სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

პოლიტიკა
არაბულ სამყაროში მოღვაწე პოლიტიკოსები
ბაბა ჰა­სან დეი (მესხი) (1791-1798) ალჟირის მმართველი წარმ. მესხეთი, სამცხე ჯავახეთი
ბმულის კოპირება

არაბულ სამყაროში მოღვაწე პოლიტიკოსები

გვარი მესხი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

13       ბეჭდვა

ბაბა ჰა­სან დეი (მესხი) (1791-1798) ალჟირის მმართველი წარმ. მესხეთი, სამცხე ჯავახეთი

ბაბა ჰა­სან დეის (1791-1798) ალ­ჟი­რის ის­ტო­რი­ა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უკა­ვიამას აქე­ბენ რო­გორც ევ­რო­პე­ლე­ბი და ამე­რი­კე­ლე­ბიისე არა­ბე­ბიამე­რი­კე­ლი ჰენ­რი ბარნ­ბი კი თა­ვის წიგნ­ში "ალ­ჟი­რის ტყვე­ე­ბიჰა­სა­ნის მოღ­ვა­წე­ო­ბას რამ­დე­ნი­მე თავს უთ­მობს და მას­ზე სა­უ­ბარს იწყებს იმითრომ სიდი ჰა­სა­ნი ქარ­თვე­ლი იყო.

ეს ბრი­ტა­ნე­ლი დიპ­ლო­მა­ტის სა­ი­მონ ლუ­კა­სის მიერ ბრი­ტა­ნე­თის სამ­ხედ­რო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­თან ჰენ­რი დუნ­დას­თან გაგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლი­და­ნაც ირ­კვე­ვათურ­ქუ­ლი წყა­რო­ე­ბის თა­ნახ­მადმისი სა­ხე­ლია ჰა­სან ბინ იუ­სუფ აჰის­კა­ლირაც სა­ვა­რა­უ­დოდ იმა­ზე მი­უ­თი­თებსრომ ჰა­სა­ნი ახალ­ცი­ხე­ლი გა­მაჰ­მა­დი­ა­ნე­ბუ­ლი მეს­ხი იყო.

1730-იანი წლე­ბი­სათ­ვისახალ­ცი­ხის სა­ფა­შოს დიდ­გვა­რო­ვან­თა უმე­ტე­სო­ბა მაჰ­მა­დი­ა­ნი იყოგლე­ხო­ბის დიდი ნა­წი­ლი კი ისევ ინარ­ჩუ­ნებ­და ქრის­ტი­ა­ნო­ბასთუ ჰა­სა­ნი მუს­ლი­მი იყომა­შინ იგი ალ­ჟირ­ში მამ­ლუ­ქის ან მო­ნის სა­ხით ვერ მოხ­ვდე­ბო­დაბრი­ტა­ნულ დიპ­ლო­მა­ტი­ურ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით ვი­გებთრომ ჰა­სა­ნი ალ­ჟირ­ში ძალ­ზე ახალ­გაზ­რდა ჩა­მო­ვი­და და ჯა­რის­კა­ცად ან ია­ნიჩ­რადალ­ბათნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ჩა­ე­წე­რა.


ლუ­კა­სის თა­ნახ­მადჰა­სა­ნი სხარ­ტი გო­ნე­ბის პატ­რო­ნიგა­ნათ­ლე­ბუ­ლი და მა­მა­ცი პი­როვ­ნე­ბა იყომან სა­ზღვაო საქ­მე საკ­მა­ოდ სწრა­ფად შე­ის­წავ­ლამალე ჰა­სანს ხო­მალ­დის კა­პიტ­ნის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭეს და 1770 წელს შავ ზღვა­ში რუ­სეთ-თურ­ქე­თის სა­ზღვაო ბრძო­ლებ­ში ალ­ჟი­რის გე­მე­ბის მე­თა­უ­რად მი­ავ­ლი­ნეს1775 წელს ეს­პა­ნე­თი ალ­ჟირ­ზე თავ­დას­ხმი­სათ­ვის გა­მა­ლე­ბით ემ­ზა­დე­ბო­დაიმ­ჟა­მინ­დელ­მა მმარ­თველ­მა მუ­ჰა­მად დე­ი­მაც და­ი­წყო ომი­სათ­ვის მზა­დე­ბა და ამას­თანსტამ­ბოლ­ში სულ­თან­თან შუ­ამ­დგომ­ლო­ბი­სა და დახ­მა­რე­ბის სა­თხოვ­ნე­ლად ჰა­სა­ნი გაგ­ზავ­ნაუკან გა­მობ­რუ­ნე­ბუ­ლი ჰა­სა­ნი უკვე სას­ტი­კად და­მარ­ცხე­ბულ­მა ეს­პა­ნე­ლებ­მა გზა­ში და­ა­ტყვე­ვეს და ეს­პა­ნეთ­ში წა­იყ­ვა­ნეს.

მუ­ჰა­მად დეიმ საფ­რან­გე­თის კონ­სულს სთხო­ვა დახ­მა­რებოდა ეს­პა­ნელ­თა ტყვე­ო­ბი­დან ჰა­სა­ნის გა­მოხ­სნა­შიმცი­რე და­ყოვ­ნე­ბის შემ­დეგჰა­სა­ნი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლესრო­გორც ირ­კვე­ვაეს­პა­ნეთ­ში ყოფ­ნი­სას ჰა­სან­მა ფა­რუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბა გა­მარ­თა ბურ­ბო­ნებ­თან და გა­სამ­რჯე­ლოდ რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი ეს­პა­ნუ­რი დო­ლა­რიც მი­ი­ღომას ეს­პა­ნეთ­სა და ალ­ჟირს შო­რის სამ­შვი­დო­ბო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა დაეს­პა­ნე­ლი ტყვე­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა ევა­ლე­ბო­და.

ამ დრო­ი­სათ­ვის ორი­ვე სა­ხელ­მწი­ფო მზად იყო მშვი­დო­ბი­სათ­ვისალ­ჟირ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ჰა­სა­ნი სხვა­დას­ხვა და­სავ­ლელ დიპ­ლო­მა­ტებ­თან მარ­თავ­და შეხ­ვედ­რებსამა­ვე დროს იგი წე­რილს უგ­ზავ­ნის საფ­რან­გე­თის მე­ფეს ლუი XVI- და მად­ლო­ბას უხ­დის იმის­თვისრომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ეს­პა­ნელ­თა ტყვე­ო­ბი­დან მისი გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის საქ­მე­შიირ­კვე­ვარომ ჰა­სა­ნი კარ­გად ფლობ­და ეს­პა­ნურ ენას და ჯერ საზღვაო მი­ნის­ტრის (ვა­ქილ ალ-ჰა­რიჯ), მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის (ჰაზ­ნა­ჯითა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი ეკა­ვამუ­ჰამ­მად დეის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ1791 წლის 13 ივ­ლისსია­ნიჩ­რე­ბის მო­თხოვ­ნითჰა­სა­ნი ალ­ჟი­რის დეის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე აირ­ჩი­ეს.

ეს­პა­ნეთ­მა ჰა­სან­თან და­დე­ბუ­ლი ად­რინ­დე­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ქა­ლა­ქი ორა­ნი ალ­ჟირს და­უთ­მოგა­ნახ­ლე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლება შვე­დეთ­თანპრუ­სი­ას­თან და სხვა ევ­რო­პულ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თა­ნაც გა­ფორმ­დასამ­შვი­დო­ბო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და­ი­დო ასე­ვე პორ­ტუ­გა­ლი­ას­თა­ნაცრო­მელ­თა­ნაც ალ­ჟი­რი მუდ­მი­ვად ომის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყოპორ­ტუ­გა­ლი­ე­ლებ­მა გახ­სნეს გიბ­რალ­ტა­რის სრუ­ტესა­დაც ამ დრომ­დე მაღ­რი­ბელ მე­კობ­რე­ებს არ ატა­რებ­დნენალ­ჟი­რე­ლებ­მა ამით ისარ­გებ­ლესატ­ლან­ტი­კის ოკე­ა­ნე­ში ამე­რი­კის სა­ვაჭ­რო ხო­მალ­დებს თავს და­ესხნენ და მრა­ვა­ლი ამე­რი­კე­ლი მე­ზღვა­უ­რიც და­ა­ტყვე­ვესმათ ჯერ კი­დევ 1785 წლი­დან ჰყავ­დათ და­ტყვე­ვე­ბუ­ლი 21 ამე­რი­კე­ლი მე­ზღვა­უ­რი ქა­ლაქ ალ­ჟირ­ში.

აქვე უნდა აღ­ვნიშ­ნოთ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტი: 1793 წელს ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტი ჯორჯ ვა­შინგტო­ნი ალ­ჟი­რის დე­ის­თან მო­რიგ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს იწყებს და ჰა­სან­თან გა­მოც­დილ დიპ­ლო­მატს დე­ვიდ ჰამფრის აგ­ზავ­ნისრო­მე­ლიც ამ პე­რი­ოდ­ში ამე­რი­კის ელჩი იყო ეს­პა­ნეთ­შისამ­წუ­ხა­როდამ ეტაპ­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი არ შედ­გადეიმ ელჩი არ მი­ი­ღოთუმ­ცარო­გორც ირ­კვე­ვავა­შინგტო­ნის მიერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლი წა­ი­კი­თხა და თა­ვის ამე­რი­კელ მდი­ვანს ქა­ს­ქართს მოგ­ვი­ა­ნე­ბით პა­სუ­ხიც უკარ­ნა­ხაამ პა­სუ­ხის ერთი ვერ­სია ნიუ იორ­კის სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კის არ­ქი­ვებ­ში ინა­ხე­ბა.

მე შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცა გავ­ცნო­ბო­დი ქა­ს­ქარ­თის მიერ შედ­გე­ნილ ამ დაუთა­რი­ღე­ბელ წე­რილსრომ­ლის ორი­გი­ნა­ლი ამ­ჟა­მად ნიუ იორ­კის ბიბ­ლი­ო­თე­კაში ქა­ს­ქარ­თის პი­რად არ­ქივ­ში ინა­ხე­ბაჰა­სან დეი ჯორჯ ვა­შინგტონს წერ­დარომ იგი მი­ე­სალ­მე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბებს და სა­ჭი­როდ თვლის უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ამე­რი­კა­სა და ალ­ჟირს შო­რის სამ­შვი­დო­ბო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბას.

უც­ნო­ბიაგა­იგ­ზავ­ნა თუ არა ეს წე­რი­ლი ამე­რი­კა­შირო­გორც არ უნდა იყოსამე­რი­კის პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ჯორჯ ვა­შინგტო­ნი­სა და ახალ­ცი­ხე­ლი ქარ­თვე­ლისიმ­ჟა­მად ალ­ჟი­რე­ლი მმარ­თვე­ლის პირ­ვე­ლი მი­მო­წე­რა ნაკ­ლე­ბად შე­დე­გი­ა­ნი გა­მოდ­გამო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მხო­ლოდ 1796 წელს გა­ნახ­ლდა ალ­ჟირ­ში მივ­ლი­ნე­ბუ­ლი ამე­რი­კე­ლი კონ­სუ­ლის – დო­ნალდსო­ნის მეშ­ვე­ო­ბით და დეის ამე­რი­კე­ლი მდივ­ნის ჯე­იმს ქა­ს­ქარ­თის გამ­ჭრი­ა­ხო­ბა რომ არაეს მო­ლა­პა­რა­კე­ბაც ჩა­იშ­ლე­ბო­და და მრა­ვა­ლი ამე­რი­კე­ლი ტყვემო­ნის სტა­ტუ­სითისევ ალ­ჟირ­ში დარ­ჩე­ბო­და.  ამბები.გე მანანა გაბრიჟიძე


ალჟირის პირველი ქართველი მეფე - ჰასან დეი, იგივე "მესხი ჰასანი"

მე-16 საუკუნის დასაწყისში ის ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში აღმოჩნდა. ქალაქი ალჟირი ოსმალეთის მაღრიბის პროვინციის მთავარ ქალაქად იქცა და მომდევნო 300 წლის განმავლობაში მას მართავდნენ სულთნის მიერ დანიშნული ბეილარბეგები, რომელთაც შემდგომში "დეის" წოდება მოიპოვეს. ალჟირელ დეითა შორის იყვნენ ქართველებიც, რომელთაც თავიანთი ნიჭითა და მონდომებით დიდი როლი ითამაშეს ალჟირის აღზევებასა და აყვავებაში.

ალჟირში ქართველები, ბუნებრივია ოსმალეთის გავლით ხვდებოდნენ. საქართველოდან მოტაცებული და მონად გაყიდული ტყვეები სტამბოლისა და ოსმალეთის მონების სხვა ბაზრობებზე იყიდებოდნენ. მართალია ტყვეთა უმეტესი ნაწილი ეგვიპტესა და ერაყში იყიდებოდა, მაგრამ სტამბოლელი მოხელეები და ოსმალურ საფაშოთა განმგებლები მათ ერთმანეთს საჩუქრად უგზავნიდნენ. სწორედ ამ გზით მოხვდა ქართველთა უმეტესობა ალჟირში, ტუნისსა და ტრიპოლიში.

ალჟირში ქართველები დაწინაურდნენ მე-18 საუკუნეში, როდესაც საფაშოს უმაღლესი თანამდებობა რამდენიმე ქართველმა დაიკავა. მათგან აღსანიშნავია ჰასან დეი, რომელიც არსებული ევროპული და ოსმალური წყაროების მიხედვით, ახალციხელი მესხი იყო. ჰასანი ალჟირში ძალზე ახალგაზრდა აღმოჩნდა და თავდაპირველად სამხედრო სამსახურში იდგა. ალჟირში ჩასული ევროპელი მოგზაურების აღწერით, ის ყოფილა სხარტი გონების პატრონი, საკმაოდ განათლებული და მამაცი პიროვნება. კარგად შეუსწავლია საზღვაო საქმე და თავი გამოუჩენია, როგორც ალჟირელი კორსარების, მეკობრეების მეთურს. 1770 წელს ის მეთაურობდა ალჟირელთა მთელ ესკადრას და მონაწილეობა მიიღო რუსეთ-თურქეთის ომში, რომლის დროსაც შავ ზღვაზე იბრძოდა რუსული ფლოტის წინააღმდეგ. 1775 წელს ალჟირელებმა მოიგერიეს ესპანელთა დიდი სამხედრო ექსპედიცია და სტამბოლში ამ გამარჯვების ცნობის ჩატანის პრივილეგია სწორედ ჰასანს ხვდა წილად. ჰასანმა დიდი წარმატებით გაართვა თავი ამ დავალებას და სულთნისათვის სპეციალური მოხსენებაც მოამზადა, რომელშიც საკუთარ თავს სწორედ "ახალციხელად" მოიხსენიებს. ალჟირში დაბრუნების შემდეგ ჰასანი ალჟირის საზღვაო მინისტრად მსახურებდა, აქტიურად იყო ჩაბმული მეკობრეობა~ში და იმდენად დიდ ზიანს აყენებდა ევროპულ და ამერიკულ სავაჭრო ინტერესებს, რომ ესპანეთი და აშშ იძულებულნი გახდნენ გადაეხადათ გასამრჯელო (მათ შორის ძვირადღირებული საჩუქრები და სამხედრო ხომალდიც) ალჟირისათვის. 1791 წელს ჰასანი ალჟირის ახალ მმართველად აირჩიეს. მომდევნო 8 წლის განმავლობაში 1799 წლამდე "ბაბა ჰასანმა" როგორც მას უწოდებდნენ, დაამყარა წარმატებული დიპლომატიური ურთიერთობები ევროპის ქვეყნებსა და აშშ-თან. აღსანიშნავია, რომ ჰასანს მიმოწერა ჰქონდა ისეთ სახელმწიფო ლიდერებთან, როგორიც იყო აშშ-ს პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი, საფრანგეთს მონარქი ლუი მე-16 და სხვები.

წყარო ინტერმედია.გე



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 05.10.2021
სულ რედაქტირებულია 1





150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

2 0

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია

2 0

გიორგი (გოგიტა) ფაღავა (1895-1924) საქართველოს პოლიტიკოსი ქუთაისი იმერეთი

5 0


ერასტი ჯამლურიძე (1875-1962) თუშეთის უკანასკნელი მამასახლისი ხისო, ომალო, თუშეთი. ლევან ჯამლურიძისგან (შვილისშვილი)

3 0


ბორია კახიანი(1947-1982) სვანეთის ამაგდარი მულახი, მესტია, სვანეთი. გაბლიანი და სვანეთი სგან

11 1


ეგნატე გაბლიანი (1881-1937). სვანეთის ამაგდარი ზარდლაში, მესტია, სვანეთი.გაბლიანი და სვანეთი სგან

19 0