სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
ზაურ მახარაშვილი მურმანის ძე 1986-2008წწ გარდ.  სამაჩბლო დაბ. სოფ.ზემო ოსიაური ხაშური ზაურ მახარაშვილი მურმანის ძე 1986-2008წწ გარდ.  სამაჩბლო დაბ. სოფ.ზემო ოსიაური ხაშური ზაურ მახარაშვილი მურმანის ძე 1986-2008წწ გარდ.  სამაჩბლო დაბ. სოფ.ზემო ოსიაური ხაშური ზაურ მახარაშვილი მურმანის ძე 1986-2008წწ გარდ.  სამაჩბლო დაბ. სოფ.ზემო ოსიაური ხაშური

1986-2008 წწ. გარდ. 22 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი მახარაშვილი სია

ხაშური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

10       ბეჭდვა

ზაურ მახარაშვილი მურმანის ძე 1986-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ.ზემო ოსიაური ხაშური

ზაურ მახარაშვილი მურმანის ძე კაპრალი მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.


8 აგვისტო... შუაღამე... მე-4 ბრიგადის 144-ე ბატალიონი ვაზიანიდან ცხინვალის მისადგომებისკენ მიმავალ გზას დაადგა. ეს ბრძანება იყო. მეოთხე ბრიგადაში 21 წლის ზაურ მახარაშვილიც მსახურობდა. სიბნელეში ბევრი სოფელი გაიარეს და რაც უფრო უახლოვდებოდნენ ცხინვალს, სროლის ხმაც უფრო ახლოს ისმოდა...

 


ცხინვალთან უკვე ომი იყო.

შინდისთან ორმოში ჩავარდნილი, ფეხმოტეხილი მეგობარი იპოვა, რომელიც შველას ითხოვდა. მეგობრებისთვის ეს წუთები საბედისწერო აღმოჩნდა... მტრის თვითმფრინავმა ბომბი ზუსტად მაშინ ჩამოაგდო, როცა ზაურს დაჭრილი მეგობარი ორმოდან ამოჰყავდა... ორივე ადგილზე დაიღუპა. მას გულის ჯიბეში რვეული ედო, ამ სისხლიან და ნატყვიარ ჩანაწერებს დედამისი დღემდე ინახავს. ეს დაღუპული გმირის დედისთვის, დარეჯან მახარაშვილისთვის ყველაზე ძვირფასი და ხელშეუხებელი ნივთია...

ზაურ მახარაშვილი 1987 წლის 27 ნოემბერს, ხაშურის რაიონში, ზემო ოსიაურში დაიბადა. ის ოჯახში მესამე, მაგრამ ერთადერთი ვაჟი იყო.

დარეჯან მახარაშვილი: „27 ნოემბერს 23 წლის გახდებოდა... 21 წლის იყო, ვაზიანში რომ წავიდა. 9 თვე წვრთნებს გადიოდა. უცხოელები ავარჯიშებდნენ და ეს განსაკუთრებულად მოსწონდა. ფიზიკურად ძლიერი იყო. ჩემი შვილი სნაიპერი გახლდათ...

მთელი ბავშვობა უკან დავყვებოდი და სულ მაგაზე მეჩხუბებოდა, პატარა ხომ არ ვარო... საერთოდ, ძალიან წყნარი ბავშვი იყო. სურათების გადაღება უყვარდა ძალიან.


აქვე, სოფელში დაამთავრა სკოლა. ყველას ძალიან უყვარდა, ძალიან მხიარული იყო...

ზუსტად ერთ კვირაში ერაყში მიდიოდა. ძალიან უხაროდა. პასპორტის გაკეთება რომ დაიწყო, ვეხვეწებოდი, გადაიფიქრე-მეთქი, მაგრამ მამშვიდებდა, 6 თვე უცბად გავაო... მას შემდეგ დიდი დრო გავიდა... სახლში ყოველ პარასკევს ჩამოდიოდა. თუ ვერ ახერხებდა, აუცილებლად დარეკავდა და გამაფრთხილებდა. ერთი დღითაც რომ ჩამოსულიყო, აუცილებლად მომეხმარებოდა, ყველაფრის საკუთარი ხელით გაკეთება უყვარდა.

2008 წლის ივლისის ბოლოს ზაური ოჯახმა და მეგობრებმა ერთად გააცილეს. წასვლამდე მან თავის ძმაკაცებს სათითაოდ ხუთ-ხუთჯერ ჩამოუარა, რა იცით, რა ხდებაო... წასვლის წინა ღამეს კი თავის პატარა დისშვილს საათობით უყურებდა, მინდა, პატარას სახე კარგად დამამახსოვრდესო... ხელფასს რომ აიღებდა, ძმაკაცებს ყიდულობდა საჩუქრებს. განსაკუთრებით ერთი ძმაკაცი უყვარდა. მამუკა ობოლი იყო და ძალიან ეცოდებოდა. თავისი ხელფასიდან ყოველ თვეში 50 ლარს ჩუქნიდა. ერთხელ წასული იყო, როცა დისშვილი ცუდად გაუხდა. როგორც კი გაიგო, მაშინვე ჩამოვიდა, ჩვენ სამკურნალო თანხა არ გვქონდა. ზაურმა ბანკიდან სესხი გამოიტანა და მან გადაგვირჩინა პატარა შვილიშვილი... მეც მიმკურნალა, ოპერაციაც გამიკეთა თავისი ხელფასით“.

კონტრაქტის გაფორმება ზაურმა დამოუკიდებლად გადაწყვიტა, ომი თუ დაიწყება, სად დავიღუპები, რა მნიშვნელობა აქვს, თუ წავედი, უკან მაინც ვეღარ დავბრუნდებიო, ძმაკაცისთვის უთქვამს... იგივე განცდა შვილის სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ზაურის დედასაც ჰქონია.


დარეჯან მახარაშვილი: „მეზობლის სამძიმარზე ვიყავი წასული და რომ მივედი, რატომღაც გარდაცვლილი ქალის მაგივრად კუბოში ზაზა მომეჩვენა... სიზმარიც ვნახე... ამ ყველაფერმა ძალიან შემაშინა და მამაოს მოვუყევი... თურმე 8-ში უკვე დაღუპული იყო, ჩვენ კი რამდენიმე დღის მერე გავიგეთ“.

ზაურის მეგობრებმა მისი დაღუპვა ოჯახის წევრებზე ადრე გაიგეს. თუმცა ვერავინ ბედავდა, ეს მათთვის ეთქვა. თითქმის ყოველდღე მიდიოდნენ ზაურის მშობლებთან, ხან დებთან, მაგრამ სიმართლეს ვერ ეუბნებოდნენ: „ზაური ტყით გამოდის და რამდენიმე დღეში უკვე აქ იქნება... ზუსტად ვიცით, რომ ცოცხალია, თუმცა გვეუბნებიან, რომ დაჭრილია, მაგრამ საშიში არაფერიაო...“

შვილის მეგობრების სიტყვებში ეჭვი არ შეუტანიათ ზაურის მშობლებს. ზაურის დედა შვილის მეგობრებს ზუსტად იმ სიტყვებით ეფერებოდა, როგორც საყვარელ შვილს...

დარეჯან მახარაშვილი: „ერთ დღეს ჩემი შვილის მეგობარი ვნახე, ვთხოვე, თუ რამე იცი, მითხარი-მეთქი. თურმე ზუსტად მაგ დროს ტელევიზორში უჩვენებიათ გარდაცვლილი ზაურის კადრები...“


ზაურს, ალბათ, ბევრი ოცნება დარჩა აუსრულებელი. მშობლებმა მხოლოდ ორი იციან. ომიდან დაბრუნების შემდეგ ის ცოლის მოყვანასა და მანქანის ყიდვას აპირებდა. ამის შესახებ თავად უთხოვია დედისთვის. რომ დავბრუნდები, სახლი უნდა გავალამაზო და ცოლი მოვიყვანოო...

ზაური 19 აგვისტოს დაკრძალეს. სწორედ ამ დღეს გმირის დედას ერთ ისტორიას მოუყვნენ: „მტრის სამხედრო ვერტმფრენმა ბომბი რომ ჩამოაგდო და მოშორებით მდგარმა სხვა მეომარმა დაინახა, ზაური როგორ დაეცა მიწაზე, ავტომატი იმ ვერტმფრენს მიუშვირა და მტერს პირდაპირ შუბლში მოარტყა ტყვია... ჩემი მეგობრის სიკვდილს არავის შევარჩენო, – ასე უთქვამს იმ ბიჭს... არ ვიცი, ეს მართალია თუ არა... მარტო ის ვიცი, რომ მეც და ჩემს ქალიშვილსაც ძალიან ხშირად გვესიზმრება და თან ორივეს ერთნაირად. გვეუბნება, რომ ძალიან კარგად არის და არ ვინერვიულოთ...“



ითანამშრომლა და ინფორმაცია მოგვაწოდა მიხეილ ნუგზაქრის ძე ბარბაქაძე დაბ. 1967წ. ვეტერანი წარმ. ხაშური


სრული 60 მებრძოლის სია მასალა აღებულია წიგნიდან ისინი იბრძოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის  გამოცემა 2003 წელი წიგნზე იმუშავეს გოგა ხაჩიძე, შერაზადიშვილი  გადადი ლინკზე



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.08.2020
ბოლო რედაქტირება 14.08.2022
სულ რედაქტირებულია 4





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0