სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
კონსტანტინე ერისთავი 1889-1975წწ აკადემიკოსი მედიცინა დაბ. ვანი,  იმერეთი.

1889-1975 წწ. გარდ. 86 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი ერისთავი სია

ვანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

9       ბეჭდვა

კონსტანტინე ერისთავი 1889-1975წწ აკადემიკოსი მედიცინა დაბ. ვანი, იმერეთი.

კონსტანტინე (კოწია) ერისთავი 1889 წლის 22 იანვარს დაიბადა ქუთაისის მაზრის სოფელ ალომინაოში  (ახლანდელი ანი),


ადრიანად დაობლდა და მისი გაზრდა უფროსმა ძმამ, ცნობილმა სახალხო მთქმელმა, ვანის, ქუთაისისა და თბილისის კოლორიტმა სერგია ერისთავმა ითავა, რომელმაც საკუთარ განათლებაზე თქვა უარი და მთლიანად ძმის აღზრდას მიუძღვნა თავი.

1908 წელს დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია.1914 წელს დაამთავრა იურიევის (ახლანდელი ტარტუ) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი.1914-1918 წლებში პირველი მსოფლიო ომის დროს ის იბრძოდა მოქმედ არმიაში. 


1918 წელს დაბრუნდა საქართველოშ. 1941 წლამდე ის ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ კი სამედიცინო ინსტიტუტში განაგებდა ზოგადი ქირურგიის, 1941-1950  წლებში საფაკულტეტო ქირურგიის, ხოლო 1949-1960 წლებში ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრებს. სხვადასხვა დროს იყო თბილისის რკინიგზის საავადმყოფოს უფროსი, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სისხლის გადასხმის ინსტიტუტის დირექტორი, ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის დირექტორი.


ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიისა და მედიცინის განყოფილებას. კონსტანტინე ერისთავმა დანერგა საქართველოში გულის, სისხლძარღვების, ფილტვების, საყლაპავი მილის, თავის ტვინისა და სხვა ოპერაციები. დიდი წვლილი მიუძღვის ტრავმატოლოგიისა და ონკოლოგიის განვითარების საქმეში.

დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად პანთეონში დასაფლავებული არიან:

  • მეუღლე — ოლღა გიორგის ასული ბებურიშვილი 
  • ვაჟიშვილი — დავით კონსტანტინეს ძე ერისთავი 
  • ქალიშვილი — მარიკა კონსტანტინეს ასული ერისთავი-გორდეზიანი 

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

  

წყარო-www.wikipedia.ge


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 22.01.2023
სულ რედაქტირებულია 1





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0