სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10528

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
ზურაბ ნაჭყებია სერგოს ძე 1964-08 გარდ. სამაჩბლოში დაბ. მარტვილი სამერელო ზურაბ ნაჭყებია სერგოს ძე 1964-08 გარდ. სამაჩბლოში დაბ. მარტვილი სამერელო

1964-2008 წწ. გარდ. 44 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი ნაჭყებია სია

მარტვილი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

41       ბეჭდვა

ზურაბ ნაჭყებია სერგოს ძე 1964-08 გარდ. სამაჩბლოში დაბ. მარტვილი სამერელო

ზურაბ ნაჭყებია სერგოს ძე  უფროსი სერჟანტი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.


 ცხინვალში, დაჭრილების გამოყვანისას სასიკვდილოდ დაიჭრა რუსული კასეტური ბომბით. ზურაბ ნაჭყებიას ბოლო კონტაქტი ოჯახთან 8 აგვისტოს ჰქონდა, ამის მერე მისი ხმა არავის გაუგონია. მეუღლე ამაოდ ელოდა, რომ დაურეკავდა და ისევ დაამშვიდებდა, „ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნებაო“. ზურაბ ნაჭყებიას იმ დღეებში შვილიშვილი შეეძინა, რამდენჯერმე ნახა, მერე ომიც დაიწყო, ახალგაზრდა ბაბუა გმირულად დაეცა ცხინვალში.



მზევინარ შეყილაშვილი, მეუღლე: „ბოლოს რომ დამირეკა, მითხრა: „ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად იქნებაო“. თავს მიხედე-მეთქი. ბოლოს 8 აგვისტოს დილით ველაპარაკე, მას მერე სულ ვრეკავდი, გადიოდა, მაგრამ არ მპასუხობდა. მეორე დღეს გავიგე, სამხედრო კომისარიატს რომ ვეძებდი, მითხრეს, რომ დაჭრილები გამოჰყავდაო, ამბობდა: „აქ ხომ არ დავტოვებთო“ და შესულა. ცხინვალში, ნაძვნართან, დაჭრილების გამოყვანისას დაიღუპა ჩემი მეუღლე. კასეტური ბომბი ჩამოვარდა და იქვე გარდაიცვალა ზურა.

დღესაც ჩამესმის მისი სიტყვები: „ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად იქნებაო“ – რაც აფხაზეთიდან გადმოვედით, მას მერე სულ სამხედრო სამსახურში იყო. ჯერ ბათუმში 25-ე ბრიგადაში, მერე სენაკში და ბოლოს ვაზიანში მსახურობდა. მეოთხე ბრიგადაში იყო. ჩვენ აფხაზეთიდან ვართ და ომი და დაძაბული სიტუაციები, ჩვენთვის ნაცნობია. იქ გადავრჩით, მშვიდობით გადმოვედით, აქ კი.... დნმ-ის ანალიზი ჩაუტარეს პატარა გოგოს და ამით გაირკვა ყველაფერი. მუხათგვერდის სასაფლაოზე დავტოვეთ, რადგან თავის თანამებრძოლებთან ერთად დაიღუპა, გვერჩივნა ისევ მათთან ერთად ყოფილიყო“.

ზურაბ ნაჭყებია 1964 წლის 26 დეკემბერს დაიბადა. აფხაზეთის ომგამოვლილი, ისევ რუსულმა აგრესიამ იმსხვერპლა. სულით მებრძოლი, სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაიღუპა. 2 ქალიშვილი დარჩა - ნინი და ნანა. დღეს ისინი მამის სახელით ამაყობენ, ისევე, როგორც პატარა შვილიშვილი იამაყებს, ბაბუის თავგანწირვით, როცა გაიზრდება.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.08.2020
ბოლო რედაქტირება 26.08.2022
სულ რედაქტირებულია 3





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0