სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
ელგუჯა ინაური ნოდარის ძე 1977-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ერგნეთი გორი ქართლი ელგუჯა ინაური ნოდარის ძე 1977-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ერგნეთი გორი ქართლი ელგუჯა ინაური ნოდარის ძე 1977-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ერგნეთი გორი ქართლი ელგუჯა ინაური ნოდარის ძე 1977-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ერგნეთი გორი ქართლი

1977-2008 წწ. გარდ. 31 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი ინაური სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

7       ბეჭდვა

ელგუჯა ინაური ნოდარის ძე 1977-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ერგნეთი გორი ქართლი

ელგუჯა ინაური ნოდარის ძე სერჟანტი მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.


 მას ამ ქვეყნად დარჩა 2 ბიჭი, სახლის ჩაყრილი საძირკველი და სახელი – გმირის სახელი. ის ელგუჯა ინაურია. გმირებს წარსული დრო არ ესადაგებათ.

ომამდე ერთი წლით ადრე შევიდა ჯარში. 7 აგვისტოს, გამთენიისას, გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა. 8-ში სამაჩაბლოში იბრძოდა, მაგრამ რუსული ბომბი დავალებაზე გამობრუნებულს დაეწია გორში, 9 აგვისტოს, დილით – სატანკო ნაწილის დაბომბვისას... ელგუჯა ინაურმა სულ 31 წელი იცოცხლა...

ერგნეთში გატარებული ბავშვობა. ფათერაკები. თანატოლების აყოლიება.



ბლის ქურდობა თუ შუაზე გადახლეჩილი ფეხი, სადღაც რომ ჩავარდა...

ცელქი იყო, მაგრამ კარგად სწავლობდა და უფროსმა დამ ბოლო კლასებში თბილისში გადმოიყვანა თავისთან. სკოლა ვარკეთილში დაამთავრა. მერე იყო იურიდიული ფაკულტეტი და ჯარი.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სოფელში დაბრუნდა, სადაც ბოლოჟამს ყოველთვის ომი იყო, მაგრამ ხალხი არ დრკებოდა და არც დღეობებს იშლიდა. სწორედ დღეობაზე გაიცნო შორენა მშვენიერაძე – მომავალი მეუღლე. შორენა ძმაკაცის დეიდაშვილი იყო. თანატოლი გოგონა რუსთავიდან, რომელსაც დეიდა ჰყავდა ნიქოზში გათხოვილი, დედულეთიც აქეთ ჰქონდა – დედის მშობლები არკნეთში ცხოვრობდნენ. პაპას იმ წინა ომის დროს ოსებმა კონდახი ჩაარტყეს, სამ თვეში გარდაიცვალა. იმხანად, როცა ელგუჯამ შორენა გაიცნო, შორენას მშობლები სწორედ არკნეთში იყვნენ გადასული  მოხუცი დედის მოსავლელად, მერე დარჩნენ კიდეც, დღესაც იქ არიან. აქეთ ვერ გადმოდიან... მხოლოდ ერთხელ, ისიც ძლივს მოახერხეს გადმოსვლა, რომ შვილისთვის დაქვრივება მიესამძიმრებინათ...


დაქვრივებამდე იყო გაცნობა და ქორწილი სამ თვეში.

ქორწილს სექტემბერში აპირებდნენ და მაისში იქორწინეს. აჩქარებას თურმე იმანაც შეუწყო ხელი, რომ არკნეთში სიარული არ მოსწონდა – ოსების მიმართ მთლად კარგად არ იყო განწყობილი... გასაგები მიზეზების გამო...

`ისეთი პიროვნება იყო, დიდი დრო არ უნდოდა იმის მიხვედრას, რომ კარგი ადამიანი იყო... 21 წლისები ვიყავით... მახსოვს, თავსხმა წვიმაში მოვიდა ხელის სათხოვნელად, არ ველოდებოდი, ორი დღის წინ მნახა... ხელი სთხოვა მამაჩემს და გავყევი...“ – ყვება შორენა. სიყვარულში გაუმართლა, კარიერა კი ვერა და ვერ აიწყო. არათუ კარიერა, სამსახურიც კი ვერ იშოვა ვერასდიდებით. ამიტომაც დასახლდა სოფელში, ხეხილი ჩაყარა, ნაკვეთებს უვლიდა, ცალკე მიწაზე მუშაობდა, ცალკე კი ბენზინის მანქანა ჰქონდა ნაქირავები. მერე, ბაზრობის მოშლის შემდეგ, მხოლოდ მიწასთან ჭიდაობით ინახავდა მრავალსულიან ოჯახს. ზრდიდა ორ ბიჭს – ნოდარსა და ნიკოლოზს.


მოგვიანებით ჯარში შევიდა, გორის ჯავშანსატანკო ბატალიონში მსახურობდა, თავიდან კაპრალი იყო, ომამდე დააწინაურეს, ათმეთაურად, ეკიპაჟის უფროსი იყო...

მშობლების აშენებული სახლი პატარა იყო, თან ბიჭები ეზრდებოდა და ახალი სახლის მშენებლობა წამოიწყო. აგვისტოს დასაწყისში ერთკვირიანი შვებულება აიღო – საძირკველი ჩაყარა, სარდაფს თხრიდა. შორენა იხსენებს, რომ ჩქარობდა, თითქოს მოსწრება უნდოდა... 7 აგვისტოს შვებულებიდან უნდა გასულიყო, ამიტომ 6 აგვისტოს, ინათა თუ არა, ბიჭები წამოყარა, სათევზაოდ წავიდეთო, გახარებული ბიჭები ფრენა-ფრენით გაჰყვნენ მამას ლიახვზე...

„მთელი დღე ლიახვზე გაატარეს, ბავშვები დღემდე ამ დღეს იხსენებენ...“ – ყვება თვალცრემლიანი შორენა. იმ საღამოს კი... უკვე განგაში გამოცხადდა. შუაღამისას გუჯაც გამოიძახეს. სახლიდან ღამის 4 საათზე გავიდა.

შორენა მშვენიერაძე: „ისეთი ნელი ნაბიჯებით მიდიოდა... სანამ თვალს მოეფარა, ერთი 15-ჯერ მოიხედა უკან, ალბათ, გრძნობდა... ამის შემდეგ აღარ მინახავს... დილით სანთელი დავანთე ხატებთან, გამოვედი, იმდენად არეული ვიყავი, დამავიწყდა, სანთელი რომ ჩაიწვა, უცნაურად მოეკიდა მარტო გუჯას ჯვარსა და მაცხოვრის ხატს და ჩაქრა. იქვე ღვთისმშობლის ხატი იყო, იმას არ წაჰკიდებია, არც ფარდებს... დედამთილმა რომ ნახა, ენიშნა, ჩვენს თავს რაღაცა ცუდი ხდებაო... იმ დილითვე მელაპარაკა, დაწყნარდა, იცოდა, რომ მოვდიოდი და ბავშვები მომყავდა, მაგრამ საღამომდე ვერაფრით ვერ გამოვედი ერგნეთიდან. შუადღეს უჩვეულო სიჩუმე ჩამოვარდა, 4-ის შემდეგ საშინელი სროლები დაიწყო, დედამთილ-მამამთილმა გამომაცილეს, თვითონ არ წამოვიდნენ... გუჯა რვაში უკვე კონფლიქტის ზონაში იყო, მთელი დღის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებების ადგილას იყვნენ, შემდეგ უფროსმა გორში გამოაბრუნა დავალებით, „ბეტეერი“ უნდა შეეკეთებინათ და 9-ში დილით უნდა დაბრუნებულიყვნენ... 8 აგვისტოს ველაპარაკე კიდეც... 9-ში, დილით, სადღაც ათის ნახევარზე, უკვე ის-ის იყო, უნდა გასულიყვნენ. სატანკო ნაწილის გადმოსწვრივ იდგნენ, ნაწილი რომ დაიბომბა... გუჯა ეკიპაჟის დანარჩენ ბიჭებთან ერთად დაიღუპა. მათ გარდა კიდევ 4 ბიჭი იმსხვერპლა ამ დაბომბვამ, ნაწილში, სასადილოში მყოფი 17-18 ბიჭიც დაიღუპა... რომ გამოცხადდა, სატანკო ნაწილი დაიბომბაო, მოსვენება დავკარგე. გუჯას დაღუპვა 10 აგვისტოს გამაგებინეს, როცა უკვე დაკრძალული იყო... მე რუსთავში ჩემს ძმასთან ვიყავი, ბავშვებთან ერთად, საშინელი სიტუაცია იყო, სოფელი იცლებოდა, მაგრამ, რომ გაიგეს, გუჯას მოასვენებენო, დარჩნენ, დაელოდნენ, დაკრძალეს და დაიცალა სოფელი... ჩემმა დედამთილ-მამამთილმა არ დატოვეს სოფელი. ომის დამთავრებიდან ერთი კვირის შემდეგ, ნიღბიანი მაროდიორები ჩემს დედამთილს მიუცვივდნენ. გაგებული ჰქონდათ, რომ ჯარისკაცი დაიღუპა. ჩემმა დედამთილმა ფორმა გადამალა, მაგრამ ჯარისკაცის მაისურები ნახეს კარადაში, დაგლიჯეს, საქართველოს დროშებთან ერთად, გაძარცვეს სახლი, კედლებს ნატყვიარები დღესაც ატყვია. მადლობა ღმერთს, არ გადაგვიწვეს სახლი, გაამწარეს საწყალი ქალი.

ორმოცზე ჩავედი, რუსები ჯერაც კარალეთში იდგნენ, ბავშვები ვერ ჩავიყვანე, საშიში იყო, ვერც შავები ჩავიცვი, სოფელში ვინც იყო მობრუნებული, შენდობა ვათქმევინეთ... ბიჭები 7 და 8 წლისანი არიან, ძალიან უყვარდათ მამა, პატარა სულ უკან დაჰყვებოდა, სამსახურიდან რომ მოვიდოდა. მეგონა, უფრო რთულად გადაიტანდნენ, მაგრამ ყოველდღე რომ ვუხსენებ, ასე იყო, ისე იყო, მამა ასე არ გააკეთებდა, მამა ასე გეტყოდა, ისე გეტყოდა... მხნედ არიან, გვერდით ეგულებათ თითქოს, უბრალოდ, მივლინებაშია... არა, იციან, რომ მამა ზეცაშია, მაგრამ გრძნობენ, რომ უყურებთ და ცუდად მოქცევას ერიდებიან, ცდილობენ, კარგად მოიქცნენ...“

„ძალიან ბევრი რამ დამრჩა სამახსოვროდ, ჩემი გულიდან არ ამოირეცხება არასოდეს... განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა. ყველანაირად ვუგებდით ერთმანეთს, ძალიან მძიმე პერიოდები გადაგვიტანია ერთად.

ბევრი კარგი რამ მაქვს გასახსენებელი, ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი, მაგრამ... მყუდრო ოჯახი გვქონდა...“


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.08.2020
ბოლო რედაქტირება 16.08.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 02.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0