სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
ივანე კვალიაშვილი მალხაზის ძე 1985-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. ვერხვების დასახლება გორი ქართლი ივანე კვალიაშვილი მალხაზის ძე 1985-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. ვერხვების დასახლება გორი ქართლი

1985-2008 წწ. გარდ. 23 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი კვალიაშვილი სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

3       ბეჭდვა

ივანე კვალიაშვილი მალხაზის ძე 1985-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. ვერხვების დასახლება გორი ქართლი

ივანე კვალიაშვილი მალხაზის ძე კაპრალი მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.


გორში, ვერხვების დასახლებაში, 1985 წლის 18 დეკემბერს, კვალიაშვილების ოჯახს გვარის გამგრძელებელი შეეძინა.

ვანიკო დაარქვეს... დეკემბერში 23 წლის გახდებოდა.

 


კარგი ბავშვობა ჰქონდა. ჯიუტი არა, მაგრამ სიტყვის კაცი იყო. პატარაობიდანვე, რასაც მიზნად დაისახავდა, ყველაფერს აღწევდა. აქტიური მოსწავლე, სკოლის სხვადასხვა საღამოებზე, პირველი იყო ყველაფერში... კარგად მღეროდა. როგორც მეგობრები ეძახდნენ, კვალას გორში ყველა კარგი სახელით იცნობდა. დიდთან დიდი იყო, პატარასთან – პატარა. სამართლიანი იყო და ყველას უყვარდა...


სკოლის დამთავრების შემდეგ, გორის ინსტიტუტში ჩაირიცხა. ინფორმატიკის ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა პროფესიით არასდროს უმუშავია.

„თამარაშენში, „ბონიემის“ კონცერტზე საერთო მეგობარმა გაგვაცნო ერთმანეთი. მაშინ 15 წლის ვიყავი... ორივეს პირველი ნახვისთანავე მოგვეწონა ერთმანეთი. რამდენიმე თვე ვიყავით შეყვარებულები. ყველაფერი ძალიან მალე განვითარდა, ორივეს ოჯახმა უკვე ყველაფერი იცოდა და ერთი წლის თავზე გავიპარეთ. სანამ გავიპარებოდით, ჩემთან ხშირად ამოდიოდა, ბოლოს უკვე სახლიდან ვეღარ ვიცილებდი. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, ყველაფერში უნაკლო...

ერთი წელი ვიცხოვრეთ ერთად...“


მამას შვილი ჯარის მკაცრი რეჟიმისთვის არ ემეტებოდა. პირველი შვილი იყო და, ალბათ, იმიტომ, მაგრამ ვანიკო გადაწყვეტილებას არასდროს ცვლიდა... უკვე კონტრაქტზე იყო, რომ დაქორწინდა. ცოლი ჯარის მეგობართან, ვასიკო განჯელაშვილთან მიიყვანა. დაოჯახებიდან ერთი წელიც არ იყო გასული, ერთ წამში ჭერი თავზე დაენგრა. მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა. ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული წყვილის ახლად შექმნილი ოჯახი რუსულმა კასეტურმა ბომბმა დააქცია, ნინო დააქვრივა და ვანიკო ამ ქვეყანას გამოაცალა.

ნინო ბალაშვილი, ვანიკოს მეუღლე: „ბოლოს 7 აგვისტოს ვნახე. სახლში იყო მოსული. ღამე იბანავა და დილით, ჯარში წასასვლელად მოწესრიგდა. უზომოდ სუფთა და მოწესრიგებული ადამიანი იყო. დილით ფეხსაცმლის კრემს ეძებდა, ჩექმა უნდა გავიპრიალოო. საბოლოოდ გამოგვემშვიდობა. ბავშვს საბოლოოდ აკოცა და წავიდა...

გული ძალიან ცუდს მიგრძნობდა და ხელებს ვუკოცნიდი. მაწყნარებდა, ნუ გეშინიაო. წასვლას ჩქარობდა, ბიჭები უკვე იქ არიანო... მებრძოლი იყო, არაფრის შიში არ ჰქონდა... ნაწილში რომ დატოვეს, განიცდიდა, ბძოლის ველზე უნდოდა წასვლა.

ბოლოს, 8 აგვისტოს, ბაზის აფეთქებამდე 15 წუთით ადრე ველაპარაკე. უკვე გასულები ვიყავით გორიდან, დედაჩემის სოფელში წავედით... იმ ღამეს ყარაულში იყო. დილით ცვლა უნდა შეეცვალა...

ტელევიზორით გავიგე, გორის ბაზა ააფეთქესო. ვურეკავდი, მაგრამ უკვე გადატვირთული იყო ხაზები და ვეღარ ვუკავშირდებოდი.

ჩვენ ასეთი ინფორმაცია გვქონდა, რომ ყველა ბიჭი ნაწილიდან გაყვანილი ჰყავდათ, სახლებს იყვნენ შეფარებულები...



ფოტოზე სამი გმირი მეგობარი ივანე კვალიაშვილი მალხაზის ძე 1985-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. ვერხვების დასახლება გორი ქართლიელიკაშვილი ივანე ნუგზარის ძე 1987 - 2008 21 წლის სამაჩაბლო სოფ.ქერე გორი ქართლი და ვასილი  2008 წლის 02 ივლისი 2008 წელი ომამდე ერთი თვიდ ადრე

ქალაქიდან ყველა გასული ვიყავით და მარტო ჩემი მამამთილი არ ტოვებდა გორს, ჩემი შვილი აქ არის და როგორ წამოვიდეო. იმ მომენტში, როცა ბაზა დაბომბეს, მამამთილი გარეთ მდგარა...

ნაწილის ეზოში ყოფილან, სიგარეტს ეწეოდნენ... ჩვეულებრივი საუბარი ჰქონიათ ბიჭებს. ყაზარმაში უნდა ასულიყვნენ. წამებში ჩაიწვა ყველა... რაც მოხდა, ვერავინ წარმოიდგენდა...

ძირითადად, ვინც ნაწილის ეზოში იყვნენ, ისინი დაიღუპნენ. ზოგს ეძინა და ისე წავიდა ამქვეყნიდან, რომ ვერაფერი გაიგო...“

საცეცხლე ჯგუფის მეთაურს ყველგან ეძებდნენ, მაგრამ ვერ პოულობდნენ. ბოლოს მამამისმა მორგში ნახა...

ნინო ბალაშვილი, ვანიკოს მეუღლე: „რომ გითხრათ, რაღაც წინათგრძნობა ჰქონდა-მეთქი – არა, მაგრამ გული ძალიან ცუდს მიგრძნობდა. რაც ერთად ვიყავით, ასეთი უცნაურობა დამჩემდა. დავწვებოდი ხოლმე და უაზროდ ტირილს ვიწყებდი. რომ მეკითხებოდა, რატომ ტირიო, მეშინია-მეთქი, ვეუბნებოდი... ჩვენს მომავალს ვერ ვხედავდი. ვერ წარმომედგინა ჩვენი თავი ერთი წლის მერე, როგორ ვიქნებოდით... ვერ წარმომედგინა, რომ ერთად უნდა გაგვეზარდა შვილი, მომავალს მასთან ერთად ვერ ვხედავდი... თითქოს ვგრძნობდი, რომ ჩვენი ერთად ყოფნა ძალიან ხანმოკლე უნდა ყოფილიყო და მალე უნდა გამქრალიყო ყველაფერი... თვითონ არანაირი წინათგრძნობა არ ჰქონია. მარტო იმას მეკითხებოდა, რომ მომკვდარიყო, როგორ ვიცხოვრებდი. სულ აინტერესებდა, ასეთ შემთხვევაში როგორ მოვიქცეოდი...

ალბათ, მიწასაც განსაკუთრებული ადამიანი უნდა... მიუხედავად იმისა, რომ 22 წლის გახდა, უკვე ჩამოყალიბებული ადამიანი იყო, ყველაფერზე თავისი აზრი ჰქონდა.

ბებიამისი და დედამისი ატენიდან ფეხით ჩამოვიდნენ. ჩვენ ხეობაში, ბოშურში ვიყავით. ღამე დედამთილს დაურეკავს დედაჩემისთვის, ვანიკო აღარ გვყავსო... დღეების ბავშვი მყავდა და ვერავინ მიბედავდა თქმას. ბიძაჩემი და დეიდაჩემი ჩამოვიდნენ თბილისიდან და იმათ მითხრეს შეპარვით. დასაფლავებაზე მივყავდი და ისიც კი არ ვიცოდი, რომ ვანიკო აღარ მყავდა... რატომღაც მეგონა, რომ დაჭრილი იყო და ვამბობდი, დაჭრილს რომ ვიპოვით, თბილისში წავიყვანოთ, იქ ვუმკურნალოთ-მეთქი. ნეტა, სადმე საავადმყოფოში იყოს, ფეხი ჰქონდეს მოტეხილი-მეთქი, მაგრამ...

გორში, ალბათ, სულ რამდენიმე ადამიანიღა იყო დარჩენილი. მთელი ქალაქი დაცლილი იყო. ტყვიები წვიმასავით მოდიოდა... დღეების ბავშვიც თან გვყავდა, რომ ვასაფლავებდით. ისეთი წუთები იყო, რომ მეზობლებიც კი უარს გვეუბნებოდნენ ვანიკოს დასაფლავებაში დახმარებაზე. ყველა თავის საშველად გარბოდა. ვანიკოს სამმა ძმაკაცმა ეკლესიაშიც კი მოასწრო მისი დასვენება და წესის აგება...

როგორც ამბობენ, გულთან ჰქონია ჭრილობა, ხელ-ფეხიც მოტეხილი ჰქონია... მიცვალებული არ მინახავს. უფრო სწორად არ მანახვეს, მამამთილმა მითხრა, როგორიც გახსოვს, სჯობია ისეთივე დაგამახსოვრდესო...


საფლავი მამამ გაუჭრა, სასწრაფო წესით დავასაფლავეთ და თბილისში გამოვიქეცით...“

გმირი, სახელად ვანიკო კვალიაშვილი, ისტორიის ფურცელი გახდა. ბევრი დანარჩენის მსგავსად, მისი სუფთა, ნათელი და სპეტაკი სული რუსულმა სისხლიანმა ხელმა შეიწირა. დრო ყველაფრის მკურნალიაო, ნათქვამია, მაგრამ გაივლის დრო და ამ ყველაფერს მისი ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები ისევ ტკივილით გაიხსენებენ. პატარა ანანო ჯერ ორი წლისაც არ არის. იცის, რომ ჩარჩოში ჩასმული სურათიდან მამა უღიმის. როცა გაიზრდება, მამას მოიკითხავს, ეტყვიან, რომ ის ცაშია და იქიდან უყურებს. მისი ვაჟკაცობის ამბებს დედა სიამაყით მოუყვება...

ნინო ბალაშვილი, ვანიკოს მეუღლე: „სამი დღე ვიწვალე, ბავშვს რომ ვაჩენდი. ყველა ჩემს ფანჯრებს უყურებდა, ყოველ წუთს ელოდებოდნენ, რომ ბავშვი დაიბადებოდა. ანანო რომ დაიბადა, ბებიაქალს ოჯახის წევრებისთვის მიულოცავს. ვანიკოს ტირილი დაუწყია. დედაჩემმა ჰკითხა, რა გატირებს, გოგო რომ დაიბადაო? სიხარულით ვტირი, მამა გავხდიო, უთქვამს... ბიჭი ძალიან უნდოდა, ოცნებობდა, 18 წლის რომ გახდება, მანქანა უნდა ვუყიდოო... ვანიკოს ოცნებას ჩვენს შვილს მე ავუხდენ...

ცხრა დღის იყო, მამა რომ დაეღუპა. ხელში სულ ერთხელ ეჭირა და ერთხელ ეძინა მასთან ერთად. არეულობა რომ დაიწყო, ვინ გამოუშვებდა ჯარიდან? მეც ოთხი დღე საავადმყოფოში ვიწექი. ახლა, რომ ვუფიქრდები, თითქოს სულ რაღაცის მოსწრებას ცდილობდა... რომ ვიმშობიარე, იმ ღამესვე დიდი სუფრა გაშალა და ნათესავები, ახლობლები და ჯარის ბიჭები შეკრიბა. იმ ბიჭებიდან თითქმის ყველა დაიღუპა. მერე საავადმყოფოში გამოიპარა, ბებიაქალისთვის ფული მიუცია და ბავშვი უნახავს. 5 აგვისტოს სამშობიაროდან გამომწერეს. ექვსში ნახა შვილი და შვიდში განგაში გამოცხადდა.

16 წლის გავთხოვდი, 17-ის დავქვრივდი. 19 წლის ვარ. იცით, როგორია მარტოხელა, ქვრივი დედის ცხოვრება? საშინელება. არაფრის იმედი აღარ მაქვს ქვეყანაზე. მარტო ვგრძნობ თავს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ახლობელი მყავს და ყველა გვერდში მიდგას... როდესაც ოცნებობ, რომ შენს მეუღლესთან ერთად უნდა გაზარდო შვილი, ის სიტკბო და სითბო ნახო, რაც არ გინახავს, ძნელია... უმამოდ გავიზარდე და არ მინდოდა, ჩემს შვილსაც გაეგო, რა არის უმამობა. საშინელებაა... როცა გვერდით კაცი გიდგას, დიდი იმედია. ძალიან უიმედოდ ვარ, არაფერი მე აღარ მიხარია... ანანომ გადამატანინა ეს უბედურება. მიუხედავად იმისა, რომ არც ისე დიდი ვარ, მართლა დამთავრდა ჩემთვის ყველაფერი, მაგრამ მე ანანოს ვჭირდები და მისთვის უნდა ვიცოცხლო...“

ითანამშრომლა ლელა განჯელაშვილი დაბ. 1980წელი ომის გმირი ვასილ განჯელაშვილი გივის ძე 1986-2008წწ გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ. სვენეთი გორი ქართლი და


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.08.2020
ბოლო რედაქტირება 15.08.2022
სულ რედაქტირებულია 5





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0