სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
გიორგი წიქარიშვილი ზაზას ძე 1988-08წწ. გარდ. სამაჩბლოში დაბ. ხაშური ქართლი გიორგი წიქარიშვილი ზაზას ძე 1988-08წწ. გარდ. სამაჩბლოში დაბ. ხაშური ქართლი გიორგი წიქარიშვილი ზაზას ძე 1988-08წწ. გარდ. სამაჩბლოში დაბ. ხაშური ქართლი

1988-2008 წწ. გარდ. 20 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი წიქარიშვილი სია

ხაშური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

13       ბეჭდვა

გიორგი წიქარიშვილი ზაზას ძე 1988-08წწ. გარდ. სამაჩბლოში დაბ. ხაშური ქართლი

გიორგი წიქარიშვილი ზაზას ძე კაპრალი  1988 წელის 30 აგვისტოს ხაშურში დაიბადა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.


 9 აგვისტოს ცხინვალთან 19 წლის გიორგიმ უკანასკნელად იბძროლა. თანამებრძოლები წიქარას ეძახდნენ. ტანკების უკან მდგარან, როცა რუსულ ავიაციას მათი მძიმე ტექნიკა დაუბომბავს და ერთი სერჟანტი დაუჭრია. მძიმედ დაჭრილ სერჟანტს ბიჭების მიხედვა გიორგისთვის უთხოვია. წიქარას ავტომატი ხელში აუღია და ბიჭებისთვის შეუძახია, მომყევითო. ალმოდებულ ტანკებს შორის წინ გაჭრილა, მის უკან ვინც იყო, ყველა გადარჩა, თავად გიორგი კი ცეცხლიდან აღარ გამოსულა. სამშობლოსთვის ბრძოლაში დაეცა 19 წლის გმირი, რომელსაც აგვისტოში ქორწილი უნდა ჰქონოდა.


2008 წლის ზაფხული გიორგის ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი და დასამახსოვრებელი უნდა ყოფილიყო...

მარინა ბარბაქაძე, დედა: „30 მაისს ცოლი მოიყვანა და ქორწილის გადახდას 30 აგვისტოს აპირებდა. 6-ში დაგვირეკა და გვითხრა, ამ შაბათ-კვირას ვერ ჩამოვალო, შემდეგ მეუღლეს ელაპარაკა და ქორწილის ამბები დაგეგმა.


38 წლის დედა ვარ, ბიჭების მშობლებში ყველაზე ახალგაზრდა... დედები მეუბნებიან, ვაჟკაცურად გიჭირავს თავიო. არ ვიცი, ალბათ, ჯარისკაცის სული გადმოვიდა ჩემში. მიმაჩნია, რომ იმ დაღუპული ჯარისკაცების უკვდავსაყოფად ღირს ცხოვრება. ძალიან მინდა ჯარში წასვლა, მაგრამ, როგორც გიორგის დედა, არ მიმიღეს, შენ გმირი შვილი გაზარდე და ჩათვალე, რომ ახლა მთელი ჯარი შენ გეკუთვნისო...“

გიორგი 1988 წელის 30 აგვისტოს ხაშურში დაიბადა. 18 წლისა უკვე ჯარისკაცი იყო.

დედა: „16 წლის ვიყავი, გიორგი რომ მეყოლა. ჩემი პირველი შვილი იყო. თითქმის ერთად გავიზარდეთ მე და ჩემი შვილები. გიორგი თავის ასაკთან შედარებით სერიოზული იყო.


სანამ მოწვევა მოუვიდოდა, თვითონ გამოცხადდა კომისარიატში. ჯარის ცხოვრება ძალიან მოსწონდა. ერთი წელი იყო სავალდებულოში. 2007 წლის 25 ივნისს მოაწერა ხელი კონტრაქტს. ვაზიანში 42-ე ბატალიონში მსახურობდა.

ბოლოს სახლიდან 4 აგვისტოს, დილაუთენია გავიდა. ძილბურანში ვიყავი, როცა გიორგის ხმა მომესმა: „აბა, ჰე, კარგად იყავითო“ . ჩემს რძალსაც ვკითხე, ბოლოს რა გითხრა-მეთქი? ასე მითხრა, ერაყში ისე არ წავალ, თუ ბიჭი არ მეყოლებაო. ეს იყო ორშაბათი დილა, 4 აგვისტო, ვაზიანიდან 6-ში წაიყვანეს. ბოლოს 8-ში ველაპარაკეთ, დედა ვარ და მაინც ვუთხარი, რომ, თუ რამე ხდება ისეთი, ერთი ნაბიჯით უკან დაიხიე-მეთქი, გაბრაზდა და მითხრა: შენ ასეთი ლაპარაკი არ გეკადრება, მე ათი ნაბიჯით წინ თუ არ წავედი, ჩემს ძმებს რა პასუხი გავცეო?!“

გიორგის მოძებნა დეენემის ანალიზის შემდეგად გახდა შესაძლებელი, ის მუხათგვერდის სასაფლაოზე 25-ე ნომრად იყო დაკრძალული. დედას მისი გადმოსვენება არც უფიქრია, გმირები ერთად არიან და მისი ადგილიც იქ არისო, ამბობს. გმირის აღმზრდელ დედას შვილის აყვანა აქვს განზრახული, რომ სამშობლოს კიდევ ერთი ვაჟკაცი აღუზარდოს...

„ძალიან რთულია მის გარეშე ცხოვრება, დიდია ეს ტკივილი, თუმცა არც ის სიყვარული და სიამაყეა მცირედი, რომელიც გიორგიმ 19-წლიანი ცხოვრებით დამიტოვა. ღირს ცხოვრება, თუნდაც ამ ბიჭების სახელზე... აუცილებლად ავიყვან შვილს და მჯერა, ამ შვილსაც ღმერთი გამომიგზავნის“.



ითანამშრომლა და ინფორმაცია მოგვაწოდა მიხეილ ნუგზაქრის ძე ბარბაქაძე დაბ. 1967წ. ვეტერანი წარმ. ხაშური


სრული 60 მებრძოლის სია მასალა აღებულია წიგნიდან ისინი იბრძოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის  გამოცემა 2003 წელი წიგნზე იმუშავეს გოგა ხაჩიძე, შერაზადიშვილი  გადადი ლინკზე



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.08.2020
ბოლო რედაქტირება 24.08.2022
სულ რედაქტირებულია 2





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0