სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ახიზა V საუკუნე  ციხე ქალაქი  კლარჯეთი
ბმულის კოპირება



გამოჩენილი ადამიანები სრული სია

10       ბეჭდვა

ახიზა V საუკუნე ციხე ქალაქი კლარჯეთი

ახიზა V საუკუნე  ციხე ქალაქი  კლარჯეთი პირველი საეპისკოპოსო.

ახიზის ციხე — ციხესიმაგრე ადრინდელი ფეოდალურ საქართველოში, კლარჯეთში, ამჟამად თურქეთშიმდინარე არტანუჯისწყლის მარცხენა ნაპირზე. გადმოცემით ახიზის ციხე ვახტანგ გორგასალს განუახლებია (V ს.), მასვე აუგია აქ მონასტერი და კლარჯეთის ეპისკოპოსის ადგილსამყოფლად დაუდგენია. ვიკიპედია

ციხე, დაბა (ქც 1: 178,4,5), ეკლესია (ქც 1: 198,15), მონასტერი (ქც 4: 682,3).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 682,3), ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა“ (ქც 1: 178,4,5, 198,5), ჩილდირის ვილაიეთის ჯაბა დავთარი (ჩილდირის ვილაიეთის ... 1970: 104).

ვახუშტი ბაგრატიონი ახიზას შესახებ გადმოგვცემს: „არტანუჯს აღაშენა გორგასლან მონასტერნი მერისა, შინდობისა და ახიზისა, ფრიად შუენიერნი“ (ქც 4: 682,3,4).

ლოკალიზდება მდ. ჭოროხის ხეობაში. მდებარეობს არტანუჯთან, მდ. არტანუჯის წყლის მარცხენა ნაპირზე. ამჟამად მოქცეულია თურქეთის რესპუბლიკის ფარგლებში.

ვახტანგ გორგასალის ბრძანებით ახიზას ციხე განუახლებია და იქ ეკლესია აუშენებია კლარჯეთის ერისთავ არტავაზს (ქც 1: 178,4,5). ვახტანგ გორგასალს სხვა საეპისკოპოსოებთან ერთად შეუქმნია კლარჯეთის საეპისკოპოსოც, ცენტრით ახიზაში (ქც 1: 198,15). სოფ. ახიზა XVIII ს-ის დასაწყისში შედიოდა თურქული სამმართველო ერთეულის – არტანუჯის ლივაში და მას ვინმე სულეიმან ომერის ძე განაგებდა (ჩილდირის ეიალეთის ... 1970: 104).

ახიზა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.  საქართველოს საპარლამენტო ბიბლიოთეკა

უძველესი ქართული ცივილიზაციის ერთ-ერთი უპირველესი და უთვალსაჩინოესი აკვანი – ჭოროხის ხეობა ადრეული და განვითარებული ფეოდალიზმის ხანაშიც შესაშური ენერგიულობით აგრძელებდა და ავითარებდა ისტორიულ ტრადიციებს. ამდენად შემთხვევითი არაა, რომ ძველი და საქართველოს ერთ-ერთ უძველეს საეპარქიო ცენტრად სწორედ თუხარისი იქცა. იგი მდებარეობდა კლარჯეთისა და ტაოს მიჯნაზე და თავის დროზე შემთხვევით როდი იქნა არჩეული ჭოროხის ხეობის სულიერ ცენტრად.

თუხარისის ეპარქია სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიის იმ ნაწილს მოიცავდა მხოლოდ, რომელიც ადრეფეოდალური ხანის გარიჟრაჟზე ქართლის (იბერიის) სამეფო შემადგენლობაში შედიოდა. ლეონტი მროველის ცნობით იგი ამ მხარის საეკლესიო და პოლიტიკურ ცენტრად იქცა IV საუკუნის შუა ხანებში (ქართლის მეფის მირდატ მესამის დროს).

ჯერჯერობით თუხარისის ეპარქიის საზღვრები სარწმუნოდ დადგენილი არ არის, მაგრამ შავშეთიცა და აჭარაც ალბათ მის ფარგლებშია სავარაუდებელი.

თუხარისის ეპარქიამ V საუკუნის 60-იან წლებამდე იარსება და შემდეგ ახიზის საეპისკოპოსოს დაუთმო ასპარეზი.

ახიზაც კლარჯეთშია, მაგრამ მის აღმოსავლეთ ნაწილში (მდინარე არტანუჯის ხეობაში). ტრადიციის მიხედვით, ახიზა საეპისკოპოსო ცენტრად ვახტანგ გორგასალმა აქცია და მისი პირველი მღვდელმთავარიც მანვე დასვა.

ვახტანგ გორგასალმა საკმაოდ გაამრავლა ეპარქიები, მაგრამ მალე გამოირკვა, რომ მეტი იყო საჭირო და ეს ბუნებრივი პროცესიც არავის შეუფერხებია. ამას ნათლად ადასტურებს VI საუკუნის დამდეგის ვითარება, როდესაც ქართლის ეკლესია უკვე 33 ეპარქიას ითვლიდა.

ამ ახალ წარმონაქმნთა შორის იყო ფორთის საეპისკოპოსოც, რომლის მოსაყდრე მღვდელმთავარიც 506 წლის გაერთიანებული საეკლესიო კრების ძეგლისწერაში იხსენიება. ფორთა შავშეთისწყლის მარჯვენა სანაპიროზე იყო განლაგებული და იგივე მდინარე დებდა ამ ეპარქიის აღმოსავლეთ საზღვარსაც.

გარდა კლარჯეთის ჩრდილო-დასავლეთ სექტორისა, სადაც ფორთის, ხანძთის, ოპიზის და სხვა სავანეები მდებარეობდა, ამავე ეპარქიაში შედიოდა ნიგალის ხევიც (გვიანდელი ლივანა), შავშეთიც და ზემო აჭარაც.

ზოგიერთი ავტორი აჭარას VI საუკუნიდან პეტრელი ქაჯეთის ციხის ეპისკოპოსის სამწყსოში გულისხმობს. რას ემყარება ეს მოსაზრება,

არ ჩანს, ამიტომ მისი გაზიარება ჭირს.

კლარჯეთის გაღმა მხარეში ადრეფეოდალურ ხანაში კიდევ ერთი საეპარქიო ცენტრი ყალიბდება. ესაა ანჩის საეპისკოპოსო. ანჩა ფართოდ შლის მხრებს და ახიზისა და ფორთის საეპისკოპოსოთა ტერიტორიებსაც იერთებს. IX საუკუნის შუახანებში იშხნის ეპარქიაც ყალიბდება. ეს ეპარქია პირველ ხანებში არა მარტო მთელ ტაოს მოიცავდა, არამედ კლარჯეთის დიდ ნაწილსაც, საკრულავამდე (არტანუჯის თავზეა). ეს საზღვრები არც შემდეგ მოშლილა. სამხრეთით კი იშხნის სამწყსოს ტერიტორია X საუკუნის დამდეგიდან დიდად შემცირდა, რადგან იქ იმ დროს ბანას საეპისკოპოსო ჩამოყალიბდა, რომელმაც ტაოსკარის იქითური მიწა-წყალი მოიცვა.

ეს საზღვარი იშხანსა და ბანას შორის მყარი აღმოჩნდა და, როგორც ჩანს, საუკუნეების განმავლობაში არ შეცვლილა.

ჰქონდა თუ არა ბანას სამწყსოს რაიმე შეხება ანჩის ეპარქიასთან, ჯერჯერობით არ ვიცით, იშხანის საეპისკოპოსოს კი უშუალოდ ეკვროდა არტანუჯის საკრულავი.

ანჩის სამწყსო, რომელიც ერთ დროს ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა, როგორც ახიზისა და ფორთის მემკვიდრე, IX საუკუნის შუახანებიდან ჯერ სამხრეთ-დასავლეთიდან მცირდება იშხანის საეპისკოპოსოს დაარსების გამო, ხოლო შემდეგ ჩრდილოეთიდანაც. ეს უკვე ტბეთის საეპისკოპოსოს ჩამოყალიბებამ გამოიწვია. X საუკუნის დასაწყისიდან ტბეთმა ანჩის ტერიტორიას ჩამოაცილა მთელი შავშეთი და ზემო აჭარა. ასე დარჩა XV საუკუნის შუახანებამდე, ვიდრე ქვეყნის პოლიტიკური ერთიანობა არ დაიწყებდა რღვევას. ამ ნიადაგზე ქუთაისის ეპარქიას მოერღვა სამხრეთის მიჯნები, სადაც ერთიმეორის მიყოლებით წარმოიშვა შემოქმედის, ჯუმათისა და ხინოწმინდის ეპარქიები.

თუ ვახუშტი ბაგრატიონს ვერწმუნებით, არც ტბეთის ეპარქია დარჩენილა შეუვალი. ამაზე მიგვანიშნებს აჭარის ანჩელის სამწყსოში მისეული შეტანილობა. თუ ამას მივიღებთ, მაშინ ანჩელი მღვდელმთავრისადმი აჭარის დაქვემდებარება XVI საუკუნის პირველი ნახევრის უგვიანეს არ ივარაუდება, რადგანაც იმავე საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს კლარჯეთი ოსმალეთის იმპერიაში მოექცა და ამიტომ ამიერიდან იქ რაიმე რეფორმა მოსალოდნელი აღარაა.

    ქართულმა ეკლესიამ განადგურებას გადაარჩინა ანჩის კათედრალის მთავარი ხატი (მაცხოვრისა), რომელიც 1664 წელს თბილისს ჩამოიტანეს და საკათალიკოსო ეკლესიაში დაასვენეს. ამ

ეკლესიას ამის გამო შეეცვალა სახელი და ანჩის ხატად იწოდება. ანჩის ბედი ეწია სხვა სამხრეთულ საეკლესიო კათედრალებსაც.

უსამწყსოდ და უწინამძღვროდ დარჩენილმა მრევლის ნაწილმა სამკვიდროდან აყრა და საქართველოს შიგა რეგიონებში იწყო გადმოსვლა, ხოლო ვინც დარჩა, დიდხანს ინარჩუნებდა მამა-პაპურ სარწმუნოებას (მეტადრე დაბალი სოციალური ფენებიდან) და იმ ბედნიერ დღეს ელოდა, როცა კვლავ დედასამშობლოს დაუბრუნდებოდა.

    მიტაცებულ მხარეთა ერთ ნაწილს ეს ბედნიერება 1829 წელს ხვდა წილად, ხოლო მეორეს – 1878 წელს. ამ დროს (,,ბერლინის ტრაქტატით'') საქართველოს დაუბრუნდა ანჩის, ტბეთის, ხონოწმინდის თუ სხვა სამწყსოთა ტერიტორიები, რომელზეც ამიერიდან გურიის საეპისკოპოსოს (ჩამოყალიბდა 1844 წლის 1 აპრილს) იურისდიქცია გავრცელდა. ის სვებედნიერი მღვდელმთავარი, რომელმაც საუკუნეობით დაკარგულ ტერიტორიებზე კვლავ აღავლინა ღვთის სავედრებელი, ეპისკოპოსი გაბრიელი (ტუსკია) იყო (გარდაიცვალა 1881 წლის 11 სექტემბერს).

    1882 წელს გურიის ეპარქიას სათავეში ჩაუდგა მეუფე ალექსანდრე (ოქროპირიძე), რომლის დროსაც გურიისა და ოდიშის სამწყსოები (საეპისკოპოსო კათედრა ფოთში, რეზიდენცია მარტვილში), გააერთიანეს (1885). ასე დარჩა 1917 წლამდე, ვიდრე ბათუმ-შემოქმედის ეპარქია შეიქმნებოდა. ეს ეპარქია კარგახანს თითქმის მთელ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მოიცავდა – საქართველოში შემავალს და ისტორიულსაც (გურია, აჭარა, შავშეთი, კლარჯეთი, ტაო, ჭანეთი). ამ მიწა-წყალზე ერთ დროს ათამდე კათედრა მოქმედებდა: ჯუმათის, შემოქმედის, ხინოწმინდის, ტბეთის ანჩის, იშხანის, ბანას და ა.შ.

    ასე იყო 1953 წლის ივლისამდე, ვიდრე მოსკოვი თურქეთისადმი პრეტენზიებზე უარს იტყოდა. ამ აქტთან დაკავშირებით ბათუმ-შემოქმედის ეპარქიას საზღვარგარეთული ნაწილი მოეკვეთა და კათედრის სამხრეთი საზღვარიც საქართველოს სახელმწიფო საზღვარს დაამთხვიეს. ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მღვდელმთავარის პატივი იყო ,,ბათომელ-შემოქმედელი''. მოგვიანებით ამას ,,ბათუმ-შემოქმედელი ამჯობინეს''.

    ამ ეპარქიამ (სხვადასხვა ვარიაციებით) 1995 წლის აპრილის დამდეგამდე იარსება და გზა დაუთმო მისივე წიაღიდან აღმოცენებულ ორ სამღვდელმთავროს – ბათუმ-სხალთისას და შემოქმედისას.

იური სიხარულიძე პროფესორი georoyal.ge


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0