სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
ბადრი ბერანძე ოთარის ძე 1986-08 გარდ. სამაჩაბლოში დაბ. გალი აფხაზეთი ბადრი ბერანძე ოთარის ძე 1986-08 გარდ. სამაჩაბლოში დაბ. გალი აფხაზეთი ბადრი ბერანძე ოთარის ძე 1986-08 გარდ. სამაჩაბლოში დაბ. გალი აფხაზეთი

1986-2008 წწ. გარდ. 22 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი ბერანძე სია

გალი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

387       ბეჭდვა

ბადრი ბერანძე ოთარის ძე 1986-08 გარდ. სამაჩაბლოში დაბ. გალი აფხაზეთი

ბადრი ბერანძე ოთარის ძე კაპრალი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ. ცხოვრობდა ზუგდიდი


 ბედნიერი იყო გალელი ბიჭი ცხინვალში რომ შევიდა. თანაც თავის დაბადების დღეზე – ის იმ დღეს, 8 აგვისტოს გახდა 21 წლის და... და დაიღუპა კიდეც, დაიღუპა დაბომბვისას, როცა მეხუთედ შედიოდა ცხინვალში დაჭრილების გამოსაყვანად.

17 წლის იყო ჯარში რომ წავიდა, 17 წლის იყო ცოლი რომ შეირთო.

21 წლისამ თავი გასწირა. თანამებრძოლნი გაიხსენებენ, რომ უშიშრად, თავდაუზოგავად იბრძოდა.


ბადრი ბერანძე გალში დაიბადა, მაგრამ მტერმა მალე მოსწყვიტა პატარა ბადრი მშობლიურ გალს. ქობულეთში იზრდებოდა.

ესლიო სიგუა, დედა: „ძალიან მოსიყვარულე, ცელქი და ეშმაკი იყო პატარაობისას. სკოლაშიც კარგად სწავლობდა, მაგრამ მოუსვენარი იყო, მასწავლებელს ეუბნებოდა - 45 წუთი ერთ ადგილას რა დამაჯენსო“.

ბავშვობიდან გიჟდებოდა სამხედრო ფორმაზე. 17 წლის ყოფილა, დევნილ, ოჩამჩირელ მეგობარ ბიჭთან ერთად, კომისართან რომ მისულა, ჯარში წაგვიყვანეო. კომისარს უარით გამოუსტუმრებია, ჯერ 18 წლისანი არ ხართ, მშობლების თანხმობა გჭირდებათო.


მამა: „მე წამიყვანეს... ვერაფერს გავხდი, კომისარი უარზე იყო. ვერც ბადრის გადავაფიქრებინე, ვეუბნებოდი, გახდები 18 წლის და წადი-მეთქი, თავისას არ იშლიდა...“


მამა: „ზუგდიდში, შინაგანი ჯარის ნაწილებში მსახურობდა. ჯარი რომ მოიარა, უკვე დაცოლშვილებული იყო, მაინც ჯარისკენ უწევდა გული, კონტრაქტის დადება უნდოდა. ვეხვეწებოდი შენ ცოლ-შვილთან იყავი, სად მიდიხარ-მეთქი... მაინც წავიდა, მინდა ჩემს სამშობლოს ვემსახუროო. ამბობდა, კონტრაქტის ვადა რომ ამოიწურება, ისევ გავაგრძელებო... აფხაზეთში ხშირად გადავდიოდით, ჩვენ გალში ვცხოვრობდით და ძალიან უყვარდა იქაურობა, ოცნებობდა, როდის იქნება სულ აქ რომ ვიცხოვრებთ, აფხაზეთი მტკივა და უნდა ვიბრძოლო მის დასაბრუნებლადო... ადამიანებთან ურთერთობა უყვარდა, ჯარიდან ყოველ კვირა ჩამოდიოდა, მარტო არასოდეს ჩამოსულა, თან ერთი ან ორი მეგობარი ყოველთვის მოჰყავდა და მათი პატივისცემით ვერ ძღებოდა. ბოლოს, 4 აგვისტოსაც მეგობრებთან ერთად იყო მოსული სახლში, რომ დაურეკეს და გამოიძახეს. სასწრაფოდ დაბრუნდნენ ბიჭები ბაზაზე.

8 აგვისტოს დაბადების დღე ჰქონდა, რომ დავურეკეთ და მივულოცეთ – გვითხრა, ცხინვალის მისადგომებთან ვართო. გახარებული იყო, მალე ყველაფერი კარგად იქნებაო... საღამოს 11 საათზე დამირეკა უკვე ცხინვალში შევედითო... ვერაფერი ვუთხარი, ტანში რაღაც შიში მქონდა ჩამჯდარი, ცრემლები ჩამომივიდა... ზუგდიდი რომ დაიბომბა ქობულეთში წავიყვანე ოჯახი, ბადრის ვურეკავდით, არ მპასუხობდა... მერე იყო დაუსრულებელი ძებნა. მუხროვანიდან შემატყობინეს ჩემი შვილის მეგობრებმა, მითხრეს, ვიღაც პეტერბურგელ ჟურნალისტს სტატია დაუწერია ომზე და სურათებში ბადრის პირადობის მოწმობა და სხვა საბუთები იყო გადაღებული. 12 თებერვალს დამირეკეს და მითხრეს დეენემი დაემთხვაო... მუხათგვერდის სასაფლაოზე იყო დაკრძალული, საფლავი გავახსნევინე, დავათვალიერე, ჩემი შვილი იყო... იმ დღესვე გადმოვასვენე ზუგდიდში და რამდენიმე დღეში დავკრძალეთ...“

დედა: „ბადრის ბიჭი, საბა ახლა 6 წლისაა, ხშირად იხსენებს მამას... ბადრი აფხაზეთში დაბრუნებაზე და იქ ცხოვრებაზე ოცნებობდა, უნდოდა ბევრი შვილი ჰყოლოდა. 17 წლისა დაქორწინდა, სამი დღე ვეძებდით, ისე შორს ჰყავდა ლინდა გადამალული, ძლივს მივაგენით, ისიც თვითონ გვითხრა, უცნაური იყო ძალიან... ტყუილია, რომ ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო... რაც დრო გადის უფრო გვიმძიმის ცხოვრება მის გარეშე...“


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.08.2020
ბოლო რედაქტირება 26.08.2022
სულ რედაქტირებულია 4





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0