სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10520

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
გიორგი ბადრიაშვილი ნოდარის ძე 1981-2008წწ გარდ. სამაჩაბლო დაბ. გორი ქართლი გიორგი ბადრიაშვილი ნოდარის ძე 1981-2008წწ გარდ. სამაჩაბლო დაბ. გორი ქართლი

1981-2008 წწ. გარდ. 27 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი ბადრიაშვილი სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

39       ბეჭდვა

გიორგი ბადრიაშვილი ნოდარის ძე 1981-2008წწ გარდ. სამაჩაბლო დაბ. გორი ქართლი

გიორგი ბადრიაშვილი ნოდარის ძე  სერჟანტი  მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.



 

პატარა ანანო მამას – მხოლოდ სურათებზე ცნობს.

მამა რუსებმა მოუკლეს გორის სამხედრო ბაზის დაბომბვისას.

გიორგი ბადრიაშვილი გორელი ბიჭი იყო, სულ 24 წლის. გული სამშობლოს დასაცავად მიუწევდა ცხინვალისკენ, მაგრამ ბედისწერა ადგილზე ეახლა – რუსული ბომბებით.

თითქოს სევდამ წაშალა ყველაფერი – მის მეუღლეს უჭირს გახსენება...

„ვიცი, რომ ძალიან ჭკვიანი ბავშვი იყო, არ ცელქობდა. გორში დაიბადა და ბავშვობაც აქ გაატარა, პირველი სკოლა დაამთავრა. ფეხბურთი უყვარდა ძალიან, სიმღერა, მუსიკის მოსმენა“, – ყვება მარინე დავითიანი მშრალად, მაგრამ ნაამბობი სავსეა სევდით.

გიორგიმ და მარინემ ერთმანეთი ტელეფონით გაიცნეს.


მარინე მანამდეც იცნობდა გიორგის შორიდან. ბავშვობაში, გიორგის მისი მეზობლის გოგო მოსწონდა და მარინემ რამდენჯერმე ნახა თავის მეზობელ გოგონასთან მოსული ბიჭი. მარინეს სულაც არ შურდა მეგობრის – გიორგი არ მოსწონდა.

გავიდა ხანი. ვიღაც ბიჭმა მარინესთან რეკვა დაიწყო. საუბრობდნენ, საუბრობდნენ... მერე შეხვდნენ კიდეც ერთმანეთს და... მარინეს პაემანზე მეგობრის ძველი შეყვარებული დახვდა.

მათი რომანი 7-8 თვეს გრძელდებოდა და ფინალი კიდევ უფრო ორიგინალური ჰქონდა, ვიდრე დასაწყისი.

„2006 წელი დადგა, ახალ წელს, 3 იანვარს, სახლში დამპატიჟა სტუმრად. მივედი პირველად და დავრჩი... საკუთარი ფეხით მიმიყვანა...“

მარინე რომ სტუმრად მივიდა გიორგის ოჯახში, ყველა შინ იყო, გიორგის მამის გარდა. მერე გიორგის მამაც დაბრუნდა შინ და ინიციატივა-ვერდიქტიც მას ეკუთვნოდა – ბარემ აქ არის და აღარ გავუშვათო.

2007 წელს პატარა ანანოც შეეძინათ.

მარინე დავითიანი: „გიორგის დამთავრებული ჰქონდა კოლეჯი, იურიდიული განხრით, მაგრამ უმუშევარი იყო. მე რომ გავიცანი, სავალდებულო სამსახური უკვე მოვლილი ჰქონდა, საკონტრაქტო ჯარში იმის გამო შევიდა, რომ ჯარი უყვარდა ძალიან. სულ მიკვირდა ეს, მაგრამ სულ ამას მეუბნებოდა, არ მინდა სხვაგან არაფერი, ჯარში მინდაო. ძალიან კარგი ადამიანი იყო, საოცრად თბილი, ძალიან უყვარდა ბავშვი, ძალიან უყვარდა ბავშვთან თამაში, როცა კარანტინი იყო გამოცხადებული და შინ ვერ მოდიოდა, სულ მეხვეწებოდა ხოლმე, ბავშვი აქ ამომიყვანეთო. ომის დაწყების წინ, ყაზარმული რომ გამოცხადდა, მთხოვა, ამომიყვანეო. გაგიჟებით უყვარდა ანანო, ჩემი გოგოც ესაა და ბიჭიცო, ამბობდა... ავუყვანე ბავშვი, იმის მერე აღარც გვინახავს. მეორე თუ მესამე დღეს ომი დაიწყო... რა ვიცი, რა ვთქვა, საუბარი მიჭირს...“

გიორგის სულ 7 თვე მოუწია საკონტრაქტო ჯარში სამსახური. სატანკო ბატალიონში მსახურობდა, დაცვის ასეულში, ამიტომაც დატოვეს გორში.

მარინე დავითიანი: „ომი რომ დაიწყო, ვნერვიულობდი, მეშინოდა, რომ ომში წაიყვანდნენ, მაგრამ დარეკა, აქ დამტოვეს, არ წამიყვანესო. მე კი გამიხარდა, მაგრამ თვითონ ძალიან გულდაწყვეტილი იყო. ნეტა ჩვენც წავეყვანეთო. უნდოდა წასვლა.

გორიდან წასვლას არ ვაპირებდი, მაგრამ გიორგიმ დაიჟინა, ბავშვი გაიყვანეთ გორიდანო. მამიდამისთან გაგვაგზავნა ხაშურში 7 აგვისტოსვე. სულ მირეკავდა, სულ მაფრთხილებდა, ბავშვს მიხედეთ, თავს გაუფრთხილდით, მე აქ არაფერი მიჭირსო. მეც ვეხვეწებოდი, თავს გაუფრთხილდი-მეთქი. მერე აღარ მისაუბრია. 8 აგვისტოს საღამოს ჩემმა მულმა დაურეკა, ელაპარაკა, 9 აგვისტოს დაიბომბა კიდეც ბაზა...“

ისე იყო დამწვარი, ვერავინ ცნობდა...

არათუ სხვა, მამაც ვერ ცნობდა შვილის ცხედარს...

იმ საღამოსვე ჩამოვიდნენ გორში თავზარდაცემული დედა, რომელიც დღემდე ვერ შეგუებია შვილის დაღუპვას, გულმოკლული და ნაადრევად დაქვრივებული ცოლი და ობოლი, წლისა და სამი თვის ანანო.

სულ ერთი ღამე ესვენა მშობლიურ ჭერქვეშ გიორგის ცხედარი.

10 აგვისტოს დილაადრიან მიაბარეს მიწას. ქალაქი უკვე დაცლილი და გაუკაცრიელებული იყო.

მარინე დავითიანი: „დღემდე, რომ ვფიქრობ, ხანდახან ეჭვიც კი მეპარება, რომ მკვდარია, მხოლოდ ჩემმა მამამთილმა ნახა, ჩვენ ვერ ვნახეთ. რომ მოასვენეს, გვითხრეს, არავითარ შემთხვევაში არ გახსნათ კუბოო. და თითქოს დღესაც არ მჯერა, რომ იქ გიორგია...“

პატარა ანანო უკვე ორწლინახევრისაა, მამას სურათებზე ცნობს, იცის, რომ ის მამაა. გაიზრდება და გაიგებს, რომ მისი მამა სამშობლოს დაცვას შეეწირა. რომ გმირია.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.08.2020
ბოლო რედაქტირება 15.08.2022
სულ რედაქტირებულია 7

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 02.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0