სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
 იოსებ ბეჟუაშვილი მიხეილის ძე 1987-08წწ. გარდ. სამაჩბლოში დაბ. სოფ. აღაიანი კასპი ქართლი  იოსებ ბეჟუაშვილი მიხეილის ძე 1987-08წწ. გარდ. სამაჩბლოში დაბ. სოფ. აღაიანი კასპი ქართლი

1987-2008 წწ. გარდ. 21 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი ბეჟუაშვილი სია

კასპი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

356       ბეჭდვა

იოსებ ბეჟუაშვილი მიხეილის ძე 1987-08წწ. გარდ. სამაჩბლოში დაბ. სოფ. აღაიანი კასპი ქართლი

 იოსებ ბეჟუაშვილი მიხეილის ძე კაპრალი ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.


 მე ვარ ქართველი და მაშასადამე მე ვარ ოპტიმისტი, რადგან ჭეშმარიტი ქართველი ყოველთვის იყო, არის და იქნება, ბუნებით ოპტიმისტი.

„ქართველს რომ მომავლის იმედი არ ჰქონოდა, აქამდე ვერ მოვიდოდა. ნათქვამია, აღმართს დაღმართი მოსდევსო და პირიქით. რეალურად ასეცაა, საქართველო მრავალგზის აყვავდა და მრავალჯერ დაინგრა. დღესაც დანგრეულიდან იწყებს შენებას საქართველო, ანუ შეუდგა აღმასვლას. იმედი მაქვს, საქართველო სულ მალე იქნება მსოფლიოს თვალი, თავისი კულტურით, სილამაზითა და სიძლიერით. საქართველოს აღმასვლასა და გაძლიერებას სჭირდება თითოეული ჩვენგანის დაუღალავი შრომა და გვერდში დგომა. სამშობლოს ტკივილი თითოეული ჩვენგანის ტკივილი უნდა იყოს. მისი სიხარული – ჩვენი სიხარული.



ამას, რაც მალე შეიგნებს და გაითავისებს თითოეული ქართველი, მით მალე მიაღწევს ქართველი ხალხი და საქართველო იმ დასახულ მიზანს, რასაც სიძლიერე და მსოფლიოს მხრიდან მხარდაჭერა და პატივისცემა ჰქვია“, – ეს სტრიქონები, რომელიმე მწერლის ან პოლიტიკური ლიდერის გამოსვლიდან ამონარიდი არ გეგონოთ. ის იმ 20 წლის ჭაბუკს ეკუთვნის, რომელმაც სიტყვა საქმედ აქცია და საკუთარი სიცოცხლე ზვარაკად შესწირა სამშობლოს – სოსო ბეჟუაშვილი გმირულად დაეცა ცხინვალში, 8 აგვისტოს.

მის მშობლებს 2 ვაჟი ჰყავდათ და ორივე ომში იბრძოდა. ორივე მეოთხე ბრიგადაში მსახურობდა, სოსო – 42-ე ბატალიონში, მასზე 2 წლით უმცროსი გიორგი – 43-ე ბატალიონში.

სოსო დაიღუპა. გიორგი ომიდან დაბრუნდა.

დედამ არ იცოდა შვილის სიკვდილის ამბავი. საავადმყოფოებში დაეძებდა დაჭრილებში. არც გიორგის უთხრეს ბრძოლის ველზე ძმის დაღუპვის ამბავი. სოფელმა კი უკვე იცოდა, რომ სოსო ამქვეყნად აღარ იყო. მაგრამ ვერავინ ბედავდა, ეს ამბავი დედისთვის ეთქვა.

ომიდან დაბრუნებულ ძმას უთხრა თავისმა მეთაურმა. შემდეგ და ძმას მოუწია ძმის სიკვდილის ამბის მაცნედ დედასთან მისვლა...

სოსო ბეჟუაშვილი კასპის რაიონში, სოფელ აღაიანში დაიბადა და გაიზარდა.

ლილი ბეჟუაშვილი, დედა: „ყოველთვის მაკვირვებდა თავისი ქცევებით. ძალიან წყნარი, ძალიან კეთილი, ბეჯითი და ზრდილობიანი იყო. გამოირჩეოდა თანატოლებში. ძალიან მოწადინებული იყო, ესწავლა. მასწავლებლები კმაყოფილები იყვნენ. სკოლა ისე დაამთავრა, ერთხელ საყვედური არ უთქვამთ ჩემთვის პედაგოგებს. მთლად ფრიადებზე არა, მაგრამ კარგად სწავლობდა, საშუალოდ. ძალიან შრომისმოყვარე ბავშვი იყო, თავიდანვე გვერდში მედგა, როგორც მე ვშრომობდი, ისიც ისე შრომობდა. რომ ხედავდა, ოჯახს უჭირდა და შემოსავალი არ გვქონდა, რაც შეეძლო, ყველაფერს აკეთებდა. ვერც გაიგებდი, რა სწყინდა, არასოდეს იმჩნევდა. იმდენად მორიდებული ბავშვი იყო, ლაპარაკის დროს, თვალებშიც ვერ გიყურებდა. უწყინარი ბიჭი იყო. თევზაობა უყვარდა. შეეძლო, მთელი დღე მდინარეზე გაეტარებინა. ჩვენს სოფელში წმინდა ნინოს ეკლესიაა და ძალიან უყვარდა იქ ასვლა, ღმერთი სწამდა...“

სოსო მეცხრე კლასში იყო, პირველი და უკანასკნელი სიყვარული რომ ეწვია...

დედა: „ჩვენთან, სოფელში გაიცნო გოგონა. ის გოგონა გორის რაიონიდანაა. მისი და არის გათხოვილი ჩვენს სოფელში. სექტემბერში ერაყში მიდიოდნენ და იქიდან რომ დაბრუნდებოდა, უნდა დაოჯახებულიყო. მაგრამ არ დასცალდა... სიყვარულისას გულჩახვეული არ გამხდარა, პირიქით, ლაღად, მთელი გატაცებით უყვარდა. მანამდე შინ ჯდომა და წიგნების კითხვა ერჩია ხოლმე და მერე, შეყვარებულმა დაიწყო გარეთ სიარული. გორშიც ხვდებოდა იმ გოგონას, თბილისშიც.

სკოლა რომ დაამთავრა, უნდოდა, სწავლა გაეგრძელებინა. თავდაცვის აკადემიაში უნდოდა ჩაბარება, მაგრამ, ბედად, იმ წელს მიღება არ იყო.

სხვაგან საბუთების შეტანის დროც აღარ დარჩა. ღვინის ქარხანაში ვმუშაობ და იქ წავიყვანე სამუშაოდ. სხვათა შორის, ძალიან ემადლიერებოდა დირექცია. შრომისმოყვარე და დაუზარელი იყო. საქმეს რომ დაიწყებდა, არასოდეს უღალატებდა, თავს დადებდა და მაინც გააკეთებდა. ძალიან დიდი სიყვარული დაიმსახურა. რომ ჩაიხედა ღვინის ტექნოლოგიაში, მეორე წელს ეროვნულ გამოცდებზე რომ გავიდა, ეს პროფესია ჰქონდა არჩეული. გავიდა გამოცდებზე, მაგრამ ქულები არ ეყო, დარჩა გარეთ. სავალდებულოში გამოიძახეს. წავიდა. ვეუბნებოდი, სავალდებულოს რომ მოიხდი, ვეცდები, ყველანაირად ხელი შეგიწყო, მოგამზადო და ჩაგაბარებინო-მეთქი. მაგრამ მერე გადაწყვიტა, რომ კონტრაქტით დარჩენილიყო ჯარში.

მე პირადად არ მინდოდა, მაგრამ თვითონ იყო ოპტიმისტი, სამშობლო უყვარდა თავდავიწყებით. სამშობლოს ვის გავატან, სოხუმამდე ვივლიო, იცოდა თქმა. 6 თვე ცხინვალში იყვნენ სამშვიდობო მისიით. მაისში გამოვიდნენ. როტაცია შეეხოთ. თან გაცივდა, ოპერაცია გაიკეთა. არც გამაგებინა, ისე. ცოტა ხანს სახლში იყო. ივლისში ისევ დაბრუნდა ნაწილში.

გიორგიც წავიდა ჯარში. გაიწვიეს, მაგრამ პატიმრების ყარაულობა არ მინდა, ნამდვილ ჯარში

მინდაო და კონტრაქტით წავიდა. სოსო სოფელში იყო ჩამოსული. 4 აგვისტოს წავიდა ნაწილში და მას მერე აღარც მინახავს, ვეღარც დავეკონტაქტე. გიორგი შინ იყო. 7 აგვისტოს გამოიძახეს და წავიდა. გიორგისთან ვახერხებდი ხოლმე დაკონტაქტებას. სოსოს 8 აგვისტოს, დილით, დაურეკია თავის შეყვარებულთან, კარგად ვარო.

10-11 საათზე ხდება უკვე ეს უბედურება. ყველა სხვადასხვანაირად ყვება.

ზოგი ამბობს, ბენზინის ცისტერნა აფეთქდაო, ზოგი ამბობს, ბენზინგასამართი სადგური იყოო. პირველი დაბომბვა რომ დაიწყო, მაშინ დაიღუპა. დეენემით დადგინდა, რომ სოსო ნოემბერში გადმოსვენებულ ბიჭებს შორის იყო. 3 იანვარს მოგვივიდა დეენემის პასუხი. გადავასვენეთ სოფელში...“

ასე ჩაქრა ერთი ალალი ბიჭის სიცოცხლე მტერთან ომში...



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.08.2020
ბოლო რედაქტირება 26.08.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 10.12.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0