სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
ლევანი მიდელაშვილი 1988-08წწ გარდ. სამაჩბლოში დაბ. სოფ. მიდელაანი ახალგორი სამაჩბლო ლევანი მიდელაშვილი 1988-08წწ გარდ. სამაჩბლოში დაბ. სოფ. მიდელაანი ახალგორი სამაჩბლო ლევანი მიდელაშვილი 1988-08წწ გარდ. სამაჩბლოში დაბ. სოფ. მიდელაანი ახალგორი სამაჩბლო

1988-2008 წწ. გარდ. 20 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი მიდელაშვილი სია

ახალგორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

9       ბეჭდვა

ლევანი მიდელაშვილი 1988-08წწ გარდ. სამაჩბლოში დაბ. სოფ. მიდელაანი ახალგორი სამაჩბლო

ლევანი მიდელაშვილი ავთანდილის ძე  კაპრალი მედალი მხედრული მამაცობის, 2008 წ


 იმ საღამოს, ომი რომ დაიწყო და განგაში გამოცხადდა, შინ იყო. როცა ნაწილიდან ურეკავდნენ, ტელეფონზე საუბრობდა და დაკავშირება ვერ მოახერხეს. შემდეგ ძმაკაცმა დაურეკა მის ძმას, განგაშია, გვიბარებენო. სასწრაფოდ დაუკავშირდა ნაწილში დარჩენილ მეგობარს. „ცხინვალში მივყავართ, ძმურად, გთხოვ, ნუ წამოხვალ, გასული ხარ ნაწილიდან, გაერიდე სიტუაციას“, – ძმაკაცის ამ სიტყვებმა წყობიდან გამოიყვანა, მაგ კაცად მიცნობ, რომ არ წამოვიდეო?


ჩაიცვა და გავარდა ომში...

მართლა ღიმილის ბიჭი იყო, ოცი არ გადაეხადა... მხოლოდ სექტემბერში შეუსრულდა ოცი წელი, როცა უკვე ამ ქვეყნად აღარ იყო.

ლევან მიდელაშვილი – ახალგორის რაიონის სოფელ მიდელაანში დაბადებულ-გაზრდილი, გულანთებული ბიჭი.

მასზე ერთი წლით უმცროსი ძმა იხსენებს, რომ ლევანს ხშირად უთქვამს მისთვის: „ვიცი, ისე არ მორჩება კონტრაქტი, ომი არ იყოსო, მაგრამ სურვილი ჰქონდა, ჯარი მოსწონდა. ბავშვობიდან უყვარდა იარაღი, ჯარი და ბავშვობაში ერთი სული ჰქონდა, სულ ოცნებობდა, 18 წლის როდის გავხდები, ჯარში რომ წავიდეო“.


მთაში გაზრდილ ბიჭს ნადირობა და იარაღი იზიდავდა. არადა, მამამისს არც იარაღი ჰყვარებია და არც სანადიროდ დადიოდა. ძველმა გენებმა იჩინა თავი. 14 წლის გახდა თუ არა, სოფლის ბიჭებთან ერთად, მთაში სანადიროდ სიარული დაიწყო და როგორც ძმა იხსენებს, შინ არცთუ იშვიათად მიუტანია ნანადირევი – დათვი, ჯიხვი, გარეული თხა...

ძმა: „ხალისიანი, სიცოცხლითა და იუმორით სავსე ბიჭი იყო. დაუზარელი. შინაც ეხმარებოდა მშობლებს საქონლის მოვლა-შენახვაში. მეგობრები უყვარდა ძალიან და გართობაც მათთან ერთად. “


ამასობაში ბავშვობამაც გაიქროლა, სკოლა დაამთავრა. 18 წლის გახდა თუ არა, ჯარში გაიწვიეს, ფოთში მსახურობდა, 10 თვის შემდეგ კი თავად მოაწერა ხელი კონტრაქტს, გაიარა კარანტინი და 2007 წლის აგვისტოში მეოთხე ბრიგადაში, 41-ე ბატალიონში ჩაირიცხა. სულ ერთი წელი იმსახურა ვაზიანში. მერე ომიც დაიწყო.

ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე შეყვარებულს დაშორებია.

„შეყვარებული ჰყავდა, 3-4 წელი უყვარდა, მაგრამ ომამდე თვეების წინ უთანხმოება მოუვიდათ და თვითონ დაშორდა, თორემ ორივეს უყვარდათ ერთმანეთი. ომამდე გათხოვდა ის გოგო...“

ძმა სევდიანად იხსენებს იმ დღეს, როცა ბოლოს ნახა ომში მიმავალი ძმა.

ვაჟა მიდელაშვილი, ძმა: „ძალიან მოსწონდა ჯარი. ყველაფერი მოსწონდა, ფიზიკური დატვირთვაც, ვარჯიშიც, იარაღიც... ყველაფერს გულმოდგინედ სწავლობდა. საღამოობით ნაწილიდან გამოდიოდა, შინ მოდიოდა, მაშინ მე და ის თბილისში დეიდაშვილთან ვცხოვრობდით თემქაზე. დაღლილი მოდიოდა ხოლმე... მეც მინდოდა ჯარში წასვლა.

ამბობდა: ხომ ასეთი წვალება გვაქვს, ასეთი რეჟიმი, მაგრამ არ შემიძლია უჯაროდო, კონტრაქტს რომ მოვრჩები, ვერ წარმომიდგენია, როგორ დავანებებ ჯარს თავსო. არ შემიძლია, თავი გავანებოო. 6 აგვისტოსაც მოვიდა საღამოს სახლში, 7 აგვისტო რომ დაიწყო, ღამის 2-ის 15 წუთი იქნებოდა, გამოიძახეს. ძმაკაცმა მე დამირეკა, განგაშია, შეატყობინეო, ალბათ, ნაწილიდან ურეკავდნენ, მაგრამ იმ დროს ტელეფონზე საუბრობდა და ვერ დაუკავშირდნენ. ვინც დაურეკა, ის ჯარისკაციც შინ იყო ლევანივით გამოსული. ვუთხარი, განგაშია-მეთქი. სასწრაფოდ გადაურეკა ნაწილში მყოფ ძმაკაცს. იმ ბიჭმა სთხოვა, ნუ წამოხვალო. გაბრაზდა, თავი გაიგიჟა. ჩაიცვა. წავიდა. ბოლოს მაშინ ვნახე... ნაწილში მისვლისთანავე გამორთო ტელეფონი, თან არ წაუღია, ვერანაირად ვეღარ ვუკავშირდებოდი, აღარანაირი კონტაქტი არ მქონია მასთან. ერთადერთი გზაღა დამრჩა, რესპუბლიკურსა და ღუდუშაურში დავდიოდი, იქ ველოდებოდი ხოლმე, დაჭრილები რომ ჩამოჰყავდათ... ცხრა აგვისტოს, ღამით, ღუდუშაურის კლინიკაში მისი ძმაკაცი ვნახე, დაჭრილი იყო.

იმას ვკითხე ლევანის ამბავი: დღეს, ორის ნახევრამდე, ერთად ვიბრძოდით ცხინვალშიო. ტრასაზე ყოფილან ჩაწოლილები, მერე ამ ბიჭისთვის მეთაურს კორპუსში იარაღის შეტანა უბრძანებია, შესულა ეს ბიჭი, ლევანი გარეთ დარჩენილა, სხვა ბიჭებთან ერთად. შესულა თუ არა ეს ბიჭი კორპუსში, სროლები განახლებულა და იქიდან 6 საათი ვეღარ გამოსულა, იქ იბრძოდა და დაჭრილი გამოუყვანიათ იქიდან. რომ გამოსულა, ლევანი ვეღარ უნახავს. ასმეთაურიც იგივეს მეუბნება: 9 აგვისტოს პირველ საათამდე ერთად ვიბრძოდითო.

ლევანი არ ჩანდა, იმედს არ ვკარგავდით, რომ ცოცხალი იყო, ტყვედ გვეგონა ჩავარდნილი, დეენემი ჩავაბარეთ, დეკემბერში პასუხი მოგვივიდა.

არავინაა მნახველი, რა ვითარებაში დაიღუპა ჩემი ძმა. ბევრი დაიღუპა მისი ოცეულიდან, ვისთანაც ძმაკაცობდა, ამბის გამომტანიც არავინ იყო. ამდენი ხნის განმავლობაში ყველას ვეკითხებოდი, ვერაფერი გავიგე... გადარჩენილი ძმაკაცი მიყვებოდა, რომ ლევანი ბრძოლის წესების დაცვით იბრძოდა. რვაში, გვიან, მათი ნაწილი ცხინვალიდან გამოუყვანიათ, გორს გამოუცილებიათ, რომელიღაც სოფელში დაუბანაკებიათ, უჭმევიათ. ის ბიჭი მიყვებოდა, ცოტა დავისვენეთ, კარდონები გავშალეთ, გვერდიგვერდ გვეძინა. დილით, ცხრა რომ გათენდა, ისევ ცხინვალში შეგვაბრუნესო...“

შებრუნდა ცხინვალში. იქ, სადაც ელოდა ბედისწერა და მარადიული სტატუსი – სამშობლოსთვის თავდადებული გმირი!

მალე კი მტერი მის მშობლიურ სოფელშიც შევიდა, ოჯახს – მშობლებსა და ათიოდე წლის დაიკოს აყრა მოუწიათ, ჯერ დიღომში იყვნენ შესახლებულები, ახლა წეროვანში ცხოვრობს გმირის ოჯახი... იმ იმედით, რომ მტერი დიდხანს ვერ იბოგინებს მათ სახლ-კარში, იმ არემარეში, სადაც ლევანს მთელი ცხოვრება აქვს გატარებული. მერე რა, რომ ეს მთელი ცხოვრება ლამის მხოლოდ ბავშვობაა. ის მხოლოდ 19 წლის ბიჭი იყო...



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.08.2020
ბოლო რედაქტირება 26.08.2022
სულ რედაქტირებულია 6





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0