გოგიტა აბალიშვილი დაიბადა 23 მარტს 2002 წელი თიანეთში ტრენერი გელა არაბული
ტრენერი გელა არაბული
პირველი ადგილი(75კგ)
მკლავჭიდი - ჭაბუკებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი 2019, კონსტანცა, რუმინეთი
პირველი ადგილი(75კგ)
მკლავჭიდი - ჭაბუკებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი 2019, კონსტანცა, რუმინეთი
მესამე ადგილი(75კგ)
მკლავჭიდი - ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2019, ლატრაკი, საბერძნეთი
მეორე ადგილი(75კგ)
მკლავჭიდი - ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2019, ლატრაკი, საბერძნეთი
აბალიშვილი ფუძე: წინაპრის საკუთარი სახელი "აბალა". ძირი: ერთძირიანი გვარი.
ბუდე: აბალიშვილთა ბუდე-პირველსაცხოვრისი თიანეთის მხარეშია. ივრის კუდებში, ნასოფლარ ბაჩალში დაიარებიან სალოცავად.
წარმომავლობა: აბალიშვილები გაბიდაურთ თემის ფშავლები არიან. ენათესავებიან ამავე თემის ფშავლებს: ღეჩუაშვილებს, ჭამაურებს, ნიბლოშვილებს, კუკელაშვილებს, გაწირულებს, წვეროშვილებს, საყვარელაშვილებს, ნინიაშვილებს, ბალღიაშვილებს, ბებერაშვილებს, ჭიჭოშვილებს, ახალაურებს, ბეწუკელებს, გოძიშვილებს, ბუჭყურაშვილებს, კუდიანაშვილებს, დოჯურიშვილებს, გამახარეშვილებს, ყაყიდაშვილებს, ხარანაულებს, ფხიკლეშვილებს, ნაკვეთაურებს, მამსიკაშვილებს, ჯიმშიტაშვილებს, აქიმიშვილებს, ბადურიშვილებს, ძებნიაურებს, ხახაშვილებს და სხვებს, ძირად გაბიდაურ მთიულებს: ნადიბაიძეებს, უშარიძეებს, ბედოიძეებს, სვიანაიძეებს, ძირად გაბიდაურ ქსნისხეველებს: თინიკაშვილებს, დოჩიაშვილებს, ხოკრიშვილებს, ბალაშვილებს, ახლოურებს. ყველა ესენი ან ძირად გაბიდაურები არიან, ანაც გაბიდაურებთან ნაფიცნი და თემში ხარ-ქვაბით შემოყრილნი. ერთსისხლობით და ერთი ხატის ყმობით ერთურთში ქალს არ ათხოვებენ.
შთამომავლობა: აბალიშვილნი თავისუფალი მთიელი მეთემენი იყვნენ.
მსახურება: ღვთისა და საქართველოსთვის აბალიშვილთა წინაპრები ქუდზე კაცად გამოდიოდნენ კახეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ სადროშოში.
საკუთვნო: თიანეთის რაიონის სოფელ ლიშოსთან ერთ ველს "გაქციას ნაჯაგი" ჰქვია, ტყეში ერთ ახოს კი "საღირის ახო", იქვეა "საღირის წყარო". "საღირნი" აბალიშვილთა კომობაა (განშტოება). გაქციაც აბალიშვილი ყოფილა გვარად.
განსახლება: ამჟამად აბალიშვილები ცხოვრობენ თიანეთში და თიანეთის რაიონის სოფელ ლიშოში.
ოდენობა: საქართველოში აბალიშვილთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 20 სულს შეადგენს.
https://knews.ge/?p=42193
http://karibche.ambebi.ge/skhvadaskhva/qarthuli-gvarebi/2422-visi-gorisa-khar.html