სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10595

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
ლეონიდე კალისტრატეს ძე გაბუნია 1920-2001წწ პალეონტოლოგი, აკადემიკოსი. ირკუტსკი, რუსეთი ლეონიდე კალისტრატეს ძე გაბუნია 1920-2001წწ პალეონტოლოგი, აკადემიკოსი. ირკუტსკი, რუსეთი

1920-2001 წწ. გარდ. 81 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი გაბუნია სია

რუსეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

41       ბეჭდვა

ლეონიდე კალისტრატეს ძე გაბუნია 1920-2001წწ პალეონტოლოგი, აკადემიკოსი. ირკუტსკი, რუსეთი

ლეონიდე კალისტრატეს ძე გაბუნია (დ. 13 სექტემბერი1920ირკუტსკი, — გ. 8 მაისი2001თბილისი)


დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1943 წელს.

1947–1950წწ. მუშაობდა გეოლოგიისა და მინერალოგიის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, 1957-1976წწ.


 პალეობიოლოგიის ინსტიტუტის ხერხემლიანთა პალეობიოლოგიის განყოფილების გამგე, 1976-1988წწ. პალეობიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, 1976-1988წწ. მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, პალეობიოლოგიის ინსტიტუტის  საპატიო დირექტორი. მისი გამოკვლევები გამოქვეყნებულია საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის, აშშ-ს, გერმანიის, ჩინეთის პერიოდულ გამოცემებში. არის ავტორი წიგნებისა: "დინოზავრების ნაკვალევი"(1958), "ჰიპარიონების ისტორია"(1959), "ბენარის ოლიგოცენურ ხერხემლიანთა ფაუნა"(1974), "ლუი დოლო"(1976). მეცნიერულ–პოპულარული სერიის "ათინათის" რედაქტორი. მიღებული აქვს მოსკოვის საბუნებისმეტყველო საზოგადოების პრემია (1966), საბჭოთა კავშირის საზოგადოება ცოდნის საპატიო დიპლომი (1976), ფრანგული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საფრანგეთის პალმის ორდენის ოფიცერი (1999). გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1954), პროფესორი (1959).


საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დასავლეთ საქართველოს პლიოცენურ მოლუსკურ ფაუნათა პარალელიზაცია", დაიცვა 1947 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "ჰიპარიონების ისტორია" (საბჭოთა კავშირის ნეოგენის მასალების მიხედვით), დაიცვა 1954 წელს.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 2.-თბ.,1977.- გვ. 609; ქართული პრესის ელექტრონული არქივი: opentext.org.ge; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.171

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ადამიანის პალეონტოლოგიის საერეთაშორისო ასოციაცია, საბჭოს წევრი (1982-)
  • ადამიანის პალეონტოლოგიის საერეთაშორისო ასოციაცია, დამაარსებელი (1982-)
  • აშშ-ს ხერხემლიანთა პალეონტოლოგიისა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • იუნესკოს საერთაშორისო პროგრამები ''ადამიანი და ბიოსფერო'' ეროვნული კომიტეტი, პრეზიდენტი (1979-)
  • პალეონტოლოგიური ჟურნალი (მოსკოვი), სარედაქციო კოლეგიის წევრი
  • ჟურნალ ევოლუციური მოძღვრება (ჩიკაგო), სარედაქციო კოლეგიის წევრი
  • რუსეთის ტერიოლოგიური საზოგადოება, საპატიო წევრი
  • საფრანგეთ-საქართველოს მეგობრული კავშირი - ''ალიანს ფრანსეზი'', პრეზიდენტი (1991-1999)
  • საქართველოს გეოლოგიური საზოგადოება, პრეზიდენტი (1977-1989)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი (1969-)
  • ქართული ენციკლოპედია, სარედაქციო კოლეგიის წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
  • 1980 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1966 - მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

წყარო-wikipedia.ge


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 10.01.2023
სულ რედაქტირებულია 1





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0