სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11124

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
იოსებ გრიგოლის ძე გრიშაშვილი 1889-1965წწ. პოეტი, აკადემიკოსი. გორი, ქართლი. იოსებ გრიგოლის ძე გრიშაშვილი 1889-1965წწ. პოეტი, აკადემიკოსი. გორი, ქართლი. იოსებ გრიგოლის ძე გრიშაშვილი 1889-1965წწ. პოეტი, აკადემიკოსი. გორი, ქართლი. იოსებ გრიგოლის ძე გრიშაშვილი 1889-1965წწ. პოეტი, აკადემიკოსი. გორი, ქართლი. იოსებ გრიგოლის ძე გრიშაშვილი 1889-1965წწ. პოეტი, აკადემიკოსი. გორი, ქართლი. იოსებ გრიგოლის ძე გრიშაშვილი 1889-1965წწ. პოეტი, აკადემიკოსი. გორი, ქართლი. იოსებ გრიგოლის ძე გრიშაშვილი 1889-1965წწ. პოეტი, აკადემიკოსი. გორი, ქართლი. იოსებ გრიგოლის ძე გრიშაშვილი 1889-1965წწ. პოეტი, აკადემიკოსი. გორი, ქართლი. იოსებ გრიგოლის ძე გრიშაშვილი 1889-1965წწ. პოეტი, აკადემიკოსი. გორი, ქართლი.

1889-1965 წწ. გარდ. 76 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი გრიშაშვილი სია

გორი + გამოჩენილი ადამიანები სრული სია

345       ბეჭდვა

იოსებ გრიგოლის ძე გრიშაშვილი 1889-1965წწ. პოეტი, აკადემიკოსი. გორი, ქართლი.

იოსებ გრიგოლის ძე გრიშაშვილი (ფსევდონიმი; ნამდვილი გვარი მამულაშვილი; დ.24 აპრილი [ ძვ. სტ. 12 აპრილი]1889თბილისი ― გ. 3 აგვისტო1965, იქვე) ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სახალხო პოეტი (1959, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1947), სომხეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1945).-დაიბადა ხარფუხელი კალატოზის ოჯახში  1889წელს თბილისში


. ჭაბუკობიდანვე დაუახლოვდა ქართულ თეატრს, იყო სუფლიორი, მსახიობი, წერდა პატარა პიესებსა და ლექსებს.


დიდი ქართველო პოეტის, იოსებ გრიშაშვილის დამსახურება ძალიან დიდია უახლესი ქართული პოეზიის წინაშე. ის გახლდათ არა მარტო ერთ-ერთი რეფორმატორი ქართული ლექსისა, არამედ მემატიანეც ქართველი პოეტების შემოქმედებისა...


XX საუკუნის დასაწყისში საფუძველი ჩაეყარა უახლეს ქართულ პოეზიას. ასპარეზზე გამოვიდნენ ახალგაზრდა პოეტები.
ერთ-ერთი მათგანი იყო იოსებ გრიშაშვილი (მამულაშვილი). უბრალო წრიდან გამოსული პოეტი, კალატოზის შვილი. მისი ტრიოლეტები ტფილისურია, სონეტებიც ქართულია და მაღალმხატვრული... მისი ლექსები უაღრესად ლირიკულია და პატრიოტული. მისი რითმა დახვეწილი, სახეები ორიგინალური და პოეტური ძალიან...




იოსებ გრიგოლის ძე მამულაშვილი დაიბადა 1889 წლის 12 (ახალის სტილით 24) აპრილს ტფილისში.
მამა ხარფუხელი კალატოზი იყო. პოეტი ჭაბუკობიდანვე გატაცებული იყო თეატრით. იყო სუფლიორი, მსახიობი…
იგი იყო არჩეული საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად, ჰქონდა მინიჭებული საქართველოს სახალხო პოეტისა და სომხეთის დამსახურებული მოღვაწის წოდება.

მას დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული ლიტერატურის წინაშე, არა მარტო როგორც დიდ პოეტს, არამედ როგორც მემატიანეს ქართული პოეზიისა. მან შემოგვინახა არა ერთი პოეტის სახელი, რომელნიც ფსევდონიმებით აქვეყნებდნენ თავის ლექსებს. დიდ პოეტს ეკუთვნის მნიშვნელოვანი ლიტერატურული გამოკვლევები: "საიათნოვა" (1914-1918); "ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა" (1926-1927).

ასევე მას აქვს ნაშრომები ალექსანდრე ჭავჭავაძის, ილია ჭავჭავაძის, ალექსანდრე ყაზბეგის, მიხეილ ლერმონტოვისა და სხვა მწერლების შესახებ.

იოსებ გრიშაშვილმა თარგმნა სომხური და აზერბაიჯანული ლიტერატურის ბევრი კლასიკური ნიმუში, ანა ახმატოვას, სერგეი მიხალკოვის, სტეფანე შჩიპაჩოვის, ვერა ინბერისა და სხვების ლექსები.

 აშუღურ პოეზიაზე აღზრდილი და ევროპული მიმდინარეობების შესანიშნავი მცოდნე, დიდი ტალანტის შემოქმედი, ბრწყინვალე სინთეზს ახდენს. მისი შესანიშნავი პოეზია ტფილისურია, ქართულია, კავკასიურია, აზიური და ევროპულია, ევრაზიულია  - განუმეორებელია.
იოსებ გრიშაშვილი არა მხოლოდ ძველი თბილისი უკანასკნელი მომღერალი და ბრწყინვალე პატრიოტული ლექსების ავტორი გახლდათ. ქალური სილამაზის დიდი მოტრფიალე პოეტი, ბრწყინვალე სახეებით, შესანიშნავი პოეტიკით ქალის სილამაზის გადმომცემი, ორიგინალურად აღმწერი. იგი იყო ერთ-ერთი საუკეთესო ავტორი სატრფიალო ლექსებისა, მთელ ქართულ პოეზიაში.  იოსებ გრიშაშვილის ლექსი „შენი ყელი“ მართლაც გენიალურია. რა საოცარია - „ისე გშვენის მძივ-გულქანდა ყელზე მონართავი, რომ... ახ, ნეტა, მე შენს ყელზე ჩამოვიხრჩო თავი“.


წყარო-www.Georoyal.ge

გრიშაშვილი – გორი,  კაზრეთი, ხაშური

http://www.geogen.ge/ge/treasurege/83/4306/



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 11.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0