სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10595

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
სერგი დურმიშიძე 1910-1989წწ აკადემიკოსი, ბიოქიმიკოსი. დაბ. საჩხერე, იმერეთი.

1910-1989 წწ. გარდ. 79 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი დურმიშიძე სია

საჩხერე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

45       ბეჭდვა

სერგი დურმიშიძე 1910-1989წწ აკადემიკოსი, ბიოქიმიკოსი. დაბ. საჩხერე, იმერეთი.

სერგი ვასილის ძე დურმიშიძე (დ. 27 თებერვალი1910, დაბა საჩხერე — გ. 29 მაისი1989თბილისი) 


ქართველი იოქიმიკოსი, მცენარეთა ბიოქიმიისა და ტექნიკური ბიოქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში დაიბადა საჩხერეში 1910 წელს. 

1931 წელს დაამთავრა აქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის  მებაღეობა-მევენახეობის ფაკულტეტი. 1935-1960 წლებში მუშაობდა ამავე ინსტიტუტის ბიოორგანული ქიმიის კათედრაზე (1944-1945 წლებში კათედრის გამგე). 1943-1954 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, 1954-1955 წლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, 1955-1971 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკდემიის აკადემიკოს-მდივანი. ამავე დროს 1957 წლიდან  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის დირექტორი (ამ ინსტიტუტის დამაარსებელი). დურმიშიძე აკადემიკოსების ალექსანდრე ოპარინის და  ანდრია კურსანოვის  სკოლის წარმომადგენელი იყო. 1971 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი და საქართველოს მეცნირებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის დამაარსებელი და დირექტორი 1987 წლამდე.

მუშაობდა მეორეულ და უცხო ნაერთთა ბიოქიმიის დარგში. დაადგინა სპირტის დუღილის ძირითადი, მეორეული და გარეშე პროდუქტების გარდაქმნის ბიოქიმიური გზები; საფუძველი ჩაუყარა ვაზისა და ღვინის ფენოლურ ნაერთთა ბიოქიმიას; დაამუშავა არომატული ნაერთების უჯრედშიგა ცვლის თეორიული საფუძვლები; წამოაყენა ჰიპოთეზა უჯრედში ფენოლურ და უცხო ნაერთთა ღრმა ჟანგვითი გარდაქმნებისა და დეტოქსიკაციის შესახებ; გამოავლინა ატმოსფეროს, ნიადაგისა და წყლების  ბიოლოგიური გასუფთავების ახალი გზები.

მან ბიოქიმიის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას — ლკოჰოლური დუღილის ბიოქიმიას მრავალი ორიგინალური გამოკვლევა მიუძღვნა. პირველმა შეისწავლა რძემჟავის გენეზისი ალკოჰოლური დუღილის პროცესში. დაადგინა, რომ დუღილის პროდუქტებს შორის გამოვლენილი კორელაციური დამოკიდებულება პირობით ხასიათს ატარებს და მადუღარ არეში არსებული დუღილის ძირითადი და მეორეული პროდუქტები რთულ და მრავალმხრივ გარდაქმნებს განიცდის საფუვრების სხვადასხვა გენერაციების მიერ, გამოავლინა ამ გარდაქმნების ძირითადი გზები. მისი კვლევის ეს შედეგები საყოველთაოდ აღიარებულია და შეტანილია მრავალ ადგილობრივ თუ უცხოურ სახელმძღვანელოში. დუღილის ბიოქიმიაში ჩატარებულმა ამ გამოკვლევებმა თეორიული საფუძვლები შეუქმნეს ამ პროცესზე დამყარებულ ტექნოლოგიებს. დადგენილი ვაზის მთრთიმლავ ნივთიერებათა ქიმიური ბუნება, იდენტიფიცირებულია მრავალი პრინციპული მნიშვნელობის ინდივიდუალური ნაერთი. შრომები, რომლებიც აზის მთრთიმლავი ნივთიერებების და ანთოციანების ქიმიას მიეძღვნა, შევიდა მსოფლიოს სპეციალურ ლიტერატურაში. სერგი დურმიშიძის ამ შრომებმა დიდი გავლენა მოახდინა ვაზისა და ღვინის ბიოქიმიურ და ტექნოლოგიურ გამოკვლევებზე.



1955 წელს გამოიცა აკადემიკოს სერგი დურმიშიძის მონოგრაფია: „ვაზისა და ღვინის მთრთიმლავი ნივთიერებანი და ანთოციანები“. დღესაც ეს ნაშრომი სამაგიდო წიგნს წარმოადგენს ფენოლურ ნაერთებზე მომუშავე მკვლევართათვის. უცხოელი მეცნიერების მიერ ამ წიგნის ძირითადი შინაარსი გადაითარგნა და გამოქვეყნდა  აშშ-ში, საფრანგეთში, იტალიასა და ორტუგალიაში. დაჯილდოებულია  ლენინის ორდენით, 4 შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით. საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქეა. 1990 წელს ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტს მიენიჭა სერგი დურმიშიძის სახელი.  დურმიშიძე 5 მონოგრაფიის, 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 6 გამოგონების ავტორია.

1954-1955 წლებში საქართველოს კპ ცკ-ის წევრი. საქართველოს სსრ IV-IX მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

იგი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ბიოქიმიკოსთა საზოგადოების პრეზიდიუმის თავმჯდომარე. იყო მრავალი საპრობლემო საბჭოს, კომისიის, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე და წევრი, სამეცნიერო საზოგადოებრივ-პოლიტიკური და კულტურულ-მხატვრული ჟურნალების სარედაქციო საბჭოების წევრი და საყურადღებო ნაშრომების ავტორი. მსოფლიო აღიარება ჰპოვა მისმა გამოკვლევებმა სპირტული დუღილის ბიოქიმიაში, ორგანული მჟავებისა და ამინომჟავების ცვლაში, ფლავონოიდების ქიმიასა და ბიოქიმიაში, ფენოლური ბუნების ქიმიური რეგულატორების მეტაბოლიზმში, ქსენობიოქიმიაში.

დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 10.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0