სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
მათე ალბუთაშვილი (ჩობანი) 1863-1953წწ დეკანოზი, მწერალი პედაგოგი დაბ. სოფ. ჯოყოლო ახმეტა კახეთი პანკისი

1863-1953 წწ. გარდ. 90 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ალბუთაშვილი სია

ახმეტა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

16       ბეჭდვა

მათე ალბუთაშვილი (ჩობანი) 1863-1953წწ დეკანოზი, მწერალი პედაგოგი დაბ. სოფ. ჯოყოლო ახმეტა კახეთი პანკისი

მათე ალბუთაშვილი (ქისტი ჩობანი  (ფსევდონიმი)) დაბადების ადგილი: 1863 წლის 20 იანვარი ახლანდელი ახმეტის რაიონი,  სოფელი ჯოყოლო.


მწერალი, ფოლკლორისტი, პედაგოგი, ქართული პრესის ერთ–ერთი პირველი ქისტი თანამშრომელი. წერდა "ქისტი ჩობანის" ფსევდონიმით. "ივერიასა" და "მოგზაურში" გამოაქვეყნა ფოლკლორულ–ეთნოგრაფიული მასალები, წერილები, ისტორიულ–ეთნოგრაფიული და გეოგრაფიული ნარკვევი, რომელშიც აღწერილია პანკისის ხეობა, მისი საზღვრები, ფლორა, ფაუნა, ქართული და ქისტური ლეგენდები, თქმულებები, ჩაცმულობა, არქიტექტურა, ქორწილი, შეეხო შვილების აღზრდის თემას, სისხლის საზღაურს და სხვა. ავტორია მოთხრობების: "მაგდანი", "გემბიშ ჰაჯი", "მცირეწლოვანი მესისხლე", "ყინტერ დეეხინი", "ნათაგური" და სხვა. ბავშვებისთვის წერდა შარადებს და გამოცანებს.

წყარო: საქართველო:ენციკლოპედია.– თბ.,1977.– გვ.94



ბიბლიოგრაფია

პანკისის ხეობა : ისტ.-ეთნოგრაფიული და გეოგრაფიული აღწერა (ავტორი). - თბილისი, 2005. - 254გვ.. - ISBN: 99940-0-246-5

ქისტი განმანათლებლისა და სასულიერო მოღვაწის მათე ალბუთაშვილის დაბადებიდან 155-ე წლისთავს, 30-31 იანვარს თბილისში ღონისძიებებით აღნიშნავენ. 30 იანვარს მწერალთა სახლში მისი ხსოვნის საღამო გაიმართება. 31 იანვარს კი მოსწავლეთა სასახლეში დაგეგმილია კონფერენცია თემაზე მათე ალბუთაშვილის შემოქმედება.


მათე ალბუთაშვილის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის ქალთა კონგრესის“ თავმჯდომარე მექა ხანგოშვილია. ღონისძიებება საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, კულტურის სამინისტროსა და გაეროს ასოციაციის მხარდაჭერით ტარდება.


„მათე ალბუთაშვილის სახელს უკავშირდება პანკისის ხეობაში განათლების პირველი კერის გაჩენა. 155-ე წლისთავთან დაკავშირებით, იმართება ხსოვნის საღამო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც პანკისის ხეობიდან - ქალთა საბჭო, უხუცესთა კავშირი და თემის სხვა წარმომადგენლები, ასევე პოეტები და მწერლები საქართველოს რეგიონებიდან. 31 იანვარს, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში გაიმართება კონფერენცია „მათე ალბუთაშვილის ბიოგრაფიული შტრიხები და მისი შემოქმედება“. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლეთა ეროვნულ სასახლესთან არსებული კავკასიური განყოფილების სტუდენტები და მოსწავლეები პანკისის, ჩარგლის და ყვარლის სკოლებიდან. მათე ალბუთაშვილს დიდი მეგობრული კავშირები ჰქონდა, როგორც ვაჟა-ფშაველასთან, ასევე ილია ჭავჭავაძესთან. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ სკოლებიდანაც მიეღოთ მოსწავლეებს მონაწილეობა“, - უთხრა პანკისის სათემო რადიოს მექა ხანგოშვილმა.


პედაგოგი, მკვლევარი, ეთნოგრაფი და მწერალი მათე ალბუთაშვილი 1863 წელს სოფელ ჯარეგოში დაიბადა. სასულიერო განათლება მან თბილისის სასულიერო სემინარიაში მიიღო, რომლის დასრულების შემდეგ, 1893 წელს, პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში მასწავლებლად გაამწესეს. 1894 წელს მათე ალბუთაშვილი ჯოყოლოს წმინდა გიორგის ეკლესიაში მღვდლად აკურთხეს. მისი ძალისხმევით ჯოყოლოში სკოლისთვის შენობა აშენდა, რომელიც ერთადერთი სკოლა იყო ხეობაში. 1913 წელს კი ორკლასიანი სასწავლებელი სოფელ ყვარელწყალშიც დააფუძნა.

ხასო ხანგოშვილის საავტორო გადაცემა - ქისტი განმანათლებელი მათე ალბუთაშვილი

დეკანოზი მათე ომანის ძე ალბუთაშვილი 1867 წლის 14 იანვარს პანკისის ხეობაში, სოფელ ჯოყოლაში, წარმოშობით ქისტის 
ოჯახში დაიბადა. მისი წინაპრები თავდაპირველად სოფელ მითხოში გადმოსახლებულან. სხვადსხვა დროს უცხოვრიათ,არეგოში, ჩაბანოში, 
ხორბალოში და შემდეგ პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლაში დასახლებულან. ალბუთაშვილების უწინდელი გვარი აიაური ყოფილა. 
პირველდაწყებითი განათლება- პატარა მათემ ალვანის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში მიიღო. 
1882-1886 წლებში თელავის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო 1886-1392 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, 
რომელიც მეორე ხარისხის დიპლომით დაამთავრა. 
1893 წელს ნასწავლი და ენერგიით სავსე ახალგხარდა მშობლიურ მხარეს დაუბრუნდა და სოფელ ჯოყოლას სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 
გვ70
იგი 30 წელი ერთგულად ემსახურა ამ ხეობის მცხოვრებთა სწავლა-განათლების საქმეს.  
1894 წელს საქართველოს ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) იგი დიაკვნად აკურთხა, ერთ კვირაში კი მღვდლად დაასხა ხელი და 
სოფელ იოყოლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. მასვე 
დაევალა მისიონერული მოღვაწეობა ადგილობრივ მუსლიმანურ მოსახლეობაში, რომელსაც იგი 1910 წლამდე ხელმძღვანელობდა.
სოფელ ჯოყოლაში სამრევლო-საეკლესიო სკოლა ფიცრული და სწავლისათვის სრულიად გამოუსადეგარი იყო. მამა მათემ აღძრა საკითხი ახალი შენობის ასაგებად და 
ნებართვაც მიიღო. სამ წელიწადში აშენდა დიდი ქვითკირის შენობა, ხუთი ოთახით, დერეფნითა და ფართო აივნით. ამ შენობის გვერდით აშენდა ფიცრული ოთახი სამჭედლოთი, 
სადაც მჭედელი მასწავლებელი მოზრდილ შეგირდებს ასწავლიდა ხელობას. 
1899 წელს მან თბილისის გუბერნატორმა სვეჩინმა იმოგზაურა მთა-თუშეთში და ეს სკოლაც დაათვალიერა, 3 000 
მანეთი შესწირა საჩუქრაღ სასწავლებელს, ხოლო მამა მათე მადლობის სიგელითა და 300 შანეთით დაჯილდოვდა. 
ეს აშბავი დაიბეჭდა მაშინდელ გაზეთ „კავკაზში.” ნაყოფიერი მოღვაწეობის გამო, 1901 წლის 5 ოქტომბერს მღვდელი მათე საგვერდულით დაჯილდოვდა. 
1900-1904 წლებში, მისი ხელმძღვანელობით, წმინდა გიორგის ეკლესიასთან აშენდა კრამიტით დახურული, ახალი ოთხსართუ- 
გვ71
ლიანი ქვითკირის შენობა სოფლის საკრებულოსათვის (ამ შენობაში შემდეგ კომუნისტებმა საავადმყოფო გახსნეს). ასევე შეკეთდა 
ეკლესია და სამრეკლოში ახალი ხუთფუთიანი ზარი დაიკიდა. შეშორჩენილია მამა მათეს ჩანაწერი ქისტების შესახებ, საიდანაც ვიგებთ თუ რა პირობებში უწევდა მას მუშაობა: 
„ძნელი იყო ნახევრად ველური ბავშვებისა და თვით ხალხის შემოჩვევა ეკლესიაში და სკოლაზე, ისინი უფრო მოლების რჩევადარიგებას უსმენდნენ. 
მე, როგორც მისიონერს, ხშირად მიხდებოდა მათთან სერიოზული კამათი, რაც ძირითადად გამოწვეული იყო ნათლობის საიდუმლოთი. მოლები ეუბნებოდნენ ქისტებს, 
რომ თუ მოინათლებით, სალდათში წაგიყვანენო და ა. შ. მე უმეტესობა მაინც მენდობოდნენ, როგორც თავისიანს. დავდიოდი კარდაკარ და ისე ვაქუჩებდი ბავშვებს სკოლაში. 
ვასწავლიდი ყოველწლიურად 15-20 მოწაფეს ორ განყოფილებად, ჯამაგირი მქონდა 300 მანეთი. 30 წლის განმავლობაში გამოიცვალა 17 მასწავლებელი, აქედან – ორი რუსი. მათ ცვლა– 
დაგვიანებაში სწავლას არ ვწყვეტდი სკოლაში. ასევე უსასყიდლოდ ვასწავლიდი გალობას, სიმღერას და საეკლესიო ტიბიკონს. 
1897 წელს ერთი კვირით ამოვიდნენ ჩემთან ინსპექტორი და ხირსის მონასტრის წინამძღვარი, მისიონერი, არქიმანდრიტი ლეონიდე (ოქროპირიძე, შემდგომში - კათოლიკოს-პატრიარქი) 
და მესწრებოდნენ წირვალოცვასა და გაკვეთილებზე. წირვის დროს იგალობებოდა შერეული ქართულ-რუსული გალობა, 
რუსულად – „რომელი ქერუბიმთა“ და ქართულად – „შენ გიგალობთ“ სამ ხმაში. როდესაც არქი


გვ72
მანდრიტმა ლეონიდემ ქისტი ბავშვების ესეთი გალობა მოისმინა, აღელვებული წირვის ბოლომდე ცრემლს ღვრიდა“. 
შინაური მეურნეობის დარგში ნამეტურ ქისტები ძლიერ იყვნენ ჩამორჩენილნი, არ იცოდნენ უბრალო მებოსტნეობაც. სახნავსათეს იარაღს ქირაობდნენ კახეთიდან. 
მებოსტნეობის პირველი მაგალითი ნახეს და შეითვისეს სკოლიდან. ამასთანავე, კულტურული მეფუტკრეობა. თვით მე ვამუშავებდი 24 დადანბლატის სკებს და მათაც უჩვენებდი.
1916 წელს ვიყავი თბილისში მეფუტკრეობის კურსებზე, თბილისის ბოტანიკური ბაღიდან გამოუწერე სკოლას 40-მდე სხვადასხვა ნამყენობა და მებაღეობაც სკოლიდან შეითვისა ყველამ“. 
ეკლესიის წინაშე გაწეული ღვაწლისა და სწავლა-განათლების დარგში ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის მღვდელი მათე სასულიერო მთავრობის მიერ 1911 წლის აპრილში სკუფიით, 
1916 წლის 20 მაისს კამილავკით, ხოლო 1919 წლის აღდგომას – სამკერდე ოქროს «ჯვრით დაჯილდოვდა. 
მამა მათე აქტიურად თანამშომლობდა იმჟამინდელ ქართულ პრესასთან. გაზეთ „ივერიის“ ფურცლებზე მრავლად ქვეყნდებოდა პანკისის ხეობის ქისტების ცხოვრების ამსახველი ფაქტები და მოვლენები, რომელსაც ,,ქისტი ჩობანის“ ფსევდონიმით 
ხელს აწერდა მღვდელი მათე ალბუთაშვილი. 
ვაჟა-ფშაველას თხოვნით მამა მათე ალბუთაშვილმა შეისწავლა ქისტების ისტორია და ეთნოლოგია და ვრცელი ნაშრომიც 
მიუძღვნა ამ საკითხს. მასვე ეკუთვნის ცნობები პანკისის ხეობაში შეშორჩენილი ეკლესიებისა და ხატების შესახებ. საყურადღებოა, აგერთვე მისი მოთხრობები: „გველის თვალი“, ,,ნათლია 
სანდროს“, „ჭრელი ფარდაგი“, „სათევზაოდ“, „ნათაგური“ და სხვა. მათში ავტორი კავკასიელი ხალხის ერთიანობასა და მეგობრობას ქადაგებს. 
1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, კომუნისტურმა ხელისუფლებამ მღვდელი მათე, როგორც მათთვის არასაიმედო პირი, უმიზეზოდ დაატუსაღეს და თბილისში გაგზავნეს. ის
გვ73

შემდეგში ასე იგონებდა ამ ამბავს: „გზაში ყაზახებმა ბევრი მცემეს, სროლითაც მესროდნენ და რამდენიმე ჭრილობა მომაყენეს, ისე, რომ ძლივს გადავრჩი სიკვდილს. 
7 თვე ორთაჭალის ციხე მალესინეს. მთელი ჩემი 30 წლის შრომა და ღვაწლი ხალხისადმი შეწირული, სკოლა, ბაღი, ფუტკარი და სხვა მიმატოვებინეს და გამომაძევეს ცარიელი“. 
1922 წლის დასაწყისში ციხიდან გათავისუფლებული. მამა მათე კვლავ ეკლესიას უბრუნდება და შილდის სამრევლოში აგრძელებს მღვდელმსახურებას.
1924-1929 წლებში იგი ალავერდის საეპარქიო კანცელარიაში მდივნად მუშაობს. 1925 წელს ალავერდელმა ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ფხალაძე, შემდგომში – კათოლიკოს–პატრიარქი)
მღვდელ მათეს დეკანოზის წოდება მიანიჭა. 
1929 წლიდან თელავის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიაშში („ღვთაების“) მეორე მღვდლად ინიშნე-
გვ74
ბა. 1932 წლის 5 აპრილს, აღღგოეის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) დეკანოზი მათე ეკლესიის წინაშე გაწეული 
ღვაწლისათვის ენქერით დააჯილდოვა· 
1935 წლის 7 მარტს გარდაიცვალა თელავის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და ალავერდის ეპარქიის მთავარხუცესი,
დეკანოზი ლეონტი ღვინიაშვილი. უწმინდესმა და უნეტარსმა კალისტრატემ მთავარხუცესის საპატიო წოდება ეპარქიის “უხუცესს, დეკანოზ მათეს ჩააბარა და 
მიტრა უბოძა· 
დეკანოზ მათეს ძალიბნ რთულ პერიოდში მოუწია მთაცარხუცესობა. 1937-1938 წლებში დაწყებულმა ახალმა რეპრესიებმა 
ისედაც შემცირებული სამღვდელოება კიდეც უფრო დააზარალა. ალავერდის ეპარქიის სამღვდელოებიდან რამდენიმე კაცი 
დახვრიტეს, ზოგიერთმა კი შიშის გამო ანაფორა გაიხადა და საერო სამსახურში დაიწყო მუშაობა, ზოგმა მასწავლებლად, ზოგმა 
დარაჯად. შემორჩენილია დეკანოზ მათეს მიერ საკათოლიკოსო კანცელარიაში კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს სახელზე
გაგზავნილი წერილი, რომელიც 1939 წლის 16 მარტით თარიღდება: „დიდი რეპრესიებია! რა ვაკეთოთ, ვის მივმართოთ? 
შემოგვაწერა ფინგანმა: მე – 11 691 მანეთი საშემოსავლო და საკულტო, ჩემს თანაშემწეს, მღვდელ პეტრე დეკანოზიშვილს – 
10 405 მანეთი. შეიძლება გამოინახოს რაიმე სახსარი ან გზა? გთხოვთ რჩევა-დარიგებას. პრესა აცხადებს, რომ ერთი წუთითაც არ უნდა დავივიწყოთ, 
რომ ჩვენი სააგიტაციო მუშაობა ანტირელიგიური პროპაგანდის ხაზით არ უნდა ატარებდეს ადმინისტრირებულ ხასიათს (პრესაში გამოქვეყნებული ეს სტატია 
ეკუთვნის საქართველოს მებრძოლ უღმერთოთა კავშირის ცენტრალური საბჭოს თავჯდომარეს სახაროვს)“. 
1942 წელს დეკანოზი მათე ალავერდის ეპარქიაში არსებული მდგომარეობის შესახებ წერილს აგზავნის კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს სახელზე: ,,1942 წელს მთელ ალავერდის 
გვ75

ეპარქიაში მოქმედი ეკლესია დარჩა მარტო ერთი, ჩემდა რწმუნებული თელავის „ღვთაების ეკლესია“. ეპარქიაში სამღვდელოება დარჩა 7 კაცი. 
არქიმანდრიტი ამბროსი (ალადაშვილი), არქიმანდრიტი იოსები (ლაგაზიშვილი), იღუმენი სტეფანე (გიგოლაშვილი), დეკანოზი იოანე ენუქიშვილი, მღვდელი გიორგი მეზვრიშვილი, 
მთავარდიაკონი – მღვდელმოქმედებით პეტრე დეკანოზიშვილი და ერთი წიგნის მკითხველი გიორგი ცერცვაძე (შედგომში – ალავერდელი მიტროპოლიტი გრიგოლი,გარდა-
იცვალა 1992 წელს). არც ერთ სამღვდელო პირს არ აქვს განსაზღვრული სამრევლო, ყველა თავისუფალია. წლევანდელ 
წლამდე ეპარქიაში ითვლებოდა კიდევ ერთი მღვდელი მიხეილ მთიბელაშვილი. იმაზე ამბობენ, რომ გაიხადა ანაფორა და 
მღვდელმსახურება შეწყვიტაო. ეპარქიაში არის კიდევ ერთი არქიმანდრიტი მელქისედეკი (ცელაძე), რომელიც ყველგან ესწრება და ასრულებს საეკლესიო წესებს, 
მხოლოდ არ იხდის არავითარ საეპარქიო გადასახადს. არც ერთი სამღვდელო პირი არ ზრუნავს, წელიწადში ერთხელ მაინც სწიროს მოქმედ ტაძარში და მიიღოს წმინდა ზიარება. 
ზოგიერთი მათგანი არც მირონს იძენს. ჩემდამი რწმუნებულ ეკლესიაში წირვა-ლოცვა სწარმოებს კვირა-უქმე დღეებში. მლოცველების რაოდენობამ 
იმატა წინა წლებთან შედარებით. მაზიარებელთა რაოდენობა, ამინდის მიუხედავად, კვირაში აღწევს 18-ს, ხოლო მონათლულთა რაოდენობა – წელიწადში 60-70, ჯვრისწერა – 1-2 შემთხ-
გვ76
ვევა, მიცვალებულის მღვდლით დასაფლავება – წელიწადში 5- 6. კერძო გადმოცემით, სოფელ ყვარელში მორწმუნეებს ერთი 
ადგილი აქვთ ამოჩემებული, იქ ხატია დასვენებული, სადაც დღესასწაულებში იკრიბებიან, ლოცულობენ და წესებსაც ასრულებენ, კერძოდ: ნათლობებს, პარაკლისებს და სხვა“.
1943 წელს ხელისუფლებამ ეკლესიას ნება დართო, კვლავ გაეხსნათ დაკეტილი ტაძრები და სასულიერო სასწავლებლები. 
სამღვდელოებასაც მიეცა საშუალება დაეკმაყოფილებინათ მორწშუნეთა რელიგიური მოთხოვნი თებები და უშიშრად გაეგრძელებინათ ღვთისმსახურება. 
თუმცა ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა. მართალია, შეწყდა დახვრეტები და გადასახლებები, მაგრამ ამჯერად დიდი გადასახადების საშუალებით ხდებოდა 
სასულიერო პირთა შევიწროება. სწორედ ამ პრობლემას ეხება 1946 წლის 18 ივნისით დათარიღებული დეკანოზ მათეს წერილი, 
რომელსაც იგი კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს უგზავნის: „წელს, იანვარში, ჩემს სახლში მოვიდა უბნის ინსპექტორი და 
შეადგინა აქტი, სადაც აღნიშნულია ჩემი წლიური შემოსავალი: ნათლობების – 1800 მანეთი, პარაკლისების – 1600 მანეთი, 
პანაშვიდების – 3850 მანეთი, სულ – 9250 მანეთი. გადასახადი კი შემაწერეს 13 308 მანეთი და კიდევ სამხედრო გადასახადი 
– 1250 მანეთი. ვთხოვე შემცირება და უარი მითხრეს. ამიწერეს სახლი და ქონება, გავასაჩივრე მანდ კომისართან და 
პასუხი ჯერ არ მომსვლია. თუკი არაფერი გამოვა, არ ვიცი, რა უყო! სამღვდელოების კაკალი აღარ ჩხრიალებს! ძალიან გებოდიშებით და ვითხოვ შენდობას, მაპატიეთ კადნიერება“. 
1950 წლის ნოემბერში, ავადმყოფობის გამო. ალავერდელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ჩაჩანიძე) ეპარქიის მთავარხუცესი და 
თელავის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მათე ალბუთაშვილი დაითხოვა სამსახურიდან და 
მის ადგილზე არქიმანდრიტი ამბროსი (ალადაშვილი) დანიშნა. 
სიცოცხლის უკანასკნელი ორი წელი მოხუცმა მოძღვარმა მძიმე ავადმყოფობაში გაატარა. 1951 წლით დათარიღებულ წერ- 
გვ77

ილში იგი კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს გულისტკივილით სწერდა: 
„ამ სიბერე-სიკვდილის დროს (84 წლის გავხდი) შემაწუხა უდიდესმა გადასახადებმა, აღარც ვკვდები და აღარც ცხოვრების თავი მაქვს. 
უმდაბლესად  ვთხოვ თქვენს უწმიდესობას და იმედით გეხვეწებით, თუნდაც, როგორც გამონაკლისი, შუამდგომლობა გამიწიოთ, რათა წარდგენილ, ვიქნე, სადაც ჯერ არს, 
წარჩინებული სახალხო შრომის სახელწოდებით, რომ თანახმად ც. ი. კ-ის დადგენილებისა, 1927 წლის 27 თებერვლისა, შეღავათი მექნას საშემოსავლო, სახლისა და
სხვა გადასახადებისა“. 
დეკანოზი მათე 1953 წლის დასაწყისში გარდაიცვალა. დასაფლავებულია ქ. თელავში, სამოქალაქო სასაფლაოზე. 




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 24.09.2020
ბოლო რედაქტირება 05.02.2024
სულ რედაქტირებულია 5

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 06.03.2023
სულ რედაქტირებულია 2



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0