სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
პეტრე იბერი 411- 491წწ. ქართველი თეოლოგი და ფილოსოფოსი, ღაზას სექტორი, სირია. პეტრე იბერი 411- 491წწ. ქართველი თეოლოგი და ფილოსოფოსი, ღაზას სექტორი, სირია.
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

9       ბეჭდვა

პეტრე იბერი 411- 491წწ. ქართველი თეოლოგი და ფილოსოფოსი, ღაზას სექტორი, სირია.

პეტრე იბერი (დ. 411 — გ. 491) — ქართველი თეოლოგი და ფილოსოფოსი, ქრისტიანული ნეოპლატონიზმის ფუძემდებელი და თვალსაჩინო წარმომადგენელი. ერისკაცობაში მურვანი (სირიული წყაროებით — ნაბარნუგი), იყო იბერიის მეფის ბუზმარის შვილი, ბაკურ დიდის შვილიშვილი.


ქართულმა ეკლესიამ მონოფიზიტობის გამო წმიდანად არ აღიარა, საეკლესიო კალენბდარში არ მოიხსენიება

ცოტა ხნის წინ, ქა­ლაქ აშ­დოდ­ში, ზღვის სა­ნა­პი­როს­თან, არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბის შე­დე­გად, V სა­უ­კუ­ნის მო­ნას­ტრის მო­ზა­ი­კა აღ­მოჩ­ნდა, რომ­ლის აშე­ნე­ბა ქარ­თუ­ლი ქო­რო­ნი­კო­ნით თა­რიღ­დე­ბა - ეს უნი­კა­ლუ­რი აღ­მო­ჩე­ნა წმი­და მი­წა­ზე ძლი­ე­რი ქარ­თუ­ლი კო­ლო­ნი­ის არ­სე­ბო­ბის კი­დევ ერთი დას­ტუ­რია და იმის, რომ ქარ­თვე­ლე­ბი არა მარ­ტო იე­რუ­სა­ლიმ­ში, არა­მედ მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი თემი იყო.

ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას კი­დევ ერთი ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტიც ადას­ტუ­რებს, რომ პეტ­რე იბე­რი (ქარ­თვე­ლი თე­ო­ლო­გი, ფი­ლო­სო­ფო­სი) მა­ი­უ­მის (ღაზა) ეპის­კო­პო­სი გახ­ლდათ და იე­რუ­სა­ლიმ­ში, ხმელ­თა­შუ­ა­ზღვის­პი­რეთ­ში, ახ­ლან­დელ ღა­ზას სექ­ტორ­ში ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრებს აშე­ნებ­და... აშ­დო­დი იე­რუ­სა­ლი­მი­დან 70 კი­ლო­მეტ­რით არის და­შო­რე­ბუ­ლი, ხოლო პეტ­რე იბე­რის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი 40-50 კი­ლო­მეტრში იყო... თუ არ ხარ გავ­ლე­ნი­ა­ნი და ძლი­ე­რი თემი, შე­უძ­ლე­ბე­ლია ქარ­თუ­ლი ქო­რო­ნი­კო­ნით თა­რიღ­დე­ბო­დეს ესა თუ ის ბი­ზან­ტი­უ­რი ძეგლი. ასე რომ, ქარ­თუ­ლი თემი იყო არა მხო­ლოდ იე­რუ­სა­ლიმ­ში, არა­მედ ხმელ­თა­შუ­ა­ზღვის სა­ნა­პი­რო­ზეც.


ამი­ტომ, რო­გორც მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, ეს ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნა, ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში ქარ­თვე­ლე­ბის მოღ­ვა­წე­ო­ბის კი­დევ ერთი და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ფაქ­ტი იქ­ნე­ბა.

მა­ნამ­დე კი მივ­ყვეთ პეტ­რე იბე­რის ცხოვ­რე­ბას და გა­ვარ­კვი­ოთ თუ რო­გორ აღ­მოჩ­ნდა აღ­თქმულ მი­წა­ზე.

პეტ­რე იბე­რი იყო იბე­რი­ის მე­ფის შვი­ლი, ცხოვ­რობ­და და მოღ­ვა­წე­ობ­და 411-491 წლებ­ში. ერის­კა­ცო­ბა­ში მურ­ვა­ნო­სის სა­ხე­ლით იც­ნობ­დნენ.

სა­ქარ­თვე­ლოს გაქ­რის­ტი­ა­ნე­ბის შემ­დეგ კულ­ტუ­რუ­ლი კონ­ტაქ­ტე­ბი იე­რუ­სა­ლიმ­თან გა­ფარ­თოვ­და. და­ი­წყეს სა­ეკ­ლე­სიო წიგ­ნე­ბის თარ­გმნა, რე­ლი­გი­უ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბი ქარ­თველ მორ­წმუ­ნე­ებს იე­რუ­სა­ლი­მი­სა­კენ და პა­ლეს­ტი­ნის სხვა წმინ­და სა­ვა­ნე­ე­ბის­კენ უბიძ­გებ­და და IV სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან პა­ლეს­ტი­ნა­ში პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლე­ბიც გა­მოჩ­ნდნენ. აგებ­დნენ სა­კუ­თარ ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრებს, სახ­ლებს. იე­რუ­სა­ლი­მის პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ლოც­ვე­ლე­ბი­დან თა­ვი­სი წარ­მო­მავ­ლო­ბით, გა­ნათ­ლე­ბით, საქ­მი­ა­ნო­ბის მას­შტა­ბით, პეტ­რე იბე­რი გა­მო­ირ­ჩე­ვა.

12 წლის ასაკ­ში კონ­სტან­ტი­ნო­პოლ­ში, ბი­ზან­ტი­ის კე­ის­რის კარ­ზე მძევ­ლად გაგ­ზავ­ნეს. მისი სწავ­ლა-აღ­ზრდის საქ­მე კოლ­ხე­თი­დან მოწ­ვე­ულ ქარ­თველ ფი­ლო­სო­ფოს მით­რი­და­ტეს მი­ან­დეს. ბიჭს ნიჭი ჰქო­ნია და კარ­გი სა­ეკ­ლე­სიო და ფო­ლო­სო­ფი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა მი­უ­ღია. მთელ დღეს ლოც­ვა­ში, მარ­ხვა­ში ატა­რებ­და და ადა­მი­ან­თა გან­კურ­ნე­ბის უნა­რიც ჰქო­ნია.

შემ­დეგ კი სუ­ლი­ე­რი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად, რამ­დე­ნი­მე ქარ­თველ­თან (მით­რი­და­ტე ლაზ­თან და ზა­ქა­რია ქარ­თველ­თან) ერ­თად, სა­სახ­ლი­დან გა­ი­პა­რა და პა­ლეს­ტი­ნა­ში გა­და­სახ­ლდა, ბე­რად აღიკ­ვე­ცა და იწო­და პეტ­რედ.

452 წელს პეტ­რე იბე­რი მა­ი­უ­მის (ღაზა) ეპის­კო­პო­სად აკურ­თხეს. პა­ლეს­ტი­ნა­სა და ეგ­ვიპ­ტე­ში ბევ­რი მო­ნას­ტე­რი აა­შე­ნა, მათ შო­რის, იე­რუ­სა­ლიმ­ში - ქარ­თველ­თა მო­ნას­ტე­რი, სას­ტუმ­რო სახ­ლი და და­ა­არ­სა სკო­ლა. ეგ­ვიპ­ტე­ში პეტ­რეს აშე­ნე­ბუ­ლია თე­ბეს ნეკ­რო­პოლ­ში მდე­ბა­რე ეკ­ლე­სია; იე­რუ­სა­ლიმ­ში, სი­ო­ნის ეკ­ლე­სი­ას­თან, და­ვი­თის კოშ­კის სი­ახ­ლო­ვეს, "იბერ­თა მო­ნას­ტე­რი" აუ­შე­ნე­ბია.

1652 წელს იტა­ლი­ელ­მა არ­ქე­ო­ლოგ­მა კორ­ბომ იუ­დას უდაბ­ნო­ში ქარ­თუ­ლი მო­ნას­ტრის ნან­გრე­ვე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ­ლის ია­ტა­კი შემ­კუ­ლი იყო ქარ­თუ­ლი ასომ­თავ­რუ­ლით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მო­ზა­ი­კუ­რი წარ­წე­რე­ბით. წარ­წე­რა­ში მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი პი­რე­ბი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ­ნი არი­ან პეტ­რე იბერ­თან (მურ­ვა­ნო­სი), მის მა­მას­თან (ბურ­ზე­ნი) და პა­პას­თან (ბა­კუ­რი). ამ მო­ნას­ტრის აშე­ნე­ბაც პეტ­რე იბე­რის სა­ხელ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქრის­ტი­ა­ნულ საღვთის­მე­ტყვე­ლო-ფი­ლო­სო­ფი­ურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ცნო­ბი­ლია ე.წ. "არე­ო­პა­გი­ტუ­ლი კორ­პუ­სი". დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მის ავ­ტო­რად I სა­უ­კუ­ნე­ში მოღ­ვა­წე დი­ო­ნი­სე არე­ო­პა­გე­ლი მი­იჩ­ნე­ო­და, რო­მელ­საც თვით მო­ცი­ქულ პავ­ლეს­გან ჰქონ­და მოს­მე­ნი­ლი ქრის­ტეს მო­ძღვრე­ბა. "არე­ო­პა­გი­ტუ­ლი კორ­პუ­სის" დი­ო­ნი­სე არე­ო­პა­გე­ლი­სად­მი მი­წე­რა XIV სა­უ­კუ­ნე­ში ბი­ზან­ტი­ელ­მა და და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ­მა ჰუ­მა­ნის­ტებ­მა ეჭ­ვის ქვეშ და­ა­ყე­ნეს. XIX სა­უ­კუ­ნი­დან კი მის ავ­ტო­რად პეტ­რე იბე­რი მი­იჩ­ნი­ეს. "არე­ო­პა­გი­ტუ­ლი კორ­პუ­სის" ავ­ტორ­თან მისი იდენ­ტი­ფი­კა­ცია ერ­თმა­ნე­თის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად ქარ­თველ­მა მეც­ნი­ერ­მა შალ­ვა ნუ­ცუ­ბი­ძემ და ბელ­გი­ელ­მა მეც­ნი­ერ­მა ერ­ნესტ ჰო­ნიგ­მან­მა მო­ახ­დი­ნეს.

პეტ­რე იბე­რი XII-XIII სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მიჯ­ნა­ზე იქნა აღი­ა­რე­ბუ­ლი და წმინ­და­ნად შე­რა­ცხუ­ლი. მისი ხსე­ნე­ბის დღედ 3 დე­კემ­ბე­რი და­წეს­და.…

ლალი ფა­ცია

https://www.ambebi.ge/article/218030-vin-iyo-qarthveli-romelic-ghazas-seqtorshi-eklesia-monastrebs-ashenebda-tsminda-mitsaze-morigi-unikaluri-aghmochenis-detalebi/?fbclid=IwAR1K-4fVZLseP9WSJb0kT1rZSD7Vx4NB8Zom020jjgYur7zvfpTLieGn0Vc

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%94_%E1%83%98%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 06.09.2020
ბოლო რედაქტირება 13.10.2023
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 01.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0