სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
ანგია ბოჭორიშვილი 1902-1982წწ  აკადემიკოსი ფილოსოფოსი დაბ. სოფ. ლახამულა, მესტია, სვანეთი.

1902-1982 წწ. გარდ. 80 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი ბოჭორიშვილი სია

მესტია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

36       ბეჭდვა

ანგია ბოჭორიშვილი 1902-1982წწ აკადემიკოსი ფილოსოფოსი დაბ. სოფ. ლახამულა, მესტია, სვანეთი.

ანგია თადეოზის ძე ბოჭორიშვილი (დ. 16 დეკემბერი1902, სოფ. ლახამულამესტიის მუნიციპალიტეტი ― გ. 15 აპრილი1982თბილისი)  ანგია ბოჭორიშვილი (1902-1982) - ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი, ფილოსიფიური ანთროპოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.


1925 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი. იმავე წლიდან დაიწყო სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა დიმიტრი უზნაძის, შალვა ნუცუბიძის, სერგი დანელიას, სოფიო წერეთლის ხელმძღვანელობით. ითვლებოდა ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებლის, აკადემიკოს დიმიტრი უზნაძის ერთ-ერთ უახლოეს მოწაფედ. 1933 წელს მიწვეულ იქნა დოცენტად ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში (ამჟამად ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), სადაც 1942-1955 წლებში განაგებდა მისივე თაოსნობით დაარსებულ ფსიქოლოგიის კათედრას. 1955-1957 წლებში ბოჭორიშვილი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, 1957-1960 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, 1960-1968 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების პერიოდული სამეცნიერო ჟურნალის „მოამბე“ (1964 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის „მაცნე“ ფსიქოლოგიის სერია) მთავარი რედაქტორი. 1959 იგი არჩეულ იქნა საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარედ და ამ საზოგადოებას განაგებდა 1964 წლამდე.


1960-1962 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ფსიქოლოგიის ისტორიის განყოფილების, ხოლო 1962-1967 წლებში ფილოსოფიის ინსტიტუტის ბუნებისმეტყველების ფილოსოფიის განყოფილების გამგე. 1967 წლიდან განაგებდა ამავე ინსტიტუტის მის მიერვე დაფუძნებულ ფილოსოფიური ანთროპოლოგიის განყოფილებას. 1973 წლიდან გარდაცვალებამდე იგი იყო საქართველოს ფილოსოფოსთა საზოგადოების თავმჯდომარე. ბოჭორიშვილის კვლევა-ძიების ძირითადი სფეროა ფსიქოლოგიის ფილოსოფიური პრობლემები, ფსიქოლოგიის მეთოდოლოგია, პედაგოგიკის ფსიქოლოგიური საფუძვლები, ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ისტორია, ენის ფილოსოფია, ესთეტიკა, ანთროპოლოგია. მან სამეცნიერო მიმოქცევაში შეიტანა ახალი ცნება, — „ფსიქოლოგიზმი ფსიქოლოგიაში“. იგი იყო არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო ფორუმის მონაწილე და ორგანიზატორი. არჩეული იყო უცხოეთის რამდენიმე სამეცნიერო საზოგადოების საპატიო წევრად.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 13.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0