სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდანები
წმიდა დიაკონი სევერიანე, აჭარელი აღმსარებელი (ბერიძე;) 1920-96წწ 9 (22) აგვისტო დაბ. სოფ.ბუკნარი (ჩაქვი) ქობულეთი აჭარა წმიდა დიაკონი სევერიანე, აჭარელი აღმსარებელი (ბერიძე;) 1920-96წწ 9 (22) აგვისტო დაბ. სოფ.ბუკნარი (ჩაქვი) ქობულეთი აჭარა
ბმულის კოპირება

წმიდანები

გვარი ბერიძე სია

ქობულეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

18       ბეჭდვა

წმიდა დიაკონი სევერიანე, აჭარელი აღმსარებელი (ბერიძე;) 1920-96წწ 9 (22) აგვისტო დაბ. სოფ.ბუკნარი (ჩაქვი) ქობულეთი აჭარა

ახალკანონიზირებული  წმიდა დიაკონი სევერიანე, აჭარელი აღმსარებელი (ბერიძე; +1996) 9ძვ.სტ. 22ახ. სტ. აგვისტო


სევერიენ ბიძია ლოცვით, სანთელით ანთებული შემოივლიდა სახლის ყველა ოთახს და ნაკურთხ წყალს გვასხურებდა

წმინდა სინოდის სხდომამ წმინდანად შერაცხა დიაკონი სევერიანე (ბერიძე), რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა აჭარაში და ასობით მუსლიმი გააქრისტიანა. სასიხარულოა, ის, რომ წმიდა სევერიანეს ხორციელი ძმა ამჟამად ყინწვისის მამათა მონასტერში მოღვაწე სქემარქიმანდრიტი სისოა (ბერიძე) , ხოლო წმიდა სევერიანეს ძმისშვილი, ბათუმის სასულიერო სემინარიის რექტორია, დეკანოზი ბასილ ბერიძე. დიაკვანი სევერიანე შეირაცხა წმინდანთა დასში და ეწოდა- წმიდა დიაკონი სევერიანე, – აჭარელი აღმსარებელი. მისი ხსენების დღედ დადგინდა გარდაცვალების დღე, – 9 (22) აგვისტო.


- როცა ბიძაჩემზე - მამა სევერიანზე (ხასან ბერიძე-1920 13.07- 1996 22.08.) ვფიქრობ, მახსენდება სითბოთი და ინტერესით გაჯერებული ბავშვობა, ეს ის წლეებია როცა ვხედავდი და ვითვისებდი როგორი უნდა იყოს მოყვარული, მზრუნველი და ერთგული ადამიანი, დაახლოებით 9 -10 წლიდან მეხსიერებაში მყარად გამიჯდა ხსოვნა ბიძაზე და მის ოჯახზე, უსაყვარლეს და უსათნოეს გულესერ ბიცოლაზე და მათ ექვს ქალიშვილზე,-მიამბობს ქალბატონი დალი-შორენა ბერიძე-ქიქავისა.


მე ხშირი სტუმარი ვიყავი ბიძაჩემის ოჯახში - ჩაქვის რაიონის სოფელ ბუკნარში. მათი სათნოება იმაშიც ჩანდა, რომ სახლში მუდმივად უამრავი სტუმარი ჰყავდათ. მრავალშვილიან ოჯახში სუფრასთან თხუთმეტ სულზე ნაკლები არასოდეს იჯდა. ყოველ დილით მაღვიძებდა ნაკურთხი წყლის სახეზე შემოპკურება, როგორც კი გათენდებოდა ბიძაჩემი იწყებდა დილის ლოცვებს. სევერიენ ბიძია ლოცვით, სანთელით ანთებული შემოივლიდა სახლის ყველა ოთახს და ნაკურთხ წყალს გვასხურებდა. ნაკურთხი წყლით ნამავდა მთელ საკარმიდამოს... ამის შემდეგ ბიცოლა საუზმის სამზადის შეუდგებოდა. გასაოცარი იყო ამ ქალბატონის სიყვარული მეუღლისა და სტუმრების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ასე მრავლად ვიყავით სტუმრები (მაზლები, მაზლიშვილები, რძლები, სიძეები, შვილიშვილები, ბიძიასა და საკუთარი ქალიშვილების მეგობრები) ყოველთვის ახსოვდა ვის რა გვიყვარდა და გვიმზადებდა სიხარულით. ბიძაჩემი მარხვას განუხრელად იცავდა და მკაცრად იცავდა, რათა მის ოჯახში სამარხვო სუფრის მენიუ ყოფილიყო მარხვაში. მე არასოდეს მახსენდება მოსვენებული ბიძია, ყოველთვის შრომობდა ხალისით და ენერგიულად. დღევანდელ პირობებშიც კი, როცა ფართო და მრავალმხრივი არჩევანია მგზავრობისათვის, მარტივი არ არის ბათუმიდან თბილისში, ქუთაისსა თუ ლენტეხში ხშირი მგზავრობა. სევერიანე კი ყოველ საუფლო დღესასწაულზე საქართველოს ყველა რეგიონში მოილოცავთა ეკლესია-მონასტრებს. სვეტიცხოველობას მცხეთაში იყო, გაათენებდა ღამეს ლოცვაში, იქიდან პირდაპირ წავიდოდა მოწამეთაში ღამისთევით წმინდა დავით კონსტანტინის დღესასწაულზე დასასწრებათ და ასე შემდეგ... არ გამოაკლდებოდა არცერთ სალოცავს... თითქმის ყველა მონასტერში ჩადიოდა, ყველგან შრომობდა, დედათა მონასტრებში დედაობს ზამთრის შეშის დამზადებაში ეხმარებოდა და ღამეებს გარეთ ათევდა...ყველგან იცნობდენ ბერმონაზვნები...


ეს იყო ადამიანი, რომელიც ათავსებდა ლოცვას, მარხვას, შრომას, ხალხთან ურთიერთობას თუ მეზობლებთან კავშირს ერთიანი ხალისით, ენერგიით. საუბრისას სიყვარულით უბრწყინავდა თვალები, მისი სახის მიმიკები სითბოს აფრქვევდა.... მაგრამ გაწყრომაც შეეძლო, ვერ ეგუებოდა ეგოიზმს, სიზარმაცეს, უსამართლობას და დატუქსავდა ნებისმიერს, შინაურს თუ გარეულს, პირდაპირი იყო და ურყევი, მის საყვედურშიც სიყვარული იკითხებოდა, ყველა გრძნობდა, რომ ამას სათნოებით და ზრუნვით ჩადიოდა, ამიტომ მისი ყველას სჯეროდა, ყველა ემორჩილებოდა, სანათესაოსა თუ სამეზობლოში დიდი ავტორიტეტი ჰქონდა.

არ შემიძლია განსაკუთრებულად არ აღვნიშნო ბიძია სევერიანეს ის იშვიათი თვისება, რაც თანამედროებაში თითქმის არავის აღარ შემოგვრჩა, მას თანაბრად უყვარდა საკუთრი თუ ძმისა და დების შვილები, სიძეები, შვილიშვილები. საუბარში ძმებთან თუ დებთან არასოდეს წამოსცდენია მაგალითად: ჩემი სიძე ან შენი სიძე ...ყოველთვის ხაზს უსვამდა ჩემი, ...ჩემი... ყველა მისი იყო და ყველას ისე გულშემატკივრობდა როგორც ღვიძლ შვილებს (არასოდეს დამავიწყდება, ღრმად მოხუცებული როგორ ამაყობდა სტუმრებთან - ჩემი შორენა უნივერსიტეტში მოეწყო, ჩემი შორენა და არასოდეს დასცდენია მის პირს ჩემი ძმისშვილიო...).




ამ სახლისათვის ბუკნარში დამახასიათებელი იყო არა ბუნებრივობა, კერძოდ აქ თითქმის ყველას (ნებისმიერ სტუმარს) გადახდენია თავს რაღაც ამოუხსნელი და ,,უცნაური" ამბავი, რომელიც აიძულებდა მოწყვეტოდა იმ დროს გამეფებული კომუნისტური რეჟიმის ჩვეულ რიტმს და ჩააფიქრებდა ზებუნებრივ ძალებზე, უფალსა და სულის უკვდავებაზე. მე-3 თუ მე-4 კლასელ გოგონას სკოლაში მინერგავდნენ ათეიზმს, სარწმუნეობა სიბნელესთან, გაუნათლებლობასთან და უვიცობასთნ იყო გათანაბრებული და ჰოი სასწაულო, ჩამოვიდოდი ბიძაჩემთან არდადეგებზე და ვეწაფებოდი წმინდანების ცხოვრებას, ვკითხულობდი საღმრთო წიგნებს, რომლებიც იქ ბლომად იყო. მესმოდა ბიძისა და ბიცოლას ქადაგებები, ვხედავდი სასწაულებს და ვეზიარებოდი იმ სიწმინდეებს რაც სხვაგან არსად მინახავს... გაოგნებული ვრჩებოდი და ვფიქრობდი: რა ხდება? რომელი უნდა დავიჯერო, სკოლაში ერთს მასწავლიან, აქ კი სხვას ვხედავ.... რა თქმა უნდა ჩემს ბავშვურ გულში ყოველთვის იმარჯვებდა უფალი. მადლობა ამისათვის იესოს, ჩემს მამა სევერიანს, ჩემს გულესერს.

მახსოვს მე-10 კლასში ვესტუმრე, გვერდით დამიჯინა, გამომკითხა როგორ ვცხოვრობდი, რას ვფიქრობდი და როგორ წარმომედგინა ჩემი მომავალი ცხოვრება.... დამარიგა: - ,,არასოდეს შეგეშინდეს, უფალი იქნება ყოველთვის შენთან და ნურასოდეს დაგაბრკოლებს იმაზე ფიქრი თუ სხვები რას იფიქრებენ შენზე, ჩემი ცხოვრება თუ იცი შენ ყველაფერი? როგორ დამცინოდნენ, როგორ მაშინებდნენ, ბაზრის კიბეებზე დავდგებოდი, იქ სადაც ბევრი ხალხი იყო (სპეციალურად ხალხმრავალ ადგილებს ვეძებდი) და ვყვიროდი - მოინათლეთ ხალხნო, მოინათლეთ სანამ გვიანი არ არის. ვუი! ვუი! ხასანი გაგიჟებულაო გაკიოდა ხალხიო, უშიშროება ცალკე დამსდევდა, მავიწროვებდა და მემუქრებოდა, ღამე ლოცვის დროს, სანთლის შუქი რომ არ დაენახა მეზობლებს, სქელ ადიალებს ჩამოვკიდებდი ფანჯრებზეო, მაგრამ მერე ისევ, საჯაროდ დავიწყებდი ქადაგებასო. შენ ჯერ კიდევ დაბადებული არ იყავი, ბათუმში ტელმანის ქუჩაზე წმინდა ნიკოლოზის ტაძარში უცხო ბიჭები იქეთ აქეთიდან ამომიდგნენ მხრებში და ტაძარში შემიყვანეს, ფეხებს ძირს ვერ ვდგამდი და თითქმის შემასრიელეს, არაადამიანური შიში ვიგრძენი და გაოგნებული ვყვიროდი, დამსვით, სად მიგყავართო.... ისეთი ბრძანებით მითხრეს - ხასან შენ უნდა მოინათლოო, უძლურად გავკივლე ტაძარში მომნათლეთო. მღვდელი ამბიონიდან გამოვიდა და შემხედა, ნათლია სად გყავსო, ოღონდ თავი დამეღწია და ვუპასუხე - აი, ეს ბიჭი მომნათლავს მეთქი ერთ-ერთზე მივუთითე, გაკვირვებული შემომხედა მოძღვარმა და მესანთლეს უთხრა:- რა ჭირს ამას, აქ სხვა კაცს ვის ხედავსო... მიპასუხა: - ბიძაჩემო ნათლია მოიყვანა და ისე მოგნათლავო... თითქოს ცივი წყალი გადამასხეს, გამოვფხიზლდი და უკანმოუხედავად გამოვიქეცი ტაძრიდან. იმ ქუჩაზე შიშით კარგახანია არ გამივლია, გავიდა ხანი... გადამავიწყდა ეს ისტორია და ერთ დღესაც ისევ ჩავიარე წმინდა ნიკოლოზის ტაძართან...ისტორია გამეორდა... ორმა ბრგე ვაჟკაცმა ისევ შემიყვანეს ტაძარში ...ისევ გავკიოდი შიშით მომნათლეთ მომნათლეთო, ისევ იმ მოძღვარმა გამომხედა და მესანთლე ქალს უთხრა, მოვნათლოთ ცოდოა და შენ დაუდექი ნათლიადო... ასე სასწაულებრივად მოვინათლეო.. ნათლობაზე წმინდა გიორგის ხატი მაჩუქა ნათლიამ, ხატი ხელში დავიჭირე და დაბნეული ჩაქვში წავედი... სახლში შევედი, გულესერი შემომეგება და მკითხა:- ხელში რა გაქვსო? მე გონს მოვეგე, შემეშინდა ცოლს არ გაეგო რომ გაუგებარ ვითარებაში მოვინათლე (ჩვენ ხომ ვმუსულმანობდით და ღია ფანჯრიდან ხატი მოვისროლე (შემინდოს მისმა მადლმა) შევეცადე დამევიწყებინა რაც გადამხდა. ამასობაში 6 წვრილშვილიან მამას მარჩენალი ძროხა დამეკარგა, ორი დღე ვეძებეთ მე და გულესერმა ვერსად მივაგენით. მესამე დღეა ჭიშკართან მეზობელი სოფლის მკვიდრი იძახის გულესერ გულესერო, ფანჯრიდან გავიხედე და ამ კაცს ბაწრით ჩემი ძროხა ყავდა თან, მეუღლე გაეგება, მე ოთახში დავრჩი და მესმის მათი საუბარი... გულესერ მაპატიეთ, მაპატიეთ ეს რა მომივიდა ძროხა მე მოვიპარე, განა აქ მოსვლას გავბედავდი? მაგრამ 2 ღამეა ჩემთან თეთრცხენზე ამხედრებული კაცი მოდის, მკერდზე შუბს მაჭერს და მეუბნება ძროხა პატრონს წაუყვანე და მოუბოდიშეო...ეს თქვა და დაუჩოქა...უცებ თითქოს სხივმა შემოიჭრა ჩემს გონებაში, გამახსენდა ხატი, რომელზეც თეთრ ცხენზე ამხედრებული შუბიანი მხედარი იყო აღბეჭდილი, ქურდი სულ გადამავიწყდა. ჩავარდი ბაღჩაში, ხატი მოვძებნე, ჩქარ- ჩქარა გავწმინდე და სახლში შემოვიტანე, კედელზე საპატიო ადგილას ჩამოვკიდე, დაბრუნებულ გულესერს ყველაფერი მოვუყევი. იმ დღიდან შეიცვალა ჩვენი ცხოვრება. ტაძარში სიარული დავიწყე, თავიდან სანამ გავერკვეოდი ყველა ხატი ჩვეულბრივი ადამინების სურათები მეგონა, სხვადასხვა დამსახურების გამო აღბეჭდილი, როცა წმინდა ნიკოლოზის ტაძარს ვეწვიე და მთავარანგელოზების ხატთან სანთლის დასანთებად მივედი, ისევ ის ბრგე ვაჟკაცები დავინახე, მეცნო და მედავითნეებს დავუძახე, ბიჭებო შეხედეთ, შეხედეთ, ეს ის კაცებია მე რომ ტაძარში შემომიყვანეს მეთქი, მათ გაეცინათ - ესენი კაცები კი არა მთავარანგელოზები არიანო...მოძღვარს დაუძახეს და მე და დაზაფრული თან ბედნიერი ვუყვებოდი ამ ამბავს (ის მოძღვარი დღეს პატრირქია)."

***
გარდაცვალებამდე, რამდენიმე თვით ადრე თიაქრის ოპერაცია გაიკეთა. ერთ ღამეს თავმდგმომად დამტოვეს...ძალიან აწუხებდა ტკივილები, იმ დროს საავადმყოფოები კეთილმოუწყობელი იყო. 6 კაციან პალატაში იწვა, შუაღამე დადგა და მე სკამზე ჩამომჯდარი ვთლემდი, თვითონ კვნესოდა... იმდენად დიდი იყო მისი კაცთმოყვარეობა, პირიქით აქეთ შევეცოდე სკამზე მთვლემარე, ძლივს მიიწია და შემომიწექიო...მეც შევუწექი და ღრმა ძილს მივეცი, საცოდავი საწოლში ძალიან შემივიწროვებია, დილით იცინოდა, ორჯელ კინაღამ გადავარდიო...და აზრად არ მოსვლია გავეღვიძებინე ან უხეშად გაეკრა ხელი მიიწიეო...გარდაცვალების წინ სულს როცა აძლევდა, თავთან მისი ქალიშვილი თინა ეჯდა. შვილო, ეს რა ხდება, რამდენი არიან, რამდენი არიან, 10, 20 არა 100... ლეგიონია, რამდენი ბოროტი აკრავს დედამაწასო აღმოხდა, ილოცეთ, ილოცეთო...

ასეთი იყო ჩემი ბიძია სევერიანე და მისი მეუღლე (მეუღლის ღირსი) გულესერი, რომელიც ყოველთვის და ყველაფერში გვერდში ედგა.






კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 23.08.2020
ბოლო რედაქტირება 22.08.2022
სულ რედაქტირებულია 3





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0