სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

სპორტი, გამოჩენილი ადამიანების საიტი
მსოფლიო ჩემპიონი
ნინო ბაციაშვილი დ.1987წ. მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკი დაბ. ბათუმი აჭარა

მაქს.წარმატება 28 წლის

ბმულის კოპირება

მსოფლიო ჩემპიონი

გვარი ბაციაშვილი სია

ბათუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

31       ბეჭდვა

ნინო ბაციაშვილი დ.1987წ. მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკი დაბ. ბათუმი აჭარა

საიტის შესახებ: გამოჩენილი ადამიანები, რეგიონის, ქალაქის მიხედვით. დღის იუბილარი/ხსენება
1
4
3

ნინო ბაციაშვილი (დ. 1 იანვარი, 1987, ბათუმი, საქართველო) — ქართველი მოჭადრაკე.

დაიბადა 1987 წლის 1 იანვარს ქალაქ ბათუმში. ექვსი წლიდან მონაწილეობს საჭადრაკო შეჯიბრებებზე საქართველოს მასშტაბით. ასაკობრივ დონეზე მოგებული აქვს რვა მედალი საქართველოს ჩემპიონატებში. 2004 წელს ჭადრაკის მსოფლიო ორგანიზაცია ფიდემ მიანიჭა ქალთა საერთაშორისო ოსტატის წოდება. 2008 წელს კი უმაღლესი წოდება ქალთა შორის „ქალთა საერთაშორისო დიდოსტატი“. ამას გარდა შესრულებული აქვს მამაკაცთა საერთაშორისო ოსტატობისთვის აუცილებელი სამივე ბალი, რის შედეგადაც ფიდემ 2013 წელს ოფიციალურად მიანიჭა ნინო ბაციაშვილს მამაკაცთა საერთაშორისო ოსტატის წოდება. 2015 წელს ნინო ბაციაშვილმა მოიგო საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა 72-ე ეროვნული ჩემპიონატი. ამავე წელს ნინო ბაციაშვილმა მეორე ადგილი დაიკავა ევროპის ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატზე, რომელსაც დაბა ჩაქვმა უმასპინძლა 15-30 მაისს, სადან 11 დან 9 ქულა დააგროვა და მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩა ჩემპიონ ნატალია ჟუკოვას. 2015 წელს ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ნაკრების შემადგენლობაში მყოფმა ნინო ბაციაშვილმა, ასევე ბრინჯაოს მედალი აიღო თავის დაფაზე. ნინო ბაციაშვილი საერთაშორისო რეიტინგით (2500) მსოფლიოს ქალ მოჭადრაკეთა შორის 15-ე ადგილს იკავებს, საქართველოს მასშტაბით კი მე-3 ადგილს.




ნინო ბაციაშვილი არის მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი.

ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული კლუბ "ბათუმის" შემადგენლობაში (თავის დაფაზე ოქროს მედალი. 2017)


მეორე ადგილი()

ჭადრაკი - 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადა 2022, ჩენაი, ინდოეთი

მესამე ადგილი()

ჭადრაკი - ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში 2015, ქუთაისი, საქართველო

მეორე ადგილი()

ჭადრაკი - ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატი 2015, ჩაქვი, საქართველო

მეორე ადგილი(მცირე ვერცხლი)

ჭადრაკი - 42-ე საჭადრაკო ოლიმპიადა 2016, ბაქო, აზერბაიჯანი

მეორე ადგილი()

ჭადრაკი - ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2017, ხანტი-მანსიისკი, რუსეთი

მესამე ადგილი()

ჭადრაკი - ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2017, ხანტი-მანსიისკი, რუსეთი

პირველი ადგილი()

ჭადრაკი - ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2015, ჩენდუ, ჩინეთი

მესამე ადგილი()

ჭადრაკი - ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი 2015, რეიკიავიკი. ისლანდია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.10.2020
ბოლო რედაქტირება 14.03.2024
სულ რედაქტირებულია 3





საქართველოს აბსოლიტური ფალავანი 1928 წლიდან, ქართულ ჭიდაობაში სრული სია

2 0

გაბრიელ ბარჯაძე დ.1953წ. სამბოს ფედერაციის მდივანი სოფ. ითხვისი ჭიათურა

1 0


დავით წიკლაური დ.1980წ. კრივის ფედერაციის პრეზიდენტი წარმ. სოფ. კიტოხი გუდამაყარი

1 0


ლაშა ტალახაძე დ.1993წ. ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობა შტანგა საჩხერე, იმერეთი.

3 0

41 0 1


გენო პეტრიაშვილი დ.1994წ. ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა გორი ქართლი

5 0

27 10 10


ვარლამ ლიპარტელიანი დ.1989წ. ოლიმპიური პრიზიორი ძიუდო ლენტეხი სვანეთი

6 0

22 15 16