ნიკოლოზ ნიკოს ძე ვახანია
(დ. 28 აგვისტო, 1930, ქუთაისი, საქართველოს სსრ — გ. 23 ივლისი, 2014, თბილისი, საქართველო) -ქართველი მათემატიკოსი.
ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1970),პროფესორი(1971), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1988), აკადემიკოსი (2001); საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნ.მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ალბათობიბის თეორიისა და ფუნქციური ანალიზის განყოფილების გამგე (1961-დან); ამავე ინსტიტუტის დირექტორი (1978-2006); ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე (2008 - 2013);თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი (1970 - 73); თსუ შემთხვევით პროცესთა თეორიის კათედრის გამგე (1964 - 2006); საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების აკადემიკოს-მდივნის მოადგილე; საქართველოს ცენტრალური კომისიის წევრი (2003 - 2006); საქართველოს და უცხოეთის სამეცნიერო საზოგადოებების ჟურნალებისა და გამოცემების სარედაქციო კოლეგიების წევრი; ენციკლოპედია "საქართველოს" მთავრი სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე (1992-დან); გამოთვლითი მათემატიკის საერთაშორისო საკოორდინაციო კომიტეტის წევრი; საერთაშორისო ინოვაციის ფონდის წევრი; საერთაშორისო სტატისტიკური ინსტიტუტის წევრი; ნაციონალური გეოგრაფიის საზოგადოების წევრი.
ფერენციალურ განტოლებათა თეორიის პრობლემებს. გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია: "ალბათური განაწილებები წრფივ სივრცეებში" (1971, თბილისი, რუსულ ენაზე), "ალბათური განაწილებები ბანახის სივრცეებში" (მოსკოვი, 1985, რუსულ ენაზე. ამ დარგის ერთ-ერთი ყველაზე ციტირებული ნაშრომი). ორივე მონოგრაფია თარგმნილია ინგლისურ ენაზე და გამოქვეყნდა "ნორთ ჰოლანდისა" და "რეიდელის" გამომცემლობების მიერ (1981, 1987).
ჯილდოები: ნ. მუსხელიშვილისა (1992) და ა. რაზმაძის (2003) სახელობის პრემიები; ივანე ჯავახიშვილის ორი მედალი (1976, 2000); ღირსების ორდენი (2000).