სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ზურაბ ლავრენტის ძე სოტკილავა 1937-2017  ოპერის მომღერალი, ტენორი სოხუმი აფხაზეთი
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი სოტკილავა სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

424       ბეჭდვა

ზურაბ ლავრენტის ძე სოტკილავა 1937-2017 ოპერის მომღერალი, ტენორი სოხუმი აფხაზეთი

ზურაბ ლავრენტის ძე სოტკილავა (დ. 12 მარტი1937სოხუმისაქართველოს სსრ — გ. 18 სექტემბერი2017მოსკოვირუსეთი)


— ოპერის მომღერალიტენორისაქართველოსა და საბჭოთა სახალხო არტისტი (1979), პედაგოგი,თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სოლისტი (1965–1974), მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი, მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი (1974–2017), ბოლონიის სამუსიკო აკადემიის საპატიო აკადემიკოსი.

ზურაბ სოტკილავა 1937 წელს სოხუმში დაიბადა. სპორტული კარიერის შემდეგ სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რომელიც 1960 წელს დაამთავრა. 1965 წელს დაასრულა თბილისის კონსერვატორიის პროფესორ დავით ანდღულაძის კლასი. 1965–1974 წლებში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სოლისტი. 1966–1968 წლებში მივლინებული იყო მილანის საოპერო თეატრ „ლა სკალაში“ სტაჟიორად. 1974 წლიდან გარდაცვალებამდე იყო მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი.


სოტკილავას შესრულება გამოირჩევა გამომსახველობით, გემოვნებით, მგზნებარე ტემპერამენტით, ლირიკული სიფაქიზითა და დახვეწილი ოატატობით. პარტიები: აბესალომი (ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, არზაყანი ( ოთარ თაქთაქიშვილის „მთვარის მოტაცება“), ვოდემონი (პეტრე ჩაიკოვსკის „იოლანტა“), მანრიკო, ოტელო, რიჩარდი, რადამესი, ჰერცოგი (ვერდის „ტრუბადური“„ოტელო“„ბალ-მასკარადი“„აიდა“„რიგოლეტო“), ხოზე (ბიზეს „კარმენი“), კავაროდოსი (პუჩინის „ტოსკა“), ედგარი (დონიცეტის „ლუჩია დი ლამერმური“), ინდოელი სტუმარი (რიმსკი-კორსაკოვის „სადკო“) და სხვა.

ზურაბ სოტკილავა არის მრავალი საერთაშორისო ჯილდოსა და პრემიის ლაურეატი, მათ შორის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალის მთავარი პრიზის - „ოქროს ორფევსი“ (სოფია1968), ჩაიკოვსკის სახელობის IV საერთაშორისო კონკურის მეორე პრემია, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემია (1983) და სხვ.


1975 წლიდან მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი.

აფხაზეთის ომის შემდეგ გამოირჩეოდა მტკიცე სამოქალაქო პოზიციით - ინტერვიუებსა და საუბრებში არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ჩავა სოხუმში მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველას შეეძლება ჩასვლა. 

ლამაზი მოგონება 

ძალიან საინტერესო ფაქტი ზურაბ სოტკილავას ცხოვრებიდან, რომელიც ბევრს არ გეცოდინებათ. ))))

1988 წელს სოტკილავასთვის, რომელიც მილანის „ლა სკალას“ სცენაზე ცნობილი არიების შესრულებისთვის, ფეხზე წამომდგარ მსმენელებისგან მორიგ აპლოდისმენტებს იღებდა  ... რამოდენიმე კაცისგან გამოყოფილ ჯგუფს სტვენით პროტესტი გამოუხატავთ, თან გაჰკიოდნენ თურმე : "გაეთრიეთ, საბჭოთა ღორებო! ძირს საბჭოთა ნაკრები! გაუმარჯოს იტალიის ნაკრებს! "

საქმე იმაში გახლდათ, რომ წინა ღამით გერმანიაში გამართულ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალში, საბჭოთა ნაკრებს იტალიის ვარსკვლავური ნაკრები 2:0 დაუმარცხებია და საბჭოეთის მოძულე იტალიელი ფეხბურთის ფანები ზურაბზე ტეხავდნენ ჯოხს. ერთ-ერთმა მათგანმა ნამდვილი საფეხბურთო ბურთიც კი ისროლა სცენაზე, რომ ქართველი მომღერლისთვის მოერტყა... ნამდვილად არ ეცოდინებოდა მსროლელს, რომ სორტკილავა სანამ სიმღერას დაიწყებდა, ფეხბურთს ისე თამაშობდა, რომ თბილისის "დინამოშიც" კი იყო მიწვეული. უბრალოდ, მისმა უნიკალურმა ხმამ, შემდეგ ის სულ სხვა მიმართულებით წაიყვანა.

51 წლის ზურაბმა ბურთი მკერდზე მიიღო. შემდეგ თავზე აიგდო, რამდენიმეჯერ აკენწლა, ბოლოს ფეხზე ჩამოიგდო, ისევ აკენწლა, მკვეთრად შეტრიალდა და ბურთი ქუსლით დააბრუნა დარბაზში. მოკლედ, მარადონა ჩაატარა. ))))))

ახლა, წარმოიდგინეთ ამის შემყურე მსმენელთა გაოცებული სიფათები, რომლებიც ყველაფერს მოელოდნენ, ასეთი ვირტუოზობის გარდა. ))))))))) როცა გონს მოეგნენ, ისეთი ოვაციები მოუწყვიათ, რომ „ლა სკალა“ ლამის ჭერის გარეშე დარჩა. ზურაბმა თავი დაუკრა პუბლიკას და ღირსეული ნაბიჯებით, დინჯად დატოვა სცენა. 

მეორე დღეს კი ყველა იტიალიური გამოცემა წერდა: საბჭოთა ნაკრებმა იტალიის ნაკრებს გადაუარა, სოტკილავამ კი – „ლა სკალასო“.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.09.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.2023
სულ რედაქტირებულია 1





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0