემდეგ საცხოვრებლად გადმოვედით დედულში, ადიგენში და სკოლაც აქ დაამთავრა. 18 წლის ასაკში გამოიძახეს სავალდებულო ჯარში, ეს იყო 1999 წლის 18 ნოემბერი. სავალდებულო ჯარი ახალციხეში მოიხადა, სადაზვერვო ბრიგადაში. კაპრალი იყო წოდებით. როდესაც ჩემი ძმა სავალდებულოს იხდიდა, მათთან მივიდა საფარის წინამძღვარი მამა არსენი და ბიჭებს სთხოვა, თუ სურვილი გექნებათ, ტაძრის მშენებლობაში დაგვეხმარეთო. 7 თუ რვა ბიჭი, მათ შორის ჩემი ძმაც, დიდი სიხარულით წავიდნენ ეკლესიის მშენებლობაზე მამების დასახმარებლად. ექვსი თვე ცხოვრობდა მონასტერში. ძალიან შეიცვალა მისი ცხოვრება, მორწმუნე გახდა, ამ ექვსი თვის განმავლობაში სემინარიაში სწავლობდა,

 

იქაურ წეს–ჩვეულებებს იძენდა. ჩემი ძმა ამბობდა, ჯარმა იმდენი რამე მომცა, რომ მთელ ცხოვრებას გამყვებაო. 8 წლის იყო, როდესაც ხისგან აკეთებდა პატარა ჯვრებს, მაშინ საერთოდ არ ჰქონდა შეხება ეკლესიასთან, დღესაც გვაქვს მის მიერ გაკეთებული ჯვარი, რომელიც ხატების კუთხეში დგას.

ერთხელ სახლში ვიყავით ყველანი და გვითხრა - კონტრაქტზე უნდა წავიდეო. დედაჩემი ძალიან შეწუხდა, ერთი ბიჭი ჰყავდა და წინააღმდეგობა გაუწია. თუმცა ვთვლიდით, რომ რასაც თვითონ გადაწყვეტდა ის უნდა გაეკეთებინა. მამაჩემმა უთხრა, რომ თუ გინდა ეს საქმე წადი და ღმერთმა ხელი მოგიმართოსო. წინააღმდეგობა უფრო დედისგან იყო. მამისგან და ბაბუისგან უფრო კაცური თანადგომა ჰქონდა. კონტრაქტზე წავიდა. ბათუმის ბრიგადიდან ერაყში მიავლინეს. კაპრალი იყო წოდებით. ექვსი თუ შვიდი თვე იყო ერაყში. ერაყიდან როდესაც მიმესიჯებდა აღფრთოვანებით ყვებოდა იმ ხალხის ცხოვრებას. ძალიან მოსწონდა მათი დისციპლინა, ამერიკელებთან ერთად იყო. ხალხზე ყვებოდა, რომ ძალიან გაჭირვებულები არიანო, წყლის დეფიციტია და ჩვენ წყალს რომ გვაძლევენ ვინახავთ და ბავშვებს ვუნაწილებთო.

ხელი ოთხწლიან კონტრაქტზე ჰქონდა მოწერილი. 2008 წელს დაიღუპა, დეკემბერში უმთავრდებოდა კონტრაქტი. ამბობდა, კონტრაქტს ალბათ, კიდევ გავაგრძელებო, კარიერა უნდოდა გაეკეთებინა ჯარის ცხოვრებით და უფრო მეტისთვის მიეღწია.“

წინა ხაზიდან დაჭრილები გამოჰყავდა.. ამ დროს მისი ბატალიონის კაპიტანი დაიჭრა, თვითონ ჯავშანჟილეტი გაუხდია და იმისთვის მიუფარებია. ბიჭები ყვებიან, რომ წელსზემოთ შიშველი, საქართველოს სისხლიან დროშას აფრიალებდა და წინ მიგვიძღვოდაო..
ცხრა აგვისტოს ცხინვალში, რუსული ავიაციის დაბომბვისას მძიმედ დაჭრილი, იქვე ახლოს მდებარე ტაძრის კედელთან მიმჯდარი გარდაიცვალა..

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.08.2020
ბოლო რედაქტირება 14.08.2022
სულ რედაქტირებულია 5





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0