სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
იზანი ცერცვაძე 1952-93წწ  გარდ. 41 წლის, სოფ. თავისუფლება აფხაზეთი, სამხედრო მფრინავი, პოლკოვნიკი. დაბ. თბილისი იზანი ცერცვაძე 1952-93წწ  გარდ. 41 წლის, სოფ. თავისუფლება აფხაზეთი, სამხედრო მფრინავი, პოლკოვნიკი. დაბ. თბილისი იზანი ცერცვაძე 1952-93წწ  გარდ. 41 წლის, სოფ. თავისუფლება აფხაზეთი, სამხედრო მფრინავი, პოლკოვნიკი. დაბ. თბილისი

1952-1993 წწ. გარდ. 41 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ცერცვაძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

32       ბეჭდვა

იზანი ცერცვაძე 1952-93წწ გარდ. 41 წლის, სოფ. თავისუფლება აფხაზეთი, სამხედრო მფრინავი, პოლკოვნიკი. დაბ. თბილისი

მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი სრული სია

ზანი მიხეილის ძე ცერცვაძე (დ. 1952თბილისი — გ. 23 სექტემბერი1993, სოფ. თავისუფლება) — ქართველი სამხედრო მფრინავი, პოლკოვნიკი.


ცერცვაძე - დილიკაური, დიმი, ვანი, ვარდიგორა, ვაჭევი, ზეციხე, ზოვრეთი, კიცხი, კორბოული, მაღლაკი, მოხვა, ობჩა, საქარა, სვირი, სიმონეთი, უსახელო, ჩუნეში, ჭალა, ჭილოვანი  

დაამთავრა ჩერნიგოვის უმაღლესი სამხედრო-საჰაერო სასწავლებელი. 1972–1982 წლებში მსახურობდა საბჭოთა სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებელ პოლკში. 1985 წელს დაამთავრა გაგარინის სახელობის სამხედრო-საჰაერო აკადემია. 1985 წლიდან იყო პოლკის მეთაური, შემდეგ საავიაციო უზრუნველყოფის ცენტრის უფროსი. მიენიჭა პირველი კლასის მფრინავისა და სამხედრო მფრინავ-გამომცდელის წოდებები. 1992 წლის 18 ივნისს დაინიშნა დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლად. მის მიერ 1992 წლის 19 სექტემბერს სუ-25-ით განხორციელებული გაფრენა ითვლება საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების დაბადების თარიღად. ხელმძღვანელობდა საჰაერო ოპერაციებს აფხაზეთში კონფლიქტის დროს. პირადად ასრულებდა საბრძოლო გაფრენებს. 1993 წლის 23 სექტემბერს მისი სუ-25 ჩამოაგდეს სოხუმის რაიონში, სოფელ თავისუფლებასთან. ცერცვაძე დაიღუპა. სიკვდილის შემდეგ მიენიჭა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (1993).


იზანი ცერცვაძის გმირულად დაღუპვიდან 27 წელი გავიდა.
1993 წლის 23 სექტემბერს სოხუმთან რუსმა სამხედროებმა "ბუკის" ტიპის საზენიტო დანადგარით პოლკოვნიკ იზანი ცერცვაძის სუ-25 ტიპის მოიერიშე თვითფრინავი ჩამოაგდეს.

იზანი ცერცვაძე- ქართველი სამხედრო მფრინავი, საქართველოს სამხედრო საჰაერო ძალების პირველი სარდალი, პოლკოვნიკი.
დაამთავრა ჩერნიგოვის უმაღლესი სამხედრო-საჰაერო სასწავლებელი. 1972–1982 წლებში მსახურობდა საბჭოთა სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებელ პოლკში. 1985 წელს დაამთავრა გაგარინის სახელობის სამხედრო-საჰაერო აკადემია. 1985 წლიდან იყო პოლკის მეთაური, შემდეგ საავიაციო უზრუნველყოფის ცენტრის უფროსი. მიენიჭა პირველი კლასის მფრინავისა და სამხედრო მფრინავ-გამომცდელის წოდებები.
1992 წლის 18 ივნისს დაინიშნა დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლად.
სწორედ იზანი ცერცვაძის და ვალერი ნაყოფიას მიერ 1992 წლის 19 სექტემბერს სუ-25-ით განხორციელებული გაფრენა ითვლება საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების დაბადების თარიღად.
ხელმძღვანელობდა საჰაერო ოპერაციებს აფხაზეთში კონფლიქტის დროს. პირადად ასრულებდა საბრძოლო გაფრენებს.
1993 წლის 23 სექტემბერს სოხუმთან ახლოს რუსმა სამხედროებმა სავარაუდოდ ბუკ -მ1 ტიპის მობილური საზენიტო სარაკეტო კომპლექსიდან ნასროლი რაკეტით ჩამოაგდეს საქართველოს სამხედრო საჰაერო ძალების სუ-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი საბორტე ნომრით 04 , საზენიტო რაკეტის მოხვედრის შემდეგ შეჯავშნული სუ-25 მოიერიშე ჰაერში ნაწილებად დაიშალა პილოტმა კატაპულტირება განახორციელა, მაგრამ სავარაუდოდ კატაპულტირება საზენიტო რაკეტის მოხვედის შემდეგ განახორციელა ან კატაპულტმა დაგვიანებით იმუშავა ,მიწაზე პარაშუტით დაშვებული მფრინავი საქართველოს სამხედრო საჰერო ძალების სარდალი პოლკოვნკი იზანი ცერცვაძე აღმოჩნდა.
ის რომ იზანი ცერცვაძის სუ-25 მოიერიშეს ჩამოსაგდებად მოწინააღმდეგემ ძლიერი საზენიტო დანადგარი გამოიყენა ამ ფაქტს ისიც ადასტურებს რომ 17 ტონიანი შეჯავშნული მოიერიშე თვითფრინავი ჰაერში ნაწილებად დაიშალა. სუ-25 მოიერიშეს გადასატანი “სტრელა” ან “იგლას” სითბური საზენიტო რაკეტები ნაწილებად ნამდვილად ვერ დაშლიდნენ , რადგან მათი საბრძოლო ქობინის მასა 1,7 კგ არ აღემატება, ხოლო რუსული ბუკის ტიპის საზენიტო რაკეტას სუ-25-ის ჰაერში ნაწილებად განადგურება თავისუფლად შეეძლო. მისი საბრძლო ნაწილი 70 კგ-ია.
1992 წლის 19 სექტემბრიდან 1993 წლის 23 სექტემბრამდე პოლკოვნიკმა იზანი ცერცვაძემ აფხაზეთის ომში 60 საბრძოლო გაფრენა განახორციელა მოწინააღმდეგის პოზიციების დასაბომბად.
https://www.facebook.com/geoarmy/posts/3561593017219206
https://gmas.ge/2015/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/6220/



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 24.09.2020
ბოლო რედაქტირება 05.07.2022
სულ რედაქტირებულია 2





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0