სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10373

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
გელა ჭედია გივის ძე 1978-2008წწ გარდ. სამაჩაბლო  დაბ. სოფ. ნახარებავო მარტვილი სამეგრელო გელა ჭედია გივის ძე 1978-2008წწ გარდ. სამაჩაბლო  დაბ. სოფ. ნახარებავო მარტვილი სამეგრელო

1978-2008 წწ. გარდ. 30 წლის

სამაჩაბლო
გვარი ჭედია სია

ბმულის კოპირება

მარტვილი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

246       ბეჭდვა

გელა ჭედია გივის ძე 1978-2008წწ გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ. ნახარებავო მარტვილი სამეგრელო

გელა ჭედია გივის ძე  მაიორი დაიბადა 14 აგვისტო 1978 წელი მარტვილი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ. 1978 – 2008წწ

 

ლუკა ჭედია სულ ორი წლისაა და უკვე მაიორის სამხედრო ფორმა აცვია, დიდი სევდიანი თვალებით კი ყველგან მამას ეძებს. მამა – მაიორი გელა ჭედია გმირულად დაიღუპა 2008-ში, 9 აგვისტოს.

სწორედ მას სურდა და აპირებდა, რომ თავის პატარა ბიჭისთვის სამხედრო ფორმა ჩაეცმია. მშობიარობას თავად დაესწრო და როცა ვაჟიანობა ახარეს, უთქვამს, კიდევ ერთი ჯარისკაცი შეეძინა საქართველოსო. ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, პატარა ლუკას სამხედრო ფორმა ვერ შეუკერა... გმირულად დაღუპული გელა ჭედია ვერც იმას მოესწრო, რომ ბიჭს მისთვის მამა დაეძახებინა.

ბიჭი მარტო დედას ამბობდა. გელა ჩასჩიჩინებდა: „მა-მა“, „მა-მა“...

მერე იყო ომი. ომამდე კი – ცხოვრება. მარტვილის რაიონში გატარებული ბავშვობა და იმთავითვე აღებული პასუხისმგებლობა პატარა ძმებზე – 6-7 წლის იყო, როცა პატარა ძმებს იტოვებდა, როცა დედა – მანანა გელენიძე სამსახურში, ბიბლიოთეკაში მიდიოდა. შინ დაბრუნებულ დედას იქით აბარებდა ძმებს – ხვიჩასა და გოჩას, თან აფრთხილებდა, არაფერი ატკინოო და მაშინღა გარბოდა სათამაშოდ. მერე კი, როცა თავად, სკოლის დამთავრების შემდეგ სამხედრო აკადემია დაამთავრა და ჯარში დამკვიდრდა, ძმებიც ჯარში შეიყვანა. მარტო ძმებს კი არა, ყველას – ნაცნობსა და უცნობს ჯარში ეპატიჟებოდა.


სამხედრო აკადემია 1999 წელს დაამთავრა. მერე იყო კოჯრის სპეცდანიშნულების ბრიგადა, ათთვიანი კურსები თურქეთში, 2003-ში უკვე კაპიტანი ჭედია ერაყში პირველ ქართულ სამშვიდობო მისიას ხელმძღვანელობდა მეთაურის რანგში. ერაყიდან ჩამოსვლის შემდეგ, მეგობრებთან ერთად, კოჯრის სამხედრო ნაწილში წმინდა გიორგის ეკლესია ააგო... ომამდე ცოტა ხნით ადრე მეხუთე ქვეითი ბრიგადის 53-ე ბატალიონს ჩაუდგა სათავეში.


სამი წლის წინათ ლელა ხასაიაზე იქორწინა.  ფოტო გადაღებულია 21 ივნისი 2006 წელი

ერთმანეთი დიდი ხნით ადრე მეგობრების ქორწილში გაიცნეს. ერთი ნეფის მეჯვარე იყო, მეორე – პატარძლის. ნეფე-პატარძალს ჯვარი არ დაუწერიათ. ბავშვი ორივეს უნდა მოენათლა, მაგრამ გელამ ბავშვი მარტომ მონათლა. ლელას ეწყინა. მერეღა მიხვდა, რატომაც მოიქცა გელა ასე: „თვითონ მითხრა, ორივეს რომ მოგვენათლა, ცოლად ვეღარ მოგიყვანდიო... ვხვდებოდი, რომ სიმპათიები ჰქონდა და მეც მქონდა სიმპათიები, მაგრამ ხმამაღლა არაფერი თქმულა... სამი წლის წინათ, 29 აპრილს, ჩვენთან ჩამოვიდა ჯვარში, იმათთან ერთად, ვისი მეჯვარეებიც ვიყავით. არც იმ დღეს უთქვამს რამე სუფრაზე. მეორე დღეს დამირეკა, გინდა თუ არა ზუგდიდში ჩამოდი, ჯვარი დავწეროთ ამათო. მე მეხუთე კურსზე ვიყავი, გამოცდა მქონდა ჩასაბარებელი და წავედი ჩემი კონსპექტებით. რომ ვნახე, ბოტანიკურ ბაღში გავისეირნოთო... საერთოდ, სიგარეტს არ ეწეოდა, იმ დღეს კი მთელი ორი საათი არ გაჩერებულა... იმ დღეს ამიხსნა სიყვარული, შემომთავაზა ცოლობა და იმ დღესვე წამიყვანა...

2 წელი და 4 თვე ვიყავით ერთად, აქედანაც, როგორც თვითონ დაითვალა, ერთი წელი ჩემთან არ იყო – ხან კოდორში, ხან ცხინვალში, ხან ბათუმში მოუწია ყოფნა...“ – იხსენებს ლელა ხასაია.

ლუკა რომ შეეძინათ, იმ პერიოდშიც ცხინვალის რეგიონში იყო სამშვიდობო მისიით. ჩამოვიდა, უშუალოდ დაესწრო მშობიარობას. მეორე დღეს სამაჩაბლოში დაბრუნდა.

მალევე ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც ლანა დაარქვა, ცოლს კი – „ბომბორა“.

ლელა ხასაია: „ჩემთვის „ლელა“ არასოდეს დაუძახია, სულ „ლელუს“ და „ჩემს ბედნიერებას“ მეძახდა. ლანა რომ გავაჩინე გავსუქდი და „ბომბორა“ დამარქვა, ბომბორა იქნები, სანამ არ გახდებიო. ტელეფონში ჩემი ნომერი ეწერა, როგორც „ბომბორა“. რომ დავურეკავდი: ჰო, ბომბორ, როგორ ხარო...“

მერე მოვიდა აგვისტო და მტერი. ომში სამივე ძმა იბრძოდა.

პირველად გოჩა გამოიძახეს (მეოთხე ქვეითი ბრიგადის 43-ე ბატალიონში მსახურობს), 6 აგვისტოს, ღამის 2 საათზე, განგაშიაო. ხმაურზე გამოღვიძებულმა რძალმა ფორმაში ჩაცმული მაზლი რომ დაინახა, ქმარი გააღვიძა. მალე გელასაც დაურეკეს.

53-ე ბატალიონი მართლაც ახალი შექმნილი იყო... პირველი, ვინც გამოიძახა, საკუთარი, შვებულებაში მყოფი პატარა ძმა იყო – ხვიჩა, რომელიც მარტვილში მშობლებთან ჩასულიყო. „ომი იწყება, სასწრაფოდ გამოცხადდი ბატალიონში“, – ასე დაიბარა ძმამ ძმა ომში.


ლელა ხასაია: „ბოლოს, 8 აგვისტოს, ღამის ათ საათზე ველაპარაკე გელას. მითხრა, შეიძლება, ვეღარ დაგირეკოო. რატომ-მეთქი? შეანელა ლაპარაკი... შეიძლება ვეღარ დაგირეკო, ტელეფონი მიჯდებაო... ეს იყო, რაც ბოლოს მითხრა... 9 აგვისტოს დილის ცხრა საათზე ხვიჩამ დამირეკა, გელაც აქაა, ორას მეტრშიო. სადღაც ნახევარ საათში ხვიჩა დაიჭრა...“

9 აგვისტო. დილა. 53-ე ბატალიონი იღებს ბრძანებას – დაიკავოს პოზიციები ზემო ფრისთან, რომლის მახლობლად მტრის მსუბუქი არტილერიაა განლაგებული. მტერი ამ პოზიციიდან ქურთას, კეხვს, თამარაშენს ბომბავს. ბატალიონმა ეს საცეცხლე წერტილები უნდა გაანადგუროს. გელა ჭედიას მიერ დაგეგმილი პირველი შეტევის შემდეგ მტერი უკან იხევს. მათ დაკავებულ პოზიციებს ქართველები იკავებენ. მაგრამ რამდენიმე საათში მტერი, დამხმარე ძალებით, უკან ბრუნდება, არადა, ამ ფერდობზე მტრის დაბრუნება და სამი-ოთხი ქართული სოფლის სრული განადგურება ერთია.


მაიორი ჭედია სრულ საბრძოლო მზადყოფნას აცხადებს. თავად შეუძლია რაციით, საველე შტაბიდან უხელმძღვანელოს ბრძოლას, მაგრამ მეთაური საველე შტაბს ტოვებს და თავად მიდის პირველი შეტევაზე.

გააფთრებულ ბრძოლაში ხვიჩა დაიჭრა. ყუმბარის ნამსხვრევი მოხვდა ფეხში.

„იბრძოლე, არ დანებდე, ეს რა ჭრილობაა, არაფერი მოგივა, გახსენი ცეცხლი, მტერი არ დაინდო“, – ეტყვის მეთაური ძმა თავის პატარა, შვილივით გამოზრდილ ძმას.

მერე კი... ბრძოლის ველზე დაჭრილი ჯარისკაცის გადასარჩენად გახოხდება და ვერაგი ტყვია ყელის არეში ხვდება. დაჭრილ მეთაურს ერთ-ერთი პირველი ძმა – ხვიჩა ნახავს, ჯარისკაცების დახმარებით შედარებით უსაფრთხო ადგილას გადაყვანას მოახერხებს როგორღაც, მაგრამ ალყაში არიან და ჰოსპიტალში ვერ მიჰყავთ.


ცეცხლოვანი ალყა შვიდ საათს გრძელდება, ამ ხნის განმავლობაში, გელა ჭედია გონებას არ კარგავს, მაგრამ ხმას ვერ იღებს. ასე უხმოდ, სახეზე ღიმილით ჩააკვდება ძმას ხელებში... ალყას გაარღვევენ. ძმა ძმას წამოასვენებს.

რძალთან ვერ დარეკავს, ნათესავს დაურეკავს, თქვენ გააგებინეთ, სახლი გაამზადეთო. ნათესავი წავა ლელასთან, მაგრამ ისიც ვერ ბედავს თქმას. მეზობლებს სთხოვს, თქვენ უთხარითო. თავად შევა, ვითომ ბიჭების ამბის გასაგებად მიაკითხა. ლელამ პატარა ლანა აჩვენა. ეუცნაურა – ნათესავ ქალს არანაირი რეაქცია არ ჰქონია, გაშტერებული უყურებდა პატარას. ქუჩიდან შემოსული ხმაურიც არ მოეწონა, გამოვიდა, ქუჩა სავსე იყო მეზობლებით. დამუნჯებული მეზობლებით. „ვერც იმათ მითხრეს. იმათ დუმილზე მივხვდი, რომ გელა აღარ იყო...“

როცა დაღუპული ქმარი შინ დაჭრილმა მაზლმა მიუსვენა, მაიორის ცოლმა მეორე მაზლის – გოჩას ძებნა დაიწყო, მის ბრიგადის მეთაურს, კობა ტალახაძეს დაუკავშირდა: „გელა აღარ მყავს, გოჩა მაინც დამიბრუნეთ უვნებელი...“

ბიჭების ამბავი არც მარტვილში მშობლებმა – გიული ჭედიამ და მანანა გელენიძემ იცოდნენ.


„გელა და ხვიჩა დაჭრილები არიანო, ისე წამოიყვანეს დედ-მამა, აქ გაიგეს გელას დაღუპვის ამბავი. ბავშვობიდან ვამაყობდი, სულ გელა-გელას ვიძახდი და ისევ „გელა, გელა“ უნდა ვიძახო, მხოლოდ...“ – წინადადებას ვერ ამთავრებს გმირის დეიდა, ციცო გელენიძე.

ოჯახმა გმირის მარტვილში დაკრძალვა გადაწყვიტა. გადასვენების პირველი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, უკან დაბრუნება მოუწიათ – რუსმა ოკუპანტებმა არ გაატარეს. მოძღვრის რჩევით, გელა ამაღლების ეკლესიაში დაასვენეს.

14 აგვისტოს მისი დაბადების დღე იყო. 30 წლის უნდა გამხდარიყო....

გელას „ნივა“ ემსახურებოდა და სადაც ,,ნივას“ დაინახავს, მამას უხმობს: „იქა მამა“.

მამა ეკლესიაში დასვენებული ახსოვს და სადაც ეკლესიას დაინახავს, მამას ეძებს... „იქა მამა“...

„ძალიან ენატრება, ყველა დეტალი ახსოვს, როგორ ატარებდა ზღვაზე, როგორ ეთამაშებოდა...“ – ყვება ლელა ხასაია და თვალებზე მომდგარ ცრემლებს მალავს, რადგან პატარა ლუკა ყველას უშლის ტირილს – თვითონ გმირ მამასაც კი.

„საფლავზე რომ ვართ, მამის სურათს ელაპარაკება, არ იტიროო“...

გელა ჭედია მშობლიურ სოფელში, გიორგი ჭყონდიდელის ეკლესიაში განისვენებს. მშობლიურ სოფელში, საიდანაც 16-იოდე წლის პატარა ბიჭი წამოვიდა და გმირად დაბრუნდა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით.

გელა ჭედიას პირველად ზიარება ლუკას დაბადებამდე, ცხინვალის რეგიონში მიუღია, როცა იქ სამშვიდობო მისიით იყო.

საომარი მისიის დროსაც სწორედ ცხინვალის რეგიონში ეზიარა... ამჯერად უკვე გმირობას, უკვდავებას.


მემორიალური სტენდი მარტვილში


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.08.2020
ბოლო რედაქტირება 15.08.2022
სულ რედაქტირებულია 3





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0