სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
ადამ ბობღიაშვილი 1912-43წწ გარდ. 31 წლის, მწერალი, პოლიტიკოსი; დაბ. სოფ. ზემო ალვანი ახმეტა ადამ ბობღიაშვილი 1912-43წწ გარდ. 31 წლის, მწერალი, პოლიტიკოსი; დაბ. სოფ. ზემო ალვანი ახმეტა ადამ ბობღიაშვილი 1912-43წწ გარდ. 31 წლის, მწერალი, პოლიტიკოსი; დაბ. სოფ. ზემო ალვანი ახმეტა

1912-1943 წწ. გარდ. 31 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

ახმეტა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

364       ბეჭდვა

ადამ ბობღიაშვილი 1912-43წწ გარდ. 31 წლის, მწერალი, პოლიტიკოსი; დაბ. სოფ. ზემო ალვანი ახმეტა

დაბადების ადგილი: ახმეტის რაიონი, სოფელი ზემო ალვანი. 1912-წლის 22 მაისს

1931–1935წწ. სწავლობდა ერევნის ვეტერინარულ ინსტიტუტში.

1935 წელს დაბრუნდა საქართველოში და 1937 წლამდე მუშაობდა ხევსურეთში–ბარისახოში, ზემო სვანეთში, შირაქის მომთაბარე მედპუნქტში ექიმად. 1938 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ქართული ენისა და ლიტერატურის განხრით. სსრკ–გერმანიის ომის დაწყების შემდეგ იგი დაუკავშირდა საიდუმლო პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც "1942 წლის წლის შეთქმულების" სახელით არის ცნობილი. იყო საიდუმლო ორგანიზაციის "სამანის"(საქართველოს აყვავებისათვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტები) წევრი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.450

https://armuri.georgianforum.com/t85-topic


1912 წლის 28 მაისს, როცა სოფელ ფშაველას მთაზე მდგარ ეკლესიაში ამაღლებას დღესასწაულობდნენ, სოფელ ზემო ალვანს მოევლინა პატარა ადამი.

ბობღიაშვილები წოვათაში ცხოვრობდნენ, სოფელ ინდურთაში, იქ დაიბადა ადამის მამაც იასონ ბობღიაშვილი – პედაგოგი. სოფელი მას “ბუნტოვჩიკს” უწოდებდა, რის გამოც ხშირად აპატიმრებდნენ. 1905 წელს პარიზში ჩავიდა და სხვებთან ერთად ზუბალაშვილის თანხით საქართველოში იარაღი ჩამოიტანა.

ადამის დედა – მარიამ ჭყოპიშვილი. მდიდარი ოჯახის შვილი ყოფილა, გონიერი, ლაზათიანი ქალი იყო. შვილის სიკვდილის შემდეგ 33 წელიწადი კიდევ იცოცხლა, იჯდა ციხეში, ყველაფერი გაუნადგურეს, მაგრამ მას არასოდეს დაუწუწუნია და არ გატეხილა.


ქალბატონი ლიზა ვახვახიშვილი (ადამის საცოლე) იხსენებს: “მისი ტირილი რაღაც ზეამაღლებული განცდებით იყო სავსე. მე ცრემლი მიშრებოდა. გაოცებული ვუსმენდი მის ლამაზ განუმეორებელ გოდებას”.

ადამმა შვიდწლედი თელავში ნადიკვართან არსებულ სკოლაში დაამთავრა. მე-8 კლასში მისთვის ყველაზე საყვარელმა ქართულის მასწავლებელმა ნინო ყაზარაშვილმა მოსწავლეებს “გლახის ნაამბობი” დაადგმევინა, დათიკოს როლს ადამი ასრულებდა, შემდეგ მე-9 კლასში იყო, როდესაც თელავის თეატრში შეასრულა რამდენიმე როლი. აქედან დაიწყო ადამის ოცნებები მსახიობობაზე.

მერვე კლასიდან პირველ საშუალო სკოლაში გადავიდა, სწორედ იქ გაიცნო ლიზა: მაშინ კარგად გავიცანი მშრომელი, დარბაისელი, მრავალჭირვარამგადატანილი სწავლას დაწაფებული, ენამოკლე ხალხი – თუშები. ბევრი სასიამოვნო მოგონება დამრჩა. როგორ დამავიწყდება, როცა პირველად გავიგე: “მტრის მიწაზე მოკლულის შესანდობარი იყოსო”.


– – –

ზუსტად 60წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 1941წლის სექტემბერში პოლიტიკური ორგანიზაცია ,,სამანის’ შეთქმულება გასცეს როგორც ცნობილია ორგანიზაცია ,,სამანი” (ეს სიტყვა თურმე ასე იშიფრება-საქართველოს აყვავებისათვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტთა ინტერნაციონალი) 1941 წლის ზაფხულში შეიქმნა თბილისის სახელმწიფო


უნივერსიტეტში, პროფესორ მიხეილ ზანდუკელის ხელმძღვანელობით და მალე ეს მოძრაობა ფართოდ გაიშალა ქვეყანაში. ორგანიზაციის მიზანი


იყო საბჭოთა წყობილების დამხობა, საქართველოს განთავისუფლება რუსეთისაგან რუსეთ-გერმანიის ომიდან ხალხისა და ქვეყნისათვის უვნებლად გამოყვანა.


,,სამანის” ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ორგანიზაცია მთათუშეთში მოქმედებდა. მას მეთაურობდნენ მიხეილ ზანდუკელის ასპირანტი გიორგი ქადაგიძე, პოეტი ადამ ბობღიაშვილი, გოგი ქააძე და მიხეილ იმედიძე. თბილისში შეთქმულების გაცემის შემდეგ ,,სამანელები” დაიქსაქსნენ და იძულებულნი გახდნენ იატაკქვეშეთში ემუშავათ. თუშთა მეთაურებმა რაზმებით თავი მთათუშეთს შეაფარეს, სადაც ანტისაბჭოთა პროპაგანდა გააჩაღეს.


იმ დროს გოგალე ხოხიაიძე 17 წლის შინსახკომის რაზმელი ბიჭი იყო. ,,სამანელებთან’’ გასაუბრების შემდეგ შეთქმულებს ისიც შეუერთდა. მოხუცი იხსენებს, რომ ყველა მამაკაცი, ვინც თუშეთში ცხოვრობდა სულით ,,სამანელი’’ იყო-ორგანიზაციას გულშემატკივრობდნენ და, როგორც შეეძლოთ, ეხმარებოდნენ კიდეც.


გოგალე ხოხიაიძე: ` 1942 წლის შემოდგომაზე ორგანიზაციის მეთაურები თუშეთში, სოფელ დოჭუში, ჩემს სახლში გადმოვიდნენ საცხოვრებლად. დოჭუ თუშეთშის ცენტრ ომალოდან უფრო მოშორებული და უსაფრთხო ადგილი იყო. პირველი კრებაც ჩვენი სახლის ეზოში გამართეს. კრებას 50 კაცი ესწრებოდა და გაგვაცნეს ორგანიზაციის წესდება, შემდეგ კი ,,სამანში” გაწევრიანებას მოვაწერეთ ხელი. შეთქმულების ჩახშობის შემდეგ ყველა-22 კაცი ვისაც ხელი გვქონდა მოწერილი, გაგვაციმბირეს.


კრების აზრი ასეთი იყო: საქართველოში ,,სამანის’’ ყველა ორგანიზაციას ერთნაირად უნდა დაეწყო გამოსვლები და ეროვნული მოძრაობა. ვუცდიდით, ცენტრი როდის გვაცნობებდა აჯანყების ნიშანს. ამასობაში ხელისუფლებმა ჩვენი შემორიგება სცადეს მაგრამ ,,სამანის’’ ხელმძღვანელობამ სასტიკი უარი შეუთვალა. ამის შემდეგ დასმენილთა დაპატიმრება დაიწყეს.


დამსმენი და გამცემი ბევრი იყო. გაიცა ბრძანება, რომ ,,სამანის’’ მეთაურები დაეხოცათ. იძულებულნი გავხდით, შინსახკომის რაზმებისაგან დასაცავად სოფელი გაგვემაგრებინა. ამავე დროს თბილისში ორგანიზაციის მთავარ შტაბთან დაკავშირებაც ვცადეთ. მე ორ მოკავშირესთან ერთად გამაგზავნეს ბარში, სადაც უნდა გვენახა თელავის ,,სამანის’’ ხელმძღვანელი კიმო ლაგაზიძე, რომელიც თავის მხრივ, შეგვახვედრებდა მთავარი შტაბის ერთ-ერთ წარმომადგენელს მაგრამ აღმოჩნდა, რომ ლაგაზიძემ 3 დღის წინ აეყვანათ.


მე ისევ მთათუშეთში დავბრუნდი. იქ უკვე დიდი არეულობა იყო. ორგანიზაციის ომალოს შტაბმა გვაცნობა რომ თელავის ჩეკას უფროსის, ალიოშა კვაშალის ხელმძღვანელობით შინსახკომის 250-კაციანი რაზმი ყადორის გზით შემოვიდა ომალოში, დიკლოსა და შენაქოში მდგომი ჯარებიც ომალოში გადმოისროლეს. სასწრაფოდ ჩატარდა ორგანიზაციის კრება და გადაწყდა, რომ უფროსობა ბარისაკენ უნდა წამოსულიყო. ბარში უფრო ადვილად დაიცავდნენ თავს, უფრო მეტი გასაქანი ექნებოდათ, ბოლოს და ბოლოს, ტყეს მაინც შეაფარებდნენ თავს. ,, სამანის’’ მეთაურების გამგზავრება გასაიდუმლოებული იყო, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე გვეგონა. ბობღიაშვილისა და იმედიძის თავების მომჭრელს თუშებმა ,,მეხაშე’’ შეარქვეს.


,,სამანური’’ მოძრაობის მკვლევარი, მწერალი როსტომ ჩხეიძე თავის წიგნში ,,დაწყევლილი თაობა’’ ერთგვარ პარალელებს ავლებს 1924 წლის აჯანყებასა და 1941-43წ.წ შეთქმულებას შორის. განსაკუთრებით გულში ჩამწვდომი არის ამაზრზენი ეპიზოდი, რაც ღალატის დაგვირგვინების საზარელ სიმბოლოდ იქცა: 1924 წლის ეროვნული გვარდიის უფროსის, ვალიკო ჯუღელის ტანსაცმელი მის მკვლელს ვინმე ჩეკისტ ზარგინავს ერგო, ხოლო ,,სამანელთა’’მოთავეებს ის ტანისამოსი-თუშ მეცხვარეს, სვიმო ღუბაქელიძეს, რომელმაც მოკლულ ადამ ბოღიაშვილსა და მიხეილ იმედიძეს თავები მოაჭრა.

რაც შეეხება ,,სამანელთა’’ მეთაურების მკვლელს, მათე წვერაიძეს, იგი დეზერტი იყო ჩეკამ ამ საქმეში გამოიყენა შემდეგ დეზერტირმა აპატია. იმასაც ამბობდნენ, რომ წლების შემდეგ ისევ ჯიუტად იმიორებდა: ის სახლი რომ შემთხვევით გაცოცხლდეს, ისევ დავხოცავდიო. მათე წვერაიძის და სოფო კი იხსენებს : `იმ ამბების მერე ძალიან გულჩათხრობილი გახდა. ამ თემაზე საუბარი საშინლად არ უყვარდა. მხოლოდ სიმთვრალეში წამოსცდა ერთხელ- ისინი ყაჩაღები იყვნენ და საკუთარ თავს დააბრალონ, რაც მოუვიდათო. შეიძლება ცოლს მოუყვა ყველაფერი, მისი შიშით ჩემი რძალი მაინც ვერაფერს იტყოდა’’.


როსტომ ჩხეიძის მიერ მოძიებული ერთ-ერთი ვერსიით, მათე წვერაიძე შეიძლება არც ყოფილიყო მკვლელი-ბობღიაშვილი და იმედიძე ჩეკისტებმა დახოცეს, წვერაიძემ კი მკვლელობა თავის თავზე აიღო-როგორც ჩანს ხელისუფლებას ასე უფრო აწყობდა. ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება, თუმცა წვერაიძიეს ბრალდება არ მოუხსნეს-ამ ქვეყნიდან ის მკვლელის სახელით წავიდა და საიდუმლოც (თუ მართლა რაიმეს მალავდა) თან წაიღო.


გოგალე ხოხიაიძე: დოჭუდან 1943 წლის 21 თებერვალს გავიდა ,,სამანის’’ მეთაურთა რაზმი: ადამ ბობღიაიშვილი, მიხეილ იმედიძე, გოგი ქააძე, არჩილ კიტოშვილი, დეკანოზ თავბერიძე და გამცილებელი-პეტო და ბიჭიკო ბუჟაიძეები. იმავე დღეს ჩეკას უფროსმა კვაშალმა მათ თორმეტკაციანი მდევარი დაადევნა ომალოდან. ,,სამანელთა’’ რაზმი საღამოს თორღვას აბანოს თავში დაბანაკდა. ღამით ორ ჯგუფად გაიყვნენ და დასაძინებლად ცალ-ცალკე წავიდნენ. მდევარი დილით დაესხა თავს. ერთი ჯგუფი-ბობღიაშვილი, თავბერიძე და იმედიძე ამოხოცეს მეორე ჯგუფმა ზვავის ქვეშ მოასწრო მიმალვა და მხოლოდ მეოთხე დღეს დანებდნენ. ცნობილია, მას მდევარი თუშების დანახვაზე აღმოხდა: ,,ყოჩაღ თუშებო, გაიმარჯვეთ თუშებზე’’.


სამივე ,,სამანელი’’ წვერაიძემ მოკლა. ღუბაქელიძემ კი თავები მოაჭრა. ეს ჩეკას უფროსმა კვაშალმა მოითხოვა იმის დასტურად, რომ ,,სამანელები’’ მართლა მოკლულები იყვნენ. თავმოჭრილ ბობღიაშვილსა და იმედიძეს გრძელი წვერი ჰქონდათ. ამ წვერებით მოჭრილი თავები ზურგჩანთაზე დაკიდეს და პოეტი არჩილ კიტოშვილი აიძულეს სოფელ ხისოდან ომალომდე ეტარებინა. მე ეს ყველაფერი თვითონ არ მინახავს , მიამბეს. ჩვენ ამ დროს საპატიმროში ვისხედით ნარჩომაანთ ბოსელში. ბოსლის თავზე კვაშალს ჰქონდა შტაბი. ერთ დღესაც ლაპარაკი მოგვესმა, დაპატიმრებულები მოიყვანესო.


ომალოში კვაშალმა მეორე დღესვე მოიწვია თუშეთის ოთხივე ხეობის მოსახლეობის კრება. ხალხს მოჭრილი თავები აჩვენეა შესაშინებლად-ვინც გაიმეორებს იგივე დღე მოელისო. შემდეგ კი კვაშალისვე ბრძანებით საბერაცოს გორიდან ალაზნის ხეობაში დააგორეს. მოკლულთა ტანები იმდენ ხანს ეყარა მკვლელობის ადგილას, ვიდრე მათგან ძვლებიღა არ დარჩა. მერე ვიღაცამ ერთი ძვალი ბობღიაშვილის დედას ჩამოუტანა. მან კი მალულად დამარხა ეზოში.

ადამ ალვანელმა (ბობღიაშვილმა) მეორე მსოფლიო ომისას ჩამოაყალიბა პოლიტიკური ორგანიზაცია “სამანი” (საქართველოს აყვავებისათვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტები)და მათი მიზანი იყო საქართველო არ ჩარეულიყო ომში. სურდათ საბჭოთა სისტემა დაენგრიათ და აღედგინათ საქართველოს დამოუკიდებლობა. 1942 წელს 17 ოქტომბერს ამ ორგანიზაციის 17 ქართველი ახალგაზრდა დახრიტეს, მათ შორის 12 უნივერსიტეტის ასპირანტი და ერთიც სტუდენტი.

ადამ ბობღიაშვილი ხელიდან გაუსხლტათ(ისიც ასპირანტი იყო), მაგრამ მთაში ღალატის მსხვერპლი აღმოჩნდა, გასცეს მისი ადგილსამყოფელი და თუშეთში რამოდენიმე თუშ თანამებრძოლთან ერთად მოკლეს 1943 წელს. შემდეგ თავები დააჭრეს და თან წაიღეს. ადამის ნაწერების ნაწილიც გაუნადგურებიათ


…ადამს სხვა თანამებრძოლებიც ყავდა.ერთი ერთი ფანცალო იმედიძე იყო. მისი და ცარო ციმბირში გადაასახლე,ს რომ მიყავდათ მანქანიდან გადმოხტა თურმე ალვნის მიწა აიღო და ისე ჩაჯდა მანქანაში…


ციმბირიდან დედამ ჩამოასვენა…

https://tirine.wordpress.com/2018/03/30/%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B-%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A6%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%94/

https://idfi.ge/ge/22-july-is-the-commemoration-day-of-the-victims-of-repressions



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.09.2020
ბოლო რედაქტირება 08.03.2022
სულ რედაქტირებულია 4

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 07.12.2021
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0